საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ანგარიში აკადემიაში

სიახლეები

2020 წლის 07 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც მოსმენილი იქნა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში. პრეზიდიუმის სხდომას პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები და აკადემიის აპარატის წარმომადგენლები.

 Achara 2020 1

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან პრეზიდიუმის სხდომას ესწრებოდნენ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი ირმა აფხაზავა და სამინისტროს პრესცენტრის ხელმძღვანელი როინ გოგაძე.

პრეზიდიუმის სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. აღინიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აკადემიას თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებული აქვს 2013 წლიდან და ამ პერიოდიდან ყოველწლიურად აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრები გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშით გამოდიოდნენ აკადემიის პრეზიდიუმის სხდომებზე. მიმდინარე წელსაც ეს ტრადიცია არ დარღვეულა და მინისტრი ისევ მოხსენებით გამოდის აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომის წინაშე.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ბატონმა ტიტე აროშიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო Achara 2020 2სამინისტროს საქმიანობა 2019 წელს, მის მიერ განხორციელებული მეტად მნიშვნელოვანი პროექტები, დეტალურად მიმოიხილა სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობა მემცენარეობის, მეცხოველეობის, აგროინჟინერიის, მეციტრუსეობისა და ჩაის მოვლა-მოყვანის მიმართულებით, აღინიშნა სამინისტროს მიერ 2019 წლის აპრილის თვეში შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში აქტიური მონაწილეობა აკადემიასთან ერთად და სამინისტროს მიერ კონფერენციის ფინანსური საკითხების წარმატებით გადაწყვეტა. მინისტრმა ისაუბრა აგრეთვე სამინისტროს სამომავლო პერსპექტივებზე, მათ საერთაშორისო სამომავლო კავშირებზე, აჭარის მოსახლეობასთან მჭიდრო უთიერთობებზე და მათ დასახმარებლად განსახორციელებელ

მინისტრმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის მჭიდრო, საქმიან და მეცნიერულად დასაბუთებულ საქმიანობას, გამოთქვა სურვილი აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრთან აქტიურ თანამშრომლობაზე.

            მინისტრის მოხსენებამ მსმენელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, გაიმართა დისკუსია, აზრთა გაზიარება, იყო ბევრი შეკითხვები, რაშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ი. ვასაძემ, გ. მარგველაშვილმა, ჯ. გუგუშვილმა, გ. გაგოშიძემ, თ. ყურაშვილმა, ზ. ცქიტიშვილმა, ე. შაფაქიძემ, ნ. ჭითანავამ, აგრეთვე აკადემიის ეროვნულმა კოორდინატორებმა - დოქტორებმა ა. მესხიშვილმა და ნ. კიკნაველიძემ.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

2020 წლის 29 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის (თავმჯდომარე აკად. ა. დიდებულიძე) სხდომა, რომელზეც მოხსენებით - „ქართული ხორბლის მნიშვნელობა მსოფლიოში და მისი წარმოების სტრატეგია საქართველოში“, გამოვიდა პროფესორი ცოტნე სამადაშვილი - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მარცვლოვანი კულტურების სამსახურის უფროსი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი; თანამომხსენებელი იყო აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი. აღინიშნა, რომ საქართველოს კულტურული ფლორის ერთ-ერთი უძველესი მცენარეა ხორბალი და მსოფლიოში აღწერილი ხორბლის 27 სახეობიდან საქართველოში აღრიცხული და რეგისტრირებულია 14 ბუნებრივი სახეობა, მათ შორის 5 ენდემურია, რომლებიც ხასიათდება უნიკალური თვისებებით, რის გამოც ითვლებიან საუკეთესო გენეტიკურ წყაროდ მსოფლიო სელექციაში. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართულ ხორბლებზე მოთხოვნილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს ხორბლის ქართული გენოფონდის მოძიება, აღდგენა, შენახვა და გამრავლება. ცენტრის საცდელ ბაზებზე რეგიონების მიხედვით მრავლდება ხორბლის ქართული ენდემური სახეობები, აბორიგენული და ინტენსიური ჯიშები, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს და დააკმაყოფილოს ფერმერთა მოთხოვნილება. აღინიშნა, რომ მართალია,       სამთავრობო დოკუმენტებში მითითებულია ხორბლის კულტურის მოსავლიანობის გაზრდის მოთხოვნა, მაგრამ სასურველია მკაფიოდ იქნეს წარმოდგენილი ხორბლის სტრატეგია, რადგან ქვეყანაში ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდა პირველ რიგში უნდა მიღწეული იქნეს მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის და ახალი აგროტექნოლოგიური ღონისძიებების გამოყენებით, რისთვისაც აუცილებელია თესლის გადამამუშავებელი-დამამზადებელი ინფრასტრუქტურის განვითარება და იმპორტის ჩანაცვლება ადგილობრივი მასალით, რაც შეუძლებელია მწარმოებლებსა და გადამამუშავებელ მრეწველობას შორის გრძელვადიანი, სტაბილური, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების გარეშე.

