საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

ინფორმაცია
პოლონელი მეცნიერები
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 

2013 წლის 13 დეკემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკად. გურამ ალექსიძემ სტუმრად მიიღო ქ. პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის პროფესორები გჟეგოჟ რონჩკა და დამიან სუგიერო. დოქტორი, პროფესორი გჟეგოჟ რონჩკა მოღვაწეობს ამავე ფაკულტეტის სატყეო მენეჯმენტის კათედრის გამგედ, ხოლო დოქტ. დამიან სუგეირო კი - კათედრის პროფესორად. პოლონელ სტუმრებს ასისტენტობას უწევდნენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტის კურსდამთავრებულები ლევან ჩოფლიანი და ვალერიან ღუღუნიშვილი, რომლებმაც წარმატებით დაამთავრეს პოზნანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის მაგისტრატურის სრული კურსი სატყეო მენეჯმენტის სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ პროფესორ გჟეგოჟ რონჩკას ჰქონდა უნივერსიტეტის რექტორის რწმუნება და საუბრობდა პოზნანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის სახელით და სურვილი გამოთქვა აქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან სამეცნიერო და საგანმანათლებლო ურთიერთ თანამშრომლობის შესახებ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან სტუმრებთან სამომავლო გეგმებზე აკად. გურამ ალექსიძესთან ერთად ისაუბრეს სსმმ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა აკად. გივი ჯაფარიძემ, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილემ, აკადემიის წ/კ ომარ ბედიამ, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსმა, აკადემიის წ/კ ელგუჯა შაფაქიძემ, აკადემიის სწავლულმა მდივანმა, აკადემიურმა დოქტორმა ანატოლი გიორგაძემ და სსმმ აკადემიის სატყეო მიმართულების ეროვნულმა კოორდინატორმა, ს.მ. მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა გიორგი გაგოშიძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად მომზადდება ქ. პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელზედაც ხელის მოწერა განხორციელდება ორ უწყებას შორის დელეგაციების გაცვლის დროს 2014 წლის დასაწყისში.

img 1პოლონეთის დელეგაციის შეხვედრა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მარჯვნიდან: პროფ. გ. გაგოშიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, პროფ. გჟეგოჟ რონჩკა, პროფ. დამიან სუგიერო, მაგისტრი ლ. ჩოფლიანი.

img 2პოლონეთის დელეგაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. მარჯვნიდან: პროფ. გ. გაგოშიძე, აკად. გ. ჯაფარიძე, აკად. წ/კ ე. შაფაქიძე, აკად. გ. ალექსიძე, პროფ. გჟეგოჟ რონჩკა, პროფ. დამიან სუგიერო, მაგისტრი ვ. ღუღუნიშვილი, მაგისტრი ლ. ჩოფლიანი.

ინფორმაცია
ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აგრარული კვლევების კოორდინაციის სამეთვალყურეო საბჭოს მე-14 სხდომა
(აზერბაიჯანი, ქ. ბაქო, 2013 წლის 04-05 დეკემბერი).

    მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს ქ. ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების აგრარული კვლევების კოორდინაციის სამეთვალყურეო საბჭოს მე-16 სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს წარმომადგენლებმა. საქართველოდან მუშაობაში მონაწილეობა მიიღო აკადემიკოსმა გ. ალექსიძემ (სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, სსმმ აკადემიის პრეზიდენტი), პროფ. დ. ბედოშვილმა (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), ა. გულბანმა (IჩAღDA-ს წარმომადგენელმა საქართველოში), აკადემიურმა დოქტორმა კ. ლაშხმა (ფირმა ,,ლომთაგორა”, საქართველო).

