საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“

 

  jiRaura          მიმდინარე წლის 31 ივლისს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში ჩატარდა სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია „ქართული ხორბლის ახალი რეალობა“.

         კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობდნენ: საქართველოს საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო, სასწავლო, აკადემიური წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სურსათისა და ჯანდაცვის სფეროს, ხორბლის, პურის მწარმოებელთა და ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექციძე, პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე.

            ეროვნულიკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებები, რაც უმნიშვნელოვანესია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, აგრარული სექტორის მდგრადობის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ნუტრიციოლოგიის და სასურსათო უზრუნველყოფის კონტექსტში.

ღონისძიება წარმოადგენს პლატფორმას დიალოგისთვის და ხაზს უსვამს, რომ ქართული ხორბლის სახეობებს და ჯიშებს აქვს პოტენციალი, გახდეს ერთ-ერთი საკვანძო პროდუქტი ჯანსაღი და მდგრადი კვების სისტემაში ,- აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.gurami 1

მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კვლევების ჩატარების ინიციატორებს, ორგანიზატორებს და მასში ჩართულ ყველა მხარეს. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, კვლევები ქართული ხორბლისთვის ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

               კონფერენციის ფარგლებში, საჯარო გახდა იმ კვლევის შედეგები, რომელიც ქართული ხორბლის 5 ენდემური სახეობისა და 7 ადგილობრივი ჯიშის ნუტრიენტული შემცველობის ფართო სპექტრს ეხება. აღნიშნული კვლევები, რომლის ინიციატივა ეკატერინა ხვედელიძეს და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნით, ავსტრიის თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტების შესაბამის წამყვან ლაბორატორიაში ჩატარდა; ფინანსური მხარდაჭერა საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა ქართუ უზრუნველყო.

                საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მან ფართოდ ისაუბრა ქართული ხორბლის გენეტიკურ თავისებურებებზე, ჯიშურ მრავალფეროვნებაზე, სელექციაში მათი გამოყენების მიზანშეწონილობასა და ახალი ჯიშების შექმნაში წამყვან პოზიციაზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქართული ხორბლის ენდემურ ჯიშებზე, რომლებსაც ხორბლის ახალი ჯიშებისა და ხაზების გამოყვანაში წარმატებით იყენებენ არამარტო ქართველი სელექციონერები, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც.

anatoliქართული ხორბალი, ქვეყნის მატერიალური მემკვიდრეობის ნაწილი, უმდიდრეს აგრონომიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ძირითადი სამიწათმოქმედო კულტურაა, რომლის წარმოშობის ისტორია მრავალ ათას წელს ითვლის. ქართული ენდემური სახეობები ხორბლის მსოფლიო ჯიშური მრავალფეროვნების საუკეთესო სასელექციო მასალას წარმოადგენენ. უახლესი ინტერდისციპლინური კვლევებით დასტურდება მათი უნიკალური ნუტრიციული ღირებულებები, როგორც ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის, სასურსათო უზრუნველყოფის და მდგრადი კვების სისტემების ძირითადი კომპონენტი. მიმდინარე კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო მოხსენებები და საჯარო დისკუსიები ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების სხვადასხვა ასპექტს შეეხო და ქართული ხორბლის ახალი რეალობა დაადასტურა, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ.

სამეცნიერო კონფერენცია ქართული ხორბლის ახალი რეალობა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ქართუ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), ნუტრიციოლოგიისა და სურსათის მეცნიერებების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

 

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

საერთო კრება

 

5577მიმდინარე წლის 29 ივლისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩარტარდა აკადემიის საერთო კრება. კრებას ესწრებოდნენ: აკადემიკოსები: გივი ჯაფარიძე, გურამ ალექსიძე, რევაზ ასათიანი, ნუგზარ ბაღათურია, ანატოლი გიორგაძე, ჯემალ გუგუშვილი, ალექსანდერე დიდებულიძე, ლაშა დოლიძე, ჯემალ კაციტაძე, ვაჟა კვალიაშვილი, ედიშერ კვესიტაძე, როლანდ კოპალიანი, გოგოლა მარგველაშვილი, გურამ პაპუნიძე, თემურ რევიშვილი, გურამ ტყემალაძე, ლევან უჯმაჯურიძე, ზაურ ფუტკარაძე, თენგიზ ყურაშვილი, ზაურ ჩანქსელიანი, ზურაბ ცქიტიშვილი, ნოდარ ჭითანავა.

 

აკადემიის საერთო კრების თავმჯდომარემ, აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ მოკლე მისალმები8ს შემდეგ კრების მუშაობაში მონაწილე აკადემიკოსებს გააცნო დღის წესრიგი:

  1 . ნფორმაცია კონკურსის მაღალორგანიზებულად ჩატარების მიზნით, პრეზიდიუმის დადგენილების საფუძველზე აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საკონკურსო-საექსპერტო კომისიის მიერ განხილული კონკურსში მონაწილე კანდიდატების განცხადებების და საბუთების შესაბამისობის შესახებ.

მომხსენებელი: საკონკურსო-საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა.

2. ინფორმაცია აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გართიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული კანდიდატების შესახებ.

მომხსენებლები: აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი.

3. ინფორმაცია აკადემიის მეცნიერებათა განყოფილებების გართიანებული კრებების მიერ აკადემიის საერთო კრებაზე აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეკომენდებული კანდიდატების სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ.

მომხსენებლები: ეკონომიკის დოქტორი ივერი ახალბედაშვილი; სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი. 

4. აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურა.

