საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

logos 2013

 

image1

ორგანიზატორი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (CF/56/10-100/13)

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2013 წლის 3-4 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: “ინოვაციური ტექნილოგიები აგრარული სექტორის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის”. კონფერენცია ჩატარდა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. კონფერენციაზე მუშაობდა ოთხი სექცია შემდეგი თემატიკის მიხედვით:
- აგრონომია (სექციის თავმჯდომარე აკად. გ. მარგველაშვილი);
- მეცხოვეველეობა, ვეტერინარია, საკვებწარმოება და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავება (სექციის თავმჯდომარე აკად. ზ. ცქიტიშვილი);
- აგროსაინჟინრო (სექციის თავმჯდომარე აკად. რ. მახარობლიძე);
- ეკონომიკა (სექციის თავმჯდომარე აკად. ო. ქეშელაშვილი);

კონფერენციის მოსამზადებელ პერიოდში ჩამოყალიბდა საორგანიზაციო კომიტეტი და სარედაქციო კოლეგია. დაიგზავნა მოსაწვევი ბარათები და კონფერენციის ჩატარების პირობები საზღვარგარეთის და საქართველოს სამეცნიერო ცენტრებში.

საორგანიზაციო კომიტეტში სულ შემოსული იყო 162 მოხსენება: აგრონომიაში – 88, მეცხოვეველეობა, ვეტერინარია, საკვებწარმოება და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავებაში – 36, აგროსაინჟინროში – 27, ეკონომიკაში – 11.

კონფერენციის მონაწილეებისათვის მომზადებული იქნა და გამომცემლობა “პოლიგრაფმა” დაბეჭდა 462 გვერდის მოცულობის კონფერენციის შრომათა კრებული, დამზადდა სამ ენოვანი კონფერენციის პროგრამები და სერტიფიკატები, მოსაწვევები და ბეიჯები კონფერენციის მონაწილეებისათვის. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 110 სტუმარმა საზღვარგარეთიდან და საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებიდან, მათ შორის მეცნიერებმა აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტებიდან, ქუთაისის ა. წერეთლის უნივერსიტეტიდან, ბათუმის შ. რუსთაველის უნივერსიტეტიდან, ცალკეულმა აგრარიკოსმა მეცნიერებმა და ფერმერებმა.

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე; კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობაზე ილაპარაკეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით შერვაშიძემ, საქართველოს მეცნიერების ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა აკად. ოთარ ნათიშვილმა, აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ, შ. რუსთაველის სახ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ აკად. რევაზ ასათიანმა, პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის (უკრაინა) ბიოტექნოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა პროფ. ნიკოლოზ პოვოზნიკოვმა, რუსეთის ვავილოვის სახ. მემცენარეობის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ პროფ. სერგიე ალექსანიანმა, Yყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სს “ყაზახაგროინოვაციის” გენერალურმა დირექტორმა პროფ. ბაიან ალიმგაზინოვამ, ვინიცის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის (უკრაინა) პროფ. ვიტალი კუჩერიავიმ, აზერბაიჯანის ზოოლოგიის ინსტიტუტის პროფ. ზაქარია მამედოვმა.

კონფერენციის დარგობრივი სექციების სხდომებზე აღინიშნა, რომ ინოვაცია – ახალი, ან სრულყოფილი პროდუქტის (მომსახურეობის) მიღების, მათი წარმოების წესის, და შემდგომში შიდა და საგარეო ბაზრებზე რეალიზაციის პროცესის შედეგია. იგი არის შემოქმედებითი პროცესის დამასრულებელი ეტაპი მისი პრაქტიკაში განხორციელების თვალსაზრისით და აღიქმება, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის გარდასახვა რეალურში, ახალი პროდუქტებისა და ტექნოლოგიების სახით. თუ შემოქმედება გულისხმობს სიახლის შექმნას, ინოვაციის შინაარსში იგულისხმება შექმნილი სიახლის პრაქტიკაში გამოყენება. ამდენად, როგორც სამეცნიერო-საწარმოო ციკლის საბოლოო შედეგი, იგი განიხილება საინოვაციო პროცესებიდან მოუწყვეტლივ. საინოვაციო საქმიანობის ინფრასტრუქტურა, ინოვაციური პროცესის ყოველი შემადგენე­ლი ნაწილი დიდი მოცულობით მოიცავს საინფორმაციო საქმიანობას. ამასთან, გარდა წმინდა საინფორმაციო და საკომუნიკაციო სამსახურებისა, ასევე მოიცავს ისეთ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებს, როგორიცაა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის უწყებები, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სამსახურები, საკონსულ­ტაციო ფირმები, საწარმოო ინკუბატორები, ტექნოპარკები და სხვა. საინოვაციო საქმიანობაში დიდია აგრეთვე ვირტუალური ბიზნეს-კლუბებისა და ვირტუალური სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრების როლი.

