საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა

       2017 წლის 20 მარტს ჩატარდა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელსაც საბჭოს წევრების და მოწვეული სტუმრების გარდა ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური, საქართველოს აგრარული და გრ. ფერაძის უნივერსიტეტების სტუდენტები.

            დღის წესრიგი:

1.     საქართველოს ბრუცელიოზის პრევენციისა და კონტროლის პროგრამის შესახებ. მომხსენებელი-ვეტერინარიის დოქტორი ლაშა ავალიანი;

2.     დავუბრუნოთ ქართულ ფუტკარს თავისი სახელი. მომხსენებელი - ლიზა ბალიაშვილი.

20 marti 01საბჭოს სხდომის დასაწყისში აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დამსწრე საზოგადოებას და სტუდენტებს გააცნო აკადემიის მოკლე ისტორია,  სტრუქტურა, მისი სამეცნიერო მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებები, აკადემიის ეროვნული დარგობრივი კოორდინატორების ინსტიტუტი, აკადემიასთან არსებული ფერმერთა და სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების საქმიანობა, აკადემიის სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მისასალმებელია საბჭოს სხდომაზე აგრარული მიმართულებების სტუდენტების დასწრება, რაც იმის წინა პირობაა, რომ აკადემიას განზრახული აქვს ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდა მეცნიერებთან და სპეციალისტებთან ერთად მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების წარჩინებული სტუდენტებიც.20 marti 02

           აღნიშნულ წინადადების ირგვლივ აზრი გამოთქვეს აკად. ჯ. გუგუშვილმა, აკად. გ. ტყემალაძემ. აკად. ვ. კვალიაშვილმა, აკად. ზ. ჩაქსელიანმა, სტუ-ის აგრარულ მეცნიერებათა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გ. ქვარცხავამ.

            დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე ძალზე საინტერესო მოხსენებები გააკეთეს სურსათის უვნებლობის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა, დოქტორმა ლაშა ავალიანმა და აგრონომმა-მეფუტკრემ ქალბატონმა ლიზა ბალიაშვილმა. გამომსვლელებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.

 20 marti 2

აკადემიის პრეზიდენტ  აკად. გურამ ალექსიძის

შეხვედრა სტუდენტებთან საგამოფენო დარბაზში

აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა

 Sxdoma 9 marti 1a      2017 წლის 09 მარტს ჩატარდა აკადემიის ეკონომიკის (აკადემიკოს-მდივანი აკად. . ქეშელაშვილი) და სურსათის უვნებლობის (აკადემიკოს-მდივანი აკად. . ცქიტიშვილი) სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ სამეცნიერო განყოფილებების წევრები, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი აკად. . ჯაფარიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი აკად. . შაფაქიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აკად. . ასათიანი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე . ხატიაშვილი და ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის თანამშრომელები, სურსათის სააგენტოს წარმომადგენლები, აგრარული და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები.

      სხდომამ განიხილა ერთი საკითხი – “საქართველოს ეკონომიკის ტრანსფორმაციის თავისებურებები, ტენდენციები და პერსპექტივები”, მომხსენებელი აკად. ნოდარ ჭითანავა. მომხსენებელმა ძალზე საინტერესოდ და მაღალ მეცნიერულ დონეზე ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, მიმოიხილა ძირითადად ის პროცესები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს ეხება სასურსათო უზრუნველყოფის და რისკის ფაქტორების გათვალისწინებით; ისაუბრა ინვესტიციებზე სოფლის მეურნეობაში და სოფლის მეურნეობის განვითარების პერსპექტივებზე, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და ცხოვრებაში მათ განხორციელებაზე და .. მომხსენებელმა ფართოდ გააშუქა განხილულ საკითხების განხორციელებაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, როგორც მთავრობის მეცნიერული მრჩეველის და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის როლი და მომავალი საქმიანობა.Sxdoma 9 marti 2

      Dდღის წესრიგის ირგვლივ  საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ . ხატიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა . ჩხეიძემ, აკად. . კოღუაშვილმა, სურსათის უვნებლობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. . ცქიტიშვილმა, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, აკად. . ასათიანმა.