5. კონკურსის შედეგების გამოცხადება.

6. აკადემიის უცხოელ წევრად პროფესორ დონ ვან ატტას არჩევის შესახებ.

მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის ეკონომიკურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რევაზ ასათიანი; აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე.

            კრება წარიმართა წარმოდგენილი დღის წესრიგის შესაბამისად.

აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ფარული კენჭისყრის პროცედურის დამთავრების შემდეგ, კრების თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ გამოაცხადა კენჭისყრის შედეგები, რომლის თანახმად აკადემიის ნამდვილი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნებში მონაწილე კანდიდატები: ეკონომიკის დოქტორმა ივერი ახალბედაშვილი და სოფლის მეურნეობის დოქტორი მარინე ბარვენაშვილი კრების მიერ ერთხმად იქნენ არჩეული აკადემიის ნამდვილ წევრებად (აკადემიკოსებად).

აკადემიის ახლად არჩეულმა ნამდვილმა წევრებმა: ბატონმა ივერი ახალბედაშვილმა და ქალბატონმა მარინე ბარვენაშვილმა მადლობა გადაუხადეს კრებაში მონაწილე აკადემიკოსებს მათდამი გამოხატული მხარდაჭერისა და ნდობისათვის.

რაც შეეხება აკადემიის უცხოელ წევრად პროფესორ დონ ვან ატტას არჩევას, აქაც აკადემიის ნამდვილი წევრებმა ერთსულოვნება გამოიჩინეს და იგი ერთხმად იქნა არჩეული აკადემიის უცხოელ წევრად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების შედეგები

უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის 2024 წლის წლიური ანგარიშების შეფასების შედეგები

        

„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ მოქმედ კანონში მე-161 მუხლის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტატუსი, ფუნქციები, ამოცანები და წევრის ანაზღაურება მე-2 პუნქტში აღნიშნულია, რომ აკადემია „იხილავს და აფასებს აგრარული პროფილის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებსა და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში  გამოითხოვოს დამატებითი საჭირო ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციებიდაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს.

წინა წლებში აკადემიის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შეფასება/ რეცენზირება ხდებოდა მხოლოდ ხარისხობრივად.   მიმდინარე წლის 18 მარტს აკადემიის პეზიდიუმის 2025 წლის 27 თებერვლის 2 სხდომის დადგენილების საფუძველზე, აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის მიერ ხელმოწერილი იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების და ფიზიკური პირების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშებისა და დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შეფასების ჩატარების ახალი დებულება, რომლის თანახმად შეფასება ხორციელდება რაოდენობრივი მაჩვენებლების გამოყენებით. ამ დებულების შესაბამისად 28 მარტს სარეცენზიო მასალა დაეგზავნათ თითოეული სამეცნიერო/სასწავლო ერთეულისათვის გამოყოფილ ორ-ორ შემფასებელს.

ახალი დებულებით ჩატარდა შვიდი უნივერსიტეტის 18 სამეცნიერო/სასწავლო ერთეულის შეფასება, მ.შ. 11 შეფასება - ორ-ორი შემფასებლის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც ქულებში განსხვავება 8-ს აღემატებოდა, დამატებით ხდებოდა მესამე შემფასებლის გამოყოფა. ანალიზის ჩასატარებლად, აგრეთვე შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების განსახილველად აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: რ. ასათიანი, ა. დიდებულიძე, ლ. დოლიძე, პროფესორი თ. ბაციკაძე და დოქტორი თ. ეპიტაშვილი. სწორედ ჯგუფის წევრთა მიერ 6 შემთხვევისთვის ჩატარდა დამატებითი რეცენზირება.

კვლევით/სასწავლო ერთეულებს შორის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტიკოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილებამ; შეფასება „კარგი“ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სუბტროპიკული კულტურების პროდუქტთა ტექნოლოგიის დეპარტამენტებმა, ასევე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტმა. სამწუხაროდ, ორმა ერთეულმა ვერ მიიღო დადებითი შეფასება.

რაც შეეხება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 19 სამეცნიერო ერთეულის 2024 წლის ანგარიშებს, ისინი შეფასდა ახალი დებულების მიღებამდე გაცილებით ადრე, ანუ ძველი დებულების შესაბამისად. აღნიშნული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთმა ერთეულმა (ბიოაგროწარმოების განყოფილება) მიიღო უმაღლესი შეფასება, ხუთმა - კარგი, თორმეტმა - დადებითი, ხოლო ერთი ერთეულის შეფასება ვერ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის შეფასებაში მონაწილეობა მიიღი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 16 წევრმა და სტიპენდიატმა, აგრეთვე აგრარული მიმართულების 11 წამყვანმა მეცნიერმა.

სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორების პროექტის შედეგების პრეზენტაცია

645b2fab 428d 4164 b071 6c6c365f804a  მიმდინარე წლის 21-22 ივლისს თბილისში სასტუმრო ,,Holiday Inn”-ში ჩატარდა საქართველოში ASTI-ის (სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორები) საპილოტე პროექტის შედეგების პრეზენტაცია და ვორქშოპი, რაც მიზნად ისახავდა რეგიონული დამკვირვებლებისა და დაინტერესბული მხარეების ჩართულობით საქართველოს ეროვნული საპილოტე შედეგების აღიარებას და ასევე იმ ინდიკატორების შექმნისთვის პოტენციალის გაზრდას, რომლებიც FAO ASTI- გლობალური მონაცემთა ბაზის ნაწილი გახდება. სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინდიკატორები (ASTI) შემუშავების მიზნით 2024 წელს, მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში, მ.. საქართველოში, ჩატარდა საპილოტე სწავლებები, რომელთა ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტტექინფორმის“, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პარტნიორობით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებში დარიგდა კითხვარები და მოხდა მიღებული შედეგები სტატისტიკური დამუშავება.

