საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა
2018 წლის 26 ივლისს გაიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, სადაც განხილული იყო ერთი საკითხი: “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. პრეზიდიუმის
სხდომას ესწრებოდნენ აკადემიის წევრები და წევრ-კორესპონდენტები და მოწვეული სტუმრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრიდან, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის აგროსერვის ცენტრიდან; ახმეტის, სიღნაღის, ვანისა და ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებიდან, იმერეთის რეგიონალური საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრიდან, მეაბრეშუმეობის სახელმწიფო მუზეუმიდან, მეაბრეშუმე სპეციალისტების დიდი ჯგუფი ახმეტიდან, სიღნაღიდან, აჭარიდან, თბილისიდან და სხვა.
პრეზიდიუმის გაფაერთოებული სხდომა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვთ მიმართა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ.
სხდომაზე ძირითადი მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის ეროვნული კოორდინატორი მეაბრეშუმეობის მიმართულებით, სსმმ აკადემიის
წევრ-კორესპონდენტი გიორგი ნიკოლეიშვილი - “მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების პერსპექტივები საქართველოში” და BACSA-ს კოორდინატორი საქართველოში, სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე - “შავი, კასპიის ზღვებისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების მეაბრეშუმეობის ასოციაციის (BACSA) როლი საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია-განვითარების მიმართულებით”.
სხდომაზე მოხსენებების ირგვლივ და საერთოდ საქართველოში მეაბრეშუმეობის რეაბილიტაციისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ საინტერესო გამოსვლები ჰქონდათ: - ხონის მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხვაძეს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილეს ნოდარ ხატიაშვილს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსს და სამინისტროს
მეაბრეშუმეობის კომისიის თავმჯდომარეს ნოდარ ხოხაშვილს, ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრის მთავარ სპეციალისტებს ნარგიზ ბარამიძეს და ნოდარ სტეფანიშვილს, მეაბრეშუმეებს ახმეტიდან და სიღნაღიდან ნუნუ ნახუცრიშვილს და ლამარა ბეჟაშვილს, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს ნინო კუპრავას, აჭარის აგროსერვის ცენტრის დირექტორს გოჩა ბერიძეს, აკადემიის ნამდვილ წევრებს, აკადემიკოსებს ზაურ ფუტკარაძეს და ნოდარ ჭითანავას, აკადემიის ვიცე პრეზიდენტს, აკად. გივი ჯაფარიძეს.
სხდომაზე გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს მეაბრეშუმეობაში შექმნილი მდგომარეობა საგანგაშოა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ქვეყანაში იწარმოებოდა 4,0-4,2 ათასი ტონა ცოცხალი პარკი, 4,5=5,0 ტონა გრენა, 450-500 ტონა ნატურალური აბრეშუმის ხამი ძაფი, 4,5-5,0 მილიონი გრძივი მეტრი ნატურალური აბრეშუმის ქსოვილი და სხვა პროდუქცია. სოფლის მოსახლეობა, მხოლოდ ცოცხალი პარკის რეალიზაციიდან ღებულობდა 16,5-17,5 მილიონ მანეთს, ამასთან, დარგში დასაქმებული იყო 100-120 ათასი ოჯახი, მრეწველობაში მუშაობდა 5,5-6,0 ათასი კაცი და მეაბრეშუმეობის სამმართველოს სიტემაში _-800 კაცზე მეტი.
XX საუკუნის 60-იანი წლებიდან თუთის დაავადება “ფოთლის სიხუჭუჭის” გამოვლინება_გავრცელების შედეგად განადგურდა 15 მილიონამდე ძირი ჯიშიანი თუთის მცენარე. ამას დაემატა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან დაკავშირებული სიძნელეები (განსაკუთრებით სრულიად მიუღებელი აღმოჩნდა მაღალჩინოსანთა სუბიექტური შეხედულებები - თითქოს საბაზრო ეკონომიკის პირობებში მეაბრეშუმეობას განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა); გარდამავალი ეტაპის სირთულეებმა ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობის ტრადიციულად ჩამოყალიბებული დარგის - მეაბრეშუმეობის ლიკვიდაციას, აქედან გამომდინარე უაღრესად საშიში შედეგებით გაუარესდა ეკოლოგიური გარემო, მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის შემოსავლები, დაეცა დასაქმების დონე და მასშტაბური ხასიათი მიიღი მიგრაციამ, სოფლების დაცარიელების პროცესი ღრმავდება. მეაბრეშუმეობა, როგორც დარგი თითქმის თავიდან უნდა ჩამოყალიბდეს.
მეაბრეშუმეობის რეაბილიტაცია_აღორძინება რეალურად მოითხოვს შესაბამისი ორგანიზაციულ და ეკონომიკურ ღონისძიებათა სისტემის ჩამოყალიბებას და ამ პროცესის დაჩქარებულ განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის განვითარების და ბუნებრივ-საწარმოო პირობებისა და შრომითი ტრადიციების გათვალისწინებით.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებულ სხდომას საჭიროდ მიაჩნია, რომ აკადემიამ შესაბამისი სამინისტროების, უწყებების, სხვა ორგანიზაციებისა და დაინტერესებული პირების მონაწილეობით შეადგინოს დარგის განვითარების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა (2020-2030 წწ), მოაწყოს მისი განხილვა და შესაბამის ორგანოებში დასამტკიცებლად წარდგენა;
პრეზიდიუმის გაფაროებულ სხდომაზე მიღებული იქნა შესაბამისი დეკლარაცია, რომელიც სხდომის მონაწილეთა მოთხოვნის შესაბამისად გაეგზავნება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ მამუკა ბახტაძეს და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს.

სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო ჯაბნიძემ, რომელიც არჩეული იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრად და მრავალწლიანი კულტურების სექციის ხელმძღვანელად. სიმპოზიუმზე სამი სექცია მუშაობდა, სადაც ასამდე მოხსენება წაიკითხეს, რომელიც ევრაზიის ბიომრავალფეროვნებას და მისი დაცვა-შენარჩუნების პრობლემებს ეხებოდა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გლობალური დათბობის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების და ამ მხრივ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთობლივი გეგმის შემუშავების საკითხებს. მიღებული იქნა შესაბამისი რეზოლუციაც.
ერთად განიხილეს აკადემიის „სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიების“ სამეცნიერო განყოფილების (განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. ზ. ცქიტიშვილი) მიერ წარმოდგენილი საკითხი: „სურსათის მეცნიერებებისა და ნუტრიციოლოგიის საბაკალვრო სწავლებასთან დაკავშირებული პრობლემები და ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში განსახორციელებელი ცვლილებების ინიცირება“, მომხსენებელი
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ 
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა ერთხმად მხარი დაუჭირა სამეცნიერო განყოფილების წინადადებას
აკად. გ. ჯაფარიძემ გაანალიზა დარგობრივბი ეროვნული კოორდინატორების საქმიანობის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, განმარტა 2013 წელს დამტკიცებული ეროვნული კოორდინატორების დებულება და აღნიშნა მასში ცვლილებების აუცილებლობა.
აკად. გ. ჯაფარიძემ შეაჯამა რა მრგვალი მაგიდის მუშაობა, კიდევ ერთხელ აღნიშნა აკადემიაში ჩამოყალიბებული დარგობრივი ეროვნული კოორდინატორების ინსტიტუტის მნიშვნელობა, როგორც მეცნიერებასა და სოფლის მეურნეობის წარმოებას შორის ურთიერთკავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმა; აღინიშნა, რომ ეს ინსტიტუტი მოითხოვს შემდგომ სრულყოფას, მიზანშეწონილია დებულების ახალი რედაქციის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება მრგვალ მაგიდაზე გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები და ხაზი გაესვა დარგობრივი სამეცნიერო განყოფილებების როლის გაზრდას და მუშაობის გაუმჯობესებას ეროვნული კოორდინატორების მართვის მიმართულებით.
მრგვალი


მოხსენების შემდეგ ცენტრის მუშაობა შეაფასეს სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა და პრეზიდიუმის სხვა წევრებმა. ერთხმად აღინიშნა, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საანგარიშო პერიოდში ჰქონდა საკმაოდ კარგი შედეგები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა მიმართულებების სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და გამოიკვეთა დადებითი პერსპექტივები, რომელიც ცენტრს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ორგანიზაციად წარმოაჩენს. გამომსვლელებმა გამოთქვეს საინტერესო წინადადებები და სურვილები, რომელიც ცენტრის სამომავლო საქმიანობას შეეხებოდა. მათ შორის აკად. ნ. ჭითანავამ დადებითად შეაფასა ცენტრის მუშაობა და შესთავაზა ცენტრის ხელმძღვანელობას ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება საქართველოს მიწის რესურსების მართვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე.


სტუმრებს დახვდნენ და მასპინძლობა გაუწიეს აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიური და ადმინისტრაციული დეპარტამენტების უფროსებმა, აკად. ელგუჯა შაფაქიძემ და დოქტ. ანატოლი გიორგაძემ, აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნებმა აკად. ჯემალ გუგუშვილმა და აკად. ომარ ქეშელაშვილმა, სამეცნიერო განყოფილებების სწავლულმა მდივნებმა დოქტორებმა მარინა ბარვენაშვილმა და რევაზ ლოლიშვილმა.
სამეცნიერო საქმიანობაში აკადემიის აქტიური მონაწილეობა, შ. რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მუშაობაში აკადემიის წევრების ექსპერტებად ჩაბმის საკითხები და საერთოდ აკადემიასა და სამინისტროს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტების გაღრმავება და გაფართოება.


სხდომაზე ფართო მოხსენებით წარსდგა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის, ვეტერინარიისა და საკვებწარმოების დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი რუსუდან ბარკალაია, რომელმაც დარგების მიხედვით ისაუბრა შესრულებულ სამუშაოებზე, პარალელურად პასუხი გასცა რეცენზენტების მიერ გაკეთებულ ზოგიერთ შენიშვნას, მიიღო ისინი და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი გათვალისწინებული იქნება სამომავალოდ. მოხსენების დამთავრების შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ სხდომაზე დამსწრე რეცენზენტები: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, დოქტორი გიორგი ბოჭორიშვილი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, რომლებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოების, როგორც დადებით მხარეზე, ასევე მათ ნაკლოვანებებზე და აღნიშნეს რომ აკადემია მუდამ მზადაა კონსტრუქციული რჩევები მისცეს მათ ნებისმიერი საკითხის დადებითად გადაჭრისათვის. სხდომაზე დამსწრეთა შორის გაიმართა საქმიანი საუბარი, სადაც გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა შეიცვალოს ანგარიშის ფორმა, რადგან არსებული სრულად ვერ გამოხატავს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოების ირგვლივ; აუცილებელია კვლევით ცენტრში შეიქმნას ლაბორატორია, სადაც მეცნიერებს სრულყოფილი კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავითარ შედეგს ვერ მივიღებთ; გარდა ამისა საჭიროა გაფართოვდეს მკვლევართა წრე, რადგან აღნიშნული რესურსებით წარმოუდგენელია არსებული სამუშაოების სრულფასოვნად შესრულება.