საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს 2022 წლის 11 ნოემბრის დამფუძნებელი სხდომის

თბილისი            დღის წესრიგი           დასაწყისი 12 საათზე

      1.   საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს დაფუძნების შესახებ.

მომხსენებელი: საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტ. გიორგი ქავთარაძე;

2.  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ.

მომხსენებელი:  საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტ.; გიორგი ქავთარაძე;

3.  მიმდინარე საკითხები.

ვაკანსია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

4 ნოემბერი 2022

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად შემდეგ სპეციალობაში:

                                             სპეციალობა

   ვაკანსია

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება

            

მებაღეობა, მევენახეობა

             1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

       კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება (იგზავნება) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2022 წლის 4 ნოემბრიდან  25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10 საათიდან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 96 03 00).

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

 

312099922 513149300290218 2709875295469463755 nსაქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია იუწყება,

რომ გარდაიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი,

ი უ ზ ა    ვ ა ს ა ძ ე

 

    წავიდა კიდევ ერთი ღვაწლმოსილი ადამიანი ჩვენი რიგებიდან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღირსეული მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

   აკადემიკოს იუზა ვასაძის სახელი დიდხანს დარჩება მისი კოლეგების, მეგობრებისა და ახლობლების გულებში.

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის სხდომის

თბილისი           დღის წესრიგი           დასაწყისი 13 საათზე

1.     ქვემო ქართლის ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი.

2. საქართველოს სამანქანო-სატრაქტორო პარკის მოკვლევის, ანალიზის, რეკომენდაციების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე.

3. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის 2022 წლის 28 ოქტომბრის სხდომის

                        

       თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1.საქართველოში მიწათმოწყობის ორგანიზაციის პრობლემების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

2. საქართველოში სოფლად მდგრადი განვითარების სივრცით-ტერიტორიული ასპექტების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

3. ხეხილისა და ვაზის ახალი ქართული ჯიშების სელექციური ფორმების მისაღებად ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი.

4. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის    

     აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების 2022 წლის

27 ოქტომბრის სხდომის

 

თბილისი            დღის წესრიგი     დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“ შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

2. ბუნებრივი ანომალიების რისკების მართვის და გარემოს დაცვის ინოვაციური სტრატეგიის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ედუარდ კუხალაშვილი.

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 26 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                 დღის   წესრიგი                 დასაწყისი 12 საათზე

 

1.საქართველოში მიწათმოწყობის ორგანიზაციის პრობლემების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

                                                 

2.     მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2022  წლის  24  ოქტომბერს 13 საათზე

საზეიმო სხდომა

მიძღვნილი ვეტერინარიის დარგში პირველი ქართველი

აკადემიკოსის გუგული გოდერძიშვილის

დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი.

              

ორგანიზატორი:   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის

                                             მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ჯ. გუგუშვილი).

              

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 21 ოქტომბრის სხდომის

 

თბილისი                                             დღის წესრიგი                        დასაწყისი 12 საათზე

 

1.მაღალმთიანი აჭარის ტყის შემქმნელ ძირითად ფორმაციებში ბუნებრივი განახლებისა და აღმონაცენ-მოზარდის ფორმირების თავისებურებების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

2. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 20 ოქტომბრის სხდომის

         თბილისი              დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1.საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

2. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრარული ინოვაციების კომისიის 2022 წლის 19 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                                          დღის წესრიგი                            დასაწყისი 14 საათზე

 

1. DG Systems - სუპერინტენსიური წარმოებისათვის განკუთვნილი ინოვაციური სასათბურე დინამიური სისტემების შესახებ.

მომხსენებელი: შპს დავინჩის მწვანე სისტემების დირექტორი თორნიკე მჟავანაძე.

                            (Da Vinchi Green Systems LLC).

2. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2022 წლის 18 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                             დღის წესრიგი                             დასაწყისი 12 საათზე

 

1. ხეხილისა და ვაზის ახალი ქართული ჯიშების სელექციური ფორმების მისაღებად ჩატარებული მუშაობის შედეგების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი.

2.   საქართველოს ნიადაგური საფარის და მასში ორგანული ნახშირბადის შემცველობის შესწავლის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს ნიადაგების ინვენტარიზაცია "NASA"-ს და FAO- ს მეთოდოლოგიით.

მომხსენებლები: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე

  1. 2.მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2022 წლის 18 ოქტომბერს 13 საათზე აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით

ჩატარდება სემინარი  თემაზე:

 

„თრიალეთის ქედის ნიადაგების ორგანული ნახშირბადის მარაგები და მდგრადი მართვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ფარგლებში“

       მომხსენებლები: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.

 

 

სემინარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

2022 წლის 11 ოქტომბერს 14 საათზე ჩატარდება სემინარი თემაზე:

ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS ღია მონაცემთა სისტემა

       დღის წესრიგი:

  • საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა FAO- საინფორმაციო ქსელებში და ტექინფორმის როლი
  • ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS-ში ღია მონაცემთა სისტემის შესაძლებლობები.

მომხსენებლები:

ტექინფორმის დირექტორი, აკად. დოქტორი, ნელი მახვილაძე;

ტექინფორმის დირექტორის მოადგილე, აკად. დოქტორი, მარი რაზმაძე.

სემინარის მიზანია ქვეყნის აგროსფეროს სამეცნიერო მიღწევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი ტექინფორმი, რომელიც ამავე დროს არის გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO- საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის AGRIS ეროვნული ჰაბი საქართველოში.

ქვეკატეგორიები