2019 წლის 11 თებერვალს, ისტორიაში მეორედ აღინიშნა მეცნიერ ქალთა დღე. 2015 წლის დეკემბერში, გაეროს გენერალურმაასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა. ამ დღეს, გაერო მსოფლიოს სახელმწიფოებს, ყველა ადამიანს და ორგანიზაციას მოუწოდებს, მეცნიერებასა და განათლებაში ხელი შეუწყონ ქალების თანასწორ განვითარებას. გაერო იმედოვნებს, რომ მეცნიერებაში სქესთა შორის განსხვავება აღმოიფხვრება და იგი ახალგაზრდა ქალებისთვის მეტად ხელმისაწვდომი გახდება.
2019 წლის 11 თებერვალს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მეცნიერ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეხვედრა მოუწყო საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა ქალ მეცნიერებს, რომლებსაც აგრარული მიმართულებით გარკვეული სამეცნიერო წარმატებები აქვთ და მოღვაწეობენ საქართველოს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.
შეხვედრა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გივი ჯაფარიძემ, რომელმაც საზოგადოებას მოახსენა გაეროს მიერ დაწესებული მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის მნიშვნელობა, ქალი მეცნიერების ღვაწლზე მსოფლიო სამეცნიერო ცხოვრებაში და განსაკუთრებით საქართველოში მოღვაწე ქალ მეცნიერებზე, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ სამეცნიერო საქმიანობაში და განსაკუთრებით აგრარული მიმართულებების დარგებში. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქალი მეცნიერების სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას, მათ ინტეგრაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოსთან, განუმარტა სამომავლო პერსპექტივები, შესთავაზა ურთიერთ თანამშრომლობა და აღუთქვა მათ აკადემიის მზაობა სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტაში.
შეხვედრაზე აკად. გ. ჯაფარიძემ „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით აკადემიის საპატიო სიგელით დააჯილდოვა საქართველოში აგრარული მიმართულებით მოღვაწე ქალი მეცნიერები:
1. გოგინაშვილი ნანა - სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურის უფროსი;
2. წყარუაშვილი ზოია - აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის მკვლევარი;
3. კაციტაძე ეკატერინე - ტექნიკის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვისა და გადამუშავების კვლევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
4. მახარობლიძე მაკა - სოფლის მეურნეობის დოქტორი;
5. ხოსიტაშვილი მარიამი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე;
6. გეგუჩაძე ირმა - სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ვეტერინარიის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
7. დამენია ნინო - ბიზნესის მართვის დოქტორი, საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ბიზნესის, კომპიუტინგისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოადგილე;
8. კინწურაშვილი ქეთევანი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, ქუთაისის აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი;
9. დავითაშვილი ბელა - მეცხოველეობის დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი ლაბორანტი;
10. შელია იამზე - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის მთავარი ანალიტიკოსი;
11. აფციაური გულნარა - თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიის მთავარი ანალიტიკოსი;
12. ღვალაძე ლალი - ბიოლოგიის დოქტორი, შპს “მულტიტესტის” ლაბორატორიის მიკრობიოლოგი;
13. კალანდია ერნა - სოფლის მეურნეობის დოქტორი, სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის მეცხოველეობის პროდუქტების კვლევის მთავარი სპეციალისტი;
14. თანანაშვილი მთვარისა - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
15. ამირანაშვილი ლია - ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
16. კოპალიანი ნატალია - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
17. ხარაიშვილი ოლღა - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
18. კუპრავიშვილი მაია - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
19. ბაიდაური ლალი - სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
20. ბაიდაური დალი - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
21. მებონია ნინო - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
22. ცქიტიშვილი ეკა - ბიოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
23. კილაძე მაია - საინჟინრო მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
24. ლომიშვილი მაია - აგროინჟინერიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
25. სანაია ეკატერინე - ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
26. მაჭავარიანი ნათია - სოფლის მეურნეობის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
27. კიკაბიძე მაია - ტექნიკის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მადლობის სიგელით დაჯილდოვდა დარეჯან დუღაშვილი - ქიმიის დოქტორი გ. ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.


