საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში.

სიახლეები

 

         2019 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების ინიციატივით ჩატყარდა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „საქართველოში სატყეო მეურნეობის მართვის ინტეგრირებული სისტემების ჩამოყალიბების პრობლემები“.

Satkeo Konf 1a

       კონფერენცია ჩატარდა მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის (თბილისი, 21-30 სექტემბერი, 2019 წელი) ეგიდით და მეცნიერების და დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.

         კონფერენცია გახსნა და შესავალი სიტყვით მიესალმა აკადემიის პრეზიდენტი , აკად. გ. ალექსიძე.Satkeo Konf 2

       კონფერნციას მიესალმენ იური ნოზაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნათია იორდანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ნინო ჩხობაძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - თანათავმჯდომარე, ბაკურ გულუა - საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და მარინე ნიჟარაძე - ქ. თბილისის 31-ე საჯარო სკოლის დირექტორი.

    Satkeo Konf 3   სამეცნიერო კონფერენციაზე ძალზე საინტერესო და მეცნიერულად დასაბუთებული მოხსენებებით წარდგნენ:

  • გიორგი გაგოშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თემა: „სატყეო მეურნეობის ინტეგრირებული მართვის სისტემის ჩამოყალიბების პრობლემები საქართველოში“.
  • გიორგი ქავთარაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „სატყეო სექტორის ინსტიტუციური მოწყობის გამოწვევები და მდგრადი გადაწყვეტის გზები, მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებისათვის“.  Satkeo Konf 4
  • ნათია იორდანიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემია, ეროვნული სატყეო სააგენტო, თემა: „საქართველოს სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების და მართვის ინტეგრირებული სისტემების ოპტიმიზაციის ღონისძიებები“;
  • მერაბ დვალი - სატყეო საქმის ექსპერტი, თემა: „ტყე-ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეა“;
  • ნატო კობახიძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,თემა: „სატყეო განათლება საქართველოში“.
  • ანზორ მესხიშვილი - ეკონომიკური მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თემა: „საქართველოში გატარებული მიწის რეფორმის შედეგები“;
  • ზურაბ მანველიძე - ბათუმის ბოტანიკური ბაღი, თემა: „მაღალი კონსერვაციული ღირებულება, ტყის ინტეგრირებული მართვის ინსტრუმენტი“;
  • დიმიტრი ნატროშვილი - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი, თემა: „რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიები სატყეო მეურნეობაში“;
  • Satkeo Konf 5მალხაზი სამადაშვილი - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თემა: „ქართული მუხის არეალი შიდა კახეთში“;
  • რეზო კილაძე - ქუთაისის ა. წერეთლის სახელმწიფო უნოივერსიტეტი, თემა:       „ ქ. ქუთაისის და მისი შემოგარენის ლანშაფტურ-რეკრეაციული პოტენციალი“;
  • მედეა ბურჯანაძე - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტი, თემა: „ადგილობრივი ბიოლოგიური პესტიციდის ბოვერ-ჯი-ის გამოყენების პერსპექტივა მავნე მწერების კონტროლისათვის საქართველოში“.

კონფერენციის მუშაობა შეაჯამეს და განხილული საკითხების მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრეს აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნოდარ ჭითანავამ და აკად. გიორგი გაგოშიძემ.

სამეცნიერო კონფერენციამ მიიღო დეკლარაცია, რომელიც რეაგირებისათვის გადაეგზავნებათ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სატყეო მიმართულების შესაბამის ორგანიზაციებს და სტრუქტურებს.

Satkeo Konf 6

აკადემიკოსი გოგოლა (გულიკო) მარგველაშვილი - 80

სიახლეები

Gogola Margv    2019 წლის 22 სექტემბერს თვალსაჩინო ქართველ მეცნიერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ გოგოლა მარგველაშვილს დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა.

აკად. გ. მარგველაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და პროფესორის წოდება აგროქიმიის სპეციალობით.

საქართველოს ისტორიაში ქალბატონი გოგოლა ერთადერთი ქართველი აკადემიკოსი ქალია აგროქიმიის სპეციალობით.