      სამეცნიერო განყოფილებების გაერთიანებული სხდომის მუშაობა შეაჯამა და შეაფასა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. გივი ჯაფარიძემ.

Sxdoma 3a

 

 

 

 

 

 

 

Sxdoma 9 marti 3

 

 

 

 

 

 

 

 

 

* * *

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება

         2017 წლის 24 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წლიური საანგარიშო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2016 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2017 წლის ამოცანების შესახებ;

        მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების  აკადემიკოს მდივნები: აკად. . მარგველაშვილი, აკად. . გუგუშვილი, აკად. . მახარობლიძე,  აკად. .ცქიტიშვილი, აკად. . ბაღათურია, აკად. . ჩაგელიშვილი,   აკად. . ქეშელაშვილი.

3.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივნად აკადემიკოს რევაზ ჩაგელიშვილის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

4.      საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ  გამოცხადებული კონკურსის აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის პრემიების მინიჭების შესახებ.

           მომხსენებლები: აკადემიის ვიცე პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;   აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

5. მიმდინარე საკითხები.

Acad kreba 2016 1

აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებას აკადემიის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრებიც: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს მდივანი, აკად. ოთარ ნათიშვილი და აკად. . კორახაშვილი, საქართველოს პარლამენტის სამი მოწვევის დეპუტატები გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეპარატმენტების უფროსები აკად. . ტყემალაძე და პროფ. . ყრუაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლები აკად. . კუნჭულია და . კაჭარავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლკავითი ცენტრის დირექტორი პროფ. . უჯმაჯურიძე დაAcad saerto kreba 2016 2 დირექტორის მოადგილე . ხატიაშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე . მესხიძე, აჭარის აგროსერვისის ცენტრის დირექტორი . ბერიძე და დირექტორის მოადგილე . აბულაძე, ქუთაისის . წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი პროფ. . კოპალიანი და პროფ. . ღვინიანიძე, გორის სუხიშვილის უნივერსიტეტის რექტორი პროფ. . სუხიშვილი, შპსლომთაგორასგენერალური დირექტორი . ლაშხი, შპსმარცვალისდირექტორი პროფ. . ზედგენიძე, შპსლაშარელასდირექტორი . ლაშხი, აკადემიის დარგობრივი ეროვნული კოორდინატორები და მათი ჯგუფების წევრები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მუშაკები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები.

წლიურ საანგარიშო კრებაზე ვრცელი მოხსენება გააკეთა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ (იხილე ვრცლად ბმულზე). კრების მონაწილეებს მიესალმენ ბატონები . თოფაძე და . ტყემალაძე.

Acad kreba 2016 3კრების დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები  აკად. მარგველაშვილიაკად. . გუგუშვილიაკად. . მახარობლიძე, აკად. .ცქიტიშვილიაკად. . ბაღათურიააკად. . ჩაგელიშვილი, აკად. . ქეშელაშვილი.

ძირითადი მოხსენებების შემდეგ  საინტერესო და კვალიფიციური გამოსვლები ჰქონდათ აკად. . ჭითანავას, აკად. . კოღუაშვილს, . ხატიაშვილს, . ლაშხს, . ზედგენიძეს.

          დღის წესრიგის ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები.

      აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა აკად. . ჯაფარიძემ კრებას მოახსენა აკადემიაში ჩამოყალიბებული სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შესახებ, აღინიშნა განყოფილების ძირითადი მიზნები და მისი როლი ქვეყნის სატყეო მეუნეობის განვითარების საქმეში. კრებამ სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნად დაამტკიცა აკად. რევაზ ჩაგელიშვილი.

 Acad kreba 2016 4

აკადემიის წლიურ საანგარიშო კრებაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გურამ ალექსიძემ დიპლომები გადასცა აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომების ავტორებს - აკად. რ.მახარობლიძეს, აკადემიის წ/კ გ.ნიკოლეიშვილს, აკად. ე.შაფაქიძეს, აკად. ჯ.გუგუშვილს, პროფ. გ.გოგოლს, დოქტორ ზ.ლაშხს, პროფ. ც.სამადაშვილს (ბრძანება კონკურსში გამარჯვებულების შესახებ იხილე  ქვემოთ).

