მრგვალი მაგიდა - „განათლება-კვლევა-ინოვაციები“
2017 წლის 10 ივლისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აგროსაინჟინრო სამეცნიერო განყოფილების და სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის ინიციატივით საერთაშორისო პროექტის „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“ ფარგლებში, ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე: „განათლება-კვლევა-ინოვაციები“.
აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მონაწილეობდნენ აკადემიკოსები რ. მახარობლიძე და ე. შაფაქიძე, სწავლული მდივნები, დოქტორები მ. ბარვენაშვილი და რ. ლოლიშვილი, წამყვანი სპეციალისტები ლ. ჩაიკა და ი. ჭყოიძე, აგროსაინჟინრო მიმართულების კოორდინატორთა ჯგუფის წევრი პროფ. ო. ქარჩავა, სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულების კოორდინატორის ჯგუფის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრობლები: პროფ. ი.ყრუაშვილი, პროფ. დ. გუბელაძე, პროფ. თ. ოდილავაძე, პროფ. ი. ინაშვილი, პროფ. კ. ბზიავა და პროფ. ა. დავითაშვილი. მოწვეული სტუმრები: ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU) წარმომადგენლები: პროფ. მ. ჰიმელბაუერი, პროფ. რ. მიხელეკი, პროფ. ვ . ლოისკანდლი.
მრგვალ მაგიდაზე ძირითადი მოხსენება გააკეთა პროფ. მ. ჰიმელბაუერმა თემაზე - „„მწვანე ტექნოლოგიები“, რომლის ფარგლებში მან ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი სწავლების მნიშვნელობას, სწავლების ახალი ფორმებისა და მიდგომების დანერგვის აუცილებლობას.
პროფ. რ. მიხეალიკმა დამსწრეებს მიაწოდა ინფრომაცია ელექტრონული სწავლების (MOODLE) დანერგვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით ქ. ვენის ბუნებრივი რესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების უნივერსიტეტის (BOKU)გამოცდილებაზე.
მრგვალი მაგიდის წევრებმა მიიღეს ფადაწყვეტილება, რომ სამეცნიერო თემების გარდა მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიამ გარკვეული ყურადღება გაამახვილოს აგრარული განათლების საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ
მიმართულებით მისაბაძია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლობა აკადემიასთან და ის დიდი მონდომება, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი პროფ. გ. ქვარცხავა და დეპარტამენტის უფროსი პროფ. კ. ყრუაშვილი იჩენენ.
მრგვალ მაგიდაზე გადაწყდა აგრეთვე, რომ საერთაშორისო პროექტზე „#135 – აკადემიური თანამშრომლობა შესაძლებლობების გაზრდისათვის გარემოსდაცვით სწავლებაში (ACCES)“, დისკუსიები სსმმ აკადემიაში ჩატარდეს რეგულარულად.


კორეის დელეგაცია - დოქტ. ჰონგ ჯე პარკი (კორეის
რომლის მიზანი და ამოცანაა მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა. საქართველოს მხრიდან
“
საქართველოს



შ.პ.ს. „მარგებელში“ მეცნიერები გაეცვნენ მეცხოველეობის კომპლექსის საქმიანობას, დაათვალიერეს მათი ბაზა, საკვებგადამამუშავებელი საწარმო. მეძროხეობის საკითხებზე ვრცლად ისაუბრეს პროფ გ. გოგოლმა, გ.ბეღელურმა. კომპლექსის ზოოტექნიკოსებს და ვეტერინარებს მიეცათ რეკომენდაციები, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების და პერსპექტიული ღონისძიებების გატარების შესახებ.



2017 წლის 9 მაისს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების სააგენტოებთან ერთად საგარეჯოს რაიონში ჩატარდა
ზ.ტიგინაშვილი, ამავე ნაკრძალის დაცვის სამსახურის უფროსი მ.ებრალიძე, მეტყევე–სპეციალისტი, ს/მ მეცნიერებათა დოქტორი ლ.დოლიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ა. აფციაური, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მეტყევე–სპეციალისტი ვ.გრძელიშვილი, საგარეჯოს რაიონის სოფ. გიორგიწმინდის აკად. ვ. გულისაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი მ.ჭიაბერაშვილი და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალისა და საგარეჯოს სატყეოს მეტყევე–სპეციალისტები.
2017 წლის 19 აპრილს აკადემიის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა აკადემიკოს ვალერიან მეტრეველის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა შემდეგი დღის წესრიგით: 1. საიუბილეო შეხვედრის გახსნა - აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე; 2. აკად. ვალერიან მეტრეველის ცხოვრება და მოღვაწეობა - მომხსენებელი აკად. არჩილ ვაშაკიძე; 3. მოგონებები.
აკად. მეტრეველის ხსოვნა მუდამ იქნება მისი ოჯახის, მეგობრების და კოლეგების, აგრარული სფეროს მეცნიერთა გულებში. ნათელში იყოს მისი სული, ამინ!