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა გულწრფელად ულოცავს ღვაწლმოსილ მეცნიერს, ეროვნული მეცნიერებისა და ახალი თაობის აღზრდისადმი უანგარო მსახურს - აკადემიკოს გოგოლა (გულიკო) მარგველაშვილს სასახელო იუბილეს, უსურვებს ჯანმრთელობას, ყოველივე სიკეთეს და მრავალ წარმატებას მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ.

საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საკითხებზე

სიახლეები

2019 წლის 26 - 29 ივნისს  ბულგარეთის საკურორტო ქალაქ ბურგასში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესი თემაზე „მანქანები სოფლის მეურნეობაში“, რომლის მუშაობაში მონაწილეობდა ევრო კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 50-ზე მეტი მეცნიერი ბულგარეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, ხორვატიიდან, ლიტვიდან, ლატვიიდან, მოლდოვადან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან, ყაზახეთიდან და საქართველოდან. საქართველოდან კონგრესში ნაწილეობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი ჯემალ კაციტაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ამავე  აკადემიის სტიპენდიატი გიორგი ქუთელია.  ბატონო ჯემალი იყო კონგრესის  საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. კონგრესი გახსნა საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარემ პროფესორმა მიხო მიხოვმა და მისალმებისათვის პირველი სიტყვა  მისცა ჯემალ კაციტაძეს , რომელიც გულთბილად მიესალმა საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესის მონაწილეებს  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელით, წარმატება უსურვა მუშაობაში. აკად. ჯ. კაციტაძემ კონგრესის ორგანიზატორებს გადასცა სუვენირი საქართველოდან.  

            აკად. ჯ. კაციტაძე კონგრესის პლენალურ სხდომაზე წარსდგა  სამეცნიერო მოხსენებით „Machine Reliability Research of low mechanization in the mountain conditions of Adjara with the aim of its increasing“, რომელშიაც წარმოდგენილია მანქანების საიმედოობის გაანგარიშების თეორიული საფუძვლები და მიღებული ექსპერიმენტული შედეგები აჭარის რეგიონის მაგალითზე მცირე მექანიზაციის ტექნიკისათვის. იყო შეკითხვები და დისკუსია, მოხსენება მაღალ დონეზე იქნა შეფასებული.  აკად. ჯ. კაციტაძე იყო სექციის  „მანქანების ტექნიკური სერვისი“ ერთერთი თანათავმჯდომარე.

საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე სულ წარმოდგენილ იქნა 56 მოხსენება და ბოლოს საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტმა გამოყო საუკეთესო მოხსენება. აკად.  ჯემალ კაციტაძის ნაშრომი მოხვდა საუკეთესოთა შორის, ავტორს გადაეცა სპეციალური დიპლომი. ნაშრომი კონგრესის შრომების გარდა, დაიბეჭდა ქალაქ სოფიაში გამომავალ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „Mechanization in Agriculture“ , რომლის სარედაქციო კომიტეტის შემადგენლობაში, მსოფლიოს 50 მეცნიერთან ერთად შეყვანილია ბატონი ჯემალი.

სამეცნიერო კონგრესმა მიიღო სპეციალური რეკომენდაციები კვლევითი შედეგების ეფექტიანად გამოყენებისა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციის პრობლემების გადაჭრისათვის

 აკადემიკოსმა ჯემალ კაციტაძემ ინტერვიუ მისცა ბულგარეთის ტელეკომენტატორს, რომელიც დაიბეჭდა სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში  „მიწათმოქმედების მექანიზაცია“ (ბულგარეთი).

Kacitadze Bulgaretshi

აკად. ჯ. კაციტაძე საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონგრესზე

(ბულგარეთი, 26 ივნისი, 2019 წელი)

 

თანამშრომლობის მემორანდუმი

სიახლეები

 

თანამშრომლობის მემორანდუმი
უკრაინის ეროვნული აგრარული მეცნიერებათა აკადემიის
ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან

 

Lvovi 1

 

   მიმდინარე წლის 25 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ლვოვის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

   უკრაინის ეროვნული აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი უკრაინის წამყვანი სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციაა, რომელიც შეისწავლის ცხოველთა ბიოქიმიის, ფიზიოლოგიის, კვებისა და ბიოტექნოლოგიის საკითხებს.