 Acad kreba 2016 5

 

Diplomebi

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია , ბრძანება # 13

  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

აკადემია

. თბილისი                                                                                      21.02.2017.

# 13

       აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის გამოსავლენად ჩატარებული კონკურსის შედეგების შესახებ:

1.         თანახმად აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომებისათვის პრემიის მინიჭების დებულებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს (ოქმი #2, 21. 02. 2017 წელი) გადაწყვეტილებისა, მიენიჭოთ პრემიები აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის შემდეგ ნაშრომებს:

1.1.      სპეციალობა 0401 “აგრონომია” - პროფესორ . სამადაშვილის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს . ნასყიდაშვილის ნაშრომსკულტურულ მცენარეთა მეთესლეობა თესლმცოდნეობის საფუძვლებით”,  თბილისი, 2014 წელი;

1.2.      სპეციალობა 0103 “მეცხოველეობა” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს . გუგუშვილის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის . გოგოლის და აკადემიური დოქტორის . ლაშხის ნაშრომსსახეობათაშორისი და ჯიშთაშორისი ჰიბრიდიზაცია მეცხოველეობაში”, თბილისი, 2016 წელი;

1.3.      სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს . მახარობლიძის ნაშრომს  “ტრაქტორის თვლების გორვის აქტუალური საკითხები” (ინგლისურ ენაზე) გამომცემლობალამბერტი”, , საარბრუკენი, გერმანია, 2016 წელი;

1.4.      სპეციალობა 0201305 “აგრობიზნესის მენეჯმენტი” _ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის /კორესპონდენტს . ნიკოლეიშვილის და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს . შაფაქიძის ნაშრომს (მონოგრაფიების ციკლი):

მეაბრეშუმეობა - შავი, კასპიის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების (BACSA) საერთო საზრუნავია, თბილისი, 2014.

     ”საქართველოს მეაბრეშუმეობაპრობლემები, რეაბილიტაცია, აღორძინება”,  

      თბილისი, 2016 წელი.

2.         კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცეთ აგრარულ სფეროში 2016 წლის საუკეთესო  ფუნდამენტური, გამოყენებითი და საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომის ტიტულის დამადასტურებელი დიპლომები და ფულადი ჯილდო.

3.         აკადემიის ბუღალტერიამ (. სოზიაშვილი) უზრუნველყოს კონკურსში გამარჯვებულთათვის ფულადი ჯილდოს, თითოეული ნაშრომისათვის 300 (სამასი) ლარის გადაცემა.

        პრეზიდენტი                                                                            აკად. . ალექსიძე

     

მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე აკადემიაში

      მიმდინარე წლის 10 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა შეხვედრა  მეცნიერებაში მოღვაწე ქალბატონებთან.

     11 Tebervali 1 როგორც ცნობილია გენდერული თანასწორობა, ქალებისა და გოგონების  უფლებათა  და შესაძლებლობათა გაფართოება   საშუალებას მისცემს მათ შეიტანონ თავიანთი წვლილი როგორც გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე 2030 წლამდე  პერიოდში    მდგრადი განვითარების მისაღწევად.

            2011 წლის 14 მარტს  გაეროს 55-ე სესიაზე ქალთა მდგომარეობის განმსაზღვრელ კომისიაზე მოსმენილი იქნა მოხსენება,  რომელშიც  ნათქვამი იყო ქალებისა და გოგონების შესაძლებლობაზე განათლების, მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში   მათ პროფესიონალური  მომზადებისა და დასაქმების შესახებ.  

    2015 წლის 22 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად 11თებერვალი  გამოცხადდა მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ.    

