|
#რიგზე
|
ღონისძიებების დასახელება
|
ღონისძიებების მოკლე ანოტაცია
|
Gგამოსაყენებლად რეკომენდებული რაიონები
|
|
1
|
2
|
3
|
4
|
|
1.1.
|
ქერის ახალი ჯიში
“ზეს 5”
|
ქერის ახალი ჯიში “ზეს 5” მიღებულია საშემოდგომო ქერის ჯიში “ყაზბეგი 1”-დან გამა დასხივებით. ჰექტარზე საშუალოდ იძლევა 5,7 ტ/ჰა-ს.
|
აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის.
|
|
1.2.
|
საშემოდგომო ხორბლის მოსავლის პროგნოზი
|
საშემოდგომო ხორბლის ვეგეტაციის პერიოდში (მარტი-ივნისი) შექმნილი აგრომეტეოროლოგიური პირობების მოსავლის ოდენობაზე გავლენის შესწავლის საფუძველზე მიღებულია პროგნოსტიკული მეთოდი _ “ამინდი და ხორბლის მოსავალი”.
|
საქართველოს ყველა
რაიონებისათვის.
|
|
1.3.
|
საშემოდგომო ქერისა და სიმინდის აზოტით კვების ოპტიმიზაცია შავმიწა ნიადაგზე.
|
გარე კახეთის ზეგანის შავმიწა ნიადაგზე და ანალოგიურ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში საშემოდგომო ქერის (ჯიში ,,ძველ-თესლი”) და სიმინდის (ჯიში ,,აჯამეთის თეთრი”) მოყვანისას რეკომენდებულია აზოტიანი სასუქების დიფერენცირებული შეტანა ფოსფორით ნიადაგის უზრუნველყოფის დონის გათვალისწინებით. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - ყოველ დახარჯულ 1 ლარზე უკუგება იქნება 3-6 ლარი; Aარ დაბინძურდება გარემო.
|
გარდაბნის რაიონი.
|
|
1.4.
|
სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი – 1” გამოყვანილი იქნა ქართული ხაზ “აბაშური ყვითელი 30”-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზ “მო-17”- თან, რომელიც დაარეგისტრირა საქპატენტმა 2012 წელს.
|
სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი 1” გამოყვანილია ქართულ ხაზ “აბაშური ყვითელი 30”-ის (მდედრობითი) და ამერიკულ ხაზ “მო-17”-ის (მამრობითი) ურთიერთშეჯვარებით. ორივე ხაზი წლების განმავლობაში ისწავლებოდა, როგორც სამეურნეო, ისე ბიოლოგიური ფიზიოლოგიური და გენეტიკური თვისებების მიხედვით. ასევე იცდებოდა წლების განმავლობაში ჰიბრიდი საკონკურსო გამოცდაში, სადაც მან აჯობა სტანდარტ “ენგურს” 12 ტ/ჰა მარცვალში
|
ჰიბრიდი წილკანი 1 არის უნივერსა-ლური მიმართულების, როგორც სასურსათო, ისე სამარცვლედ და საფურაJედ. რეკო-მენდებულია როგორც აღმოსა-ვლეთY, ისე დასავლეთ საქართვე-ლოს სიმინდის მთესველი რაიო-ნებისათვის.
|
|
1.5.
|
მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი 2” გამოყვანილია ქართული ხაზი “კრ – 44”-ის (მდედრობითი) და ამერიკული ხაზი “ბი-73” (მამრობითი) ურთიერთშეჯვარებით, რომელიც დარეგისტრირებულია საქპატენტის მიერ 2012 წელს.
|
სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი 2” გამოყვანილია ადგილობრივი ხაზის ქართული “კრუგი 44”-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზ “ბი-73”-თან. ამ ორი ხაზის შეჯვარებით გამოყვანილი იქნა ჰიბრიდი “წილკანი 2”, რომელმაც წლების განმავლობაში საკონკურსო ჯიშთაგამოცდის შედეგად აჯობა სტანდარტ “ენგურს საშუალოდ 1.0 ტ/ჰა მარცვალში
|
ჰიბრიდი “წილკანი 2” არის სამარცვლე მიმართულების, ის რეკომენდებულია აღმოსავლეთYსაქა-რთველოს როგორც სარწყავ, ისე ურწყავ რაიონებისათვის 2013 წელს დამზადებულია მისი 1 თაობის თესლი, 1 ტ. რომელიც შეიძლება დაითესოს რეკომენდებულ რაიონებში 50 ჰა-ზე.
