საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის  სამეცნიერო განყოფილება „მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა გენოფონდის დაცვა და განვითარების პერსპექტივები“’’.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2021 წლის 10 ნოემბერი - „მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სტატიის სახით (ელექტრონული ვერსია) სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო     განყოფილებაში   და აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტში არაუგვიანეს 2021 წლის  05 ნოემბრისა (ელექტრონული მისამართი: e.shapakidze@gmail.com).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სამეცნიერო სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

განცხადება

           2021 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი სამეცნიერო განყოფილებებში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის შესახებ შემდეგ სპეციალობებში:

  • მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „მეცხოველეობა“- 1 ვაკანსია;
  • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „სატყე საქმე“ – 1 ვაკანსია;
  • სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „ბიოტექნოლოგია“ – 1 ვაკანსია.

აკადემიის პრეზიდენტის 2021 წლის 01 სექტემბერის ბრძანების (#80, 01.09.2021) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო საკონკურსო კომისის შემდეგი შემადგენლობით: აკად. ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები-რევაზ მახარობლიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი, იუზა ვასაძე.

2021 წლის 08 ოქტომბერს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  1. მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში დოქტ. ანატოლი გიორგაძე:

                                ა.გიორგაძე ფოტო                   (დოქტ. ა. გიორგაძის CV იხილეთ ბმულზე... ;

 

 

 

 

  1. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე:

                                               dolidze     (ს.მ. მეცნ.დოქტორის ლაშა დოლიძის

                                                                     CV იხილეთ   ბმულზე. );

 

 

 

  1. სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში                                                                                                   ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე:

                                       kvesitadze    (ბიოლ. მეცნ. დოქტორის ედიშერ კვესიტაძის CVიხილეთ ბმულზე)
     

                                                           

 

 

 

 

განცხადება

          2021 წლის 06 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა UEAA-ს პრეზიდენტი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

სამეთვალყურეო საბჭოს დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად იყო UEAA-ს მიერ ჩასატარებელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები” ჩატარების თარიღის დაზუსტება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მიზანშეწონილია, რომ კონფერენციის ჩატარების თარიღი გადაიდოს და იგი არ ჩატადეს 2021 წლის 27-29 ნოემბერს, როგორც ეს იყო დაგეგმილი გასულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე UEAA-ს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები”, ჩატარდება საქართველოში, თბილისში - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2022 წლის მაისში.

კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით.

UEAA- საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

განცხადება

rezo n            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

   

   ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აკადემიის სამეცნიერო

                               განყოფილებების სწავლული მდივანი,

                           სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

                                         რევაზ ლოლიშვილი

           და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

სექტემბრის სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის

2021 წლის 29 სექტემბრის სხდომის

                        

       თბილისი                        დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

 

2.   სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ.

მომხსენებელი:   აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

3.   ევროპის ახალი (2030) სატყეო სტრატეგია და გამოწვევები საქართველოს სატყეო სექტორისთვის.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი,

სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე.

4. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 28 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების ინიცირების პროცედურების დოკუმენტის განხილვის შესახებ.

 

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი,

USBA პროექტის ექსპერტი-კონსულტანტი, ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი.

2. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 24 სექტემბრის სხდომის

 

         თბილისი               დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

1. სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების  ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

 2მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 22 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი         დღის   წესრიგი       დასაწყისი 12 საათზე

 

1. აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

 

2. მიმდინარე საკითხები.

             

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 20 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                      დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

მომხსენბელი: აკადემიკოს ჯემალ კაციტაძე.

 

2.მიმდინარე საკითხები.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების

2021 წლის 17 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                       დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1.  საქართველოს სუბალპურ ტყის ეკოსისტემაში დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის,

მათი თანამედროვე მდგომარეობისა და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ.

 

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.  

 

2.    მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

 2021 წლის 13 სექტემბრის სხდომის

 

        თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. ბოცვრის გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი;

თანამომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

2. მიმდინარე საკითხები.

