საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში სამშაბათს, 2021 წლის 25 მაის, 14 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 17

დღის  წესრიგი:

მოხსენება:   ბაზოკვლებზე ხორბლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები;

მომხსენებელი:  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი.  

კომისიის თავმჯდომარე  -  აკად. ალექსანდრე დიდებულიძე.

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 29 აპრილის სხდომა

 

თბილისი                         აკადემიის საკონფერენციო დარბაზი                         12 საათი

 

დ ღ ი ს         წ ე ს რ ი გ ი

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრების მონაწილეობის შესახებ ქალაქის განაშენიანება-განვითარების, ეროზიული და მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებების გეგმის და პროექტის განხილვაში.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

2. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

3. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

4. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია.

5. მიმდინარე საკითხები

1. საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2021 წლის 23 აპრილს 13 საათზე დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე:

თბილისის გარემოსდაცვითი ღონისძიებები“.

           

      პასუხისმგებელი შესრულებაზე: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება.

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა 51, II სართული, საქართველოს სოფლის

მეურნეობის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;   Web-site-www.gaas.dsl.ge

;

სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წლის 27 აპრილის სხდომის

თბილისი     დღის წესრიგი   დასაწყისი 12 საათ

1. საქართველოში ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი;

2. მეცხოველეობაში გამოყენებული ელექტრო მექანიზაციის შესახებ.

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი რევაზ რუსეიშვილი.

3. მიმდინარე საკითხები.

* * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 22 აპრილის სხდომის

თბილისი     დღის წესრიგი     დასაწყისი 12 საათზე

1. კადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2. ბუჩქოვანი მცენარეების ფესვთა სისტემის  დამქუცმაცებელი მანქანის შესახებ.

მომხსენბელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ზაზა მახარობლიძე.

3. მიმდინარე საკითხები.

              * * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების 2021 წლის 23 აპრილის სხდომის

თბილისი   დღის წესრიგი დასაწყისი 12 საათზე

1. ნიადაგის ძირითადი ფიზიკური თვისებების, წყალგამტარობის ცვალებადობის დინამიკაზე ჭრების გავლენის შესახებ.

მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი ლაშა დოლიძე;

2. ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების  გამოყენება  აზიური  ფაროსანას Halyomorpha halys-წინააღმდეგ საქართველოში.

მომხსენებელი: . გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი მედეა ბურჯანაძე;

3. მიმდინარე საკითხები.

              * * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წლის 26 აპრილის სხდომის

თბილისი       დღის წესრიგი       დასაწყისი 12 საათზე

  1. 1.კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია;

  1. 2.მარცვლეულის წარმოება _ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი.

მომხსენებელი: აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი;

  1. 3.აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.
  1. მიმდინარე საკითხები.

              * * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2021 წლის 19 აპრილის სხდომის

თბილისი       დღის   წესრიგი       დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიკოს გივი ჯაფარიძის    ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2. საქართველოს სატყეო კოდექსის შესახებ.    

მომხსენებელი: აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

3. აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

4. მიწის რესურსების მართვა.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

  1. მიმდინარე საკითხები.

              * * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის

სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 16 აპრილის სხდომის

თბილისი                   დღის წესრიგი              დასაწყისი 13 საათზე

1. რეგიონის ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდაში აგრარული სექტორის ინტენსიური განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

მომხსენებელი: GEORGIAN GAP (კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ცოფურაშვილი;

2.  საქართველოში 2020-2021 წლებში პურ-პროდუქტების მდგომარეობის შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგროინჟინერიის დეპარტამენტის უფროსი მალხაზ დოლიძე;

3. მიმდინარე საკითხები.

              * * * * * * * 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემი

აგრარული ინოვაციების კომისიის 2021 წლის 14 აპრილის სხდომის

თბილისი              დღის წესრიგი             დასაწყისი 15 საათზე

1. აგროსტარტაპების პროდუქტებისა და დაფინანების მეთოდების შესახებ - ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სოფლის მეურნეობაში“.

მომხსენებელი: შოთა გონგლაძე - სერვის ექსპერტი, აგრო და საოჯახო მეურნეობები, ბიზნესებისთვის ღირებულებების შექმნა და ხარისხის მართვა, სს თიბისი ბანკი.

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება „ვეტერინარი ექიმის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო პრიორიტეტები “.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 28-29 აპრილი, 2021 წელი.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2021 წლის 27 აპრილისა განყოფილების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it..

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერთიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

ქვეკატეგორიები