შეხვედრაში, რომელიც სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათა ოფისის (რომი) მხარდაჭერითა და დაფინანსებით, აქართველოს ექნიკური ნივერსიტეტის ინსტიტუტტექინფორმისკოორდინირებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან პარნიორობით გაიმართა, მონაწილეობდნენ რეგიონული დამკვირვებლები, კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები და მეცნიერები ცენტრალური აზიისა და კავკასიის რვა ქვეყნიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და მოლდოვა; პროექტის ორგანიზატორებიდან - სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სათა ოფისის წარმომადგენლები: ჰერნან მუნიოსი და ვალერია პესკე, სტუ-ს ტექინფორმის დირექტორი ნელი მახვილაძე, დირექტორის მოადგილე მარიამ რაზმაძე. საქართვლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან აღნიშნულ შეხვედრაზე მონაწილება მიიღეს: აკადემიის მთავარმა აკადემიკო-მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა და აკადემიის საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარმა სპეციალისტმა, დოქტორმა თინათინ ეპიტაშვილმა (პროექტის საკონტაქტი პირი). ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: FAO-ის ეროვნული ოფისის წარმომადგენელი იამზე მირაზანაშვილი და სოფლის მეურნეობის სტატისტიკის დეპარტამენტისა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში კვლევაში ჩართული უწყებათა თანამშრომლები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდ სტუ-ს ვიცე-რექტორი, ქალბატონი თამარ ლომინაძე. მან აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მიზანია, სამწლიან ჭრილში, სოფლის მეურნეობაში მეცნიერების მონაცემების შეგროვების მოდელის დახვეწა FAO- მიერ შემუშავებული მოდელის თანახმად და მისი გარდაქმნა ეროვნული სტატისტიკის სისტემის განუყოფელ ნაწილად.  

მომხსენებელთა შორის გახლდათ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძე. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების პროცესში სტატისტიკის მაჩვენებლების მნიშვნელობაზე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან მოხსენებით გამოვიდა აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ აკადემიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოს აგრარული მიმართულების სამეცნიერო ორგანიზაციებში ჩატარებული კვლევების შედეგების შეფასება.  ხაზგასასმელია, რომ წელს პირველად მოხდა ხარისხობრივი შეფასებიდან რაოდენობრივ შეფასებაზე გადასვლა, რაშიც აკადემიამ იხელმძღვანელა პროექტის ჩარჩოებში შეგროვილი მასალებითbb439d45 9e81 4bf7 953a 608c290a7404

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ერთდღიანი ტექნიკური ტრენინგი, რომელიც მიეძღვნ სოფლის მეურნეობის კვლევისა და განვითარების ინდიკატორების შემუშავების საკითხებს.

სხდომის მონაწილეებმა განიხილეს ინდიკატორების ინსტიტუციონალიზაციის გზები.

ტექინფორმისდირექტორის მოადგილემ მარიამ რაზმაძე მსმენელთა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქართველო დროებითი კვლევიდან, გრძელვადიან, სისტემურ მონაცემთა შეგროვებაზე გადადის, რაც მოითხოვს კადრების, ინფრასტრუქტურისა და რესურსების ზრდას. აქედან გამომდინარე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სხვა პარტნიორი ინსტიტუციები განვითარებისა და გაძლიერების შესაძლებლობებს მიიღებენ.

დასასრულს, ღონისძიებაზე დამწრე საზოგადოების მიერ შეფასებული იქნა შემუშავებული სტატისტიკური ანალიზისა და მიღებული შედეგების პრაქტიკული ღირებულება, რომელიც შემდგომი დამუშვებისა და სისტემური ანალიზის საფუძველზე დაყრდნობით ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი რეკომენდაციების გაწევას, სამოქმედო გეგმის დახვეწას, მონაცემთა ბაზის სისტემატიზაციას, ანგარიშგებას და პოლიტიკის მხარდაჭერას.

სხდომა ეროვნულ აკადემიაში

   საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების

შემსწავლელი კომისიის სხდომა

 

s  2025 წლის 18 ივლისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის სხდომა. წარმოდგენილი იყო ცენტრალური ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის, ურბანული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სკოლის პროფესორის, იუჯინ ვუს (ვუჰანი, ჩინეთი) მოხსენება თემაზე: “მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში კატასტროფული წყალდიდობების პროგნოზირება კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით’’.

           კომისიის სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს - მდივანი . კოროხაშვილი, ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო პრობლემების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი გ. გავარდაშვილი, კომისიის წევრები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სხდომას ესწრებოდა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი . დოლიძე.

კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა. შემდეგ, მან სიტყვა გადაცა ცენტრალური ჩინეთის ნორმალური უნივერსიტეტის, ურბანული და გარემოსდაცვითი მეცნიერებების სკოლის პროფესორს იუჯინ ვუს.

პროფესორმა იუჯინ ვუმ თავის პრეზენტაციაში ხაზი გაუსვა ძირითად მიგნებებს და გამოწვევებს. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ მდინარე იანძი მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მდინარეა. მისი აუზი და დაბლობები ჩინეთის ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი რეგიონია. აღნიშნული რეგიონი მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ხშირი წყალდიდობებით ხასიათდება. წყალდიდობების გამომწვევი მიზეზები მრავალია, მათ შორის: თოვლის დნობა და სწრაფი ჩამონადენი ციცაბო ტოპოგრაფიის გამო, ნიადაგის ეროზია ტყეების გაჩეხვის გამო, რაც იწვევს ჩამონადენის ზრდას, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, მუსონური ნალექები, ტაიფუნების ნალექები სანაპირო ზოლის მახლობლად და სხვ.