|
|
1.6.
|
სიმინდის სინთეთიკური ჰიბრიდი “ბექა” გამოყვანილია ნარინჯისფერი კაJა, კბილა და ნახევრად კბილა ადგილობრივი და უცხო-ური სიმინდის ფორმების ურთიერთშეჯვარებით. დაპატენტებულია საქპატენტის მიერ 2012 წელს.
|
სიმინდის სინთეთიკური ჰიბრიდი “ბექა” და მისი მშობლიური ჯიშები ისწავლებოდა წლების განმავლობაში სამეურნეო, ბიოლოგიური, ფიზიოლოგიური და გენეტიკური ნიშნების მიხედვით, მათ შორის ახლად გამოყვანილი ჰიბრიდი “ბექა” ისწავლებოდა წლების განმავლობაში საკონკურსო გამოცდაში და მან სტანდარტ ჰიბრიდ “ქართულ 9”-ს აჯობა საშუალოდ 1,0 ტ/ჰა-ზე მარცვალში.
|
ჰიბრიდი “ბექა” რეკომენდებულია სამარცვლედ საქართველოს სიმინდის მთესველი ყველა რაიონისათვის; 2013 დამზადებულია ჰიბრიდული თესლი 0,5 ტ, რომელიც შეიძლება დაითესოს საწარმოო პირობებში 25 ჰა-ზე.
|
|
1.7.
|
საქართველოს პირობებში წიწიბურას სამჯერადი მოყვანა
|
წიწიბურა წარმოადგენს მოკლე ვეგეტაციის მქონე მცენარეს. საქართველოს .გარკვეულ ეკოლოგიურ პირობებში შესაძლებელია მისი სამჯერადი მოყვანა. ფუტკრის დამტვერვის შემთხვევაში 1 ჰა-ზე წიწიბურას მარცვლის მოსავალი იზრდება 2-2,5 ცენტნერით.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის
|
|
1.8.
|
დასეტყვილი ვენახის დაჩქარებული აღდგენისა და მოვლის ფოტოტექნიკური ღონისძიებები
|
რეკომენდაცია შემუშავებული და გამოყენებული იქნა გურჯაანის (კახეთი) რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, 150 ჰა-ზე 2012 წლის 29 ივლისს მოსულ ძლიერ დასეტყვილ ვენახში. გასხვლისას გამოყენებული იქნა ძლიერ დაზიანებული რქების ბაზალური ზონის (1-3 კვირტი) ნაწილობრივ გადარჩენილი კვირტები; შედეგად ყოველ ჰა-ზე საშუალოდ მიღებული იქნა 3,5-4,0 ტონაზე მეტი ყურძენი, მაშინ როდესაც მეზობლად მდებარე ვენახებიდან ჩვეულებრივი გასხვლის შედეგად მოსავალი უმნიშვნელო რაოდენობით ან საერთოდ არ იქნა მიღებული. რეკომენდებული წესით გასხვლის შედეგად ვაზის ფორმა სრულყოფილად იქნა აღდგენილი.
|
მევენახეობის ყველა რაიონში
|
|
1.9.
|
გაზაფხულის წაყინვებისაგან დაზიანებული ვაზის მოვლა
|
2014 წლის ადრე (აპრილის II ნახევარი) გაზაფხულზე წაყინვების შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა გურია-სამეგრელოს და აჭარის ვენახების დიდი ნაწილი. დაზიანდა გაყივებული კვირტები და ნორჩი, მოზარდი ყლორტები. მოცემულ ფაზაში ვაზის გასხვლა მიზანშეწონილი არ იყო. შემუშავდა რეკომენდაცია: გასხვლის აუცილებლობა გადაწყდეს წაყინვების გავლიდან 10-15 დღის შემდეგ; გასხვლას წინ უნდა უძღოდეს დაზიანების ხასიათი და ხარისხი: თუU მთლიანად დაზიანებულია ძირითადი მოსავლიანი კვირტები და ყლორტები, შემცვლელი კვირტებიც, მაშინ
I შემთხვევა: რეკომენდებულია ყველა დაზიანებული რქის ბაზისთან მოჭრა (გასხვლა). მეორადი ყლორტები განვითარდებიან მძინარე კვირტებიდან შტამბისა და მხრის ნაწილებიდან, რომლებიც ზოგჯერ მოსავლიანია. ყურადღება უნდა გამახვილდეს მეორადი (ამონაყარი) ყლორტების დანორმებაზე, მათ გადაადგილებაზე, ვაზის ფორმის აღსადგენად; ამ სახის დაზიანებას თითქმის ადგილი არ ჰქონია.