სხდომის მონაწილეებისათვის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიჩინა. განხილულ საკითხზე გაიმართააზრთა გაზიარება და დისკუსია. მიღებული იქნა შესაბამისი სარეკომენდაციო წინადადებები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

სიახლეები

აკადემიკოსი ნიკოლოზ ხომიზურაშვილი - 120

 

           Xomiz 12020 წლის 29 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც პატივი მიაგეს აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილის ნათელ ხსოვნას.

2020 წელს დაბადებიდან 120 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთ დამფუძნებელს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოსს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტს, მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწეს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ნიკოლოზ ხომიზურაშვილს.

პრეზიდიუმის სხდომა გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ. თავის შესავალ სიტყვაში მან აღნიშნა აკად. ნ. ხომიზურაშვილის დამსახურება ქვეყნის წინაშე, მისი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ძირითადი მომენტები და გაიხსენა ბატონ ნიკოლოზთან მისი ურთიერთობების ზოგიერთი პერიოდები.

აკად. ნ. ხომიზურაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიკოსმა ვაჟა კვალიაშვილმა, რომელმაც დეტალურად აღწერა ბატონ ნ. ხომიზურაშვილის განვლილი ცხოვრების გზა. აღინიშნა, რომ ნ. ხომიზურაშვილი დაიბადა 1900 წლის 24 იანვარს, კახეთის ულამაზეს ქალაქ თელავში, 1919 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია, ხოლო 1925 წელს პირველი ხარისხის დიპლომით - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. გამორჩეული ახალგაზრდა კათედრაზე დატოვეს ასისტენტად და როგორც პერსპექტიული სპეციალისტი მიავლინეს გერმანიაში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სადაც მან 3 წელი დაჰყო და მუშაობდა საუკეთესო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებსა და სასელექციო სადგურებში. სამეცნიერო-კვლევითი საკითხების გასაცნობად გერმანელი მეცნიერების კეთილი ნებითა და ხარჯებით ნიკოლოზ ხომიზურაშვილი გაეცნო საფრანგეთის, ბელგიის, იტალიის, ჰოლანდიის და დანიის გენეტიკისა და სელექციის სადგურებს. 1928 წლის დამლევს სამშობლოში დაბრუნებამდე მას ხელმძღვანელმა მეცნიერებმა შესთავაზეს გერმანიაში დარჩენა, აგრეთვე სხვადასხვა სამუშაო ადგილი, მაგრამ ვერ დაითანხმეს - ნიკოლოზ ხომიზურაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

