საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 14 აპრილს, 15 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 16

                                           დღისწესრიგი

მოხსენება:  აგროსტარტაპების მხარდაჭერა და აგრობიზნესის დაფინანსების ახალი მიდგომები;

მომხსენებელი: შოთა გონგლაძე - ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიგის წევრი, სს თიბისი ბანკი.

კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

ტელ. (+995 32) 294 13 21, ვებ-გვერდი:  www.gaas.dsl.ge

ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში ოთხშაბათს, 2021 წლის 24 მარტ, 15 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 15

დღის      წესრიგი

მოხსენება: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში

 

მომხსენებელი: მარუაშვილი ჯუბა - საქართველოში ფაო-ს პოლიტიკის მრჩეველი

კომისიის თავმჯდომარე - აკად. ალექსანდრე დიდებულიძე

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

ვებ-გვერდი:  www.gaas.dsl.ge

საერთო კრება

საქართველოს სოფლის მეურნეობის   მეცნიერებათა აკადემიის

2021 წლის 26 მარტის საერთო კრების

დ ღ ი ს   წ ე ს რ ი გ ი

ქ. თბილისი                                                                                            დასაწყისი 12 საათზე

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა   აკადემიის მიერ აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.

მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა

3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება.

(ფარული კენჭისყრა).

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის აგრარული მეცნიერების ძირითადი ამოცანების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;

თანამომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2021 წლის ამოცანების შესახებ.  

მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები: გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, რ. ჩაგელიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი აკად. ზ. ფუტკარაძე.

6. მიმდინარე საკითხები

ტყის საერთაშორისო დღე

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2021 წლის 19 მარტს 14 საათზე ჩატარდება ტყის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი

თემატური სხდომა:

საქართველოს დაცული ტერიტორიების არსებული მდგომარეობის და

პერსპექტივების შესახებ“.

             თემატური საღამოს ორგანიზატორი:    აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება;

                                                                           დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე;

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა 51, II სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის          
                       მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.; ვებ გვერდი-www.gaas.dsl.ge.

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

პრეზიდიუმის 2021 წლის 31 მარტის სხდომის

 დღის წესრიგი

                თბილისი                                                                                         დასაწყისი 12 საათზე     

1. აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის” მთავარი რედაქტორი, აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე; სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" პასუხისმგებელი მდივანი, აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი;

2. აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის მაცნეს რედაქტორების მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის საინფორმაციო-სარეკლამო ბიულეტენის "აკადემიის “მაცნეს" რედაქტორი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; გაზეთ "მაცნეს" რედაქტორის მოადგილე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე

3. აკადემიის მიერ 2020 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურების და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო-საინფორმაციო გამოცემების მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე

4. აკადემიის ეროვნული კოორდინატორების მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შედეგებისა და 2021 წლის ამოცანების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე

5. მიმდინარე საკითხები.

ქვეკატეგორიები