II შემთხვევა: - დაზიანებულია მხოლოდ პირველადი ნაზარდი-ყლორტი. ამ შემთხვევაში გასხვლა რეკომენდებული არ არის; უნდა დავეყრდნოთ შემცვლელი და მარტივი კვირტებიდან განვითარებულ ყლორტებს, რომლებიც ნაწილობრივ მოსავლიანია.
III შემთხვევა: დაზიანება სუსტია, მხოლოდ ფოთლის კიდურებია დაზიანებული; ყლორტები განაგრძობენ ზრდას; უნდა გაგრძელდეს მოვლის ღონისძიებები. რეკომენდაცია მიეცა ფიტოტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას: შტამბის ამაღლება, გვიან გასხვლა და გვიან შეყელვა და სხვ.
|
გურია-სამეგრელო, აჭარის, ქვემო იმერეთის რაიონებში
|
|
1.10.
|
13. წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ახალი ჯიში `გორის წითელი~
|
ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდია (240-650გ); მარცვალი საკმაოდ წვნიანია (წვენის გამოსავლიანობა 76%), სასიამოვნო, ტკბილი, მცირე მომJავო გემოთი. რბილობი ღია მწვანეა; წვენი ღია წითელი-ლალისფერია. გორში მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში და შაქრიანობა აღწევს 26%-ს, მJავიანობა 6,5 გ/დმ3. უხვმოსავლიანია. იძლევა საუკეთესო მასალას ხარისხოვანი ვარდისფერი სამარკო (შამპანური) ღვინის დასამზადებლად.
|
რეკომენდებულია კახეთს, შიდა და ქვემო ქართლის მევენახეობის ზონებში
გასაშენებლად.
|
|
1.11.
|
ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგია
|
ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგია ითვალისწინებს ვაზის სამწლიან და შემდგომ პერიოდებს, უახლესი პრეპარატებისა და მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
|
რეკომენდებულია საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონში.
|
|
1.12.
|
ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედების მოწყობა
|
ვირუსებისა და ვირუსებისმაგვარი დაავადებების გადამტანებისაგან (ნემატოდები და ა.შ.) თავისუფალ იზოლირებულ ტერიტორიაზე გაშენება: ვაზის უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედე; სანამყენეთა საბაზისო სადედები _ ვირუსებზე ტესტირებული სანამყენე მასალით და უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეებით წარმოებული მწვანე ვეგეტირებული სანამყენე ნერგით; საფუძველი ჩაეყრება სერტიფიცირებული ნერგის წარმოებას.
|
რეკომენდებულია საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონში.
|
|
1.13.
|
ატმის ახალი ჯიში `ვახტანგური~
|
ნაყოფი მსხვილია (73 х 66 х 65 მმ); საშ. 150-180გ, ხშირია მეტი მასის. კანი შებუსულია; ღია ყვითელია მზის მხარეზე ლამაზი წითელი ლაქებით. რბილობი კრემისფერია; მკვრივი კონსისტენციის, სახრავია, ნაკლებად წვნიანი. გემრიელია, შაქრიანობა 10,2%, მJავიანობა 0.63 გ/დმ3, კურკა 5%-ია. მწიფდება “ხიდისთავის ყვითელ საგვიანოზე” უფრო გვიან -ოქტომბრის მეორე ნახევარში. უხვმოსავლიანი სასუფრე-საკომპოტე ჯიშია. ბაზარზე მაღალი მოთხოვნადი და უკონკურენტოა.
|
რეკომენდებულია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის ატმის წარმოების ზონებში გასაშენებლად.
|
|
1.14.
|
ციტრანJი F3-ის (ფორთოხალიX
ტრიფოლიატა) ნერგების წარმოება
|
ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით 40 ტ/ჰა. ყინვაგამძლეა – 1500ჩ. მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. გამოიყენება მატონიზირებელი სასმელების დასამზადებლად.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.
|
|
1.15.
|
ციტრუსოვანთა დაკნინებული ბაღების აღდგენის აგროტექნიკური ღონისძიებების სისტემა
|
ღონისძიება ითვალისწინებს: ბაღების დაკნინების მიზეზების გამოვლენას, მცენარეებზე მექანიკურად დაზიანებული ღერო ტოტების მოცილებას, შტამბის სპეციალური მალამოთი დამუშავებას. ორგანული და მინერალური კვების მოწესრიგებას; მავნებელ ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გამოყენებას. ეკონომიკური ეფექტი 2000-3000 ლარი/ჰა.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.
