საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობები

      მიმდინარე წლის 7-9 აპრილს ქ. მონპელიეში (საფრანგეთი) ჩატარდა სოფლის მეურნეობის კვლევების გლობალური ფორუმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აფრიკის, სამხრეთ ამერიკის, წინა აზიის, ევროპის, აზიის, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენებმა. ჩვენი რეგიონიდან (ჩAჩAAღI) მონაწილეობა მიიღეს ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა დოქტ. ალიშერ ტაშმატოვმა და ჩAჩAAღI-ს წევრმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

  monpelie   სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში ჩატარებული სამუშაოები, რომლებიც წარმოადგინეს რეგიონალური ფორუმის აღმასრულებელმა მდივნებმა. განხილული იქნა აგრეთვე საკითხი თუ როგორ უნდა მოხდეს სხვადასხვა ორგანიზაციების: სამთავრობო, სამეცნიერო, სასწავლო, საკონსულტაციო ცენტრების, ფერმერების, არასამთავრობო ორგანიზაციების კონსოლიდაცია, რათა მოხდეს ფერმერთა ან სოფლად დასაქმებული წვრილი მეურნეობების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

     საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო აკად. გ. ალექსიძემ, რომელსაც მოუწია რამოდენიმე გამოსვლა აღნიშნულ და სხვა საკითხებზე. საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონისათვის კონფერენციების, თათბირების და კონსულტაციების ჩატარების მიზნით გამოიყოფა 70 ათასი აშშ დოლარი.

     10-11 აპრილს საფრანგეთის იმავე ქალაქში ჩატარდა FAO-ს ტროპიკული ქვეყნების სოფლის მეურნეობის განვითარების პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამხრეთ ამერიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. თათბირის მუშაობაში, როგორც დამკვირვებელმა სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან, მონაწილეობა მიიღო საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ.

     საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ საჭიროა შეირჩეს ტროპიკული რეგიონებიდან 8 ყველაზე ჩამორჩენილი ქვეყანა, სადაც განხორციელდება ყველა ის ღონისძიება, რაც საჭირო იქნება იმ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პროექტი დამუშავებულია 20 ქვეყნის წარმომადგენლების მიერ და მის განსახორციელებლად FAO-ს მიერ გამოყოფილია 3,5 მლნ აშშ დოლარი. პროექტის განხორციელების ვადაა 3 წელი.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com