საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

2024 წლის 7 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი

აკადემიის სტიპენდიატის არჩევის შესახებ შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

  • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება – 1 ვაანსია.
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - 1 ვაანსია.

აკადემიის პრეზიდენტის 2024 წლის 01 ივლისის ბრძანების (№52.01.07.2024) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო-საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები: გოგოლა მარგველაშვილი, თენგიზ ყურაშვილი, ალექსანდრე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე.

2024 წლის 10 ივლისს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებულ კრებაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

 1.  სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში:

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი მაია მეტრეველი

   ფოტო                                               

 

 

 

(დოქტ. მ. მეტრეველის  CV იხილეთ  ბმულზე  );

          

ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი

3. Darejan Dughashvili Photo

 

 

 

(დოქტ. დ. დუღაშვილის  CV იხილეთ ბმულზე  ) ;

 

2. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში:

           ეკონომიკის დოქტორი ნატო ჯაბნიძე

af9c695c 0657 46c6 9b34 a6

       

 

 

 

(დოქტ. ნ. ჯაბნიძის  CV იხილეთ   ბმულზე   ) .

ივლისის სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს

2024 წლის   25 ივლისის სხდომის

 

თბილისი                                          დღის წესრიგი                   დასაწყისი 13 საათზე

 

1. საქართველოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობის შესახებ.

   მომხსენებელი:  აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი

2. მონოგრაფიის - „შუა დერეფნის ენერგეტიკული განზომილება განხილვა.

    მომხსენებლები: ავტორები:  სოლომონ პავლიაშვილი - საქართველოს    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, საქართველოს            მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.

ზურაბ გარაყანიძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს სერვისებისა და ლოჯისტიკის კომპანიის გენერალური დირექტორის  მოადგილე, . აღმაშენებლის ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის პროგრამის ხელმძღვანელი.

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს   სოფლის   მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული აგრარული   ინოვაციების კომისიის

24 ივლისის   სხდომის

დღის წესრიგი

   თბილისი                                                                             დასაწყისი 14 საათზე

1.ნუშის ინტროდუცირებული ჯიშების მოშენების პერსპექტივები აგროეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინებით აღმოსავლეთ საქართველოში

მომხსენებელი:   ნინო დეკანოიძე - აგრარულ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, რეგიონული მართვის სამსახურის უფროსი - სოფლის განვითარების სააგენტო.

2.მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს   სოფლის   მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული:

აგრარული   ინოვაციების კომისიისა  და ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს

 2024  წლის  3  ივლისის   გაერთიანებული სხდომის

თბილისი                                                          დღის წესრიგი                                      დასაწყისი 14 საათზე

                                                       

1. ევროკავშირთან სურსათის უვნებლობის სამართლებრივი ჰარმონიზაციის და იმპლემენტაციის ძირითადი გამოწვევების შესახებ.

მომხსენებელი:  თამარ ნოზაძე - აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი (PhD); საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს წევრი. სურსათის უვნებლობის საკონსულტაციო ჯგუფის (FSCG) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;  ა(ა)იპ „People in Need Georgia“ სურსათის უვნებლობის ექსპერტი.

 

2.მიმდინარე საკითხები

ივნისის სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2024 წლის 1 ივლისის პრეზიდიუმის სხდომის

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                 დასაწყისი 13 საათზე

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-ვლევითი ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის და 2024 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.  https://drive.google.com/file/d/1L_mPebCAZzSlnrvIsWdCKxucQzJQx-02/view

მომხსენებელი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრების მოწვევის შესახებ.

მომხსენებლი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;             

4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო მიმართულებების კოორდინატორების სამუშაო ჯგუფების განახლების შესახებ.

მომხსენებლი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე;

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრარული ინოვაციების კომისიის შემადგენლობის განახლების შესახებ.