   პროფესორ იუჯინ ვუმ თავის პრეზენტაციაში ასევე განიხილა და შეაფასა კლიმატის ცვლილების პროგნოზირების მნიშვნელობა მდინარე იანძის ჩამონადენზე, მათ შორის კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებაზე. მის მიერ აღინიშნა ტენდენცია, რომ ნალექები მდინარე იანძის წყალშემკრებ აუზში სულ უფრო მეტად კონცენტრირდება ზაფხულის თვეებში, ძლიერი წვიმიანი დღეების რაოდენობის ზრდით, რაც კატასტროფული წყალდიდობების ფორმირებას უწყობს ხელს.  

    პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გაიმართა აქტიური დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.

        სხდომა შეაჯამა და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა გ. გავარდაშვილმა.                                

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

      36b893bb 763c 4c73 aa5e a211e82bf049       2025 წლის 9 ივლისს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაცოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე : „ ერთწლოვან მცენარეთა რიგთა შორის ნიადაგის დამამუშავებელი მოტობლოკის ფრეზი” გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ტექნიკის დოქტორი ვლადიმერ მირუაშვილი.

   მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მცირე მიწიანობის გამო, სოფლად შინა მეურნეების დიდი ნაწილის საკუთრებაში 1 ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი მოდის.  მიწის დამუშავებისათვის ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მოტობლოკები, რომლითაც სრულდება სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური პროცესები.

       ერთწლიან მცენარეთა რიგებში ნიადაგის დამუშავებისათვის ჩვენს მიერ შექმნილია ახალი კონსტრუქციის თარაზული ფრეზი (პატენტი # 2016 6533 B), რომელიც შესაძლებელს ხდის მცენარესთან მაქსიმალურად ახლო მივიტანოთ სამუშაო ორგანო, ისე რომ არ დაზიანდეს ახლად აღმოცენებული კულტურული მცენარე. გარდა აღნიშნულისა მუშაობა მიმდინარეობს მოტობლოკთან გამოსაყენებლად ისეთი კონსტრუქციის თარაზული ფრეზის დასამზადებლად, რომელიც ერთწლოვან (სიმინდი) და მრავაწლოვან (ჩაი) მცენარეთა რიგთა შორის ნიადაგს დაამუშავებს მცენარის ბიოლოგიური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო მრავალწლიან ხე-მცენარეების (ვაზი, ატამი, ვაშლი და ა.შ.) რიგებში ნიადაგის დამუშავება შესაძლებელი გახდება მცენარის ფესვთა სისტემის დაზიანების გარეშე (საქართველოს პატენტი # 2007 4274 B).cb51e87a baa3 410c 819f f39d1f3accac

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ერთლწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა რიგებში ნიადაგის დამუშავებისას, სასოფლო-სამეურნეო აგრეგატზე ცვლადი ფაქტორების მოქმედების გამო, აგრეგატის მიერ სისტემატურად ირღვევა შერჩეული მიმართულებით მოძრაობა, რის გამოც უარესდება მიმდინარე პროცესის შესრულების ხარისხი და იზრდება ენერგეტიკული დანახარჯები. ამ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით დამუშავებულია შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც დაცულია საქართველოს პატენტით  # 2005 3550 B.

ნიადაგის დამუშავებისას (ხვნისას) დიდი მნიშვნელობა აქვს სასოფლო-სამეურნეო გუთნის მიერ ნიადაგის რელიეფის კოპირებას. ამასთან სხვადასხვა მუდმივად და არაკანონზომიერად ცვლადი ფაქტორების მოქმედებით, სისტემატურად იცვლება გუთნის წინაღობის ძალის სიდიდე, მიმართულება და მისი მყისიერი მოდების წერტილი, რაც ტრაქტორის წევის ძალასთან ერთად ქმნის აგრეგატის გრძივ-ვერტიკალურ სიბრტყეში მოქმედი ცვლადი სიდიდისა და მიმართულების მაბრუნებელ მომენტებს. აქედან გამომდინარე უარესდება ხნულის ხარისხი და იზრდება ენერგიის დანახარჯები. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად, დამუშავებულია სისტემები, ( სსრკ-ს საავტორო მოწმობებით გამოგონებზე # 438375 და 86730, რომლებიც შესაძლებლობას იძლევიან ავტომატიკის ელემენტებით და მათ გარეშე ვარეგულიროთ წევის ძალის მიმართულება, რითაც აგრეგატზე მოქმედი შეშფოთება წარმოქმნისთანავე ქრება.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა: ალ. დიდებულიძემ, გ. ცოფურაშვილმა, ო.თედორაძემ, გ.ქუთელიამ, ნ.ებანოიძემ, ო. ნადირაშვილმა. ყველა შეკითხვაზე მომხსენებელმა გასცა ამომწურავი პასუხი. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის ხსოვნა

 

Untitled  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა აგრარული დარგის თვალსაჩინო მეცნიერი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, არაერთი თაობის აღმზრდელი რეზო ჯაბნიძე.

ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო წრეებისათვის კარგადაა ცნობილი ბატონ რეზოს სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1984 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1994 წელს სადოქტორო დისერტაცია. 1996 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის მოღვაწეობა შეიძლება ორ მიმართულებად დაიყოს: საზოგადოებრივ და სამეცნიერო-პედაგოგიურად. ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილებას. იყო აჭარის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდგომ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი.

