აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა
აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის პრეზენტაცია აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე

2018 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე მოსმენილი იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის პრეზენტაცია სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.
მომხსენებელმა აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობა და მისი შემდგომი განვითარება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტული სფეროა და წარმოადგენს სოფლად დასახლებული მოსახლეობის შემოსავლების ერთ–ერთ ძირითად წყაროს. ამასთან, მისი ძირითადი ფუნქციაა რეგიონში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც დამოკიდებულია ადგილობრივი პროდუქციის წარმოების კონკურენტუნარიანობის ზრდაზე, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვაზე, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლებასა და აგრარულ სექტორში დასაქმებულების ცოდნის გაფართოვებაზე.
მინისტრმა აღნიშნა, რომ რეგიონის სოფლის მეურნეობის უმთავრეს სექტორებს წარმოადგენს: მეციტრუსეობა, მეხილეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა, მეთევზეობა და სხვა. რეგიონში მცირე მიწიანობასთან ერთად დაბალია სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების მაჩვენებელი, რაც განპირობებულია დაბალი აგროტექნიკური ფონით, ამორტიზირებული ნარგავებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დაბალი დონით. შესაბამისად, რომ განხორციელდეს აგროსასურსათო სექტორში პროდუქციის წარმოების ზრდა და საექსპორტო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობა, აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და პროგრამების განხორციელება, , დარგში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, რაც დადებითად აისახება ფერმერებზე, აგრომეწარმეებსა და ზოგადად მოსახლეობის შემოსავლებზე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019–2022 წლების პრიორიტეტი თავისი შინაარსითა და მოცულობით ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომ განვითარებაზე, იგი შემუშავებულია აქტიურ მოქალაქეთა ადგილობრივი გაერთიანებების (ა.მ.ა.გ-ი) მიერ წამოდგენილი საჭიროებების საფუძველზე და შესაბამისობაშია „აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების“ და „აჭარის სოფლის განვითარების“ სტრატეგიებთან.
პრეზენტაციაზე განხილული იქნა აგრეთვე აკადემიის ინიციატივა, რათა აჭარაში განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირძველი დარგის - მეაბრეშუმეობის აღორძინება და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა უკვე 2018 წელს დაიწყო და განხორციელდა საინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში, სადაც ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა, რაც აჭარის ფერმერულ მეურნეობებში მეაბრეშუმეობის აღდგენის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.
მინისტრის მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია პრეზიდიუმზე დამსწრე საზოგადოებაში. დიკუსიაში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა გ. ჯაფარიძემ, ნ. ჭითანავამ, თ. კუნჭულიამ, ზ. ჩანქსელიანმა, ო. ქეშელაშვილმა, ე. შაფაქიძემ, ზ. ფუტკარაძემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გ. ნიკოლეიშვილმა.
აკადემიის პრეზიდენტმა აკად. გ. ალექსიძემ თავის დასკვნით გამოსვლაში აღნიშნა რეგიონალური დარგობრივი სამინისტროს და აკადემიას შორის თანამშრომლობის სრული ჰარმონია, რომელიც ასახულია ამ ორ ორგანიზაციას შორის 2013 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმში და იმედი გამოთქვა, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ბევრ სიკეთეს მოუტანს საერთოდ ქვეყნის სოფლის მეურნეობას, აგრეთვე აჭარის რეგიონის მთავრობის მიმდინარე კურსი სამაგალითო უნდა იყოს ქვეყნის სხვა რეგიონებისათვის.
* * *
მრგვალი მაგიდა
მრგვალი მაგიდა
სოფლის მეურნეობაში წარმატებული პროექტების შესახებ - ორგანიზატორები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია და
ტელეკომპანია “საფერავი TV”
მრგვალი მაგიდის გახსნა - სსმმ აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე
2018 წლის 20 დეკემბერს, სსმმ აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია”.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, აკადემიის აგრარული მიმართულებების დარგობრივმა კოორდინატორებმა, მოწვეულმა სტუმრებმა; მონაწილეთა შორის იყვნენ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო, საქართველოს ტექნიკური და აგრარულმა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აიპი “ჯორჯიან გაპი”; შ.პ.ს „ ადმირალი“; შ.პ.ს „გრინ სოლუშენი“; შ.პ.ს „ ALLLAgro – Georgia LLC”; შ.პ.ს „ჯეოვეტი“, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას შესავალი სიტყვით მიმართა - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ;
მრგვალ მაგიდაზე გაკეთდა საინტერესო მოხსენებები:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი და წარმატებული ინოვაციური პროექტები, მომხსენებელი: გოჩა ცოფურაშვილი - ტელევიზია “საფერავი TV”;
2. ტელევიზიის ფუნქცია და ხედვა აგრარული პოლიტიკის ფორმირებაში, მომხსენებელი: დიმიტრი კოსტაროვი - ტელევიზია “საფერავი TV”
3. კარგი სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა, მომხსენებელი: ნოდარ მინდიაშვილი - აიპი “ჯორჯიან გაპი”;
4. საერთაშორისო კომპანიის პლატფორმა საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ, მომხსენებელი: ედვარდ ლოზოვსკი - შ.პ.ს
„ „ ALLLAgro – Georgia LLC”;
5. სასოფლო სამეურნეო ბაღების გაშენების თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიები საქართველოში, მომხსნებელი რომან ჩხენკელი - შ.პ.ს „გრინ სოლუშენი“;
6. მეცხოველეობაში თანამედროვე ბიოდანამატების გამოყენება და მისი საწარმოო ეფექტი, მომხსნებელი: მანუჩარ ცეცხლაძე - შ.პ.ს „ჯეოვეტი“;
მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწე საზოგადოების შეკითხვებს. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება. გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, არჩილ ვაშაკიძემ, ჯემალ გუგუშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, პროფ. მარინა გიორგობიანმა, პროფ. ა. მესხიშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დამფუძნებელმა, დოქტ. კ. ლაშხმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მეცნიერების მიმართ, რათა მათ სულყოფილად ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის დარგების წარმატებული პროექტების განხორციელებაში.
მრგვალ მაგიდაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ, რომელსაც აშუქებს ტელევიზია „საფერავი-ტვ“, პერიოდულად მოხსენდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას პრეზიდიუმის სხდომებზე ან მრგავალი მაგიდის ფორმატით და განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ეცნობოს საქართველოს მთავრობას, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ფერმერებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და მოსახლეობის ფართო ფენებს.

