საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის სხდომა - 2020 წლის 29 დეკემბერი.  

თბილისი                                                                    დასაწყისი 12 საათზე

დ ღ ი ს       წ ე ს რ ი გ ი

 

1.       ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2021 წლის პერპსექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

 

მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.

 

2.       ინფორმაცია - გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის ქ. გორის საპატიო მოქალაქედ ასარჩევად წარდგინების შესახებ.

 

     მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

 

3.  მიმდინარე საკითხები

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება

         საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, თავისი წესდების X თავის შესაბამისად, აცხადებს კონკურსს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად შემდეგ სამეცნიერო განყოფილებებში:

სამეცნიერო განყოფილება

ვაკანსია

აგროინჟინერიის     სამეცნიერო განყოფილება

1

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის       სამეცნიერო განყოფილება

1

             საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატად აირჩევა დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია, არის საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობს საქართველოში. სტიპენდიატობის კანდიდატთა ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს.

             აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა წამოყენე­ბის უფლება აქვთ აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, საქართველოში ავტორიზებულ და აკრედიტირებულ უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ საბჭოებს და სამეცნიერო საზოგადოებებს, რაზედაც ისინი წერილობით, სათანადო მოტივირებით, წამოაყენებენ და აცნობებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატურების შესახებ არა უგვიანეს ერთი თვისა არჩევნების თაობაზე განცხადების გამოქვეყნებიდან.

           (ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო კანდიდატურების წამოყენების ვადა გაგრძელებულია 2021 წლის 01 თებერვლამდე).

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატობის კანდიდატთა შესახებ აუცილებელია შემდეგი საბუთების წარმოდგენა (ორ ეგზემპლარად): აკადემიის სტიპენდიატად წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც წარმდგენი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4x6, უმაღლესი განათლების, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის, დამადასტურებელი საბუთების ასლები, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ვარსკვლავით აღნიშვნით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება. კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან მისი საქართველოში მოღვაწეობის შესახებ.

       აღნიშნული განცხადება ქვეყნდება პრესაში. ასევე იგივე განცხადება და შემდგომში კანდიდატის(ების) მონაცემები (CV) განთავსებული იქნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდზე www. gaas.dsl.ge, რისთვისაც წარდგენილ დოკუმენტაციას თან უნდა ერთოდეს მისი ელექტრონული ვერსიაც. საბუთები რეგისტრაციისა და არჩევნებში მონაწილეობისათვის იგზავნება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით განცხადებები მიიღება 2021 წლის 1 თებერვლამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. 51, მე-2 სართული, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (აკადემიური დეპარტამენტი, ოთახი 17). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10-დან 17 საათამდე.

    შენიშვნა: მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საბუთების მიღებისათვის წინასწარ შესათანხმებლად მსურველებმა უნდა მიმართონ აკადემიის აკადემიურ დეპარტამენტს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2-94-13-21; 577 71 17 75 აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.

სამეცნიერო განყოფილებების სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

10 დეკემბრის სხდომის

 

        დღის     წესრიგი                   

თბილისი                                                                                     14   საათი

 

1. აკადემიის საერთაშორისო-რეფერირებული შრომათა კრებულის „მოამბის“ შესახებ

მომხსენებელი: აკადემიკოსი ომარ ქეშელაშვილი

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილები

2020 წლის 11 დეკემბრის სხდომის

 

       თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეურნეობის დოქტორის,

ანატოლი გიორგაძის   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. თანამედროვე ტექნოლოგიები მეხორცულ მეფრინველეობაში.

მომხსენებლები: აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, სოფლის მეურნეობის  

დოქტორი ანატოლი გიორგაძე. აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების

სწავლული მდივანი, სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

3. მიმდინარე საკითხები

                     

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

   2020 წლის 15 დეკემბრის სხდომის

 

       თბილისი                       დღის წესრიგი              დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის გიორგი ქუთელიას   მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

    

სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო

განყოფილების 2020 წლის 16 დეკემბრის სხდომის

 

თბილისი                     დღის წესრიგი            დასაწყისი 12 საათზე

 

1. სუბტროპიკული ნედლეულისაგან უსაფრთხო პროდუქტების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი გურამ პაპუნიძე, ალექსანდრე კალანდია

2. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის, დარეჯან დუღაშვილის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

3. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ტექნიკის დოქტორის, ეკატერინა კაციტაძის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

4. მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების

2020 წლის 17 დეკემბრის სხდომის

 

თბილისი                       დღის წესრიგი                  დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, სოფლის მეურნეობის დოქტორის

გიორგი ქავთარაძის   მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.

