საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

 

2023 წლის  5 დეკემბერს 12 საათზე

 

ტარდება ნიადაგების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა შემდეგი დღის წესრიგით:

 

 1. ნიადაგის როლი სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების საქმეში

            მომხსენებელი: აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი

2. ნიადაგის ფიზიკური თვისებების გავლენა წყალშეკავების უნარზე

           მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე

3. ნიადაგის ფუნქციები ბიოსფეროში და ეკოსისტემებში

          მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ორმოცაძე

 

 

 

მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება

(აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი)

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2023 წლის 30 ნოემბრის პრეზიდიუმის სხდომის

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                     დასაწყისი 13 საათი

 

1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეროვნული კოორდინატორების დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

 

2.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სიგელის დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

 

3. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის გარემოს დაცვისა, მცენარეთა გენეტიკური რესურსებისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრის სწავლული მდივანი, დოქტორი თინათინ ეპიტაშვილი; მენეჯერი ნიკოლოზ ალექსიძე.

 

4. სოკოებიდან ბიოლოგიურად აქტიური, ანტიკანცეროგენური თვისებების მქონე ნივთიერებების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

 

 5. ინფორმაცია ნიადაგების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

  

6. მიმდინარე საკითხები.

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შემოვიდა კორესპონდენცია,

რომელიც ეხება NATO-მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის” (NATO Science for Peace and Security, SPS) პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღებას.

პროგრამით გამოცხადებულია კონკურსი მრავალწლიან (24-დან 36 თვემდე) პროექტებში

(ბიუჯეტი EUR 250,000-400,000) და ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად (SPS grants for Multi-Year Projects (MYP). განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 21 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://natosps.grantplatform.com/

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს

2023 წლის 30 ნოემბრის სხდომის

თბილისი                       დღის წესრიგი               დასაწყისი     14 საათზე

1. კენკროვანი კულტურების ბიზნესის ეფექტიანობის პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები ახლად ჩამოყალიბებულ ფერმერულ მეურნეობებში

მომხსენებელი: დოქტორი ლაშა ჩიბურდანიძე

2. მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის (IPM) მეთოდების გამოყენება ბოსტნეულ კულტურებში

მომხსენებელი: დოქტორი თათია ხოსიტაშვილი

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 29 ნოემბრის სხდომის

თბილისი                 დღის   წესრიგი                 დასაწყისი 12 საათზე

 

1.საქართველოს მელიორაციის კორპორაციულ მმართველობაზე გადასვლის საკითხებისათვის.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რევაზ ასათიანი

2.   მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 28 ნოემბრის სხდომის

         თბილისი              დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

1. სამონადირეო ფრინველების მოშენების მეთოდოლოგიის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

 

მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 27 ნოემბრის სხდომის

        

 თბილისი               დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

1. საქართველოში ჩაის კულტურის რეაბილიტაციის პრობლემების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი

2. ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის გვარა-ხუცუბნის ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების სადემონსტრაციო სანერგე მეურნეობაში გაშენებული ინტროდუცირებული ჯიშების ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესწავლისა და მათგან საუკეთესო ფორმების გამორჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე.

 

მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული

სამეცნიერო საბჭოს 2023 წლის   22 ნოემბრის სხდომის  

 

თბილისი                       დღის წესრიგი               დასაწყისი     13 საათზე

 

  1  .     საქართველოში ჩაის კულტურის   (წარსული, აწმყო, მომავალი) შესახებ.

მომხსენებელი: ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი თემურ რევიშვილი

2.  საქართველოში მეჩაიეობის განვითარების პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებელი: სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 20 ნოემბრის სხდომის

 

თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. აჭარის ნაძვნარი კორომების საერთო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამომწვევი მიზეზების და სატყეო-სატაქსაციო მაჩვენებლების დინამიკის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე

2. მიმდინარე საკითხები

მრგვალი მაგიდა

21 ნოემბერს, 13:00 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში,

მრგვალი მაგიდის ფორმატით, შედგება შეხვედრა აკადემიის სამეცნიერო მიმართულებების

ეროვნულ კოორდინატორებთან

დღის წესრიგი:

1. აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია.

2. ეროვნულ კოორდინატორთა ინფორმაცია (10 წუთამდე რეგლამენტით) სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით, ეროვნულ კოორდინატორთა ჯგუფის წევრების მიერ 2023 წელს ჩატარებული სამუშაოების და 2024 წლისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

3. წლიური ანგარიშის წარმოსადგენად დარიგებული კითხვარის პროექტის განხილვა.

4. საორგანიზაციო საკითხები.

ქვეკატეგორიები