იგი გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრის გამგე და დეკანი, შემდეგ საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, მუშაობის პერიოდში მისი ინიციატივით ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა მებაღეობა-მევენახეობის უნიკალური მუზეუმი, აღწერილი ჰქონდა საქართველოში კულტივირებული ხეხილის ჯიშების სახეობები და მათი კლასიფიკაცია; აკად. ნ. ხომიზურაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ხილის ატლასი, მეხილეობის სახელმძღვანელოები და „მეხილეობის“ 2 ტომი. დიდი ღვაწლი მიუძღვის „საქართველოს მეხილეობის“ ოთხტომეულის გამოცემაში. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში დაინერგა ნაგალა ხეხილი. იგი საქართველოში სამრეწველო მეხილეობის ერთერთი ფუძემდებელი იყო. საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად მუშაობის დროს მან დაამუშავა საყვავილე კვირტების ჩასახვა-განვითარების თეორია, შეისწავლა და იკვლევდა ხეხილის ზოგიერთი ჯიშის ციტოემბრიოლოგიას და ციტოგენეტიკის საკითხებს. ინსტიტუტის ბაზაზე შექმნა უნიკალური სამეცნიერო მუზეუმი. მის მიერაა აღწერილი ლეღვის ახალი სახეობები და მათი კლასიფიკაცია.

Xomiz 2

მომხსენებელმა გაიხსენა აგრეთვე, თუ როგორი წინააღმდეგობა გაუწია 1961 წელს აკად. ნ. ხომიზურაშვილმა ნიკიტა ხრუშჩოვის წინადადებას, რომ კახეთში ვაზი გაეჩეხათ და “მინდვრის დედოფალი” - სიმინდი დაეთესათ. მან დაარწმუნა ქვეყნის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომ მისი წინადადება მცდარია და საქართველოში ვაზის გაჩეხვა და მევენახეობის განადგურება თავიდან იქნა აცილებული. მაგრამ ბატონი ნიკოლოზის სიჯიუტეს შეეწირა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია - რამდენიმე თვის შემდეგ, კრემლის მითითებით, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, რომლის ვიცე-პრეზიდენტი აკად. ნ. ხომიზურაშვილი იყო, გაუქმდა. მან კი სიმწრით ჩაიცინა და თქვა „ცხენს ვერაფერი დააკლეს და უნაგირს დაუწყეს მტვრევაო“.

აკად. ნ. ხომიზურაშვილი დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენებით და მედლებით, საერთაშორისო გამოფენების საპატიო მედლებით, ხოლო 1966 წელს ბატონ ნიკოლოზის უმწიკვლო მეცნიერული, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ღირსეულად დააფასა ქვეყნის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა და ნიკოლოზ ხომიზურაშვილს შრომის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

          პროფესორი ნ. ხომიზურაშვილი გარდაიცვალა 1971 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მოგონებებით აკად. ნ. ხომიზურაშვილის მოღვაწეობის შესახებ პრეზიდიუმის სხდომაზე გამოვიდნენ აკადემიკოსები ნოდარ ჩხარტიშვილი და იუზა ვასაძე, ბატონ ნიკოლოზის შვილიშვილი ზურაბ ჭიპაშვილი.

        დღეს, საქართველოს და არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ყველა აგრარიკოსი მეცნიერი, რომლებიც იცნობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს ნიკოლოზ ხომიზურაშვილს და ისინიც, რომლებიც მას გადმოცემით ან სამეცნიერო შრომებიდან იცნობენ, უდიდეს პატივს მიაგებენ ამ პატრიოტი ადამიანის ნათელ ხსოვნას.

„Euraxess - საქართველოს“ ფართო შესაძლებლობები

სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა   შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში

 

Rust Fondi 2020

        2020 წლის 10 იანვარს,  შოთა რუსთაველის  საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში „Euraxess - საქართველოს“  პროექტის ფარგლებში,  გაიმართა სამუშაო   შეხვედრა. რუსთაველის ფონდი  იწყებს ევროკავშირის  კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია   EURAXESS-ის სერვისების განვითარებას, ტრენინგებს  პარტნიორი უნივერსიტეტებისა და  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს სოფლის მეურნეობოს მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ პრეზიდენტის მოადგილე დოქტორი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების სწავლული მდივანი დოქტორი რევაზ ლოლიშვილი.

