საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

           2021 წლის 30 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკდემიამ გამოაცხადა კონკურსი სამეცნიერო განყოფილებებში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის შესახებ შემდეგ სპეციალობებში:

  • მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „მეცხოველეობა“- 1 ვაკანსია;
  • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „სატყე საქმე“ – 1 ვაკანსია;
  • სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „ბიოტექნოლოგია“ – 1 ვაკანსია.

აკადემიის პრეზიდენტის 2021 წლის 01 სექტემბერის ბრძანების (#80, 01.09.2021) საფუძველზე შეიქმნა საექსპერტო საკონკურსო კომისის შემდეგი შემადგენლობით: აკად. ნოდარ ჭითანავა (თავმჯდომარე), აკადემიკოსები-რევაზ მახარობლიძე, ვაჟა კვალიაშვილი, ნოდარ ჩხარტიშვილი, იუზა ვასაძე.

2021 წლის 08 ოქტომბერს გაიმართა საექსპერტო-საკონკურსო კომისიის სხდომა, რომლის დადგენილების საფუძველზე ქვემოთ ჩამოთვლილი კონკურსანტები დაშვებულნი არიან სამეცნიერო განყოფილებების სხდომებზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

  1. მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში დოქტ. ანატოლი გიორგაძე:

                                ა.გიორგაძე ფოტო                   (დოქტ. ა. გიორგაძის CV იხილეთ ბმულზე... ;

 

 

 

 

  1. გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე:

                                               dolidze     (ს.მ. მეცნ.დოქტორის ლაშა დოლიძის

                                                                     CV იხილეთ   ბმულზე. );

 

 

 

  1. სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილებაში                                                                                                   ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ კვესიტაძე:

                                       kvesitadze    (ბიოლ. მეცნ. დოქტორის ედიშერ კვესიტაძის CVიხილეთ ბმულზე)
     

                                                           

 

 

 

 

განცხადება

          2021 წლის 06 ოქტომბერს ონლაინ რეჟიმში გაიმართა ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის მეცნიერებათა აკადემიების კავშირის (UEAA) სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა.

საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა UEAA-ს პრეზიდენტი,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

სამეთვალყურეო საბჭოს დღის წესრიგში სხვა საკითხებთან ერთად იყო UEAA-ს მიერ ჩასატარებელი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები” ჩატარების თარიღის დაზუსტება.

აღინიშნა, რომ მსოფლიოში დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის შედეგად, მიზანშეწონილია, რომ კონფერენციის ჩატარების თარიღი გადაიდოს და იგი არ ჩატადეს 2021 წლის 27-29 ნოემბერს, როგორც ეს იყო დაგეგმილი გასულ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე.

სხდომაზე UEAA-ს სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები”, ჩატარდება საქართველოში, თბილისში - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2022 წლის მაისში.

კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი გამოცხადდება დამატებით.

UEAA- საერთაშორისო სამეცნიერო

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი.

განცხადება

rezo n            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

   

   ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა აკადემიის სამეცნიერო

                               განყოფილებების სწავლული მდივანი,

                           სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი

                                         რევაზ ლოლიშვილი

           და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

სექტემბრის სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის

2021 წლის 29 სექტემბრის სხდომის

                        

       თბილისი                        დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებული კონკურსის ჩატარების ვადების შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

 

2.   სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ.

მომხსენებელი:   აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

3.   ევროპის ახალი (2030) სატყეო სტრატეგია და გამოწვევები საქართველოს სატყეო სექტორისთვის.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი,

სატყეო საქმის დოქტორი გიორგი ქავთარაძე.

4. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის

სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 28 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. სურსათის უვნებლობის რისკის შეფასების ინიცირების პროცედურების დოკუმენტის განხილვის შესახებ.

 

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატი,

USBA პროექტის ექსპერტი-კონსულტანტი, ქიმიის დოქტორი დარეჯან დუღაშვილი.

2. მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 24 სექტემბრის სხდომის

 

         თბილისი               დღის წესრიგი               დასაწყისი 12 საათზე

 

1. სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის პრიორიტეტული მიმართულებების  ეკონომიკური და ეკოლოგიური ასპექტების შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიკოსი როლანდ კოპალიანი.

 2მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 22 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი         დღის   წესრიგი       დასაწყისი 12 საათზე

 

1. აკადემიკოს ნაპოლეონ ქარქაშაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნაპოლეონ ქარქაშაძე.

 

2. მიმდინარე საკითხები.

             

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 20 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                      დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. აკადემიკოს ჯემალ კაციტაძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

 

მომხსენბელი: აკადემიკოს ჯემალ კაციტაძე.

 

2.მიმდინარე საკითხები.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების

2021 წლის 17 სექტემბრის სხდომის

 

თბილისი                       დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1.  საქართველოს სუბალპურ ტყის ეკოსისტემაში დაცვით-ეკოლოგიური ფუნქციების მდგრადობის,

მათი თანამედროვე მდგომარეობისა და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ.

 

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი,

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე.  

 

2.    მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

 2021 წლის 13 სექტემბრის სხდომის

 

        თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. ბოცვრის გამოზრდის თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი;

თანამომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

 

2. მიმდინარე საკითხები.

                                      

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

 

30 აგვისტო 2021

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების)

ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:

                                             სპეციალობა

   ვაკანსია

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება

            

მეცხოველეობა

             1

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება

სატყეო საქმე

             1

სურსათის უვნებლობისა და სასურსათო ტექნოლოგიის

სამეცნიერო განყოფილება

ბიოტექნოლოგია

             1

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

       კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება (იგზავნება) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2021 წლის 30 აგვისტოდან 18   სექტემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 11 საათიდან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 96 03 00).

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის

2021 წლის 26 აგვისტოს სხდომის (გამოკითხვის წესით)

                        

       თბილისი                        დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1.ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

   მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.მიმდინარე საკითხები.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს

      2021   წლის 25   აგვისტოს სხდომის

თბილისი                                 დასაწყისი 13 საათ               დღის წესრიგი

 

         1.  ინკლუზიური ეკონომიკა და მისი ზრდის შესაძლებლობები აგრარული დარგის და სოფლის განვითარებაში.

               მომხსენებელი: გოჩა ცოფურაშვილი - GEORGIAN GAP - (კარგისასოფლო - სამეურნეო პრაქტიკა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

               მოხსენება იხ. ბმულზე

 

 

2.  მიმდინარე საკითხები

 

 

 

 

ქვეკატეგორიები