1994 წელს დაინიშნა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ახლად დაარსებული ბათუმის სახელმწიფო სასოფლო - სამეურნეო ინსტიტუტის რექტორად. მისმა აქტუალური პრობლემების წარმატებით გადაწყვეტის გამორჩეულმა უნარმა იგი საქართველოს წამყვან აგრარულ მეცნიერ - პედაგოგთა რიგებში ჩააყენა. 2012-2019 წწ ბათუმის უნივერსიტეტში ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე არჩეული იყო სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარედ; ამ ხნის განმავლობაში 24 მაძიებელს მიენიჭა აგრარულ დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხი. მისი ხელმძღვანელობით 9 დოქტორანტმა დაიცვა დისერტაცია.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძეს გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი

სამეცნიერო ნაშრომი, მ. შ. 18 რეკომენდაცია, 8 მონოგრაფია და 5 სახელმძღვანელო. ნაშრომთა ნაწილი გამოცემულია უცხოეთში.

ბატონი რეზოს სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობა სათანადოდაა დაფასებული. იგი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლებით; 2019 წელს მისი ავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს: „სუბტროპიკული კულტურები“ მიენიჭა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია აგრარულ სფეროში წლის საუკეთესო ფუნდამენტური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის, მიღებული აქვს აკადემიის საპატიო სიგელი აგრარულ დარგში მიღწეული წარმატებებისთვის.

აკადემიკოს რეზო ჯაბნიძის სახით ქართულმა აგრარულმა მეცნიერებამ დაკარგა შესანიშნავი მამულიშვილი, მეცნიერი და პედაგოგი, რომლის სახელი სამუდამოდ დარჩება მისი მეგობრების და კოლეგების ხსოვნაში.

 

აგრარული ინოვაციების კომისიის სხდომა

     4b71e6d1 c9f6 4bda 9951 bfae4de46e81      2025 წლის 18 ივნისს შედგა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული აგრარული ინოვაცოების კომისიის სხდომა, რომელზეც მოხსენებით თემაზე: „ხეხილის პერსპექტიული ინტროდუცირებული და ადგილობრივი ჯიშების პომოლოგიური და აგრონომიული შესწავლის ასპექტების შესახებ“ გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი, სოფლის მეურნეობის დოქტორი ზვიად ბობოქაშვილი.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მეხილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნისთვის ყოველწლიურად 200 მლნ აშშ დოლარამდე მოცულობის ექსპორტს და შიდა მოხმარებისთვის 120 მლნ ლარამდე ღირებულების პროდუქციის წარმოებას.   თვალსაჩინოა მოცემული სექტორისადმი გაზრდილი ინტერესი, რაც აისახა როგორც ახალი თანამედროვე ტიპის ბაღების გაშენებაში, ასევე   წარმოების დივერსიფიცირებასა   და აგროტექნოლოგიური დონის ამაღლებაში.

მიუხედავად ამისა, ქართველი მეხილე მეურნეები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან. აუცილებელია კლიმატური ცვლილებების ფონზე ეკონომიკურად შემოსავლიანი, სტაბილური და კონკურენტუნარიანი მოსავლის მოყვანა შრომითი რესურსების პოტენციური შემცირების, მზარდი იმპორტის და ბაზარზე მიწოდება-მოხმარების ასინქრონული ციკლების პირობებში.93c0700d 5970 46d1 b492 76ffb7e4d89f

ხეხილის ბაღის გაშენების დროს ჯიშების არჩევაში მიღებული მცდარი გადაწყვეტილება, ხილის წარმოების ახალ თუ მოქმედ აგრობიზნესს გადაულახავი სირთულის   წინაშე აყენებს. აქედან გამომდინარე, ცნობილი აქსიომა, რომ „ჯიში წარმატების საფუძველია“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ჭეშმარიტებას.   საქართველოს მეხილე-ფერმერების გამოკითხვებიდან ჩანს, რომ ახალი   ჯიშების     შეფასება-ტესტირება   წარმოადგენს მეხილეობაში კვლევის პრიორიტეტს.  

უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში შეინიშნება ხეხილის ჯიშების სახელმწიფო სელექციური პროგრამების შემცირება-გაუქმება, რისი მიზეზივ ეკონომიკური და მარკეტინგული საკითხების გადაუწყვეტლობაა. შედეგად, სასელექციო პროგრამებმა გადაინაცვლა კერძო საინიციატივო სასელექციო კომპანიების ხელში, რომლებიც პროდუქტის რეალიზაციის მიზნით დაინტერესებული არიან ბრუნვაში მრავალი ჯიშის   გამოყენებით.

საქართველოს ხილის მწარმოებლებისთვის ხელმისაწვდომი ჯიშების სპექტრი გაზრდილია საზღვარგარეთის სასელექციო ორგანიზაციებისა და სანერგე მეურნეობების მხრიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამასთანავე იზრდება რისკებიც ქვეყნის კლიმატურ პირობებთან შემოტანილი ხეხილის გენოტიპების ადაპტაცია-ტოლერანტობის მიმართულებით.  შემოთავაზებული ჯიშები მათი გამოყვანის კონკრეტულ რეგიონში შესაძლოა ავლენდნენ მაღალ სასაქონლო თვისებებს, თუმცა მათი რეალური ქცევა საქართველოს   მეხილეობის მიზნობრივ რაიონებში მრავალ   კითხვის ნიშანს აჩენდეს. ამიტომ, ახალი ჯიშების შესწავლა აუცილებელია განხორციელდეს წინსწრებით, ვიდრე ქართველი მეხილე ფერმერებისთვის შეთავაზებული იქნება კონკრეტული ჯიში.