მომხსენებლი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე;

7.  მიმდინარე საკითხები. 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 27 ივნისის სხდომის

 

თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. თბილისის შემოგარენის ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი მცენარეების მდგომარეობა და გაუმჯობესების ღონისძიებები.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, სსმმ აკადემიის სტიპენდიანტი: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

2. მიმდინარე საკითხები

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 27 ივნისს 13 საათზე ტარდება ბუნების კონსერვაციის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა:

„ტყის არამერქნული რესურსების აღრიცხვა - შეფასების მეთოდები“

 

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ნანა გოგინაშვილი

 

 თემატური სხდომის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)

                                                                  

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 17 ივნისს 13 საათზე ტარდება გაუდაბნოებასთან და

გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი:

მსოფლიოს საოცარი უდაბნოები

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი

სემინარის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი)

 

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის  მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის

26 ივნისის   სხდომის

                

თბილისი                                    დღის წესრიგი                       დასაწყისი 12 საათზე

 

1. ბუნებრივი ანომალიების რისკებისაგან გარემოს დაცვის  შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთამეურნეობის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ტექნიკის დოქტორი ედუარდ კუხალაშვილი

2. ვაინშტეფანის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტრუქტურის, კვლევის მიმართულებების და საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი მამუკა ბენაშვილი

3.  მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა   საბჭოს 2024 წლის 25 ივნისის სხდომის

                          

       თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 14 საათზე

 

1.წაბლის (Castanea sativa) პოტენციური გავრცელების და ეკოლოგიური ნიშის მოდელირების შესახებ.

მომხსენებელი: დოქტორი ვასილ მეტრეველი

2.სუბალპური არყნარი ტყის ბუნებრივი აღდგენის მიმდინარეობისას მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების ცვლილების შესახებ

მომხსენებელი: დოქტორი ნატალია ტოგონიძე.

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 24 ივნისის სხდომის

 

თბილისი                   დღის   წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

1. საქართველოს ტყეების მოდერნიზაციის საკითხისათვის.

მომხსენებელი: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

2.   მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის

20 ივნისის   სხდომის

                

 

თბილისი             დღის წესრიგი     დასაწყისი 14 საათზე

1. საქართველოში ცხოველთა დაავადებების გავრცელების შესახებ (გავრცელება, დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პროფილაქტიკა)

მომხსენებელი: სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დოქტორი დემნა ხელაია;

თანამომხსენებელი: სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ვეტერინარი ექიმი იოსებ მენთეშაშვილი.

2.მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს

2024 წლის 18 ივნისის სხდომის

                        

       თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 13 საათზე

 

1. ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი: ბიორაციონალური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ვეტერინარიის დოქტორი ნიკოლოზ ზაზაშვილი.

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის

17 ივნისის სხდომის

        თბილისი                     დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

  1. აკადემიკოს ლევან უჯმაჯურიძის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

      2. აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის ანგარიში 2023 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

      3.  მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული  აგრარული ინოვაციების კომისიის

2024 წლის 12 ივნისის სხდომის

       თბილისი                                  დღის წესრიგი                 დასაწყისი 14 საათზე

 

 

1. ელექტროენერგიის აქტიური მომხმარებელი და მისი პერსპექტივები აგრარულ სექტორში.

მომხსენებელი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბერიძე

2. მიმდინარე საკითხები

კონკურსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

       

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

 

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება

1

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება

1

           

     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, არის საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობს საქართველოში. სტიპენდიატობის კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს.

     აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, საქართველოში ავტორიზებულ და აკრედიტირებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ საბჭოებს და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიატად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6, უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, დამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება, კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება პრესაში, ასევე იგივე განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში.

  

     განცხადებები მიიღება 2024 წლის 7 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი. ოთახი 32. ტელ. 593 58 01 37; 579 26 69 88) საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10 -დან 17 საათამდე.

თემატური სხდომა

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 5 ივნისს 12 საათზე გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ტარდება თემატური სხდომა:

 

საქართველოში ბოლო პერიოდში გავრცელებული მცენარეთა  საშიში ინვაზიური მავნებელ-დაავადებები

 

მომხსენებელი: ბიოლოგიის დოქტორი არჩილ სუპატაშვილი

 

    

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და  სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)

  

 

მისამართი: თბილისი,   ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №51, II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

ქვეკატეგორიები