სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია ქუთაისში
„აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“
2013 წლის 28,29 და 30 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების წარმოჩინება და გააცნობა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდების და ბიზნეს წრეებისათვის, მათი კვლევის შედეგების შემდგომი დაფინანსებისათვის, ინვესტიციის, საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ბაზარზე ინტეგრაციისათვის, საავტორო უფლებების სრული დაცვის გარანტიით.
აგრარიკოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილი წარმატებული, როგორც დაფინანსებული, ისე დაუფინანსებელი პროექტების სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია მათი კომერციალიზაციის მიზნით.
კონფერენციის მიმართულებები იყო: აგრონომია; მცენარეთა დაცვა; სელექცია, გენეტიკა; ნიადაგმთცოდნეობა; ზოოტექნიკა; სატყეო მეურნეობა; ვეტერინარია; სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, ელექტროფიკაცია; სასოფლო პროდუქტების ტექნოლოგია და უსაფრთხოება; აგრობიოტექნოლოგია; სასოფლო–სამეურნეო მელიორაცია;
კონფერენციის ორგანიზატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის აეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საკონფერენციო გრანტის პროექტის ჩF-41/10–150/13– ის ხელმძღვანელი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გულნარა ღვალაძე. კონფერენციას უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფ. რ. კოპალიანი.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა საკონსულტაციო ცენტრებმა და სხვა.
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის მიადგილემ ბატონმა თამაზ მარსაგიშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ჯ. ჯაციტაძე, აკად. ვ. ცანავა, აკადემიის წ/კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, აკადემიის წ/კორესპონდენტი რ. ჯაბნიძე, სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე.
კონფერენციის შედეგები აისახა რეზოლუციის პროექტში, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციების მოეწყობა მეტად საშური და აუცილებელი ღონისძიებაა, რათა ბევრ სასარგებლო და პრაქტიკულ პროექტს მიეცემა გარკვეული დანერგვის მიმართულება სპონსორების, ბიზნესმენების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით და ისინი ხელმისაწვდომი გახდებიან პრაქტიკოსი მეურნეებისათვის და პირველ რიგში ფერმერებისათვის.