საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

2023 წლის 25 მაისის საერთო კრების

 

ქ. თბილისი                                                                                                  დასაწყისი 14 საათზე

  დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

 

1. აკადემიის პრეზიდენტის ასარჩევად საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი

საექსპერტო-საკონკურსო  კომისიის მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის არჩევნები.

3. მიმდინარე საკითხები.

 

განყოფილების სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის 23 მაისის სხდომის

 

თბილისი                                       დღის წესრიგი                           დასაწყისი 13 საათზე

 

            1. კონკურენტული უპირატესობისა და მართვის თანამედროვე მექანიზმების   შესახებ აგრარულ პოლიტიკაში

           მომხსენებელი : ეკონომიკის დოქტორი გოჩა ცოფურაშვილი

            2. საქართველოში პურ-პროდუქტების სურსათის უსაფრთხოებისა და უვნებლობის მდგომარეობის შესახებ

            მომხსენებელი : ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი    მალხაზ დოლიძე

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო

ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების 2023 წლის 18 მაისის სხდომის  

თბილისი                       დღის წესრიგი               დასაწყისი     12 საათი

 

1.  ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს ფიტოსანიტარული „რისკის შეფასების ანგარიშის განხილვა“.

 

მომხსენებლები:

1) რისკის შეფასების ანგარიშის ასპექტები - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი

2) ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს ფიტოსანიტარული რისკის შეფასების ორგანიზაციული საკითხები - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსმაია მეტრეველი

3) ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს ფიტოსანიტარული რისკის შეფასებისათვის ინიცირების დამთავრებული პროექტის პრეზენტაცია - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩუბინიშვილი

 

4) ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს რისკის შეფასების პრეზენტაცია - აიპპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, ყანჩაველის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, ბიოლოგიური კონტროლის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები: ბიოლოგიის დოქტორი მანანა კახაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი ირინე რიჟამაძე

 

5) ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -სრისკის შეფსების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები - სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსმაია მეტრეველი

6) ფრთალაქიანი დროზოფილა - Drosophila suzukii -ს ფიტოსანიტარული რისკის მინიმიზირების ზომები - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩუბინიშვილი

7) დისკუსია და შეფასებები განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.

აგრარული ინოვაციების კომისია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

   აგრარული ინოვაციების კომისიის 2023 წლის 17 მაისის სხდომის

                        

       თბილისი                                         დღის წესრიგი                        დასაწყისი 14 საათზე

 

 

1. ინოვაციები, როგორც წარმოების ფაქტორები და მათი როლი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

 

მომხსენებელი: ტელეკომპანია „საფერავის“ ხელმძღვანელი, მეწარმე, ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი დიმიტრი კოსტაროვი

2. მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

         

                           გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა                  11 მაისი 2023 წელი

        

       2023 წლის 10 მაისს ჩატარდა  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების გადაწყვეტილებით (23.03.2023) და აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ა.წ. 6 აპრილს №44 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატთა შესახებ. კომისიის მიერ აკადემიის პრეზიდენტად ზემოაღნიშნულ ასარჩევ კონკურსში აკადემიის საერთო კრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაშვებულნი არიან აკადემიკოსი გურამ ალექსიძე და აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე. კომისიის ოქმი და კონკურსში მონაწილეთა CV - ები და მოსაზრებანი (პროგრამა) აკადემიის საქმიანობის სრულყოფის ძირითადი მიმართულებების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე. #01, #02, #03. # 04

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის შესაბამისად აცხადებს

კონკურსს   აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად.

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია; აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია;

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - 2 პრემია.

 

პრემიის მინიჭების პირობები:

            პრემიის მისანიჭებლად კონკურსში მონაწილეობისათვის ნაშრომების წარმოდგენის უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს, სამეცნიერო-კვლევით და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

            პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელ 3 (სამ) წელიწადში გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

            პრემიის მისანიჭებლად წარმოდგენილი ნაშრომების ავტორთა ჯგუფი არ უნდა აღემატებოდეს სამ კაცს. პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად.

           

          კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილ იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1. წარმომდგენი ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე დაბეჭდილი წარდგინება, რომელშიც აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

2.წარდგინებაში უნდა აღინიშნოს კონკურსში მონაწილის (მონაწილეთა) უკანასკნელი სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

3.წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას;

4.პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წარდგინებაში ასევე უნდა აღინიშნოს ნაშრომის აპრობაციის ადგილი, მასშტაბები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

5. წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;

6. თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წარდგინებას ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

7. ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კრება, კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

8.   ანოტაცია, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

9. ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული უნდა იქნეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის წარმოდგენილი რეცენზია;

10. ცნობა ავტორთა მონაცემების შესახებ (CV), ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4;

11.   დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად;

12.   ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით: ფუნდამენტური ნაშრომი მონოგრაფია, სახელმძღვანელო; გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

         ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებით მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

       საკონკურსო საბუთები მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის    8 მაისიდან 2023 წლის 29 მაისის ჩათვლით ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21).

 

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 593 58 01 37; 579 26 69 88).

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2023 წლის 27 აპრილს 13 საათზე გაიმართება ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე:

ვეტერინარია დღეს, მიღწევები, გამოწვევები.

 

მომხსენებლები: სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი: მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი)

ქვეკატეგორიები