     11 Tebervali 3 ამ დღესთან დაკავშირებით, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ,  აგრარულ მეცნიერებაში მიღწეული წარმატებებისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები და აგრარულ სფეროშო მოღვაწე ქალბატონები: ლამარა ჯიქია, მარინე ბარვენაშვილი, ნატო კაკაბაძე, თამარ კაჭარავა, ნანული ჭანუყვაძე,  ნინო ზაქარიაძე, მარიამ ხომასურიძე, ირინა დანელია, მაია მელაძე, თინათინ გოგიშვილი, მზაღო ლობჟანიძე, ირმა ინაშვილი, ქეთევან როყვა, თინათინ დარსაველიძე, ქეთევან დადიანი, მაია კერესელიძე, ლალი ტაბატაძე, მაკა მდინარაძე, ინგა ღვინერია, დიანა ძიძიგური, მზია თვალავაძე, ნელი ქისიშვილი, ირმა შიოშვილი, ნანა ჩინჩილიკაშვილი.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ულოცავს მეცნიერ ქალბატონებს „მეცნიერებაში მოღვაწე ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს“, უსურვებს წარმატებებს პირად ცხოვრებასა  და სამეცნიერო საქმიანობაში.

11 Tebervali 2 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა

      2017  წლის 27 იანვარს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური საბჭოს სხდომა.

დღის წესრიგი:

1.     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  2016 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის მომზადებისგამოცემისა და აკადემიის წლიური საანგარიშო კრებისათვის მოსამზადებელი ღონისძიებების შესახებ.

       მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი . ალექსიძეაკადემიის ვიცე_პრეზიდენტი, აკადემიკოსი . ჯაფარიძე.

2.     აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობისა და 2017 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

      მომხსენებლები: სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს_მდივნებიაკადემიკოსები . მარგველაშვილი, . გუგუშვილი, . მახარობლიძე, . ბაღათურია, . ცქიტიშვილი, . ჩაგელიშვილი, . ქეშელაშვილი.

2.     მიმდინარე საკითხები.

      აკადემიურ საბჭოს სხდომაზე აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისათვის აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა აკადემიის ყოფილი თანამშრომლები . ჯავახიშვილი, . ნადარეიშვილი, . ჭყონია.

Sabcho 27 01 17

 2017

 

 

სტუმრად აკადემიაში

Belorus 21 dek 2016

      2016 წლის 21 დეკემბერს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ბელორუსიის სამოქალაქო თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოპერატიულ-ტაქტიკური საქმიანობის და ტექნიკის კათედრის უფროსი, დოცენტი ვლადიმერ კოპიტკოვი. აკადემიის სამეცნიერო საქმიანობის შესახებ მას ესაუბრა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე, პრეზიდენტის თანაშემწე თინათინ ეპიტაშვილი. იგი შეხვდა აგრეთვე აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსს აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს. სტუმარმა დაათვალიერა აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენა-მუზეუმი და ინფრასტრუქტურა. შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კაჭარავა. დაისახა შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები.

ინფორმაცია კორეაში ვიზიტის შესახებ

2016 წლის 16-23 ოქტომბერს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი დოქტ. ნატო კაკაბაძე და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანაშემწე, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი თინათინ ეპიტაშვილი კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის მიწვევით სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით სამხრეთ კორეაში. ვიზიტი განხორციელდა ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანი და ამოცანა იყო  მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის სისტემის განხილვა.

აგრობიომრავალფეროვნების ცენტრი განლაგებულია ქალაქ ჯეონჯუში. სადაც მოთავსებულია ცენტრალური მცენარეთა გენეტიკური რესურსების (გენპლაზმა) ბანკი, ხოლო დუბლიკატი ინახება სამხრეთ კორეის ქალაქ სუონში (მოვინახულეთ გენბანკის დუბლიკატი საცავიც). გენბანკში 280 ათასამდე მცენარე ინახება (მოკლევადიანი +40C და გრძელვადიანი -200C შენახვის მაცივარი, კრიოკონსერვაცია, in-vitro ლაბორატორია, დნმ-ის და მიკროორგანიზმების კონსერვაცია), მოვინახულეთ მოლეკულარული გენეტიკის ლაბორატორია, მეხილეობის კვლევითი ინსტიტუტი, სასოფლო სამეურნეო კვლევითი ცენტრი.