     ინსტიტუტის ძირითადი სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებებია: სასოფლო-სამეურნეო ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ფიზიოლოგიისა და ბიოქიმიის პრობლემების ფუნდამენტალური კვლევა; ცხოველთა აღწარმოების თვისებების ასამაღლებლად ბიოტექნოლოგიური მეთოდების შემუშავება; ცხოველთა იმუნური პოტენციალის ფორმირების მოლეკულური მექანიზმის კვლევა და მათი ამაღლების მეთოდების შემუშავება; პრიონული ინფექციების ეტიოლოგიური ფაქტორებისა და მორფოგენეტიკური ფაქტორების კვლევა და მათი პროფილაქტიკისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების შემუშავება; ეკოლოგიური ფაქტორების გავლენის კვლევა ცხოველთა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიურ სტატუსზე და მეცხოველეობის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მიღების მეთოდების შემუშავება; გენეტიკურ-ბიოქიმიური ტესტების შემუშავება სელექციური პროცესის ინტენსიფიკაციისათვის მეცხოველეობაში.

     ინსტიტუტის სტრუქტურულ შემადგენლობაში შედის 10 ლაბორატორია და 1 საცდელი მეურნეობა. ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევებს ახორციელებს 71 მეცნიერ თანამშრომელი, მათ შორის: 15 მეცნიერებათა დოქტორი, 50 მეცნიერებათა კანდიდატი, 7 პროფესორი და 26 უფროსი მეცნიერ მეცნიერ თანამშრომელი.

       ინსტიტუტის ასპირანტურაში და დოქტორანტურაში მზადდება სამეცნიერო კადრები: ბიოქიმიაში; ადამიანის და ცხოველის ფიზიოლოგიაში.

       აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე ინტიტუტის დირექტორის მოადგილე პროფესორ ნიკოლოზ შარანთან ერთად შეხვდა ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომლებს, დაათვალიერა ინსტიტუტის ლაბორატორიები. დაისახა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და ცხოველთა ბიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ცხოველთა და ფრინველთა ადგილობრივი ჯიშების ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების ღონისძიებებზე და გენეტიკური რესურსების დაცვისა და შენახვის საკითხებზე.

Lvovi 2

Lvovi 3

თვალსაჩინო მეცნიერი და ღირსეული მამულიშვილი

სიახლეები

აკადემიკოსი გურამ ალექსიძე - 80

G Al 80გამოჩენილ  ქართველ მეცნიერს, საქართველოს   სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის პრეზიდენტს,   საქართველოს  მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს  გურამ  ალექსიძეს  დაბადებიდან  80 წელი შეუსრულდა, აქედან 55 წელი სამეცნიერო, პედაგოგიურ და  საზოგადოებრივ საქმიანობას  მიუძღვნა.

აკად. გ. ალექსიძის სამეცნიერო მოღვაწეობა ფართოდაა ცნობილი არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთის ქვეყნებშიც. ბატონი გურამის საზღვარგარეთ სამეცნიერო სტრუქტურებ­თან აქტიური თანამშრომლობა, თანაც ხელმძღვანე­ლის რანგში, საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ იგი სრულად მიესადაგება ცნობილ გამონათქვამს “იმაზე დიდი მეცნიერება არ არსებობს, ვიდრე სახელი გაუთქვა საკუთარ მამულს”.

        აკად. გ. ალექსიძე ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო და აღიარებული მეცნიერია, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით, მის კომპეტენტურ სიტყვას აფასებენ და ანგარიშს უწევენ. იგი, ამჟამადაც დიდი შემართებითა და ენთუზიაზმით განაგრძობს ნაყოფიერ და სასარგებლო სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას.

        საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის მთელი შემადგენლობა გულითადად ულოცავს ბატონ გურამს ღირშესანიშნავ თარიღს, უსურვებს დღეგრძელობას, ყოველივე სიკეთეს და წარმატებებს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.   

           P.S.   მილოცვის საგაზეთო სტატია იხილეთ ბმულზე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი

სიახლეები

2019 წლის 18 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა თემაზე:  „კენკროვანი  კულტურების  (ლურჯი  მოცვი,  მაყვალი,  ჟოლო)  ინტროდუცირებული ჯიშებისა  და  ფორმების მორფოლოგიური და  სამეურნეო  თავისებურებები  აჭარის  პირობებში.  Batumi VII 2019 1

          მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე მამუკა თურმანიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პარლამენტისა და აგრარული კომისიის წევრი მერაბ ბლადაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი რეზო ჯაბნიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნატო ჯაბნიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგობრივი განვითარების უფროსი ედიშერ დიასამიძე, ამავე სამინისტროს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გიორგი მახარაძე, სამინისტროს თანამშრომლები თამაზ ბერიძე და ოლეგ გვარიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის პროფესორები - ოთარი შაინიძე, შოთა ლამპარაძე, ლამზირა გორგილაძე, ნუნუ ნაკაშიძე, ინგა გაფრინდაშვილი, ნოდარ ბერიძე, უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, მეცნიერებათა აკადემიური დოქტორები გიორგი ჯაბნიძე, ნანა კონცელიძე, მერაბ არძენაძე, დოქტორანტი მირზა ყურშუბაძე, მაგისტრანტები ლაშა მელაძე, რეზო დოლიძე, გიორგი ფუტკარაძე, მუხრან ანანიძე, ბათუმის ბოტანიკური ბაღის განყოფილების უფროსი ავთო ჩიტიშვილი.

Batumi VII 2019 2სიტყვაში გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ 2015 წლიდან, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება სახელმწიფო პროექტის - „დანერგე მომავალი“ კენკროვნების ქვეკომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის, ჟოლოს და სხვა კენკროვანების ინტენსიური ბაღების გაშენებას კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში. ვინაიდან აჭარაში ეს პროექტი ახლად იკიდებს ფეხს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა რეგიონის ფერმერულ მეურნეობებში გაშენებული ინტროდუცირებული კენკროვანი კულტურების სხვადასხვა ჯიშებისა და ფორმების მეცნიერულ დონეზე შესწავლა, რომლის სიახლეა ის, რომ აჭარის რეგიონში   პირველად ისწავლება ინტროდუცირებული კენკროვანი კულტურების (ლურჯი მოცვი, უეკლო მაყვალი, ჟოლო) ჯიშებისა და ფორმების მორფო-ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებები.

          აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე მუნიციპალიტეტში შერჩეულ კვლევის ობიექტებზე,  ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ზემოთ ჩამოთვლილი კენკროვნებიდან გამორჩეული  იქნება პერსპექტიული  ფორმები სამეურნეო მაჩვენებლების მიხედვით, რომლებზედაც მომზადდება რეკომენდაციები და პუბლიკაციები.Batumi VII 2019 3

აჭარის   ნიადაგურ - კლიმატური  პირობები ესადაგება ლურჯი მოცვის, უეკლო მაყვლისა და ჟოლოს კულტურის მოვლა-მოყვანას,  რადგან აღნიშნული კულტურების ჯიშები განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ უყენებს გარემო პირობებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ლურჯი მოცვის კულტურა კარგად ხარობს და მაღალ მოსავალს იძლევა ნაჩაიარ ნიადაგებზე, რომლებსაც მჟავე რეაქცია ახასიათებს. სწორედ ასეთი ნიადაგებია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