      რუსთაველის სამეცნიერო  ფონდის გენერალურმა  დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ  ისაუბრა  EURAXESS-  საქართველოს  ფართო შესაძლებლობებზე, პროექტის მიმდინარეობაზე.  აღნიშნა, რომ  ვებგვერდი  ქართულ და ინგლისურ  ენებზე იქნება;  ხოლო სახელმძღვანელო ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც.  ჩატარდება ტრენინგები ტრენერებისათვის, რომლებიც შემდეგ თვითონ ჩაატარებენ ტრენინგებს პლატფორმის გამოყენების თაობაზე,   რუსთაველის ფონდის გეგმებზე საერთაშორისო პროექტებში. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია კონკურსებში  ქართველი მეცნიერების წარმატების ინდექსის ასამაღლებლად.

       რუსთაველის ფონდის  გენერალური დირექტორის  მოადგილემ ნინო გაჩეჩილაძემ  წარადგინა პრეზენტაცია EURAXESS-  საქართველო, ისაუბრა პროექტის  Eusraxess Georgia Network Startup (EuGeNeS) შესახებ, EURAXESS-  -ის მნიშვნელობასა და  მიზნებზე, პორტალის  EURAXESS-  Georgia-ს შექმნასა და მის  შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სტრატეგიაზე, მოსალოდნელ შედეგებზე.

     ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო  EURAXESS - საქართველოს ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები, ამასთანავე EURAXESS-ის პორტალის თემაზე დაგეგმილი ტრენინგების შინააარსი და განრიგი.

     შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომელშიც მონაწილეობდენ რუსთაველის სამეცნიერო ფონდის სამეცნიერო დეპარტამენტის  წარმომადგენლები ლანა დავითულიანი და სალომე შარაშენიძე.

      უახლოეს პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაივლის შესაბამის ტრენინგს, რომლის შემდგომაც მოხდება აკადემიის  როგორც სამეცნიერო ორგანიზაციის რეგისტრაცია ევროკავშირის  კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია   EURAXESS-ის ქსელში და ამავე ქსელში მოხდება აკადემიის მეცნიერთა ინდივიდუალური დარეგისტრირება. ყოველივე ეს კი გაზრდის აკადემიისა და ცალკეული მეცნიერების საერთაშორისო პროექტებში  ჩართვის შესაძლებლობებს.

..

სიახლეები

Milocva saaxalwlo 2020

.

სიახლეები

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სიახლეები

2019 წლის 24 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება. ღონისძიებას სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების, საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერები.

შეხვედრა გახსნა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზვიად გაბისონიამ. შემაჯამებელ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიესალმენ და ქვეყანის განვითარებაში მეცნიერების უდიდეს როლზე და ამ კუთხით შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დამსახურებაზე ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გენადი მარგველაშვილმა, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

შეხვედრაზე შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ზ. გაბისონიამ გააკეთა ძირითადი მოხსენება ფონდის 2019 წლის საქმიანობის შეჯამებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ.

ძირითადი მოხსენების შემდეგ შეხვედრები გაგრძელდა სამ პანელში: პირველი პანელი - „სამეცნიერო კვლევების განვითარება“, მე-2 პანელი - „მეცნიერების პოპულარიზაცია“ და მე-3 პანელი - „მეცნიერების ინტერნაციონალიზაცია“.

პირველი პანელის მუშაობაში მონაწილეობდნენ შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზ. გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპერტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, ახალგაზრდა მეცნიერი, ფონდის გრანტიორი.