ვიზიტის ფარგლებში ასევე ვიმყოფებოდით კუნძულ ჯეჯუზე, სადაც განლაგებულია კლიმატის ცვლილებისა და სოფლის მეურნეობის კვლევითი ინსტიტუტი. გავეცანით სასოფლო სამეურნეო კულტურების: ბოსტნეულის, ხეხილოვანი კულტურების, ციტრუსების მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს და უშუალოდ ჯვარედინმტვერია ბოსტნეული კულტურების მეთესლეობას ორანჟერიებში. შესაბამისი დაფინანსების და ტექნიკური მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია ამ ტექნოლოგიების საქართველოს პირობებში ადაპტირება.

ჩვენს მიერ სათანადო დოკუმენტაციით წაღებული იქნა ბოსტნეული, ბაღჩეული, მწვანილეული, პარკოსანი კულტურების 100 ნიმუში:

1. Fhaseolus Vulgaris L- ჩვეულებრივი ლობიო  18 ნიმუში

2. Melongena - ბადრიჯანი 3 ნიმუში

3. Anethum Graveolens L –ცერეცო  1 ნიმუში

4. Lycopersicum esculentum Mill – პამიდორი  11 ნიმუში

5. Allium cepa L – თავიანი ხახვი  10 ნიმუში

6. Cucurbita Pepo L –მაგარკანიანი გოგრა  2 ნიმუში

7. Cucurbita Moschita Duch – თაფლა გოგრა 2 ნიმუში

8. Brassica Capitata Lizg(Likani) – თავიანი კომბოსტო 1 ნიმუში

9. Cucumis Sativus (Nejini) – კიტრი  12 ნიმუში

10. Anethum  sp. - კამა 4 ნიმუში

11. Daucus  Carota L  (Nantis) –  სტაფილო 3 ნიმუში

12. Beta Vulgaris  L (Bordo) -- ჭარხალი  2 ნიმუში.

13. Apium graveolens - ნიახური 3 ნიმუში

14. Petroselium crispum - ოხრახუში 5 ნიმუში

15. Crocus sativus - ზაფრანა 3 ნიმუში

16. Lepidium sativum L.- წიწმატი 1 ნიმუში

17. Trigonella - უცხო სუნელი 4 ნიმუში

18. Mayz - სიმინდი საბოსტნე 5 ნიმუში

19. Pea - ბარდა 2 ნიმუში

20. Green – კანაფხალი 1 ნიმუში

21. Raphanus - ბოლოკი 1 ნიმუში

22. Cuminum cyminum - ძირა 2 ნიმუში

23. Vicia faba - ცერცვი 4 ნიმუში

სამხრეთ კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრიდან ერთობლივი პროექტის ფარგლებში წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ჩამოვიტანეთ  ბოსტნეული კულტურების გენპლაზმა 105 ნიმუში და ინ-ვიტრო მცენარეები: ბატატი, ქრიზანტემა, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე გამოიცდება მომდევნო წლებში. ფენოლოგიური და ბიომეტრიული დაკვირვებების საფუძველზე გამორჩეულ პერსპექტიულ ჯიშ-ნიმუშებზე მომზადდება სათანადო დოკუმენტაცია ორგანიზაციასაქპატენტზეგადასაცემად, რათა დარეგისტრირდეს და დაიშვას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გასავრცელებლად. ამით საქართველოს გენეტიკური რესურსები მრავალფეროვანი გახდება და გენპლაზმა შეინახება თესლის ბანკში.

