საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

R Chagelishvili      განყოფილების აკადემიკოს მდივანი: - რ. ჩაგელიშვილი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   აკადემიკოსი;

 განყოფილების სწავლული მდივანი: - გ. გაგოშიძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

განყოფილების მიზანი, სფერო, ფუნქციები და ამოცანები:

         –   საქართველოში სატყეო დარგის ოპტიმიზაციისა და მდგრადი განვითარების მიზნით, მაღალეფექტური და ქმედითუნარიანი ინოვაციური გარემოს შექმნა;

    –სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო სატყეო პოლიტიკის ფორმირებისათვის, შესაბამისი საკანონმდებლო – სამართლებრივი უზრუნველყოფის მეცნიერულად დასაბუთებული წინადადებების რეკომენდირება,

        სატყეო საქმის სფეროში მოღვაწე სასწავლო, სასწავლო–პედაგოგიური პერსონალის, პრაქტიკოსი მუშაკებისა და კერძო მეწარმეთათვის კვალიფიკაციის ამაღლებისა და კონსულტირების მიზნით, შესაბამისი სამეცნიერო და სასწავლო–საინფორმაციო სისტემების მოდელირება;

        სატყეო და მონათესავე პროფილის სასწავლო,  სამეცნიერო, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ფუნდამენტური თუ გამოყენებითი სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის კოორდინაცია მათი ეფექტურად წარმართვის მიზნით;

        შესაბამისი თანამედროვე, პროგრესული და მყარ მეცნიერულ საფუძვლებზე ფორმირებული რეკომენდაცია, მათი ეფექტურად წარმართვის მიზნით;

        შესაბამისი თანამედროვე, პროგრესული და მყარ მეცნიერულ საფუძვლებზე ფორმირებული რეკომენდაციების წარმოდგენა, სატყეო და სოფლის მეურნეობის სფეროებში მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემების პრევენციის უზრუნველსაყოფად;

        მსგავსი პროფილის, მონათესავე ან ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების შესაბამისად, საქართველოს სატყეო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ბუნებრივი თუ ხელოვნური ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება – ოპტიმიზაციაზე ზუნვა;

        განყოფილების წევრების აკადემიკოსებისა და წევრ–კორესპონდენტების სამუშაო გეგმების განხილვა და ანგარიშების წარმოდგენის უზრუნველყოფა;

        აკადემიის აკადემიურ საბჭოზე და საერთო კრებაზე განსახილველი თემატიკის მომზადება, განხილვა და კვლევის ძირითადი შედეგების სახელმწიფო დონეზე მოსმენისათვის რეკომენდირება;

        შესაბამისი აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, აკადემიის შემადგენლობაში ნამდვილი წევრობის კანდიდატურების მონაცემთა პერსონალური განხილვა და მათთვის რეკომენდაციების მიცემა;

        განყოფილების სხდომებზე სამეცნიერო მოხსენებების მოსმენა შესაბამისი დარგისა და პროფილის აქტუალურ საკითხებზე და უახლოეს მიღწევებზე;

        სატყეო საქმის პროფილის სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების (უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, ცენტრები, პროფესიული სასწავლებლებიდა სხვა) სამეცნიერო–კვლევითი თემატიკის განხილვა და წლიური ანგარიშების მოსმენა.

 

 

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შემადგენლობა:

1.         ჩაგელიშვილი რევაზი

2.         ჭალაგანიძე შოთა

3.         ჯაფარიძე გივი

4.         თურმანიძე თამაზი

5.         ურუშაძე თენგიზი

 

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com