საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონკურსი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების II თავის მე-9 მუხლის თ) პუნქტის და გამოჩენილ აგრარიკოს მეცნიერთა სახელობითი პრემიების მინიჭების დებულების შესაბამისად, აცხადებს კონკურსს  აგრარულ სფეროში სახელობითი პრემიების მისანიჭებლად

1. აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს მიხეილ საბაშვილის სახელობის - 1 პრემია;

2. მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს მიხეილ რჩეულიშვილის სახელობის - 1 პრემია;

3. აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის სახელობის - 1 პრემია;

4. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება - აკადემიკოს ვასილ გულისაშვილის სახელობის - 1 პრემია;

5. სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება - ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ანდრო ნიჟარაძის სახელობის - 1 პრემია;

6. ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილება - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის პეტრე ჟღენტის სახელობის - 1 პრემია.

    

პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ნაშრომები, ამასთან გამოყენებითი ხასიათის ნაშრომებში მითითებული სამუშაოები წარმოდგენამდე ერთი წლით ადრე აპრობირებული უნდა იყოს წარმოებაში;

       პრემიაზე წარმოდგენილ ავტორთა ჯგუფის შემადგენლობაში შეიძლება შეყვანილ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეები, თუ მათ სამუშაო შეასრულეს ქართველ კოლეგებთან ერთად;

     კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოდგენილი იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

1.1.წარმომდგენი ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე   დაბეჭდილი წარდგინება, რომელშიც აღინიშნება ნაშრომის დასახელება, ავტორთა გვარი და სახელი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა;

1.2.წარდგინება უნდა მოიცავდეს: ნაშრომის მოკლე შინაარსს, ნაშრომის წარდგენის დასაბუთებას, ნაშრომის ზოგად შეფასებას;

1.3.პრაქტიკული ხასიათის ნაშრომისათვის წარდგინებაში ასევე უნდა აღინიშნოს გამოყენების ადგილი, მასშტაბები და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები;

1.4.წარდგინებას ხელს აწერს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. თუ ხელმძღვანელი თვითონაა ავტორთა ჯგუფში, წერილს შეიძლება ხელი მოაწეროს მისმა მოადგილემ;

1.5.თუ ნაშრომს წარადგენს რამდენიმე ორგანიზაცია, წარდგინებას ხელს აწერს ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

1.6.ამონაწერი წარმომდგენი ორგანიზაციის შესაბამისი ორგანოს (კრება, კოლეგია, პრეზიდიუმი, საბჭო) სხდომის ოქმიდან, პრემიის მოსაპოვებლად წარდგენილი ნაშრომის დასახელების, ავტორთა გვარების და სახელების მითითებით დამოწმებული უნდა იყოს ორგანიზაციის ბეჭდით;

1.7.ანოტაცია, არ უნდა აღემატებოდეს 5 (ხუთ) გვერდს. პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის ანოტაციაში საჭიროა აღინიშნოს სად, როდის, რა მასშტაბით არის რეალიზებული სამუშაოს შედეგები და როგორია მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. ანოტაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ყველა ავტორის მიერ;

1.8.ნაშრომის რეცენზენტის/რეცენზენტების დასკვნა, დამოწმებული უნდა იქნეს იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ, საიდანაც არის წარმოდგენილი ნაშრომი;

1.9.ცნობა ავტორთა   მონაცემების შესახებ (CV), ცნობა სამუშაო ადგილიდან და დაკავებული თანამდებობა, ბინის მისამართი, ფოტოსურათი ზომით 3X4.

1.10.       დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად.

1.11.       ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ორ ეგზემპლარად შემდეგი სახით:

-            ფუნდამენტური ნაშრომი (მონოგრაფია, წიგნი);

-            გამოყენებითი ხასიათის ნაშრომი (სამუშაოთა აღწერა, თანდართული

   შეფასებებით, დასკვნებით, საავტორო მოწმობებისა და პატენტების ასლებით);

-            სახელმძღვანელო;

ნაშრომს შეიძლება დაერთოს ფოტოსურათების ალბომი, სქემები, რუკები და სხვა. სასურველია, რომ დამატებით მასალის ფორმატი იყოს ისეთივე, როგორც ნაშრომის ფორმატია.

1.12. ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.

საკონკურსო მასალები მიიღება აკადემიის კანცელარიაში 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.  

 

           შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ტ. 593 58 01 37

                             

           აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

2024 წლის 26 სექტემბრის პრეზიდიუმის სხდომის

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

თბილისი                                                                                                   დასაწყისი 13 საათზე

 

1.ინფორმაცია შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარებული ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის -

„ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის“ შესახებ.