|
|
1.16.
|
ქართული ბამბუკის ნერგების წარმოება
|
იძლევა მეტ ამონაყარს, ღერო სწორმდგომია, ყინვაგამძლე.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.
|
|
1.17.
|
ორგანული-მინერალური სასუქების შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია სიმინდის (ჯიში “ბალტისი”) კულტურისათვის
|
ორგანული-მინერალური სასუქების ერთობლივი შეტანა (10ტ.ნაკელი + N60P60K60 ყოველწლიურად) უზრუნველყოფს 50.8 ც/ჰა სიმინდის მარცვლის მოსავალს, რაც უსასუქოსთან შედარებით შეადგენს მატებას 30.1 ც/ჰა, ხოლო ფონთან 24.9 ც/ჰა.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს
სარწყავ და ურწყავ რაიონებისათვის
|
|
1.18.
|
ორგანული-მინერალური სასუქების შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია შვრიის კულტურისათვის, გარე კახეთის შავმიწა ნიადაგებზე
|
შვრიის მარცვლის ყველაზე მაღალი მოსავალი 39.9ც/ჰა მიღებულია N120P90K90 –დოზის შეტანისას, მატება უსასუქოსთან შედარებით შეადგენს 28.5 ც/ჰა-ს, ხოლო აგროფონთან _ 19.4 ც/ჰა.
|
რეკომენდებულია გარე კახეთის
შავმიწა ნიადაგების ზონისათვის
|
|
1.19.
|
ცეოლითების გამოყენება ციტრუსების პლანტაციებში ნიადაგის გასანოყიერებლად
|
აღნიშნული ღონისძიებით იზოგება სასუქების გამოყენება, უმჯობესდება მცენარეთა მიერ საკვებ ნივთიერებათა შეთვისება, მოსავლიანობა იზრდება 15-18%-ით.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.
|
|
1.20.
|
მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლება
|
დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებად მცენრეთა მარილგამძლე ჯიშების შექმნა უზრუნველყოფს დამლაშებულ ნიადაგებზე კულტურულ მცენარეების მოსავლიანობის გადიდებას. მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლების თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ემბრიონულად ახალგაზრდა მცენარეთა თესლის მაღალი პლასტიკურობა და შევაგუოთ ის არახელსაყრელ გარემო პირობებს.
ქლორიდების სიჭარბის შემთხვევაში კარგ ეფექც იძლევა თესლის თესვისწინა დამუშავება 3%-იანი Nაჩლ-ის ხსნარით, სულფატებით დამლაშების შემთხვევაში საუკეთესოა 0.2% MგშO4-ის ხსნარით თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდით. აღნიშნული ღონისძიება ეფექტურია სუსტად და საშუალოდ დამლაშებულ ნიადაგებზე.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს
რაიონებისათვის
|
|
1.21.
|
ფოსფორიანი სასუქების გამოყენება მარცვლეულ კულტურებში (საშემოდგომო ხორ-ბალი, სიმინდი) ბაზალეთის ზეგანის ყავისფერ კარბონატულ ნიადაგებზე.
|
რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს ფოსფორიანი სასუქის რაციონალური დოზით გამოყენებას აზოტ-კალიუმიანი სასუქების ოპტიმალური დოზების ფონზე; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - მოსავლიანობა გაიზრდება 150-200%-ით, ფართობის ერთეულზე გაწეული ხარჯები 2,0-2,5-ჯერ ანაზღაურდება.
|
რეკომენდებულია დუშეთის რაიონისათვის.
|
|
1.22.
|
ფოსფორიანი სასუქების გამოყენება ბოსტნეულ კულტურებში (კომბოსტო, პომიდორი) შიდა ქართლის მდელოს ყავისფერ ნიადაგზე.
|
რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს ფოსფორიანი სასუქის ოპტიმალური დოზით შეტანას ძირითადი საკვები ელემენტების ოპტიმალური შეფარდების პირობებში; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-150%-ით, გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. Aარ დაბინძურდება გარემო.
|
რეკომენდებულია ხაშურის, გორის, კასპის და მცხეთის რაიონებისათვის.
|
|
1.23.