გაეროს
კონფერენციაზე ძალზე საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს აკად. გ. მარგველაშვილმა, აკად. თენგიზ ყურაშვილმა, აკად. ზ. ჩანქსელიანმა, დოქტ. გიორგი ღამბაშიძემ და დოქტ. გიზო გოგიჩაიშვილმა (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), პროფ. როზა ლორთქიფანიძემ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გ. გაგოშიძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დოქტ. რ. ლოლიშვილმა (სსმმ აკადემია). კონფერენციის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.
2018 წლის 22-23 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ქ. ბუდაბეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის აუცილებლობა ქვეყნებში და საერთოდ მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ აკადემიკოსები თამაზ კუნჭულია, გოგოლა მარგველაშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა შაფაქიძე, რომლებმაც აღნიშნეს მსოფლიო სამეცნიერო წრეების და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის დამსახურება და სამეცნიერო წარმატებები აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგებში.




მომხსენებლებმა აღნიშნეს აკადემიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ეროვნულ

ინსტიტუტი ახორციელებს დამოუკიდებელ სამეცნიერო შეფასებებს, კვლევებს და გამჭვირვალე კომუნიკაციას სურსათთან და ცხოველის საკვებთან, სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქციასთან და ქიმიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. 
საქართველოში
აქტიურად არის ჩართული საქართველოში მიმდინარე ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება სურსათთან დაკავშირებული რისკების შეფასებას, საფრთხეების ინიცირებას, მეცნიერული განხილვების ორგანიზებას, თუ საკანონმდებლო ინიციატივებს.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა