საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სსმმ აკადემიის განცხადება

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის 2017 წლის პრემიის მინიჭების შესახებ. წლის საუკეთესო ნაშრომისათვის პრემია მიენიჭებათ აგრარული მეცნიერებების შემდეგ დარგებში: 0101-აგრონომია; 0102-ვეტერინარია; 0103მეცხოველეობა; 0104 სასურსათო ტექნოლოგია; 0105-სატყეო საქმე; 020305აგრობიზნესის მენეჯმენტი; 0415-აგროინჟინერია.

  სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 1

  დებულება კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე 2

 

 

 

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭო

სოფლის  მეურნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის

აკადემიური საბჭოს 2017 წლის  1 დეკემბრის  სხდომის

დღის     წესრიგი          

 თბილისი                                                                                 12 საათი

1.         საოფლო-სამეურნეო ექსტენციის სტრატეგიის შესახებ.

მომხსენებელი:  აკადემიკოსი  რევაზ  ასათიანი.

  2.         ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით ჩატარებული გასვლითი სამეცნიერეო კონფერენციების შესახებ (ბათუმი, ქუთაისი, გორი).

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

3.         ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  ნამდვილ წევრად ასარჩევად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შემოსული დოკუმენტაციის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

  4. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განმარტება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის მიერ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ (2017 წლის 16 ნოემბერი) გამოქვეყნებული განცხადების საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების ვაკანტურ ადგილზე გამოცხადებული კონკურსის შესახებ:

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შემოსული ზეპირი შეკითხვის პასუხად, რომელიც შეეხება აკადემიის ნამდვილ წევრად, აკადემიკოსად კანდიდატების არჩევას, ტექსტში მითითებულია: რომ აკადემიკოსად შეიძლება არჩეული იქნას აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე აგრარული მეცნიერების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე მეცნიერები. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ მეცნიერების დოქტორთან გათანაბრებული ხარისხის მქონე მეცნიერებში იგულისხმება შესაბამისი დარგის დოქტორები. შემდგომ, როგორც ტექსტშია.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია თავისი წესდების მე-X თავის შესაბამისად აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსად) ასარჩევად სამეცნიერო განყოფილებების შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:

1.    აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში - სპეციალობა 0101 "აგრონომია", სპეციალიზაცია: 010101 “აგროეკოლოგია”, 010103 "აგროტექნოლოგია" - 1 ადგილი;

2.    აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0415 "აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041502 “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია” (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის) - 1 ადგილი;

3.    სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილებაშისპეციალობა 0104 “სასურსათო ტექნოლოგია”- 1 ადგილი.

   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად  (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე (აჭარის / შემთხვევაში იქ მცხოვრები), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, აგრეთვე აგრარული მიმართულების მეცნიერების დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონემეცნიერები, რომელთა შრომებს აქვთ მაღალი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ გამოყენებით და ფუნდამენტურ მეცნიერულ პრობლემათა დამუშავებაში, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის აგრარული სექტორის მეცნიერულ უზრუნველყოფასთან, იღწვიან მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადებისათვის.

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსობის) კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილ წევრს (წევრებს), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტებს, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს და სამეცნიერო საზოგადოებებს,

        საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიური საბჭოს, აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლების და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგენა სათანადო დასაბუთებით; კანდიდატის ავტობიოგრაფია, სამეცნიერო ხარისხისა და წოდებების დამადასტურებელი დიპლომების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV,  ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი), სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება და ფოტოსურათი (4x6).

     აღნიშნული განცხადება და კანდიდატების მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ვებ-გვერდზე www.gaas.dsl.ge.

   საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისთვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიაში. დოკუმენტაციის მიღება ხდება ზემოაღნიშნული განცხადების პრესაში ან აკადემიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან ორი კვირის განმავლობაშიშემდეგ მისამართზე: . თბილისი, 0102 . ჯავახიშვილის . #51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემია (ტელეფონები: 2 94-13-20. 2 94-13-21. 2 96-03-00) საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10 საათიდან 17 საათამდე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია         

        

სსმმ აკადემიის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 3 ნოემბრის სხდომა

სოფლის  მეუნეობის   მეცნიერებათა  აკადემიის

აკადემიური საბჭოს 2017 წლის  3 ნოემბრის სხდომის

დღის     წესრიგი  

თბილისი,                                                    12 საათი

1.    საქართველოს სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებლად ნებადართული სასუქების რეგისტრაციის შესახებ.

მომხსენებელი: აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს_მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი.

2.    ინფორმაცია საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციისმევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში, ისტორიული ასპექტები და პერსპექტივებიშედეგების შესახებ.

3.    მიმდინარე საკითხები.

 

  1. აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 19 ოქტომბრის სხდომა
  2. სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომა
  3. მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 18 ოქტომბრის სხდომა
  4. სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 16 ოქტომბრის სხდომა
  5. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 13 ოქტომბრის სხდომა
  6. პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 12 ოქტომბრის სხდომა
  7. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილების 2017 წლის 11 ოქტომბრის სხდომა
  8. აკადემიური საბჭოს 2017 წლის 29 სექტემბრის სხდომა
  9. მრგვალი მაგიდა საქართველოში სურსათის უვნებლობის სისტემების განვითარების შესახებ
  10. სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2017 წლის 27 სექტემბრის სხდომა

ქვეკატეგორიები