საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

ა.წ. 26 ივნისს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ:

ა) აკადემიის პრეზიდენტი – აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოსები – ომარ ქეშელაშვილი და ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი ანატოლი გიორგაძე – სულ აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის 24 წევრი 31-დან; 7 წევრი არ ესწრებოდა საპატიო მიზეზის გამო.

ბ) მოწვეული სტუმრები საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი, და საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლომსაძე.

კრების თავმჯდომარე: მოსაშვილი გივი,

მდივანი: ყურაშვილი ეთერი.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დამსწრე საზოგადოებას მიმართა ქალბატონმა კლარა მაჭარაშვილმა, რომელმაც ილაპარაკა პროფკავშირების როლზე დღევანდელ პირობებში, შეეხო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფკომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის – დოქტორ ანატოლი გიორგაძის საქმიანობას და მადლობა გადაუხადა გაწეული ნაყოფიერი მუშაობისათვის.

კრებაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად მოისმინეს:

1. პროფკომიტეტის თავმჯდომარის გ. მოსაშვილის ინფორმაცია - “აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ 2015 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის შესახებ”

2. პროფკომიტეტის ხაზინადარის ე. ყურაშვილის ინფორმაცია “აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის სარევიზიო კომისიის მუშაობის შესახებ” (ინფორმაცია ოქმს თან ერთვის).

დაადგინეს: სსმმ აკადემიის პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ 2015 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობა და სარევიზიო კომისიის მუშაობა ჩაითვალოს დადებითად.

3. მოისმინეს გ.მოსაშვილის ინფორმაცია აკადემიის პროფკომიტეტისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობის არჩევის შესახებ. ქალბატონმა კლარა მაჭარაშვილმა კრებას გააცნო არჩევნების ჩატარების ინსტრუქცია, რის შესაბამისადაც კრებამ მიიღო არჩევნების ღია კენჭისყრის წესით ჩატარების გადაწყვეტილება;

საბოლოოდ დამტკიცდა:

ა) სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პროფკომიტეტი შემდეგი ხუთი კაცის შემადგენლობით:

1) გივი მოსაშვილი – თავმჯდომარე,

2) ეთერ ყურაშვილი,

3) იზოლდა კობახიძე,

4) ირმა ჭყოიძე,

5) გია თოიძე.

ბ) სარევიზიო კომისია შემდეგი სამი კაცის შემადგენლობით:

1) Aდალი თარხნიშვილი – თავმჯდომარე,

2) Aთინათინ ეპიტაშვილი,

3) Aმარიკა მოსაშვილი.

4. საერთო კრებაზე ღია კენჭისყრით არჩეულ იქნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკი­დებელი პროფესიული კავშირის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დელე­გატები: გივი მოსაშვილი, ანატოლი გიორგაძე, ირმა ჭყოიძე.

5. საერთო კრებაზე განიხილეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და ამავე აკადემიის პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის ახალი კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების საკითხი. Mთავმჯდომარემ კრებას გააცნო ხელშეკრულების ტექსტი, რომლის Kრამდენიმე პუნქტშიც შეიტანილ იქნა სათანადო შესწორება.

ხელშეკრულების საბოლოო ვარიანტს ხელი მოაწერეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა – აკად. გურამ ალექსიძემ და პროფკომიტეტის თავმჯდომარემ – დოქტორმა გ. მოსაშვილმა. ხელმოწერის შემდეგ ხელშეკრულების ტექსტი დამტკიცდა საერთო კრების საოქმო გადაწყვეტილებით.

სსმ მეცნიერებათა აკადემიის პროფორგანიზაციის სართო კრების ამსახველი სურათები:

prof1

ფოტო 1. სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე; პროფკომიტეტის თავმჯდომარე, დოქტორი გივი მოსაშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი.

 

 

 

 

 

 

prof2ფოტო 2. ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი მიმართავს კრების მონაწილეებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

prof3prof4ფოტო 3-4. კოლექტიურ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესი წინა პლანზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქალბატონი კლარა მაჭარაშვილი; სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; სსმმა პროფკომიტეტის თავმჯდომარე დოქტორი გივი მოსაშვილი; საქართველოს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის თბილისის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ვლადიმერ ლომსაძე; უკანა პლანზე: მთავარი სპეციალისტი ციალა თეგეტაშვილი; სსმმ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის ბუღალტერი, პროფორგანიზაციის ხაზინადარი – ეთერ ყურაშვილი.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

23 ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com