         მას შემდეგ, რაც აჭარის რეგიონში დაიწყეს კენკროვანი კულტურების (მოცვი, უეკლო მაყვალი, ჟოლო) სხვადასხვა ჯიშების ინტროდუქცია და მოვლა-მოყვანა, კიდევ უფრო გაიზარდა მათი პოპულარობა. სწორედ, აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ამ კულტურებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიხედვით სამეცნიერო კვლევების ჩატარება - მცენარეთა აგროტექნიკისა და სელექციის მიმართულებით. კვლევის შედეგებიდან გამომომდინარე, ფერმერებს მიეცემათ რეკომენდაციები კენკროვანთა იმ ჯიშებისა და ფორმების შესახებ, რომლებიც გამოირჩევიან დადებითი ბიოლოგიური და სამეურნეო მაჩვენებლებით, კარგად ეგუებიან ადგილობრივ ნიადაგურ - კლიმატურ პირობებს და სათანადო აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების შედეგად მაღალ და ხარისხიან მოსავალს იძლევიან.

            სიტყვით გამოვიდნენ და მრგვალი მაგიდის შედეგები შეაჯამეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ და აკადემიკოსმა რეზო ჯაბნიძემ.

 

 

 

აკადემიის სტიპენდიატი ანატოლი გიორგაძე - 50

სიახლეები

A Giorgadze 50საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილეს, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების კოორდინატორს, სოფლის მეურნეობის აკადემიურ დოქტორს, აკადემიის სტიპენდიატს ანატოლი გიორგაძეს 2019 წლის 14 ივლისს დაბადებიდან  50  წელი შეუსრულდა.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია გულითადად ულოცავს ბატონ ანატოლის იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და წარმატებებს აგრარული მიმართულების სამეცნიერო საქმიანობაში.

 

 

 

საქართველო-კორეის ერთობლივი ექსპედიცია

სიახლეები

 

          მიმდინარე წლის 10-28 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა Korea 2019 10და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრს სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეის დელეგაცია, დოქტორი დო იუნ ჰუნი, მუნ სუპ იუნი და კიმ სონ ჰუნი. ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და სამხრეთ კორეის სოფლის მეურნეობის განვითარების ადმინისტრირების აგრობიომრავალფეროვნების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია მცენარეთა გენეტიკური რესურსების გაცვლის, მართვისა და კვლევის ორმხრივი თანამშრომლობის განხორციელება. საქართველოს მხრიდან ექსპედიციაში მონაწილეობდნენ აღნიშნული პროექტის ხელმძღვანელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზედენტი გურამ აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიის ბოსტნეული კულტურების ეროვნული კოორდინატორი, დოქტორი ნატო კაკაბაძე.

        Korea 2019 11 ექსპედიციის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ჩატარდა   ბოსტნეულ–ბაღჩეულის, მარცვლეულის და სხვ. ადგილობრივი ჯიშების და ჯიშპოპულაციების  სათესლე მასალის მოძიება-შეგროვება. სულ ექსპედიციის შედეგად შეგროვებული იქნა 500 ნიმუში (თბილისის შემოგარენი, ქობულეთი, ბათუმი, რუსთავი, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მესტია, წალენჯიხა, სენაკი, წყალტუბო,  ამბროლაური, ტყიბული, ხაშური, ბოლნისი, მარნეული). აღნიშნული მასალა გაიგზავნა სამხრეთ კორეის აგრობიომრავალფეროვნების ცენტრში.

 

     მომავალში გათვალისწინებულია ქართველი სპეციალისტების მივლინება კორეაში ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეგროვებული მცენარეთა გენეტიკური მასალის ადგილობრივ პირობებში გამრავლების შესწავლის მიზნით.

Korea 2019 12Korea 2019 13

 

 

 

შეხვედრა აკადემიის სტიპენდიატებთან

სიახლეები

 

           2019 წლის 14 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა აკადემიის პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელიც მიეძღვნა ახლად არჩეულ   აკადემიის სტიპენდიატებთან შეხვედრას.

     შეხვედრას აკადემიის პრეზიდიუმის წევრების გარდა ესწრებოდნენ აკადემიის  წევრები, აკადემიის სტიპენდიატების კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერები, აკადემიის აპარატის თანამშრომელები, მოწვეული სტუმრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტები.