       8d70fb2a 1849 444e 8472 ed1c6d5ae549    საქართველოში ხეხილის ჯიშების შესწავლის კუთხით ძირითადი სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, სადაც ჩვენს ქვეყანაში ხეხილის ყველაზე დიდი კოლექციაა გაშენებული. იგი მოიცავს 14 ხეხილოვანი და კენკროვანი კულტურის 450-ზე მეტ ჯიშს, ფორმას დაიმუშს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯიშების აგრონომიული შესწავლის შედეგად, მეხილე-ფერმერებისთვის კონვენციური და ბიოორგანული ხილის წარმოების მიზნით შერჩეულია პერსპექტიული მაღალპროდუქტიული და კონკურენტუნარიანი ჯიშების ფართო სპექტრი.

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. მომხსენებელს შეკითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომისიის წევრებმა: ზ. ლოლაძემ, გ.ცოფურაშვილმა, გ.ჯავახიშვილმა, ნ.ხატიაშვილმა, ც.სამადაშვილმა, ო.თედორაძემ, ნ.ხოხაშვილმა, ა.დიდებულიძემ. მიღებული იქნა შესაბამისი დადგენილება.

17 ივნისი - გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღე

42ad90b0 c24a 4473 bd18 e9686922bd8b მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მცირე საკონფერენციო დარბაზში აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე: ნიადაგის როლი გვალვასთან ადაპტაციაში 

მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ; აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი გოგოლა მარგველაშვილი; ამავე განყოფილების სწავლული მდივანი, დოქტორი გიორგი ღამბაშიძე, აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი; აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე; საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირისა და საქმიანობის მთავარი სპეციალისტი, დოქტორი თინათინ ეპიტშვილი; კადრების ინსპექტორი ეკატერინე მიგრიაული; წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი. 839d3af2 9ca7 47b6 9869 994a082cd77d

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან აუდიტორიას შეახსენა გაუდაბნოებასთან და გვალვასთან ბრძოლის მსოფლიო დღის დაარსების ისტორია, მისი მნიშვნელობა. ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დღეს მიწების დეგრადაციასთან ბრძოლა გასცდა ერთი ქვეყნის პრობლემას და იგი გლობალური მასშტაბით უნდა იქნეს განხილული. ქალბატონი გოგოლა ასევე შეეხო საქართველოს ნიადაგების მდგომარებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებს, წარნმოადგინა მათი გაუმჯობესებისათვის გასატარებელი ღონისძიებები.  

           აკადემიკოსმა გ. მაგველაშვილმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა დედამიწაზე არსებულ უდაბნოებზე, მათ მნიშვნელობაზე. ყურადღება გაამახვილა უდაბნოს პირობებს ადაპტირებული ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებზე. აღნიშნა, რომ დედამიწაზე არსებობს განსაკუთრებული უდაბნოები, რომლებიც ტურისტების დიდ ინტერესს იწვევენ. მათ შორისაა: „ფაიფურის უდაბნო”, „იუნის უდაბნო,”„დანაკილის უდაბნო” და სხვ.

მრგვალ მაგიდაზე მოხსენებით: „ნიადაგის როლი გვალვასთან ადაპტაციაში“ მსმენელთა წინაშე წარსდგა დოქტორი გიორგი ღამბაშიძე. მან ხაზი გაუსვა ნიადაგის ორ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლებზეც დიდაა დამოკიდებული ნიადაგში ტენის შენარჩუნების ხარისხი. ესენია: ნიადაგის გრანულომეტრული შედგენილობა და ნიადაგის ორგანული ნივთიერებები. გრანულომეტრული შედგენილობის მიხედვით ნიადაგში გვხვდება: მსხვილი ქვიშა, საშუალო ქვიშა, წვრილი ქვიშა, ქვიშა თიხნარით, ქვიშიანი თიხნარი, წვრილქვიშიანი თიხნარი, თიხნარი, თიხნარი მტვრით, თიხნარი თიხით, მტვრიან-თიხიანი თიხნარი, ქვიშიან-თიხიანი თიხნარი, ქვიშიანი თიხა, მტვრიანი თიხა, თიხა. თითოეულ მათგანს ტენის შენარჩუნების განსხვავებული უნარი გააჩნია. ყველაზე მეტად ტენი ნარჩუნდება თიხნარ და ქვიშიან-თიხნარ თიხნარებში. აქ წყლის რაოდენობა ნიადაგის ზედა 30 სმ-იან ფენაში ვარირებს 43.75 - 62.5 ტ/ჰა-მდე. ყველაზე ნაკლებად ტენს ინარჩუნებს მსხვილ ქვიშიანი ნიადაგი - 10 - 18.75 ტ/ჰა. რაც შეეხება ნიადაგში ორგანული ნივთიერებების როლს მცენარისთვის ხელმისაწვდომი წყლის შეკავებასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ ნიადაგში ორგანული ნივთიერებების 1%-ით ამაღლებით შესაძლებელია 1 ჰა-ზე 0-30 სმ ფენაში წყლის მარაგის 53.4 ტ-ით გაზრდა, რაც ბოსტნეული კულტურების ნათესს 2 კვირით უზრუნველყოფს წყლით.

