საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

             2020 წლის 04 მაისს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის თემაზე: „სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“  მნიშვნელობიდან და თემატიკიდან გამომდინარე, ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია სატყეო პრობლემებით დაინტრესებულ საზოგადოებაში. სემინარის ორგანიზატორმა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა სემინარში მონაწილეთა გამოსვლები გააერთიანოს ერთ შრომათა კრებულში და მისი ელექტრონული ვერსია და სემინარში მონაწილეობის სერტიფიკატები დაურიგოს ონლაინ რეჟიმში ჩატარებული სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარის ყველა მონაწილეს.

(სტატიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

შენიშვნა: 1. სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 20 ივნისი;

                   2. სტატია წარმოდგენილი უნდა იყოს ელ-ვერსიის სახით სსმმ აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში აკადემიის სტიპენდიატის, დოქტ. გიორგი ქავთარაძის სახელზე. E-mail: g.kavtaradze@agruni.edu.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიური დეპარტამენტი

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება „ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „საქართველოს ვეტერინარიის პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში“.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 08 მაისი, 2020 წელი.

 

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2020 წლის 07 მაისისა განყოფილების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ელექტრონულ სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერთიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

 

StopCov 19

განცხადება

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ StopCov 19- ფონდში 7200 (შვიდიათას ორასი) ლარი გადარიცხა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია უსურვებს თავის თანამშრომელებს, მთელ საქართველოს და მსოფლიოს ჯანმრთელობას და ამ ვერაგი   პანდემიის დამარცხებას.  

                                      


განცხადება სემინარის ჩატარების შესახებ

2020 წლის 04 მაისს ჩატარდება სემინარი თემაზე:

„სატყეო კვლევის პოტენციალი საქართველოში და პერსპექტივები“

Online workshop: „Forest research potential in Georgia and perspectives“

04 May, 2020

სემინარის ორგანიზატორები:

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

(სემინარის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე)

 

(სემინარი ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                            დასაწყისი 13 საათზე

 

(სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

 

1.მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები საქართველოში.

     მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი.

 

2. მიმდინარე საკითხები.

სსმმ აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 23 აპრილის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 23 აპრილის
სხდომის დღის წესრიგი

თბილისი                                     დასაწყისი 12 საათზე

(სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

 

1. აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ;

2. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახე;

3. აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ანგარიში 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ;

                                      

4. მიმდინარე საკითხები.


სსმმა სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 22 აპრილის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

22 აპრილის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                დასაწყისი 12 საათზე


(სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში)

1. საქართველოში მინდორსაცავი ტყის ზოლების გაშენების შესახებ.

მომხსენებლები: სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე; სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე;

2. მიმდინარე საკითხები.

სსმმა მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის 21 აპრილის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

2020 წლის 21 აპრილის სხდომის

დღის წესრიგი

თბილისი                                                   დასაწყისი 12 საათზე

 

(სხდომა ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში).

 

1.   ხელოვნურად გამოზრდილი გარეული ფრინველის ინტდროდუქციის საკითხებისათვის.

მომხსენებელი: სსმმ აკადემიის სტიპენდიატი,სოფლის მეურნეობის დოქტორი ანატოლი გიორგაძე;

2 .   სტრესული სიტუაციებიდან გამოსვლის საუკეთესო საშუალების „ორნიტოთერაპიის“ შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინა ბარვენაშვილი;

3. რეკომენდაციის „თუთის ძლიერმოზარდი, უხვმსხმოიარე შერჩეული ჯიშების(ჰიბრიდების) წყლის მიერ ეროზირებულ ფერდობებზე გაშენება, ნაყოფის საკონსერვო (ოჯახური) წარმოებაში გამოყენება, მიზანშეწონილობა და ეკონომიკური ეფექტიანობა“ (ავტორების გ. ნიკოლეიშვილი, ე. შაფაქიძე, ს. ბერიძე) განხილვა.

მომხსენებელი: რეკომენდაციის რედაქტორი აკად. ჯ. გუგუშვილი.

4 .     მიმდინარე საკითხები.