        შეხვედრა გახსნა და ახალგაზრდა მეცნიერებს აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში გამარჯვება მიულოცა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკად. გივი ჯაფარიძემ. მან ფართოდ ისაუბრა აკადემიის სტიპენდიატების სამომავლო პერსპექტივებზე, გამოკვეთა მათი როლი აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების საქმიანობაში და ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზედაც მოუწევთ საქმიანობა ახლად არჩეულ სტიპენდიატებს.  აკად. გ. ჯაფარიძემ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას გააცნო აკადემიის პრეზიდიუმის გადაწყვეტილება, რომ ის კანდიდატები, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსი, არჩეული იქნებიან აკადემიის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოში და  ჩაერთვებიან აკადემიის სამეცნიერო საქმიანობაში.

            აკად. გ. ჯაფარიძემ აკადემიის სტიპენდიატებს -  დოქტორებს გიორგი ქვარცხავას, ანატოლი  გიორგაძეს, გიორგი ქუთელიას, ეკატერინე კაციტაძეს, დარეჯან დუღაშვილს და ნატო ჯაბნიძეს გადასცა აკადემიის სტიპენდიატის დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები. აკადემიის სტიპენდიატს გიორგი ქაავთარაძეს, რომელიც მივლინებით იმყოფება ჩეხეთის რესპუბლიკაში და ვერ ესწრებოდა შეხვედრას, აკადემიის სტიპენდიატის დიპლომი გადაეცემა მოგვიანებით.

        აკად. გივი ჯაფარიძემ ამავე სხდომაზე აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევა მიულოცა და გადასცა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის დიპლომი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს  გიორგი გაგოშიძეს.

            შეხვედრაზე აკადემიის სტიპენდიატებს მიესალმენ და კონკურსში წარმატებები მიულოცეს აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველმა, აკად. ნ. ჭითანავამ, სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს მდივნებმა ო. ქეშელაშვილმა და გ. მარგველაშვილმა, აკად. ნ. ბაღათურიამ და აკად. ზ. ცქიტიშვილმა. 

Stipend 1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატები:

მარცხნიდან - სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი ანატოლი გიორგაძე, ტექნიკის აკადემიური დოქტორი ეკატერინე კაციტაძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი დარეჯან დუღაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნატო ჯაბნიძე, ქიმიის აკადემიური დოქტორი გიორგი ქვარცხავა, ინჟინერიის აკადემიური დოქტორი გიორგი ქუთელია.

 

Stipend 2

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრების შეხვედრა აკადემიის სტიპენდიატებთან
(2019 წლის 14 ივნისი).

შეხვედრები კომპანიაში „ფირმა ლომთაგორა“

სიახლეები

2019 წლის 8 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გურამ ალექსიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკად. ე. შაფაქიძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი, აკად. ა. ვაშაკიძე დაესწრენ მარნეულის მუნიციპალიტეტში, კომპანია „ფირმა ლომთაგორას“ მიერ ორგანიზებულ სემინარს „ქართული ხორბალი და მისი სამომავლო პერსპექტივები“.

Lomtagora 2019 1აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გ. ჟორჟოლიანმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. ხანიშვილმა, სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, მეცნიერებმა, ფერმერებმა, წარმოების მუშაკებმა და ღვაწლმოსილმა სელექციონერებმა.

ბოლო ორი ათეული წელიწადია „ფირმა ლომთაგორა“ ფერმერებს ადგილობრივი წარმოების მარცვლეულის - ხორბლისა და სიმინდის სუპერელიტურ, ელიტურ და პირველი კატეგორიის სათესლე მასალებს სთავაზობს. კომპანიის ხელმძღვანელობის ამბიცია, რომ ხორბლის მოსავლიანობის მაჩვენებლებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს გაუტოლდნენ, თანდათან ხორცს ისხამს. კომპანიაში დღეს ხორბლის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 6,0-6,5 ტონის ფარგლებში მერყეობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად მიღწევაა.

