საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზდენტად შეიძლება აირჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი).

       აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატის წამოყენების უფლება აქვთ: აკა­დე­მიის პრე­ზი­დიუმს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებებს, აკადემიის წევრთა ჯგუ­ფებსა და აკადემიის ცალკეულ წევრებს.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):

  • აკადემიის პრეზიდიუმის, სამეცნიერო განყოფილებების ან აკადემიის წევრის/წევრების წარდგინება (დედანი) სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და სველი ბეჭდით;
  • ფერადი ფოტო 4X6 (2 ცალი);
  • ავტობიოგრაფია;
  • სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად);
  • მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
  • ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (უცხოეთში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
  • კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება;
  • კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად;
  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე (საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2023 წლის 4 აპრილიდან 2023 წლის 4 მაისის ჩათვლით ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21).

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CD დისკზე ჩაწერილი კანდიდატის CV და ფოტოსურათი.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 94 13 20).

 

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 

შენიშვნა:     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“  გამოქვეყნებულ განცხადებაში (3 აპრილი 2023 წელი38)  აკადემიის პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოსადგენ საბუთების ჩამონათვალში გამორჩენილია სიტყვა „ავტობიოგრაფია“. 

საერთო კრება

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის

ა.წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილებით (ოქმი #2. 24.02.2023) განისაზღვრა  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  საერთო კრების მოწვევა 

 

2023 წლის 23 მარტს დღის 13 საათზე შემდეგი დღის წესრიგით: 

 

                                  

 

1.  ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის    პრეზიდენტის რწმუნებათა ვადის გასვლასთან დაკავშირებით, აკადემიის

    პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებამდე, აკადემიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.

 

    მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ანგარიში 2018-2023 წლებში აკადემიის მიერ გაწეული   საქმიანობის შესახებ.

 

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დროებითი დებულების პროექტის შესახებ.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე.

 

4. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების  შესახებ.

   მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

 

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით საექსპერტო-საკონკურსო კომისიის არჩევის შესახებ. 

    მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

 

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდიუმის წევრებისა და აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების უფლებამოსილების შესახებ.

   მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

 

7. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წესდებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის უფროსი თენგიზ ქარქაშაძე.

 

8. მიმდინარე საკითხები.

სემინარი

საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2023 წლის 21 მარტს  13 საათზე ტარდება

ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე:

 

აჭარა-თურქეთის მერქნიანი მცენარეების ფიტოსანიტარული მდგომარეობა

 

მომხსენებელი:  სოფლის მეურნეობის დოქტორი რეზო ვასაძე

სემინარის  ორგანიზატორი:  გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

(აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ჩაგელიშვილი)

 

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა № 51, II სართული, 

საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა   აკადემია.

ვებ გვერდი-www.gaas.dsl.ge.  

მარტის სხდომები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების

2023   წლის   28   მარტის  სხდომის

       

  თბილისი               დღისწესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

1.    აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2.   აკადემიკოს როლანდ კოპალიანის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3.  მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა

განყოფილების   2023   წლის  27   მარტის   სხდომის

თბილისი                 დღის   წესრიგი                 დასაწყისი 12საათზე

1.  აკადემიკოს  რევაზ  ასათიანის  ანგარიში  2022  წელს გაწეული  სამეცნიერო  საქმიანობის  შესახებ

2.     მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 21მარტის სხდომის

თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 1.  აკადემიკოს გიორგი გაგოშიძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

 2.  გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მიმართულების ეროვნული კოორდინატორების მიერ 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის და 2023 წლის სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი:  აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

 3.  სამეგრელოს და აჭარის რეგიონების ბზის კორომებში ბუნებრივი განახლების და სუქსეციური პროცესების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიანტი, დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

4.  მიმდინარე საკითხები

 

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   აგროინჟინერიის

მეცნიერებათა განყოფილების 2023 წლის

20 მარტის სხდომის

თბილისი             დღის წესრიგი     დასაწყისი 12 საათზე

1.  აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში  2022  წელს  გაწეული  სამეცნიერო  საქმიანობის  შესახებ

2.  მოტობლოკის ბაზაზე ბაზოს წარმომქმნელი და მულჩსაფარი ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო კომბინირებული აგრეგატის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის სტიპენდიატი, ტექნიკის დოქტორი გიორგი ქუთელია

3.  მიმდინარე საკითხები

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისმეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების

2023 წლის 16 მარტის სხდომის

         თბილისი              დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

 

1.   აკადემიკოს ანატოლი გიორგაძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2.    მიმდინარე საკითხები  

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

მეცნიერებათა განყოფილების 2023 წლის 10 მარტის სხდომის  

 

თბილისი                                   დღის წესრიგი                      დასაწყისი     12 საათი

1. აკადემიკოს თემურ რევიშვილის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. აკადემიკოს ედიშერ კვესიტაძის ანგარიში 2022 წელს გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3. რძის ამჭრელი ფერმენტების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ედიშერ კვესიტაძე.

4.    მიმდინარე საკითხები

 

 

 

აგრარული ინოვაციების კომისია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

ოთხშაბათს, 2023 წლის 15 მარტ, 14 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 35.

დღის  წესრიგი

მოხსენება:  მეთუთეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

მომხსენებელი:  ნოდარ სტეფანიშვილი - სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ქვეკატეგორიები