2019 წლი
2019 

პრეზენტაციაზე განხილული იქნა აგრეთვე აკადემიის ინიციატივა, რათა აჭარაში განხორციელდეს სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი ძირძველი დარგის - მეაბრეშუმეობის აღორძინება და განვითარება. აღნიშნული ინიციატივა უკვე 2018 წელს დაიწყო და განხორციელდა საინისტროს აგროსერვის ცენტრის გვარას ექსპერიმენტულ მეურნეობაში, სადაც ჩატარდა თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვება თანამედროვე ტექნოლოგიებისა და შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენებით და ნედლი პარკიდან აბრეშუმის ძაფის ამოხვევა, რაც აჭარის ფერმერულ მეურნეობებში მეაბრეშუმეობის აღდგენის დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს.

მომხსენებლებმა უპასუხეს დამსწე საზოგადოების შეკითხვებს. მრგვალ მაგიდაზე მოხსენებების ირგვლივ გაიმართა დისკუსია და აზრთა გაზიარება. გამოსვლებში მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოსებმა ნოდარ ჭითანავამ, ჯემალ კაციტაძემ, ალექსანდრე დიდებულიძემ, ელგუჯა შაფაქიძემ, არჩილ ვაშაკიძემ, ჯემალ გუგუშვილმა, ზაურ ჩანქსელიანმა, თენგიზ ყურაშვილმა, პროფ. მარინა გიორგობიანმა, პროფ. ა. მესხიშვილმა, შპს „ლომთაგორას“ დამფუძნებელმა, დოქტ. კ. ლაშხმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება გამოიჩინოს მეცნიერების მიმართ, რათა მათ სულყოფილად ითანამშრომლონ სოფლის მეურნეობის დარგების წარმატებული პროექტების განხორციელებაში.
გაეროს
კონფერენციაზე ძალზე საინტერესო სამეცნიერო მოხსენებები და პრეზენტაციები წარმოადგინეს აკად. გ. მარგველაშვილმა, აკად. თენგიზ ყურაშვილმა, აკად. ზ. ჩანქსელიანმა, დოქტ. გიორგი ღამბაშიძემ და დოქტ. გიზო გოგიჩაიშვილმა (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი), პროფ. როზა ლორთქიფანიძემ (ა. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი), პროფ. გ. გაგოშიძემ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), დოქტ. რ. ლოლიშვილმა (სსმმ აკადემია). კონფერენციის ირგვლივ გამართულ კამათში მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მონაწილე მეცნიერებმა, მაგისტრებმა და დოქტორანტებმა.
2018 წლის 22-23 ნოემბერს იტალიის ქალაქ ფლორენციაში გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის ვიცე-პრეზიდენტად არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ალექსიძე.
2001 წელს „იუნესკოს“ მიერ დაფუძნებული მეცნიერების მსოფლიო დღე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიო მასშტაბით. ეს დღე დაარსდა მეცნიერების მსოფლიო კონფერენციის შედეგად, რომელიც ასევე „იუნესკოს“ ეგიდით ჩატარდა ქ. ბუდაბეშტში (უნგრეთი) 1999 წელს მეცნიერების საერთაშორისო კავშირის მიერ. ამ თარიღის აღნიშვნა ემსახურება იმ მიზანს, რომ გააცნოს საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერების როლის აუცილებლობა ქვეყნებში და საერთოდ მსოფლიოში, ეკონომიკური ზრდის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმენ აკადემიკოსები თამაზ კუნჭულია, გოგოლა მარგველაშვილი, ომარ ქეშელაშვილი, ელგუჯა შაფაქიძე, რომლებმაც აღნიშნეს მსოფლიო სამეცნიერო წრეების და მათ შორის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის დამსახურება და სამეცნიერო წარმატებები აგრარული სფეროს სხვადასხვა დარგებში.




მომხსენებლებმა აღნიშნეს აკადემიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა, როგორც ეროვნულ