საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

     2019 წლის  2-4  ოქტომბერს 
საქართველოს  სოფლის  მეურნეობის  მეცნიერებათა  აკადემიაში  ჩატარდება

საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია

თემაზე:

   „კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო როგორც კულტურული ხორბლის
წარმოშობის ერთ-ერთი კერა“.

 კონფერენცია ტარდება საქართველოს შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (MG-ISE-19-196).

                                            დეტალური ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ ბმულზე.

                                          ინფორმაციის ინგლისური ვერსია იხილეთ ამ ბმულზე.

 

სსმ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის 2019 წლის 28 ივნისის სხდომის

დღის     წესრიგი

თბილისი                                                                                                                    12 საათი

 

1.         საქართველოს აგროსაინჟინრო დარგის არსებული მდგომარეობისა და პრობლემების შესახებ.

                    მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე.

2.         ინფორმაცია საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციისკულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერაშესახებ.

                  მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3. ინფორმაცია სექტემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალში მონაწილეობის შესახებ.

                 მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

4. ინფორმაცია მიმდინარე წლის სექტემბერში იაპონიაში ჩასატარებელი მეაბრეშუმეობის საერთაშორისო კონფერენციის შესახებ.

               მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

5. მიმდინარე საკითხები:

     სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის შრომის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ.

      მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

სურსათის უვნებლობისა და სსმმ აკადემიის სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილების
2019 წლის 27 ივნისის სხდომის

დღის     წესრიგი

თბილისი                                                                                   12 საათი

1.    სხვადასხვა საფუარის გავლენა ღვინის ხარისხზე.

                        მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარიამ ხოსიტაშვილი.

2.     მიმდინარე საკითხები.

სსმმ აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2019 წლის 26 ივნისის სხდომის

დღის     წესრიგი

თბილისი                                                                                                           12 საათი

1.  ქარსაფარი ზოლების მდგომარეობისა და სასოფლო–სამეურნეო სავარგულებზე მათი აღდგენის პერსპექტივების შესახებ.

                       მომხსენებელი: აკადემიკოსი   გიორგი   გაგოშიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

სსმმ აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2019 წლის
25 ივნისის სხდომის

დღის     წესრიგი

თბილისი                                                                                                   12 საათი

1. სოფ. მეურნ. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო სამსახურის მიერ 2018 წელს შესრულებული სამუშაოების შესახებ.

                მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე.

2. სასოფლო-სამეურნეო მანქანების და იარაღების დამამზადებელი და სარემონტო საწარმოების შექმნის ხელშეწყობის კომპონენტის დამატების შესახებ.

               მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ომარ თედორაძე. 

 

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე აგროინჟინერიის საგანმანათლებლო
პროგრამის შესახებ.

              მომხსენებელი: აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე

4. მიმდინარე საკითხები.

 

 

 

ქვეკატეგორიები