75314b5e 9e53 49d3 b64c f4444e915978დოქტორმა გ. ღამბაშიძემ თავის მოხსენებაში ასევე განიხილა საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ნიადაგებში ორგანული ნახშირბადის წლიური სეკვესტრირების პოტენციალი. ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელით სამგრელო გამოირჩეოდა, წლის განმავლობაში 1,6 ტ/ჰა. იგივე მაჩვენებლით ყველა რეგიონს ჩამორჩებოდა თბილისის მიდამოები 0,18 ტ/ჰა.

აღმოჩნდა, რომ ნიადაგის ტენიანობა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს მავნებელი ორგანიზმების გამრავლებაზე. ამ მხრივ საინტერესო ობიექტს წარმოადგენს იტალიური კალია, რომელსაც კვერცხების დასადებად ესაჭიროება 5%-ზე ნაკლები ტენის შემცველობის მშრალი ნიადაგი.

მრგვალ მაგიდაზე წარმოდგენილი მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დაისვა არაერთი შეკითხვა, რომელზეც მომხსენებლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გოგოლა მარგველაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის, ხოლო დოქტორ გ. ღამბაშიძეს წარმოდგენილი მოხსენებისათვის. თავის მხრივ მრგვალ მაგიდაზე დამსწრეებმაც მადლობა გადაუხადეს ქალბატონ გოგოლას უდაბნოებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციისათვის.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე

ერთიანი ჯანმრთელობა,  ერთიანი მომავალი - მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა

2025 ლის 11 ივნისს, თბილისში სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს სამუზეუმო დარბაზში გაიმართა სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - ‘’ ერთიანი ჯანმრთელობა, ერთიანი მომავალი - მეცნიერებაზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობა’’, რომელიც აღინიშნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე; სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი; გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი; FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი ჯუმბერ მარუაშვილი; სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი მარინა ღვინჯილია; სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსი ვასილ კვერნაძე; ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორი იონაშ ჰაგერი; დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში პაატა იმნაძე; სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის უფროსი მაია მეტრეველი; FAO-ს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტი დრაგო მაროევიჩი; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ზურაბ ცქიტიშვილი და ამავე აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე.  0550aa8a 7a13 4b68 babf f27533d77960

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ბატონებმა: რაიმუნდ იელემ, აპოლონ კაკაბაძემ, გიორგი იაკობაშვილმა, დიდიე ტღებიუკმა, (ვიდეო მიმართვა).

მისასალმებელი სიტყვების შემდგომ მოხსენებით: “სურსათის უვნებლობისა და კონტროლის სისტემების გაძლიერება: სტრატეგიული მიმოხილვა და შეფასება’’ გამოვიდა ბატონი ჯუმბერ მარუაშვილი, ხოლო სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მარინა ღვინჯილია აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: ლაბორატორიის როლი სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფასა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრევენციაში’’ -

გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: სინერგია უვნებელი სურსათის და ჯანმრთელი მომავლის უზრუნველსაყოფად’’. დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ბატონი ვასილ კვერნაძე, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება: ‘’სურსათის უვნებლობის სისტემის მდგრადობა ერთიანი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად’’; ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის კოორდინატორი იონაშ ჰაგერი აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით - ‘’ პესტიციდების მდგრადი გამოყენება’’; ბატონმა პაატა იმნაძემ ისაუბრა ‘’ სურსათთან ასოცირებული ზოგიერთი ინფექციის ეპიდსიტუაციაზე’’; ქალბატონმა მაია მეტრეველმა წარმოადგინა მოხსენება: ‘’ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო- კვლევითი ცენტრის ძალისხმევა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით რისკის შეფასების პროცესის გასაძლიერებლად’’; FAO-ს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ექსპერტის დრაგო მაროევიჩის მოხსენება ეხებოდა ‘’ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან გამკლავებას ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით; აკადემიკოს ზურაბ ცქიტიშვილის მოხსენების თემა გახლდათ: “რისკის ანალიზის კომპონენტების ურთიერთკავშირის კოორდინირება’’.

სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება შეაჯამა FAO-ს პოლიტიკის უფროსმა მრჩეველმა, ჯუმბერ მარუაშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას შეხვედრაში მონაწილეობისთვის.

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

656898b1 d636 41ca 8141 a450327ee53f  5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა.  თარიღი 1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა  კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.  მიზანი გახლდათ საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მოქალაქეების  ჩაბმა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში.

მიმდინარე წლის 6 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა.

მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, მთავარმა აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ალექსანდრე დიდებულიძემ, აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა მარინე ბარვენაშვილმა, განყოფილების სტიპენდიატმა: სოფლის მეურნეობის დოქტორმა დოქტორმა ზვიად ტიგინაშვილმა, ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორმა გიორგი ქავთარაძემ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, ბიოლოგიის დოქტორმა მედეა ბურჯანაძემ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა (ონ - ლაინ), ამავე სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ტყის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელმა პაპუნა კაპანაძემ, აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა ნატო კობახიძემ (ონ - ლაინ), სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსმა, სოფლის მეურნეობის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა  ნანა გოგინაშვილმა (ონ - ლაინ), WWF - ის რეგიონულმა (აჭარა) ექსპერტმა ზურაბ მანველიძემ (ონ - ლაინ), სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოზე მიყენებული ზიანის გამოსწორების ღონისძიებების დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროსმა, ბიოლოგიის დოქტორმა ხათუნა წიკლაურმა (ონ - ლაინ), აკადემიის აპარატის მუშაკებმა.