 მომხსენებელი: აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

 

 2.ინფორმაცია გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მინიჭების შესახებ კონკურსის გამოცხადების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტების, აკადემიის მთვარი აკადემიკოს-მდივნის, აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრების, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების), აკადემიის საპატიო და უცხოელი წევრების და აკადემიის სტიპენდიატების არჩევნების დებულებაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე; აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

4.ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი „განათლებისა და მეცნიერების განვითარების კონცეფციის“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის მთავარი აკადემიკოს მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

5.        მიმდინარე საკითხები

სექტემბრის სხდომები

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2024 წლის  18 სექტემბერს 13 საათზე ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების მიერ ტყის მუშაკთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა:

      

 

„ტყის ხანძრები საქართველოში და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მეცნიერული საფუძვლები“.

   მომხსენებლი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   გარემოს დაცვისა და სატყეო  

   საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე

 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2024 წლის  30 სექტემბერს 14 საათზე ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ახალგაზრდა მეცნიერთა და სპეციალისტთა საბჭოს მიერ მსოფლიო მდგრადი გავითარების დღისადმი მიძღვნილი თემატური სხდომა:

      

 

საგრანტო პროექტებით დაფინანსებული ბიზნესის ეფექტიანობა საქართველოში".

 

   მომხსენებლები: ეკონომიკის დოქტორი ლაშა ჩიბურდანიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ეკონომიკის მაგისტრი    

   ბაგრატ რაზმაძე.

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2024 წლის  16 სექტემბერს 13 საათზე ტარდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის,   პროფესორ მამია გოგოლიშვილის დაბადებიდან 110 წლისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა

     მრგვალი მაგიდის ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ

   მეცნიერებათა   განყოფილება   (აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი)

 

 

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 30 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                    დღის   წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1. საქართველოს მელიორაციის სტრატეგიის შესახებ.

მომხსენებელი: ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი

2.   მიმდინარე საკითხები

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის

აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილების  2024 წლის

26 სექტემბრის სხდომის

                

 

თბილისი                                       დღის წესრიგი                დასაწყისი 11 საათზე

 

1. ნიადაგის ანტიეროზიული ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორი თამაზ ნადირაშვილი

2. თვითმავალი შასის ტანდემთვლიანი სავალი სისტემის დამუშავების შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე

 

3.  მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმთან არსებული  აგრარული ინოვაციების კომისიის

2024 წლის 25 სექტემბრის სხდომის

     

  თბილისი                  დღის წესრიგი             დასაწყისი 14 საათზე

 

1. სელექციური მეთოდების გამოყენებითა და ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებული მართვით ციტრუსოვანთა ახალი ფორმების მიღება.

მომხსენებელი: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  სოფლის მეურნეობის   დოქტორი ნინო ყიფიანი

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების 2024 წლის

25 სექტემბრის  სხდომის

                

 

თბილისი            დღის წესრიგი      დასაწყისი 12 საათზე

 

 1. საქართველოში   გავრცელებული ცხვრის აბორიგენული ჯიშების მდგომარეობის და და მათი გაუმჯობესების გზების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი გივი ბეღელური

2.  მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების

2024 წლის 18 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                        დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. აღმოსავლეთ საქართველოს წიფლნარი ტყის ეკოსისტემების ძირითადი ფორმაციების დაცვით - ეკოლოგიური ფუნქციების შესწავლის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის   გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.

2. მიმდინარე საკითხები

 

 

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიის საერთო კრებაზე ასარჩევად აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატებისათვის რეკომენდაციის ან დაშვების მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ა.წ. 1 ივლისის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (ოქმი №7) და აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 1 ივლისის №53 ბრძანებით ერთჯერადად გაერთიანებული სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის, ეკონომიკურ და აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებების 2024 წლის 12 ივლისის საერთო კრების ოქმი № 1 და ოქმის დანართი იხ. ბმულზე. ( ოქმი#1;  დანართი  )

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

      მიმდინარე წლის 12 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის და ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებებში სტიპენდიატების ვაკანტურ ადგილებზე აკადემიის საერთო კრებაზე ასარჩევად, ა.წ. 1 ივლისის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით (ოქმი №7) და აკადემიის პრეზიდენტის ა.წ. 1 ივლისის №53 ბრძანებით, ჩატარდა ერთჯერადად გაერთიანებული სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის, ეკონომიკურ და აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილებების   საერთო კრება. კრების გადაწყვეტილებით აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილებაში სტიპენდიატად ასარჩევად აკადემიის საერთო კრებაზე რეკომენდაცია გაეწია ქიმიის დოქტორ დარეჯან დუღაშვილს, ხოლო აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილებაში რეკომენდაცია გაეწია - ეკონომიკის დოქტორ ნატო ჯაბნიძეს.

ქვეკატეგორიები