საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება „ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო პრიორიტეტები “.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 28-29 აპრილი, 2021 წელი.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2021 წლის 27 აპრილისა განყოფილების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერთიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 14 აპრილს, 15 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 16

                                           დღისწესრიგი

მოხსენება:  აგროსტარტაპების მხარდაჭერა და აგრობიზნესის დაფინანსების ახალი მიდგომები;

მომხსენებელი: შოთა გონგლაძე - ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის წევრი, სს თიბისი ბანკი.

კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

ტელ. (+995 32) 294 13 21, ვებ-გვერდი:  www.gaas.dsl.ge

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 24 მარტ, 15 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 15

დღის      წესრიგი

მოხსენება: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში

 

მომხსენებელი: მარუაშვილი ჯუბა - საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი

კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

ვებ-გვერდი:  www.gaas.dsl.ge

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

2021 წლის 26 მარტის საერთო კრების

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

ქ. თბილისი                                                                                            დასაწყისი 12 საათზე

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება.

(ფარული კენჭისყრა).

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის აგრარული მეცნიერების ძირითადი ამოცანების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

თანამომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2021 წლის ამოცანების შესახებ.  

მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები: გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, რ. ჩაგელიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი აკად. ზ. ფუტკარაძე.

6. მიმდინარე საკითხები

ტყის საერთაშორისო დღე

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2021 წლის 19 მარტს 14 საათზე ჩატარდება ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი

თემატური სხდომა:

საქართველოს დაცული ტერიტორიების არსებული მდგომარეობის და

პერსპექტივების შესახებ“.

             თემატური საღამოს ორგანიზატორი:    აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება;

                                                                           დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე;

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა 51, II სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის          
                       მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; ვებ გვერდი-www.gaas.dsl.ge.

ქვეკატეგორიები