საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სხდომები

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2025 წლის 9 ოქტომბერს 13 საათზე გაიმართება მეტყევის დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა

 

„ ცივგომბორის რეგიონში „ქართული მუხის (Querqus petraea aubsp. Iberica)“

წმინდა კორომების აღნაგობის თავისებურებათა შესწავლა“

 

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ტიგინაშვილი

(ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე)  

  

 

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომის

               

  თბილისი                                               დღის წესრიგი                                  დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია 2024 წელს ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მიერ გაწეული სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი:   ვ. გულისაშვლის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე

2. მიდინარე საკითხები

 

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

     გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სექტემბერი 24, 2025

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიის მოსაპოვებლად:

1. ლევან ყანჩაველის სახელობის პრემია - აგრონომიის დარგში

2. ვარლამ შამათავას სახელობის პრემია - მეცხოველეობის და ვეტერინარიის დარგში

3. კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის პრემია - აგროინჟინერიის დარგში

4. მიხეილ მურვანიშვილის სახელობის პრემია - გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის დარგში

5. ვასილ პეტრიაშვილის სახელობის პრემია - სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის დარგში

6. ივანე ჯაშის სახელობის პრემია - ეკონომიკის დარგში

 

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სა­მეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღ­ლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწე­სე­ბულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვე­ბელია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რო­მე­ლიც  გამო­­ქვეყნდა ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა გან­ცხა­­დების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეც­ნიერო პრემია, ამ კონკურსში არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნი­ერებათა აკადემიაში პრემიის მოსა­პო­ვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.

კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახა­სი­ათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზო­გადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).

) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნი­ერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;

) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2025 წლის 24 სექტემბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგმისამართზე:თბილისი, ივანე ჯავახიშვილის 51, კანცელარია. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 დან 1700 საათამდე.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 5 93 58 01 37

სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული

ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს 2025 წლის 2 ოქტომბრის სხდომის

თბილისი                                            დღის წესრიგი                    დასაწყისი     12 საათზე

 

1. ფერდობზე ნიადაგის დამუშავებისათვის განკუთვნილი ეროზიის საწინააღმდეგო გუთნის შესახებ.

მომხსენებელი: ივანე კაპანაძე, საბჭოს წევრი, ტექნიკის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი

2.  მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების 2025 წლის 24 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                                    დღის წესრიგი                       დასაწყისი 12 საათზე

 

1.ტყის ეკოსისტემებში ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების მინერალიზებული ზოლების და თხრილების საშუალებით სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ხანძრების კერების წარმოქმნა-გავრცელების პროცესებთან ბრძოლის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

2. მიმდინარე საკითხები

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში 2025 წლის 24 სექტემბერს 13 საათზე გაიმართება ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე:

ტყის ეკოსისტემებში, სხვადასხვა ჯგუფების და ინტენსივობის ტყის ხანძრების კერების წარმოქმნა - გავრცელების პროცესებთან ბრძოლა ხელოვნურად გამოწვეული ატმოსფერული ნალექების საშუალებით

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

(ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება)

არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებული კანდიდატები

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ ა.წ. 14 ივლისს გამოცხადებულ ვაკანსიებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ასარჩევად არჩევნებში მონაწილეობისათვის დაშვებულები არიან შემდეგი კანდიდატები:

-      აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება: სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, მოხსენება იხ. ბმულზე სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე,  მოხსენება იხ. ბმულზე

-    მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეხცნიერებათა განყოფილება: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, მოხსენება იხ. ბმულზე  ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე, მოხსენება იხ. ბმულზე;

-          აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, მოხსენება იხ. ბმულზე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე, მოხსენება იხ. ბმულზე ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი, მოხსენება იხ. ბმულზე;

-      სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება: ბიოლოგიის დოქტორი   ქეთევან  ლაფერაშვილი, მოხსენება იხ. ბმულზე;  ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე,  მოხსენება იხ. ბმულზე;   ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე,  მოხსენება იხ. ბმულზე ;

-         გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე, მოხსენება იხ. ბმულზე

-          ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება: ეკონომიკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე, მოხსენება იხ. ბმულზე.

სხდომები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებების

2025 წლის 16 სექტემბრის გაერთიანებული საერთო კრების

 დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                 დასაწყისი 13 საათზე

 1. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების და საბუთების შესაბამისობის შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 2.  ინფორმაცია აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე;

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატი: ეკონომკის დოქტორი ეკატერინე ზვიადაძე.

 3.  აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატებისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიცემა (ფარული კენჭისყრა).

4. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

5.მიმდინარე საკითხები.

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების 2025 წლის 12 სექტემბრის გაერთიანებული საერთო კრების

დ ღ ი ს         წ ე ს რ ი გ ი

 თბილისი                                                                                                დასაწყისი 11 საათზე

 1. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების და საბუთების შესაბამისობის შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 2. ინფორმაცია აკადემიის აგროინჟინერიის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები: აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის დოქტორი თამაზ ბიჭიაშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ომარ თედორაძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ედუარდ კუხალაშვილი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გელა ჯავახიშვილი;

სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ტექნიკის დოქტორი მალხაზ დოლიძე, ტექნიკის დოქტორი ეკატერინა კაციტაძე,   ბიოლოგიის დოქტორი ქეთევან ლაფერაშვილი.

 3. აკადემიის აგროინჟინერიის და სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატებისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიცემა (ფარული კენჭისყრა).

4.კონკურსის შედეგების გამოცხადება.

5.მიმდინარე საკითხები.

 

  

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიული და მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებების 2025 წლის 10 სექტემბრის გაერთიანებული საერთო კრების

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                  დასაწყისი 11 საათზე

 1. ინფორმაცია აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ასარჩევად კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების და საბუთების შესაბამისობის შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

 2. ინფორმაცია აკადემიის აგრონომიული და მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები: აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: სოფლის მეურნეობის დოქტორი ზურაბ ბუკია, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი გიზო გოგიჩაიშვილი, სოფლის მეურნეობის დოქტორი დავით მაღრაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ცოტნე სამადაშვილი; სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ღამბაშიძე;

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე კანდიდატები: ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი დავით გოდერძიშვილი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი მაია კერესელიძე, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ლევან მაკარაძე, სოფლის მეურნეობის დოქტორი კახა ნადირაძე.

3.აკადემიის აგრონომიული და მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილებების გაერთიანებული კრების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის წევრ-კორესპონდენტების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შესარჩევი კანდიდატებისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიცემა (ფარული კენჭისყრა).

4.კონკურსის შედეგების გამოცხადება.

5.მიმდინარე საკითხები.

ქვეკატეგორიები

გვერდი 1    109-დან