აკად. ე. შაფაქიძემ ისაუბრა აკადემიაში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაზე, ამ მიმართულებით აკადემიის პერსპექტიულ გეგმებზე, აგრეთვე აკადემიის მონაწილეობაზე ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო პროექტების კონკურსებში. აღინიშნა, რომ აკადემიის მიერ ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების დაფინანსება 2013 წლიდან 2019 წლის ჩათვლით განახორციელა შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა, რისთვისაც აკადემია მას დიდ მადლობას უხდის. აღინიშნა აგრეთვე, რომ 2020 წლის სექტემბერში ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის (რომლის წევრი 2014 წლიდან არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია) გენერალური ასამბლეა გაიმართება საქართველოში, ქ. თბილისში, კერძოდ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში და იმავდროულად კავშირის ეგიდით ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“. აკად. ე. შაფაქიძემ დამსწრე საზოგადოებას მოახსენა, რომ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად აკადემია უკვე ემზადება და იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები ქმედით დახმარებას გაუწევენ აკადემიას, რათა ზემოთ აღნიშნული ფორუმი წარმატებით განხორციელდეს.

ფონდის შემაჯამებელ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აკად. ე. შაფაქიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძე, აკადემიის სტიპენდიატებმა გიორგი ქუთელიამ და ეკატერინე კაციტაძემ.

 Rustavelis Fondi

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიების პირველი პანელის მონაწილეები.

მარცხნიდან: აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, შ. რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე.

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

სიახლეები

         2019 წლის 18 დეკემბერს ჩატარდა აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით: „ეკონომიკური კლასტერების ფორმირება-განვითარების პირობები და შესაძლებლობები საქართველოში“ წარსდგნენ ა(ა)იპ „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლები ნოდარ ძიძიკაშვილი და  კობა კიკაბიძე. აღინიშნა, რომ საქართველოში დღემდე შექმნილია  რამდენიმე სტრატეგიული დოკუმენტი და განხილვის პროცესშია „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021- 2027“, მაგრამ ამ დოკუმენტებში არაა გათვალისწინებული ის შესაძლებლობები, რომელსაც იძლევა ბიზნესის ახალი ორგანიზაციული ფორმები  - კლასტერები,  აგრო-ლოგისტიკური ჰაბები, ტექნოლოგიური პლატფორმები და ა.შ.  გლობალიზაცია ვრცელდება წარმოების ყველა დარგზე, რაზეც მეტყველებს საერთაშორისო ბიზნესის წარმართვის ქსელი. საწარმოო ჯაჭვებში შეიძლებოდა ჩართულიყვნენ ქართველი მწარმოებლებიც, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებდა  თანამედროვე ტექნოლოგიების და  ბიზნესის მართვის მეთოდების  ათვისებას. კლასტერები ხელს უწყობენ დასაქმებას, მწარმოებლურობის ზრდას, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს. მაგრამ საქართველოში კლასტერების ფორმირება-განვითარებისთვის არ არსებობს არც საკანონმდებლო ბაზა და არც კლასტერული განვითარების პოლიტიკური დოკუმენტი, ამიტომ, მათი განვითარება ხდება „ქვემოდან-ზემოთ“, ხელისუფლების ჩარევის გარეშე და მთავარ ინიციატორებად გვევლინებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ბიზნესი, თანაც ზოგჯერ, ბიზნესმენებმა არც კი იციან, რომ კლასტერული მეთოდებით მუშაობენ და კლასტერული სტრუქტურის წევრები არიან.
        წარმოდგენილი იყო კლასტერების ნიმუშები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაგალითზე. აქცენტი გაკეთებულია ღვინის, ეთერზეთების, ლოგისტიკური და ინტეგრირებულ კლასტერებზე.  „საქართველოს კლასტერების ეროვნული პლატფორმამ“ 2018 წელს ევროპის კლასტერების კოლაბორაციულ პლატფორმაზე დაარეგისტრირა ორი  - ტურიზმისა და ტუბერკულიოზის სამკურნალო - კლასტერი, რომლებსაც მიენიჭათ ბრინჯაოს სერთიფიკატები და ისინი დაფიქსირდნენ ევროპული კლასტერების რუკაზე.

 

თანამშომლობა სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებთან

სიახლეები

2019 წლის 18 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტს შორის. მემორანდუმს აკადემიის მხრიდან ხელი მოაწერა აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ, ხოლო ინსტიტუტის მხრიდან ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა თამაზ ნატრიაშვილმა.