|
ფოსფორიანი სასუქების რაციონალური გამოყენება კარტოფილში სამხრეთ საქართველოს ყავისფერ-კარბონატულ ნიადაგებზე.
|
ფოსფორით ღარიბ ყავისფერ-კარბონატულ ნიადაგებზე რეკომენდებულია ფოსფორიანი სასუქის რაციონალური დოზით შეტანა აზოტ-კალიუმიანი სასუქების ფონზე; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - ყოველ დახარჯულ 1 ლარზე უკუგება იქნება 6-7 ლარი; Aარ დაბინძურდება გარემო.
|
რეკომენდებულია ახალციხის
რაიონისათვის.
|
|
1.24.
|
რთული სასუქების გამოყენება მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში.
|
შირაქის ურწყავ შავმიწებზე და ქვემო ქართლის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე მარცვლეული და ბოსტნეული კულტურებისთვის რეკომენდებულია ამოფოსის, ნიტროამოფოსის, კარბოამოფოსის, თხევადი კომპლექსური სასუქის, მყარი ამონიუმის პოლიფოსფატის, სუპერფოსის და ამოფოსფატის გამოყენება. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-150%-ით, გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. ხარჯები 2-2,5-ჯერ ანაზღაურდება.
|
რეკომენდებულია დედოფლისწყაროს და გარდაბნის რაიონებისათვის.
|
|
1.25.
|
ფოსფორიანი სასუქების რაციონალური გამოყე-ნება საშემოდგომო ხორბალში შირაქის შავმიწა ნიადაგებზე.
|
ფოსფორით ღარიბ შავმიწა ნიადაგზე საშემოდგომო ხორბლისთვის (ჯიში ,,უფხო 1”) რეკომენდებულია ფოსფორიანი, აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების რაციონალური დოზები. . სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-110%-ით. უკუგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე იქნება 6-7 ლარი;
|
რეკომენდებულია
დედოფლისწყაროს რაიონისათვის.
|
|
1.26.
|
Aახალი კონცენტრირე-ბული ფოსფორიანი სასუქის – სუპერფოსის რაციონალურად გამოყე-ნება საადრეო კარტოფი-ლისთვის ქვემო ქარ-თლის ვაკის ღია ყავისფერ ნიადაგზე.
|
რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს მაღალ პროცენტიანი (40%) ფოსფორიანი სასუქის - სუპერფოსის რაციონალური დოზით გამოყენებას აზოტ-კალიუმიანი სასუქების ოპტიმალური დოზების ფონზე. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-120%-ით. გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. უკუგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე იქნება 7-8 ლარი;
Aარ დაბინძურდება გარემო.
|
რეკომენდებულია მარნეულის რაიონისათვის.
|
|
1.27.
|
ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების პერიოდული შეტანა მარცვლეულ კულტურებში შირაქის შავმიწა ნიადაგში.
|
სასუქების შეტანასთან დაკავშირებული სამუშაოების გაადვილებისთვის, მინდვრის სამუშაოების დაძაბულობის შენელებისთვის, სამუშაო ძალის ეკონომიისა და სასუქების შეტანაზე გაწეული ხარჯების შემცირებისთვის, შირაქის შავმიწა ნიადაგებზე რეკომენდებული ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები მარცვლეული კულტურების გასანოყიერებლად შეტანილ იქნეს 2 ან 4 წელში ერთხელ.
|
რეკომენდებულია დედოფლისწყაროს რაიონისათვის.
|
|
1.28.
|
ფოსფორიანი სასუქების ოპტიმალური დოზები შაქრის ჭარხლისა და სიმინდისათვის ფოსფო-რით სხვადასხვა ხარის-ხით უზრუნველყოფილ შიდა ქართლის მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე.
|
შიდა ქართლის მდელოს ყავისფერ ნიადაგებსა და ანალოგიურ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში შაქრის ჭარხლის ჯიში ,,ვერხნიაჩსკაია” და სიმინდის ჯიში ,,სტერლინგის” მოყვანისას რეკომენდებულია ფოსფორიანი სასუქების ოპტიმალური დოზები ფოსფორით ნიადაგის უზრუნველყოფის დონის გათვალისწინებით. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 80-120%-ით. გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. ხარჯები 2-2,5-ჯერ ანაზღაურდება.
|
რეკომენდებულია ხაშურის, გორის და ქარელის რაიონებისათვის.
|
|
1.29.
|
მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება მარცვლოვან კულტურებში.