     თათბირზე განხილული იქნა ,,სიჯიარის” სისტემის კვლევითი ცენტრების და ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთობლივი პროექტის მიმდინარეობა. ხაზი გაესვა იმ წარმატებულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდება აღნიშნულ ქვეყნებში. მოხსენებებით გამოვიდნენ დოქტორი კამილ შიდადი (IჩAღDA-ს გენერალური დირექტორის მოადგილე საერთაშორისო ურთიერთობის დარგში), დოქტორი მარტინ ვან გინკელი (IჩAღDA-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში), დოქტორი ჯოზეფ ტუროკი (IჩAღDA-ს რეგიონალური კოორდინატორი), აგრეთვე საბჭოში შემავალი ყველა ქვეყნის აგრარული მეცნიერების ხელმძღვანელი. საქართველოდან მოხსენებით გამოვიდა აკად. გურამ ალექსიძე, რომელმაც ილაპარაკა იმ წარმატებაზე, რაც მიღწეული იქნა ბოლო წლებში IჩAღDA-ს ერთობლივი თანამშრომლობით; კერძოდ ხორბლის, სიმინდის, მუხუდოს, კარტოფილის ახალი ჯიშების გამოცდით და მათი რეგისტრაციით, აგრეთვე თანამედროვე დონის მცენარეთა გენბანკის შექმნით საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში, ასევე ვაზის და ხეხილის კოლექციის შექმნით ფირმა ,,აგრო-ქართუს” მიერ, სადაც თავმოყრილია ,,ინ-სიტუ” კოლექციებში საქართველოში გავრცელებული ვაზის და ხეხილის ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშები. თათბირზე გადაწყდა, რომ შემდეგი ასეთივე თათბირი გაიმართება მომავალ წელს ტაჯიკეთში.

img1თათბირის მონაწილეები საქართველოდან – აკად. გ. ალექსიძე, ა. გულბანი, კ. ლაშხი.

img1თათბირის მონაწილეთა ერთი ჯგუფი; პირველ რიგში მარჯვნიდან მეორე – აკად. გურამ ალექსიძე.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

2013 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, სრულმა პროფესორმა გიორგი ღავთაძემ.

სსმმ აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთ საინტერესო ღონისძიებებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე. სსმმ აკადემიამ და უნივერსიტეტმა შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ ურთიერთდახმარებას აგრარული სფეროს აქტუალური პრობლემების საკითხების გადაწყვეტაში, სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებაში, ტრეინინგების და კონფერენციების ჩატარებას ახალგაზრდა მეცნიერების, დოქტორანტების და მაგისტრების მონაწილეობით;

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გამოცდილების გაზიარება აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში;

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ერთობლივი სამეცნიერო სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება თბილისსა და ქუთაისში; განსაზღვრულია მხარეების ერთობლივი მონაწილეობა აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში; ხელი უნდა შეეწყოს მეცნიერთა, პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა მეცნიერთა საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებში მივლინებას. თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აგრარულ სფეროში აქტუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის ერთობლივი შემოქმედებით ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის ორგანიზება.

ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

2საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აწერენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე და აწსუ-ს რექტორი, სრ. პროფესორი გიორგი ღავთაძე

3საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელის მოწერის პროცედურა.

ინფორმაცია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასა და

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის შესახებ.

2013 წლის 05 დეკემბერს ქ. ბათუმში ხელი მოეწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიე­რებათა აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსმმ აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გურამ ალექსიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.

სსმმ აკადემიასა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის თანამშრომლობა დაეფუძნება მეცნიერების და განათლების სფეროში ურთიერთ საინტერესო ღონისძიებებს. აღნიშნული თანამშრომლობა განხორციელდება საერთო ინტერესებისა და თანაბარი ურთიერთობის საფუძველზე. სსმმ აკადემიამ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეთანხმების საფუძველზე ხელი უნდა შეუწყონ სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებების (კოოპერატივების) ჩამოყალიბებას და შემდგომი ფუნქციონირების ღონისძიებების შემუშავებას.

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აჭარაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების დარგობრივი სტრუქტურების ოპტიმიზაცია ბუნებრივ-კლიმატური, რელიეფური, ზონალური და გეოგრაფიული გარემოებების გათვალისწინებით.

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს მეციტრუსების და მეჩაიეობის დარგებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსავლიანობისა და ხარისხის ამაღლების პრობლემების გადაჭრის მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციების დამუშავება;

თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე უნდა დამუშავდეს მეცხოველეობისა და მიწათმოქმედების დარგების განვითარებისათვის ალპური ზონის ეფექტური გამოყენების მეციერულად დასაბუთებული რეკომენდაციები;

თანამშრომლობის საფუძველზე Uუნდა დამუშავდეს მეცნიერულად დასაბუთებული პროგრამები და პროექტები ქვეყნის ბიუჯეტის, შიგა და გარე ინვესტიციების, სხვადასხვა წყაროების რესურსების ფართოდ მოზიდვისათვის.