დამსწრე საზოგადოება უშუალოდ მინდორში გაეცნო კომპანიაში წარმოებული ხორბლის ჯიშებს, მათი მოვლა-მოყვანის აგროტექნოლოგიებს, კომპანიაში სელექციის შედეგად მიღებული ხორბლის ჯიშების სხვადასხვა ტექნოლოგიით დამუშავებულ ნათეს ფართობებს. განმარტებებს იძლეოდა კომპანია „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელი, დოქტორი კახა ლაშხი, კომპანიის მეხორბლეობის მიმართულების ცნობილი სპეციალისტი ირაკლი რეხვიაშვილი, კომპანიის მეხორბლეობის ღვაწლმოსილი სელექციონერები ზურაბ ჯინჯიხაძე და ზაურ ჭულუხიძე.

დღეისათვის „ფირმა ლომთაგორაში“ იცდება მარცვლეულის მოყვანის ახალი ტექნოლოგია, რომელიც პროგრესულ ტექნოლოგიად ითვლება. სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ხორბალი დათესილია 1,05 მ სიგანის ბაზო-კვლებზე. სტანდარტული ბაზოების სიგანედ მიღებულია 0,75 მ და ამ ტიპის ბაზოებზე და ტექნოლოგიაზე სხვა მეცნიერებთან ერთად გარკვეული სამუშაოები აქვს ჩატარებული საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებსაც (აკად. გ. მარგველაშვილი, აკადემიის წ/კ ო. ლიპარტელიანი და სხვა).

ზემოთ აღნიშნული ტექნოლოგიის იდეა ეკუთვნის „ფირმა ლომთაგორას“ დამფუძნებელს დოქტ. კ. ლაშხს. Lomtagora 2019 2აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიის განხორციელების შედეგად კომპანიაში ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა შეადგენს 5-6 ტონა/ჰა-ზე და შესაძლებელია 8,0 ტ/ჰა მიღებაც.

კომპანიის საცდელი ნაკვეთებიდან სემინარის მონაწილეებმა გადაინაცვლეს საკონფერენციო დარბაზში, სადაც საინტერესო მოხსენებით გამოვიდა დოქტ. კ. ლაშხი. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გ. ჟორჟოლიანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გ. ალექსიძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მინისტრის პირველმა მოადგილემ გ. ხანიშვილმა, ღვაწლმოსილმა სელექციონერებმა ზ. ჯინჯიხაძემ და ზ. ჭულუხიძემ, ფერმერებმა და წარმოების მუშაკებმა.

დასასრულს აკად. გ. ალექსიძემ სემინარის ყველა მონაწილე მოიწვია 2019 წლის 2-5 ოქტომბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის. კონფერენციის თემა: „კულტურული ხორბალი ევროპის ქვეყნებში და საქართველო, როგორც კულტურული ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა“. კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

  1. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  2. კონკურსების შედეგები
  3. მეცნიერები საქართველოს ტყეების პრობლემებზე და პერსპექტივებზე მსჯელობენ
  4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  5. აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა
  6. ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღე
  7. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
  8. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
  9. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მსოფლიო მეაბრეშუმეობის საკითხებზე მსჯელობს
  10. აკადემიის მონაწილეობა სამეცნიერო ფორუმში

გვერდი 45 სულ 60

  • 40
  • 41
  • 42
  • 43
  • 44
  • 45
  • 46
  • 47
  • 48
  • 49

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 292 13 21; 294 02 14;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • მიზნები და ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
  • შემადგენლობა
    • აპარატი
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • მეცნიერებათა განყოფილებები
      • აგრონომიის მეცნიერებათა განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილება
      • აგროინჟინერიის მეცნიერებათა განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის მეცნიერებათა განყოფილება
      • ეკონომიკის მეცნიერებათა განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინტელექტუალური რესურსები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • რეკომენდაციები
      • მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • მემორანდუმები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • სარეკომენდაციო წინადადებები
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
    • საინოვაციო ბანკი
    • პროექტები
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
    • საიტის რუკა
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი
  • info.gaas.georgia@gmail.com