|
რეკომენდებულია: თესლის დამუშავება-რაფლიქსით; კალოკუგით; ნათესებში სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ლინტური 2,4 დ დიკამბა; მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება ფოსფორორგანული პრეპარატები, რომლებიც არ ავლენენ ფოტოტოქსიკურობას და არ რჩებიან ნაშთის სახით მარცვალში.
|
რეკომენდებულია საქართველოს მარცვლოვანი კულტურების მთესველ ყველა რაიონში.
|
|
1.30.
|
მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება ციტრუსოვანთა კულტურებში.
|
რეკომენდირებულია: ციტრუსოვანთა მევნებლების წინააღმდეგ _ ორტუსი, ნურედი; ბიოლოგიური პრეპარატი _ აშერსონია.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს
რაიონებისათვის
|
|
1.31.
|
ნიადაგში ბინადარ მცენარეთა აგრესიული მავნებლების წინააღმდეგ ახალი პრეპარატიული ფორმების გამოყენება
|
რეკომენდებულია: ეკოლოგიურად უსაფრთხო გრანულირებული პრეპარატები ფოსფორორგანული პირექტოიდულ საწყისებზე ადგილობრივი ბუნებრივი ცეოლითების (კლინეფტოლოილითი) გამოყენებით.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.32.
|
პათოგენურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტული პოპულაციების წინააღმდეგ ანტიბიოტიკების გამოყენების ახალი ტექნოლოგიები
|
სხვადასხვა მოქმედების მექანიზმების ანტიბიოტიკების როტაციული სისტემით გამოყენება ინფექსიის გამოვლინებისთანავე, რომლის დანერგვაც მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში, გარდა მაღალი ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტურობისა, გამოყენებიდან დიდი ხნის განმავლობაში გამორიცხავს მათ მიმართ ობიექტის რეზისტენტობის დაწყებისა და განვითარების პროცესს.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.33.
|
ბიოლოგიურ პრეპარატ ვერტიმეკის გამოყენება ციტრუსებში ცეცხლა ტკიპას წინააღმდეგ
|
ვერტიმეკის 0,5%-იანი სამუშაო ხსნარის გამოყენება ცეცხლა ტკიპას წინააღმდეგ 90%-ით ამცირებს მის ზიანს ციტრუსოვნებში.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.34.
|
ფუნგიციდი სკორი ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ
|
სკორის 0,1%-იანი კონცენტრაციის გამოყენებით 30-40%-ით მცირდება ციტრუსოვანთა დაავადებები.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.35.
|
ჰერბიციდი ნოკდაუმი ჩაის პლანტაციებში სარეველა გვიმრას წინააღმდეგ
|
ნოკდაუმის გამოყენებით ჩაის პლანტაციებში გვიმრის მოსპობა გარანტირებულია ერთი წლით, ხოლო შემდგომში ის მცირე რაოდენობით ამოდის.
|
რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.36.
|
პამიდორის დაბალმოზარდი ჯიში ,,საადრეო’’
|
საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს ჭირდება 70 დღე. მოსავლიანობა 60ტ/ჰა, მოსავალს იძლევა აგვისტოს ბოლომდე. რეკომენდებულია საკონსერვოდ.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.37.
|
პამიდორის მაღალმოზარდი ჯიში ,,არაგვი’’
|
ადგილობრივი ჯიშია. მიღებულია ხალხური სელექციით ჩამოყალიბებული ,,ჭოპორტულას’’ ინდივიდუალური გამორჩევის გზით. მოსავლიანობა 45 ტ/ჰა. ჯიში საგვიანოა და მოსავალს იძლევა ნოემბრის ბოლომდე. რეკომენდებულია სასუფრე-სასალათედ.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.38.
|
პამიდორის მაღალმოზარდი ჯიში ,,ვარდისფერი ჭოპორტულა’’
|
ადგილობრივი, საშუალო-საგვიანო, სიცივის ამტანი, მაღალმოსავლიანი ჯიშია. მისი ფორმირება აუცილებელია საყრდენზე. მოსავლიანობა საყრდენზე-50 ტ/ჰა, უსაყრდენოდ 36 ტ/ჰა. რეკომენდირებულია სასუფრე-სასალათედ.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.39.
|
საბოსტნე სოია, ჯიში ,,საბოსტნე 1’’
|
საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. ჯიში გამძლეა დაავადებების: ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, სეპტორიოზი, მოზაიკა- მიმართ. მაღალი მოსავლის მისაღებად ჰა-ზე მცენარეთა დგომის სიხშირე უნდა იყოს 95 ათასი ცალი, მწკრივებს შორის მანძილი-70 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი-15 სმ.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.40.