დღეს, არსებული ტენდენციით, საერთაშო­რი­სო ორგანიზაციათა მიერ ხდება მსო­ფ­ლიოს აგრა­რუ­ლი სამეცნიერო საზოგადოებების მობილიზაცია სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის, ერთობლივი სასოფლო-სამეურნეო კვლევების ჩასა­ტარელად, რომელიც საფუძვლად ედება სასოფლო- სამეურნეო კვლევების განვითარების მსოფლიო საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბებას. ამ სისტე­მაში პირველ დონეზე განლაგებულია ცალკეული ქვეყნების ნაციონალური სასოფლო-სამეურნეო ინფორმაცი­უ­ლი სისტემები, მეორე დონეზე განლა­გებულია რეგიონალური ინფორმაციული სისტე­მები, ხოლო მესამე დონეზეა მსოფლიოს საინფორმაციო რესურსები და საშუალებები.

სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციების ეროვ­ნული წყაროების ჩამოყალიბებაში, სასოფლო-სამე­ურნეო კვლევებისა და საინფორმაციო-საკომუნი­კა­ციო ტექნოლოგიების განვითარებაში საზღვარგარეთის ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს ეხმარება ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა: მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია (FAO), აგრარული კვლევების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICARDA), სასოფლო-სამეურნეო კვლევების გლობალური ფორუმი (GFAR), მსოფ­ლიო ბანკი და სხვ.

სამწუხაროდ, კონფერენციაში მონაწილე ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც ეკონომიკური, პოლიტიკური, საკანონმდებლო და ზოგიერთი სხვა ობიექტური და სუბიექტური პირობების გამო, აგრარულ სექტორში შეფერხებულია ინოვა­ცი­ური საქმიანობა და ამასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების პროცესი. ეს შეეხება საინფორმაციო ინფრასტრუქტურასაც. კონფერენციის ჩატარების მიზანსაც სწორედ ამ ხარვეზების გამოსწორებისათვის გზების გამონახვის მცდელობები წარმოადგენდა.

კონფერენციის სტუმრებმა და მომხსენებლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ამ ტიპის და თემატიკის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარება აუცილებელია ყოველწლიურად და მადლობა გადაუხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისათვის. კონფერენციის მუშაობის პერიოდში გაფორმდა ორმხრივი ხელშეკრულებები ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს, აგრეთვე უკრაინის პოდოლსკის აგრარულ-ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის, რაც მეტად სასარგებლო იქნება ამ ორგანიზაციების სამეცნიერო და საკვლევი მიმართულებების ოპტიმიზაციის მიმართულებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
- აკადემიური დეპარტამენტის უფროსი,
- სსმმ აკადემიის წ/კორესპონდენტი, ტექნ. მეცნ. დოქტორი, პროფ. ე. შაფაქიძე

კონფერენციის ფოტოგალერეა

1კონფერენციის პრეზიდიუმი

1კონფერენციის პრეზიდიუმი

1კონფერენციის პრეზიდიუმი

1კონფერენციის სხდომათა დარბაზში

1კონფერენციის სხდომათა დარბაზში

1კონფერენციას მიესალმება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე

1კონფერენციას მიესალმება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სოფლის მეურნეობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი აკად. ოთარ ნათიშვილი

1კონფერენციას მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით შერვაშიძე

1კონფერენციას მიესალმება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე

1სსმმ აკადემიის პრეზიდენტს აკად. გ. ალექსიძეს საპატიო დიპლომს გადაცემს პროფ. ნ. პოვოზნიკოვი (უკრაინა)

1სსმმ აკადემიის პრეზიდენტს აკად. გ. ალექსიძეს საპატიო დიპლომს გადაცემს პროფ. ბ. ალიმგაზინოვა (ყაზახეთი)

1სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე დაჯილდოებულია აკად. ნ. ვავილოვის საპატიო მედლით

1კონფერენციას მიესალმება პროფ. ზაქარია მამედოვი (აზერბაიჯანი)

1საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკად. ო. ნათიშვილი და სსმმ აკადემიის აკად. გ. ჯაფარიძე

1სსმმ აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე აკად. ნ. ქარქაშაძე

1კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი

1ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და უკრაინის ვინიცის ეროვნულ აგრარულ უნივერსიტეტს შორის

1აკად. გ. ალექსიძე, პროფ. ვ. კუჩერიავი, აკად. წ/კ ე. შაფაქიძე და აკად. დოქტ. ა. გიორგაძე

1კონფერენციის მონაწილეები “აგრო-ქართუ”-ს საცდელ ნაკვეთში

1კონფერენციის მონაწილეები “აგრო-ქართუ”-ს საცდელ ნაკვეთში

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

12 ოქტომბერი 2018
ოქტომბერი 2018
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com