2. მიმდინარე საკითხები

 

 

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

18 დეკემბრი სხდომის

 

                  დღის     წესრიგი                      

თბილისი                                                                                                 12   საათი

 

1. ინფორმაცია აკადემიის სტიპენდიატის, ქიმიის დოქტორის გიორგი ქვარცხავას მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო საქმიანობის შესახებ

2. მიმდინარე საკითხები

 

პრეზიდიუმის სხდომა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

 პრეზიდიუმის 2020 წლის 27 ნოემბრის   სხდომის

 

                        

თბილისი                                 დღის წესრიგი                      დასაწყისი 12 საათზე

 

1. ინფორმაცია ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევითი მუშობის შესახებ.

მომხსენებელი: ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სოფლის მეურნეობის დოქტორი გიორგი ქავთარაძე

2. მაღალხარისხოვანი, სპეციალიზებული ქართული ჩაის წარმოების განვითარების შესაძლებლობის და მისი სამეცნიერო უზრუნველყოფის შესახებ.

მომხსენებლებ: აკადემიკოსი თემურ რევიშვილი, ტექნიკის დოქტორი თამაზ მიქაძე

  1. მიმდინარე საკითხები

სამეცნიერო განყოფილების სხდომები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

18 ნოემბრის სხდომის

თბილისი                         დღის     წესრიგი                              14   საათი

1. სტიპენდიატ ნატო ჯაბნიძის 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ

2. აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის პერსპექტიული ამოცანების შესახებ

მომხსენებელი: სტიპენდიატი ნატო ჯაბნიძე

3. მიმდინარე საკითხები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილების

2020 წლის 19 ნოემბრის სხდომის

       თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი 12 საათზე

 

1. ბოცვრის ბიოლოგიური და სამეურნეო თავისებურებების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი

2. ცოცხალ ორგანიზმების ადაპტირების ბიოქიმიური საფუძვლების შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიკოსი გურამ ტყემალაძე

3. მიმდინარე საკითხები

 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილების

2020 წლის 20 ნოემბრის სხდომის

       თბილისი                     დღის წესრიგი             დასაწყისი  12 საათზე

1. კაკლის ვიბრაციული დამხარისხებელი

მომხსენებელი: ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გელა ჯავახიშვილი

2. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის სერვისის რაციონალური ფორმების დამუშავება და სერვის ცენტრების ოპტიმალური განლაგების მეცნიერული დასაბუთება

მომხსენებელი: ტექნიკის დოქტორი გიორგი ქუთელია

3. მიმდინარე საკითხები

  

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების

2020 წლის   24 ნოემბრის სხდომის

 

       თბილისი                    დღის წესრიგი                  დასაწყისი 12 საათზე

 

1. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სამაისტრო და სადოქტორო კვლევების მდგომარეობის შესახებ.

მომხსენებლები: სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები: ნატო კობახიძე, გიორგი ქავთარაძე

2. მიმდინარე საკითხები

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

აგრონომიის სამეცნიერო განყოფილების 2020 წლის

25 ნოემბრის სხდომის

     თბილისი                                          დღის     წესრიგი                                  12   საათი

 

1. ვაზის გენოფონდის კვლევისა და განვითარების ღონისძიებები

მომხსენებელი: აკადემიკოსი ნოდარ ჩხარტიშვილი

2. მეხილეობა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში

მომხსენებელი: აკადემიკოსი ვაჟა კვალიაშვილი

3. მიმდინარე საკითხები

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

    

 სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო

განყოფილების     2020 წლის    26  ნოემბრის    სხდომის

 

       თბილისი                                       დღის წესრიგი                               დასაწყისი 12   საათზე

 

1მაღალხარისხოვანი, სპეციალიზებული ქართული ჩაის წარმოების განვითარების შესაძლებლობის და მისი სამეცნიერო უზრუნველყოფის შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიკოსი თემურ რევიშვილი, ტექნიკის დოქტორი თამაზ მიქაძე

2. მიმდინარე საკითხები

ქვეკატეგორიები