|
საბოსტნე სოია, ჯიში ,,მწვანეპარკიანი’’
|
საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. ჯიში გამძლეა დაავადებების: ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, პერონოსპოროზის მიმართ. ერთ მცენარეზე ფორმირდება 120 ცალი პარკი. ტექნიკურ სიმწიფეში პარკების მოსავლიანობა შეადგენს 170 ცენტნერს/ ჰა-ზე, ბიოლოგიურ სიმწიფეში თესლის მოსავლიანობა შეადგენს 70 ც/ჰა-ზე.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.41.
|
საბოსტნე ლობიო, ჯიში ,,მრავალმარცვალა’’
|
საწყისი მასალა მიღებულია მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან 2007 წელს. ჯიში არის მაღალმოზარდი, ხვიარა წვერით. მწვანე პარკების მოსავალი შეადგენს 16 ცენტნერს/ჰა-ზე, ხოლო თესლის მოსავალი 12 ც/ჰა-ზე. ჯიში არის არაცვენადი, მალეხარშვადი, საუკეთესო გემური თვისებების.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.42.
|
სამარცვლე ლობიო, ჯიში ,,გარდაბნული ჭრელა’’
|
ადგილობრივი ,დაბალმოზარდი ჯიშია. მიღებულია მშობელი ჯიშების: ,,წითელი 41’’ და ,,ადგილობრივი წითელი’’-ს შეჯვარებით. ის არის საპარკე-სამარცვლე მიმართულების. ჯიში გამძლეა მავნებლის-,,ლობიოს მემარცვლია’’-ს მიმართ. ახასიათებს უბეწვო(უფხო) , ნაზი პარკები.
|
რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.43.
|
ეკოლოგიურად უსაფრთხო ბოსტნეულის მოყვანა საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატით.
|
ნაკვეთის დამუშავება იწყება წინამორბედი კულტურების ანარჩენების გაწმენდით. შეგვაქვს თხევადი ორგანული სასუქი ,,ორგანიკა”, მზის ამოსვლამდე ან მზის გადასვლის შემდეგ და ვხნავთ (წინმხვნელიანი) გუთნით 26-28 სმ სიღრმეზე.
,,ორგანიკა” არის ქართული წარმოების სასუქი და განკუთვნილია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მოსაყვანად. ის ხელს უწყობს ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას, მატულობს ჰუმუსის დონე, უმჯობესდება ნიადაგის აგრეგატული მდგომარეობა, პამიდორის და წიწაკის ნაყოფებს უნარჩუნდება ბუნებრივი არომატი, მატულობს ვიტამინების შემცველობა, გამორიცხულია ნიადაგში, მცენარეში, ნაყოფში ნიტრატების შემცველობა, მცენარეები გამძლეები არიან სტრესის მიმართ და რაც მთავარია, მოსავლიანობა იზრდება 15-20 % .(1 ჰა-ზე საჭიროა 6-10 ლიტრი ,,ორგანიკას” გახსნა 300 ლიტრ წყალში და მოსხმა ნიადაგის ზედაპირზე დამუშავებამდე)
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.44.
|
მინერალური სასუქების გამოყენების ხერხი ხარისხიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მისაღებად.
|
სასიდერაციო ეფექტური პარკოსნების და ორგანული სასუქების ფონზე გამოიყენება კომპლექსური სასუქები. ასე მაგ: ნიტროფოსი. მასში აზოტია 23%, ფოსფორი 46 % და კალიუმიც 46%. იგი წარმოადგენს გრანულს. 1000 გრანულის წონა შეადგენს 20-25 გრამს. ხორბლისათვის ნიტროფოსის შეტანა თესვის დროს ჰა-ზე 200 კგ-ის რაოდენობით, მთლიანად დაფარავს ფოსფორის და კალიუმის ნორმებს, რაც შეეხება აზოც, მის დანაკლის მნიშვნელოვნად გადააჭარბებს კიდეც პარკოსანი მცენარის ფესვებზე განვითარებული კოJრებიდან მიღებული ბიოლოგიური აზოტი.
