საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილება

Z Tskitishvili

განყოფილების აკადემიკოს-მდივანი: -ზ. ცქიტიშვილი
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი

განყოფილების სწავლული მდივანი: - მ. ბარვენაშვილი, აკადემიური დოქტორი.

განყოფილების საქმიანობის სფერო, მიზნები და ამოცანები:

- კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მოპოვებული საერ­თაშორისო დონის შედეგების გაანალიზება, რეკომენდაციების შემუშავება და მათი წარდგენა აკადემიურ საბჭოზე განსახილველად;

- კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საქართველოში ჩატარებული სამეცნიერო-ტექნოლოგიური კვლევების წლიური ანგარიშებისა და ცალკეული სამეცნიერო ნაშრომების ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის წარდგენა აკადემიურ საბჭოზე განსახილველად;

- წარმოებაში დასანერგად მომზადებული რეკომენდაციების განხილვა და მათთვის მეცნიერული შეფასების მიცემა;

- სურსათის ხარისხისა და უვნებლობის სფეროში კანონების, სხვა სამართლებლივი აქტების მომზადებასა და ექსპერტიზაში მონაწილეობა;

- კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის ინოვაციური განვითარების კონცეფციების შემუშავება და მათი წარდგენა აკადემიურ საბჭოზე განსახილველად;

- განყოფილების ეროვნული კოორდინატორების ინდივიდუალური გეგმების განხილვა და ანგარიშების მოსმენა;

- კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის სფეროში წლის საუკეთესო მეცნიერის გამოვლენა და სათანადო წინადადებების წარდგენა აკადემიურ საბჭოზე განსახილველად;

- განყოფილება იხილავს კვებისა და გადამამუშავებელი დარგების პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

ი) განყოფილება იხილავს სამეცნიერო სესიების, კონფერენციებისა და თათბირების მოწყობის საკითხებს და სათანადო წინადადებებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;

მენიუ

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com