საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება „გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: ტყის   ეკოსისტემების   გარემოს დაცვითი   ფუნქციის  ოპტიმიზაციის გზები  საქართველოში’’.

კონფერენციის ჩატარების თარიღი - 11-12 ივნისი, 2021 წელი.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2021 წლის 10 ივნისისა აკადემიის განყოფილებების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.....)

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

სამეცნიერო საბჭოს 2021 წლის 2 ივნისის სხდომის

 

თბილისი                             დღის წესრიგი                         12 საათი

 

1. ქ. თბილისის შემოგარენში, უძოს მთის მიდამოებში მეწყერული პროცესების განვითარების დინამიკისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ

მომხსენებელი: აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე;

2.ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში.

მომხსენებელი: პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ გენერალური დირექტორი,

აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ლაშა ავალიანი;

3. მიმდინარე საკითხები.

     

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 31 მაისის სხდომის

       

 

თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. მეფრინველე-ფერმერებისათვის პრაქტიკული რჩევების შესახებ.

მომხსენებელი: სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი

3.მიმდინარე საკითხები.

 

t     საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

     გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო   განყოფილების

           2021 წლის 28 მაისის სხდომის

      

       თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის პრიორიტეტები, პროექტები, მცენარეთა კოლექციები და გამოწვევების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი, ბიოლოგიის დოქტორი, პროფესორი ირინე დანელიასაქართველოს ეროვნული

ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე, ბიოლოგიის დოქტორი თინათინ ბარბლიშვილი

2. კოლხური ბზის კონსერვაციული სტატუსის განახლებისათვის მისი მდგომარეობის შეფასების შესახებ.

მომხსენებლები: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის დოქტორანტი ბექა ბერძენიშვილი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ნატო კობახიძე.

 

3. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

   პრეზიდიუმის 2021 წლის 27 მაისის სხდომის

                           

     

 

თბილისი                   დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია;

2. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (მოდერნიზაციის) პროგრამის (2021-2030 წ.წ.) შესახებ.

მომხსენებელი: სსმმ აკადემიის პრეზიდიუმის მრჩეველი, სამეცნიერო მიმართულებების კონსულტანტი, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

3. მიმდინარე საკითხები.

1) სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების ეროვნული კოორდინატორის დამტკიცების შესახებ.

მომხსენებელი: სსმმ აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

 აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2021 წლის 25 მაისის სხდომის

      

 

თბილისი                        დღის წესრიგი                დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს/კ ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ 2020 წელს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

მომხსენბელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ებანოიძე.

3. მიმდინარე საკითხები.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2021 წლის

24 მაისის სხდომის

 

თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

1. აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

2. აკადემიკოს ნოდარ ჩხარტიშვილის ანგარიში 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

3. მიმდინარე საკითხები.

                                      

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საკონფერენციო დარბაზში სამშაბათს, 2021 წლის 25 მაის, 14 საათზე გაიმართება აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა # 17

დღის  წესრიგი:

მოხსენება:   ბაზოკვლებზე ხორბლის წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია და ტექნიკური საშუალებები;

მომხსენებელი:  ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ქარჩავა - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი.  

კომისიის თავმჯდომარე  -  აკად. ალექსანდრე დიდებულიძე.

მისამართი: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა #51, მე-II სართული,

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 29 აპრილის სხდომა

 

თბილისი                         აკადემიის საკონფერენციო დარბაზი                         12 საათი

 

დ ღ ი ს         წ ე ს რ ი გ ი

1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრების მონაწილეობის შესახებ ქალაქის განაშენიანება-განვითარების, ეროზიული და მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებების გეგმის და პროექტის განხილვაში.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.

2. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

3. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

4. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.

მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია.

5. მიმდინარე საკითხები

1. საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში

2021 წლის 23 აპრილს 13 საათზე დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ჩატარდება მრგვალი მაგიდა თემაზე:

თბილისის გარემოსდაცვითი ღონისძიებები“.

           

      პასუხისმგებელი შესრულებაზე: გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება.

მისამართი: თბილისი ივ. ჯავახიშვილის ქუჩა 51, II სართული, საქართველოს სოფლის

მეურნეობის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

E-mail:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.;   Web-site-www.gaas.dsl.ge

;

ქვეკატეგორიები