კომპლექსური სასუქების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. 200 კგ კომპლექსური სასუქი ღირს 300 ლარი. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ თითქმის სამჯერ მცირდება ხარჯები შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე და ნიადაგში შეტანაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსური სასუქები შედარებით ნაკლებად ქროლდება და ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში, ნაკლებად შეიცავენ უსარგებლო მინარევებს და მცენარის ფესვთა სისტემა უფრო ადვილად ითვისებს მათში არსებულ ყველა საკვებ ელემენც, რაც დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.45.
|
თეთრთავიანი კომბოსტო, ჯიში ,,ლიკანი’'
|
მიღებულია ადგილობრივი ჯიშის ,,ბორჯომის იდეალი-‘’საგან გამაუმჯობესებელი, მასობრივი გამორჩევით. სავეგეტაციო პერიოდი შეადგენს 165 დღეს. თავის მასა 3-3,5 კგ-ია. მოსავლიანობა 55 ტ/ჰა-ზე. გამორჩეულია ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.
|
ღეკომენდებულია სამხრეთ საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.46.
|
თეთრთავიანი ხახვი, ჯიში ,,ლიზი’’
|
ლიზი გამოყვანილია ჯიშიდან ,,სტანდარტ ბეიო’’ მასობრივი გამორჩევის მეთოდით. ნახევრად ცხარე, მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის რბილობი ახასიათებს. აღმოცენებიდან სრულ ბიოლოგიურ სიმწიფემდე საჭიროებს 110 დღეს. ბოლქვის მოსავლიანობა სარწყავ ზონაში, მაღალ აგროფონზე შეადგენს 45 ტ/ჰა-ზე. თესლის კი 3 ც/ჰა-ზე.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.47.
|
ბოსტნეულის მოყვანა ორმინდვრიანი კორდიანი მინითესლბრუნვით
|
ამ ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცენარის კვების არეს ფარგლებში ნიადაგის ნახევარი მუშავდება და მასზე იწარმოება ერთწლოვანი სათოხნი კულტურები, ხოლო მეორე ნახევარზე შენარჩუნებულია სრული ბუნებრიობა ან ითესება მრავალწლოვანი ბალახი. პროდუქციის წარმოების გადიდებასთან ერთად ხდება ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება- ამაღლება. გარდა ამისა მესამე წლიდან, ყოველწლიურად შესაძლებელია ნიადაგის დამუშავება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მხოლოდ ნაკორდალსა და ამობრუნებულ კორძე, ნაბალახარზე.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.48.
|
სახელმძღვანელო ფერმერთა დასახმარებლად: “საქართველოს ძირითად საკვებ საშუალებათა ქიმიური შედგენილობა და ყუათიანობა”
|
სახელმძღვანელო მოიცავს: საკვებთა კლასიფიკაციას; ცხოველთა სრულფასოვანი კვების და ცალკეული ელემენტების ბიოლოგიურ მნიშვნელობას; საკვებთა ქიმიური შედგენილობას და ყუათიანობას; საკვებთა ვიტომინოვან, მინერალურ და ამინომJავურ შედგენილობას, შაქრების შემცველობას.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
|
|
1.49.
|
საკვები კულტურების აგროწესები
|
შემოთავაზებულ აგროწესებში ცალკეულ კულტურათა მიხედვით მოცემულია თანმიმდევრული აგროტექნიკური ღონისძიებები, რომელთა სწორად გამოყენებით შესაძლებელია საქართველოში საკვები კულტურების საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის 2-3-ჯერ გაზრდა.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის.
აგროწესები ახალი გამოცემისათვის მოამზადეს:
სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფ. გ. ცაგურიშვილმა და
სოფლის მეურნეობის აკადემიურმა
დოქტორებმა ქ. ნიაურმა და ნ. Jვანიამ.
|
|
1.50.
|
რეკომენდაციები “მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ნიადაგის დამუშავებისათვის საჭირო ოპტიმალური ტენიანობის პარამეტრების შესახებ.
|
რეკომენდაციებში მოცემულია ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობის, მექანიკური შემადგენლობებისა და მოცულობითი წონების მიხედვით, მათი დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური და დასაშვები ტენიანობები და მორწყვის ნორმები.
|
რეკომენდებულია საქართველოს ყველა
რაიონებისათვის
რეკომენდაციები მოამზადა სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა ჯ. ონიანმა.
რეკომენდაციები განკუთვნილია ფერმერებისათვის, აგრონიადაგთმცოდნეებისათვის, აგრომელიორატორებისათვის, აგრონომებისათვის და წარმოებაში მომუშავე სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, აგრეთვე აგრარული მიმართულების მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის.
|