მემორანდუმის საგანია მხარეებს შორის ურთიერთგაგებისa და პატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რათა მხარეებმა თავიანთი ფუნქციებისა და კომპეტენციის ფარგლებში ეთობლივად იმუშაონ ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სხვადასხვა გზების მოძიებაზე, მ.შ. საერთაშორისო მასშტაბით.

მემორანდუმის ამოცანებია ერთობლივი სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბება, სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო სამუშაოების კოორდინაცია და ინფორმაციის გაცვლა; ერთობლივი სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონფერენციების მხარდაჭერა და ჩატარება; დამუშავებული მანქანებისა და მოწყობილობების გამოცდებში ურთიერთდახმარება და კონსულტაციების გაწევა და სხვა აქტივობების განხორციელება.

მემორანდუმი ძალაშია 5 წლის ვადით, ამავე დროს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მასში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები და დამატებები.

მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ტელმან აბას ალიევი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტ. ა. გიორგაძე და აკად. ა. დიდებულიძე.

Memorand XII 2019 1

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი. ხელის მოწერას ესწრებიან დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. ტელმან აბას ალიევი და აკად. ა. დიდებულიძე.

Memorand XII 2019 2

მარცხნიდან - აკად. გურამ ალექსიძე და აკად. თამაზ ნატრიაშვილი მემორანდუმზე ხელის მოწერის შემდეგ.

მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ევროპის აკადემიების კავშირში

სიახლეები

          2019 წლის 6-7 დეკემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ პრაღაში ჩეხეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

            სხდომაზე განხილული იქნა ევროპის აკადემიების კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, კერძოდ კი მომავალ წელს ჩასატარებელი გენერალური ასამბლეისა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპის ქვეყნებში და პერსპექტივები“ ორგანიზაციული საკითხები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ ეს ღონისძიება ჩატარდება 2020 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოში, ქ. თბილისში და მას უმანსპინძლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.    
         სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ამ  საკითხზე ინფორმაცია გააკეთა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.

            სხდომაზე აგრეთვე გადაწყდა, რომ ევროპის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მორიგი შეხვედრა ჩატარდება 2020 წლის მაისში, ბელგიაში, ქ. ბრიუსელში, სადაც დაგეგმილია ევროპის აკადემიების კავშირის წევრებთან აგრარული მიმართულების სწავლებისა და განათლების მდგომარეობისა და ამ მიმართულებით თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის საკითხების განხილვა. ბრიუსელში აგრეთვე მოისმენენ აკად. გურამ ალექსიძის ინფორმაციას 2020 წლის სექტემბერში აკადემიების კავშირის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მზადყოფნის შესახებ.

            აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტები და აკადემიების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები.

 G Al Chexeti XII 2019

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის მონაწილეთა ერთი ჯგუფი.

მარცხნიდან: პროფ. ვილემ პოდჟარსკი (ჩეხეთი), პროფ. რივზა ბაიბა (ლატვია), აკად. გურამ ალექსიძე (საქართველო), ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის პრეზიდენტი პროფ. ანტონიო მიქელე სტანსა (იტალია), პროფ. ქრისტინა ნიბლაუ (შვედეთი), პროფ. მიშელ ტიბიერი (საფრანგეთი), დოქტ. იან ნედელნიკი (ჩეხეთი)

(ჩეხეთი, ქ. პრაღა, 7 დეკემბერი, 2019 წელი).

 

 

  1. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია აკადემიაში
  2. აკადემიის მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების განხილვაში.
  3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები (2019 წელი)
  4. მეცნიერების მსოფლიო დღე
  5. აგრარული ინოვაციების კომისიის 2019 წლის 23 ოქტომბრის სხდომა
  6. ინფორმაცია საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ელჩთან კიმ სე ვუნგთან შეხვედრის შესახებ
  7. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  8. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  9. აკადემიკოსი ალქსანდრე დიდებულიძე - 75
  10. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტუმრები

გვერდი 43 სულ 60

  • 38
  • 39
  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com