სხდომა გახსნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქვეყანაში გარემოს დასაცავად წარმოებული ღონისძიებების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით. ყურადღება გაამახვილა ამ მხრივ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაზე, რომელიც სკოლის მერხიდან უნდა დაიწყოს. შემდეგ სიტყვა გადაცა ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის დირექტორის მ/შ, სატყეო საქმის დოქტორს გიორგი ქავთარაძეს, რომელმაც წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „ევროპის ახალი (2030 წ.) სატყეო სტრატეგია და გამოწვევები საქართველოს სატყეო სექტორისათვის’’.

მომხსენებელმა დაწვრილებით მიმოიხილა ევროპის ახალი (2030 წ.) სატყეო სტრატეგიის ძირითადი ასპექტები და საქართველოს სატყეო სექტორის ძირითადი გამოწვევები. აღინიშნა, რომ ევროკავშირის დონეზე მიღებული სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მომავალი ათწლეულისთვის განსაზღვრავს სატყეო სექტორის განვითარების ძირითად მიზნებს და მიდგომებს არის ევროპის ახალი სატყეო სტრატეგია 2030[i], რომელის საბოლოო ვერსია დამტკიცებულ იქნა 2021 წლის 26 ივლისს. წარმოდგენილი სტრატეგია თავის მმხრივ ეთანხმება და აძლიერებს ევროპის ბიომრავალფეროვნების სტრატეგიით (2030) განსაზღვრულ მიზნებს და ზოგადად იზიარებს ევროპის მწვანე შეთანხმების (European Green Deal)[ii] სულისკვეთებას, სადაც ხაზგასმულია ტყეების მთავარი და მრავალფუნქციური დანიშნულების შესახებ 2050 წლისთვის ევროპაში მდგრადი და კლიმატ-ნეიტრალური ეკონომიკის განსავითარებლად.

ევროპის ახალი სატყეო სტრატეგია ასევე ჯდება ისეთი საერთაშორისო სტრატეგიული დოკუმენტის ხედვის ჩარჩოში, როგორიც არის გაეროს სატყეო სტრატეგიული გეგმა 2017-2030[iii].

სტრატეგია მოიცავს ღონისძიებებს: ტყის დაცვის და აღდგენის, მდგრადი მართვის გასაძლიერებლად, მონიტორინგის და დეცენტრალიზებული დაგეგმვის გაუმჯობესებისთვის, ტყის მდგრადი ეკოსისტემების უზრუნველსაყოფად და მრავალფუნქციური როლის შესასრულებლად. ევროპის კლიმატ-ნეიტრალური მომავლისათვის მდგრად მეტყევეობაზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის (Sustainable forest-based bioeconomy) მხარდასაჭერად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დოქტორ გ. ქავთარაძის მიერ განხილული იქნა თუ რა ახალ მოცემულობას ადგენს და გამოწვევებს ქმნის საერთაშორისო სტრატეგიული მიდგომები საქართველოს სატყეო სექტორისთვის ეროვნულ დონეზე.

ევროპის სატყეო სტრატეგიის მიზნებიდან გამომდინარე აუცილებელ საჭიროებად ჩაითვალა შემდეგი ამოცანების დასახვა და განხორციელება ეროვნულ დონეზე, როგორიცაა: საქართველოს ტყის რესურსების და ეკოსისტემური სერვისების შეფასება და ტყის არამერქნულ პროდუქტებზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; მდგრადი ბიოეკონომიკის განსავითარებლად დამატებითი ღირებულების ტყის პროდუქციის წარმოების და გადამუშავების ხელშეწყობა;

ტყის მდგრად მართვაზე დაფუძნებული ბიოეკონომიკის განვითარებისთვის შესაბამისი უნარების და ცოდნის გაღრმავება; ბიოენერგეტიკისთვის მერქნული რესურსის მდგრადი გამოყენება; ბიომრავალფეროვანი ტყეების სიჯანსაღის და სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება კლიმატის ცვლილების მიმართ ტყეების ადაპტაციის უნარისა და გამძლეობის ამაღლებისთვის; ტყის ბიომრავალფეროვნების შემცირების პროცესის შენელება, მდგრადი და მრავალფუნქციური ტყის ეკოსისტემების უზრუნველყოფა და სხვ.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატყეო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევზე - სატყეო სექტორის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის - სტრატეგიის და მოქმედებათა გეგმის არ არსებობაზე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ერთი მხრივ სექტორის განვითარების სტრატეგიული მიზნები, მეორე მხრივ ის ამოცანები, რომელიც უნდა შესრულდეს ამ მიზნების მისაღწევად. ამასთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ საქართველოს სატყეო სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას და დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს ცენტრალიზებული მართვის სისტემის არსებობა[1]. შესაბამისად საჭიროა მართვის დეცენტრალიზაციის პოლიტიკის გატარება, რომელიც მიღწეულ უნდა იქნეს მუნიციპალიტეტებისთვის ტყეების გადაცემით პირველ ეტაპზე დელეგირების უფლებით, რაც იმას გულისხმობს, რომ სახელმწიფო მუნიციპალიტეტებს მართვის უფლებით გადასცემს ტყეებს, თუმცა ინარჩუნებს კონტროლის და მონიტორინგის უფლებამოსილებას.

მრგვალი მაგიდის ბოლოს გაიმართა დისკუსია კითხვა - პასუხის რეჟიმში.

მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს - მდივანმა, აკადემიკოსმა ლაშა დოლიძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისათვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებთან დაკავშირებულ აქტუალური საკითხების განხილვა-გადაწყვეტას.

ქვეკატეგორიები

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com