                                      

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

 

30 აგვისტო 2021

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების)

ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:

                                             სპეციალობა

   ვაკანსია

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

            

მეცხოველეობა

             1

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

სატყეო საქმე

             1

სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის

სამეცნიერო განყოფილება

ბიოტექნოლოგია

             1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

       კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება (იგზავნება) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2021 წლის 30 აგვისტოდან 18   სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 96 03 00).

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის

2021 წლის 26 აგვისტოს სხდომის (გამოკითხვის წესით)

                        

       თბილისი                        დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

   მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს

      2021   წლის 25   აგვისტოს სხდომის

თბილისი                                 დასაწყისი 13 საათ               დღის წესრიგი

 

         1.  ინკლუზიური ეკონომიკა და მისი ზრდის შესაძლებლობები აგრარული დარგის და სოფლის განვითარებაში.

               მომხსენებელი: გოჩა ცოფურაშვილი - GEORGIAN GAP - (კარგისასოფლო - სამეურნეო პრაქტიკა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

               მოხსენება იხ. ბმულზე

 

 

2.  მიმდინარე საკითხები

 

 

 

 

განცხადება

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

            2021 წლის 17 – 20 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდება ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) წევრია 2015 წლიდან. აღნიშნული აკადემიების კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 06 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

(ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამები ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ ბმულებზე)

ივლისის სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის 2021 წლის 28 ივლისის სხდომის

                        

თბილისი                    დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

1.სსმმ აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის გ. ქვარცხავას ანგარიში 2021 წლის პირველი ნახევრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შესახებ.

მომხსენებელი: ქიმიის დოქტორი გიორგი ქვარცხავა;

2.აჭარის ტყეების თანამედროვე მდგომარეობა და მათი პრობლემები.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე,

3. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 22 ივლისის სხდომის

თბილისი                            დღის წესრიგი                დასაწყისი 12 საათზე

 

1.აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას ანგარიში 2021 წლის I ნახევარში ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2.    ნიადაგის დაცვის ეკოლოგიური ასპექტები.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი რევაზ ლოლიშვილი

3.მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების

2021 წლის   20 ივლისის სხდომის

თბილისი                               დღის   წესრიგი                        დასაწყისი 12 საათზე

1. ეროზიული პროცესების განვითარების რისკები ქ. თბილისის შემოგარენის წყნეთი-კოჯორის მიდამოებში და მათი პრევენციის სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებები.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 14 ივლისის სხდომის

       თბილისი                       დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ასამბლეისა დასაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის

„სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“  მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 13 ივლისის სხდომის

       თბილისი                        დღის წესრიგი                დასაწყისი 12 საათზე

 

1. მეფრინველე-ფერმერებისათვის პრაქტიკული რჩევების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

2. ძაღლის წვრთნის თავისებურებების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ნაირა მამუკელაშვილი

3. მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შემმუშავებელი კომისიის

2021 წლის 13 ივლისის სხდომის

თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ბრძანება (#35, 28.06.2013) – „საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შემუშავების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში კომისიის შექმნის შესახებ“.

მომხსენებლი: აკად. ელგუჯა შაფაქიძე - სსმმ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი;

 

2..სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარების მიზნობრივი პროგრამა 2021-2030 წლების პერიოდისთვის (პროგრამის სარჩევის საკითხების გაცნობა).

მომხსენებელი: აკად. რევაზ ასათიანი -„შპს საქართველოს მელიორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

 

3. მიმდინარე საკითხები.

 

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 14 ივლისს, 14 საათზე

გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 20

დღისწესრიგი

მოხსენება:    აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის მიერ შემუშავებული საინფორმაციო მასალები;

მომხსენებელი: ლაშა ავალიანი - პროექტის ტექნიკური დირექტორი.

    

კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე.

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია., ვებ-გვერდი:  www.gaas.dsl.ge.

ქვეკატეგორიები