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს გამოცდილების გაზიარება აგრარული მიმართულებების თანამედროვე მეთოდების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში;

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება თბილისსა და ბათუმში; განსაზღვრულია მხარეების ერთობლივი მონაწილეობა აგრარული მიმართულების პროექტებსა და პროგრამებში; ხელი უნდა შეეწყოს მეცნიერთა და სოფლის მეურნეობის დარგებში დასაქმებული ფერმერების და პრაქტიკოსი თანამშრომელების საზღვარგარეთის მოწინავე სამეცნიერო და აგრარული მიმართულების საწარმოებში მივლინებას.

თანამშრომლობის საფუძველზე უნდა განხორციელდეს აგრარულ სფეროში აქტუალური პრობლემების გადაწყვეტისათვის ერთობლივი შემოქმედებით ჯგუფების ჩამოყალიბება და მათი მუშაობის ორგანიზება.

ორივე მხარე ვალდებულებას იღებს ხელი შეუწყონ აჭარის რეგიონის აგრარულ სფეროში პროექტებისა და პროგრამების რეკლამირებას და შემდგომში მათი დანერგვის საკითხების მიმდინარეობას.

სამეცნიერო -პრაქტიკული კონფერენცია ქუთაისში

„აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“

2013 წლის 28,29 და 30 ნოემბერს ქ. ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების კომერციალიზაცია“. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს აგრარიკოს მეცნიერთა კვლევის შედეგების წარმოჩინება და გააცნობა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდების და ბიზნეს წრეებისათვის, მათი კვლევის შედეგების შემდგომი დაფინანსებისათვის, ინვესტიციის, საერთაშორისო, თუ ადგილობრივ ბაზარზე ინტეგრაციისათვის, საავტორო უფლებების სრული დაცვის გარანტიით.

აგრარიკოს მეცნიერებს საშუალება მიეცათ მოეწყოთ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილი წარმატებული, როგორც დაფინანსებული, ისე დაუფინანსებელი პროექტების სამეცნიერო შედეგების პრეზენტაცია მათი კომერციალიზაციის მიზნით.

კონფერენციის მიმართულებები იყო: აგრონომია; მცენარეთა დაცვა; სელექცია, გენეტიკა; ნიადაგმთცოდნეობა; ზოოტექნიკა; სატყეო მეურნეობა; ვეტერინარია; სოფლის მეურნეობის მექანიზაცია, ელექტროფიკაცია; სასოფლო პროდუქტების ტექნოლოგია და უსაფრთხოება; აგრობიოტექნოლოგია; სასოფლო–სამეურნეო მელიორაცია;

კონფერენციის ორგანიზატორი იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის აეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. საკონფერენციო გრანტის პროექტის ჩF-41/10–150/13– ის ხელმძღვანელი – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი გულნარა ღვალაძე. კონფერენციას უძღვებოდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე პროფ. რ. კოპალიანი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და თელავის უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალურმა საკონსულტაციო ცენტრებმა და სხვა.

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო მინისტრის მიადგილემ ბატონმა თამაზ მარსაგიშვილმა; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ჯ. ჯაციტაძე, აკად. ვ. ცანავა, აკადემიის წ/კორესპონდენტი ე. შაფაქიძე, აკადემიის წ/კორესპონდენტი რ. ჯაბნიძე, სწავლული მდივანი აკად. დოქტ. ა. გიორგაძე.

კონფერენციის შედეგები აისახა რეზოლუციის პროექტში, სადაც აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციების მოეწყობა მეტად საშური და აუცილებელი ღონისძიებაა, რათა ბევრ სასარგებლო და პრაქტიკულ პროექტს მიეცემა გარკვეული დანერგვის მიმართულება სპონსორების, ბიზნესმენების, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრების საშუალებით და ისინი ხელმისაწვდომი გახდებიან პრაქტიკოსი მეურნეებისათვის და პირველ რიგში ფერმერებისათვის.

01კონფერენციის მიმდინარეობა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პროფ. თამაზ მარსაგიშვილი და სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე.

01კონფერენციის სხდომათა დარბაზი. მარჯვნიდან: სსმმ აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე, სსმმ აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ს. ბერიძე.

01კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი. მარცხნიდან: სსმმ აკადემიის წ/კ ე. შაფაქიძე, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. გ. ალექსიძე, აკად. ვ. ცანავა, პროფ. რ. კოპალიანი, პროფ. გ. ღვალაძე, პროფ. ქ. კინწურაშვილი, აკად. ჯ. კაციტაძე, პროფ. ზ. მიქელაძე.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

23 ივლისი 2019
ივლისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : conference.gaas@yahoo.com; gaasgeorgia@gmail.com