1. Brassica juncea – kombosto 15 nimuSi;

2. Capsicum annuum L. – wiwaka 15 nimuSi;

3. Cucumis melo – nesvi 15 nimuSi;

4. Raphanus sativus L. – boloki 15 nimuSi;

5. Brassica rapa subsp. Pekinensis – Cinuri kombosto 15 nimuSi;

6. Lactuca sativa L. – laktuka (salaTa) 15 nimuSi;

7. Spinacia oleracea – ispanaxi – 15 nimuSi.

მიმდინარე წლის ივნისი-ივლისის თვეში ქართველი და კორეელი მეცნიერების მიერ მოეწყო ექსპედიცია საქართველოს რეგიონებში: აჭარა, ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, მარნეული, ბოლნისი, სადაც შერჩეული იქნა ბოსტნეულბაღჩეული, პარკოსნების, მწვანილეულის სათესლე მასალა და ვაზის ნამხრევები, ჯამში 580 ნიმუში, რომლებიც ხანგრძლივი ვადით შეინახება კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრის გენბანკში.

კორეაში გაგზავნილი კულტურები:

1.     ბოსტნეული – 119 ნიმუში;

2.    ბაღჩეული – 72 ნიმუში;

3.     პარკოსანი – 129;

4.    მწვანილეული – 157;

5.     მარცვლოვანი – 7 ნიმუში;

6.    ვაზი – 70 ნიმუში.

 korea XI 2016

გენბანკის ლაბორატორია: პრეზიდენტის თანაშემწე, მაგისტრი თინათინ ეპიტაშვილი; დოქტორი ნატო კაკაბაძე.

დაჯილდოება აკადემიის საპატიო სიგელით

     2016 წლის 14 დეკემბერს გაიმართა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების გაფართოებული სხდომა, სადაც აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ სატყეო მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელებით დააჯილდოვა დარგის გამოჩენილი მეცნიერები და თვალსაჩინო სპეციალისტები. საპატიო სიგელით დაჯილდოვდნენ:

•     რევაზ ჩაგელიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი;

•     თეიმურაზ კანდელაკი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;

•     ლევან გვაზავა - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

•     მერაბ დვალი - საქართველოს ტყის კოდექსის ავტორი, საქართველოს დამსახურებული მეტყევე;

•     თამაზ თურმანიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი;

•     გიორგი გაგოშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი;

•     ლაშა დოლიძე - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი;

•     მერაბ მაჭავარიანი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი;

•     ზვიად ტიგინაშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის მონიტორინგის სამსახურის უფროსი, დოქტორი;

•     თორნიკე გვაზავა - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს უფროსი;

•     ლაშა მოისწრაფიშვილი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს უფროსი;

•     გიორგი ქავთარაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი;

•     არჩილ სუპატაშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სამთო მეტყევეობის ინსტიტუტის პროექტის ხელმძღვანელი, დოქტორი;

•     ანზორ მესხიშვილი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი;

•     აკაკი ფანჩულიძე - ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოქტორი;

•     ვალერი მჭედლიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი;

•     ნინო ლომიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოქტორი;

•     ნუგზარ ბერეჟიანი - საქართველოს სატყეო სააგენტოს უფროსის მრჩეველი.

 metkeveebi 1

metkeveebi 2

აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გივი ჯაფარიძე აკადემიის საპატიო სიგელებს გადასცემს
სატყეო საქმის ღვაწლმოსილ მეცნიერებს და სპეციალისტებს.

  1. FAO-ს რეგიონალური ბიურო ევროპასა და ცენტრალურ აზიაში რეგიონალური საკონსულტაციო თათბირი ელექტრონული სოფლის მეურნეობის საკითხებზე ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბიშკეკი, ყირგიზეთის რესპუბლიკა, 7-9 დეკემბერი 2016 წელი, სასტუმრო CityHotel
  2. ნიადაგების მსოფლიო საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  3. ინფორმაცია: - საგრანტო პროექტების მიმდინარეობა აკადემიის წევრების ხელმძღვანელობით
  4. მრგვალი მაგიდა სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის საკითხებზე
  5. მეცნიერების საერთაშორისო დღე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  6. ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-9 გენერალური ასამბლეა.
  7. განჯის (აზერბაიჯანი) მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია
  8. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებზე
  9. მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 17–25 სექტემბერი 2016 წელი
  10. სამეცნიერო კონფერენცია

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com