საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

     2014 წლის 26 მარტს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა სემინარი “მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის ამაღლების გენეტიკური და სელექციური საფუძვლები”. სემინარს ესწრებოდნენ როგორც სსმმ აკადემიის წევრები, ისე მოწვეული სტუმრები – მეცნიერები, დარგის სპეციალისტები და წარმოების წარმომადგენლები, მათ შორის

     სსმმ აკადემიის აკადემიკოსები გ. ალექსიძე, გ. ჯაფარიძე, პ. ნასყიდაშვილი, გ. მარგველაშვილი, ჯ. ონიანი, გ. ცაგურიშვილი, ვ. კვალიაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები ო. ლიპარტელიანი, თ. თურმანიძე, ე. შაფაქიძე, აკადემიის სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე, აკად. დოქტორი ქ. მჭედლიშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე თ. ეპიტაშვილი, მოწვეული სტუმრები.image002

     სემინარი გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ. სემინარზე ძირითადი მოხსენება გააკეთა აკად. პეტრე ნასყიდაშვილმა თემაზე: “გენეტიკური რესურსების მნიშვნელობა და გამოყენება სელექციაში”. მოხსენების ირგვლივ გაიმართა კამათი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკად. დოქტორმა ნ. ჩხუტიაშვილმა (ხორბლის კულტურები), საუ-ის სრ. პროფესორმა ც. სამადაშვილმა (ტრიტიკალეს კულტურა), ო. აკად. წ/კ ო. ლიპარტელიანმა და შპს “ლომთაგორას” მეცნ. მუშაკმა ზ. ჯინჯიხაძემ (სიმინდის კულტურა), სმ მეცნიერებათა კანდიდატმა ზ. სარალიძემ (ქერის კულტურა), სმ მეცნიერებათა კანდიდატმა თ. კოდუამ (პარკოსნების კულტურა), პროფ. ი. ზედგენიძემ (კარტოფილის კულტურა).

   image004  სემინარზე დაისვა მარცვლეული კულტურების მოსავლიანობის და ხარისხობრივი მაჩვენებლების გადიდების ღონისძიებების გატარების აუცილებლობის საკითხები და წარმოდგენილი იქნა რამდენიმე წინადადება და რეკომენდაციები, მათ შორის:

- მოამზადდეს საგაზეთო სტატია და საქართველოში შეიქმნას “ხორბლის სახლი” (სადაც თავმოყრილი იქნება შესაბამისად ჯიშები, გაეცნობიან რეკომენდაციებს და აგროტექნიკურ ღონისძიებებს და ა. შ.) – აკად. გ. ალექსიძე;

- კარტოფილის მეორადი მეთესლეობის ღრმად შესწავლისათვის სსმმ აკადემიის აგრონომიულ სამეცნიერო განყოფილებაში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და შემუშავდეს ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი – პროფ. ი. ზედგენიძე;

image006

- ეთხოვოს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზაცია გაუკეთოს საშემოდგომო ხორბლის “ვარძია” სათესლე მასალის შეძენას ფერმერებისაგან –აკად. დოქტ. გ. ხუციშვილი;

- აღინიშნა, რომ საქართველოში საბედნიეროდ Dდღეისათვის არ არსებობს გენმოდიფიცირებული ხორბალი, ხოლო ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ არა სწორ ინფორმაციებს, რასაც სჭირდება აკადემიის მხრიდან მჭიდრო კონტაქტი პრესასთან და ტელევიზიებთან – აკად. გ. ალექსიძე.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

აპრილი 2024
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com