საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

ადრინდელი რეკომენდაციები

სოფლის მეურნეობის დარგების მიხედვით შემუშავებული აქტუალური 
 რეკომენდაციები (I)
X

rekomend 1a

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ აგრარული დარგის მეცნიერების მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მოამზადა რეკომენდაციების კრებული, რომლის გამოყენებით მომხმარებელს შესაძლებელი ექნება მიიღოს დამატებითი  შემოსავლები.

რეკომენდაციებს განზოგადოებისათვის მიცემული აქვს თანმიმდევრული სახე, დარგობრივი პრიორიტეტების მიხედვით: 1. აგრონომიული. 2. მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოების და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების, 3. აგროსაინJინრო, 4. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვის და გადამუშავების 5. ეკონომიკური, რაც შეესატყვისება აკადემიის შესაბამის სამეცნიერო სტრუქტურებს.

რეკომენდაციები გამოსაცემად მოამზადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიურმა დეპარტამენტმა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე.

რეკომენდებული ღონისძიებები მოცემულია მოკლე ანოტაციის თანდართვით. რეკომენდებული ღონისძიებების გამოყენების მსურველ მომხმარებლებს (ფერმერებს, პრაქტიკოს სპეციალისტებს და ა.შ.) მათზე პრაქტიკულად დახმარების მიზნით, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიურ დეპარტმენც (თბილისი, ივანე ჯავახიშვილის ქ. #51, E- mail: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.. Tel/Fax: (+995 32)294 13 21), რომელიც აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დაგაკავშირებთ რეკომენდაციების ავტორებთან დეტალური ინფორმაციის მისაღებად.

დარგების მიხედვით რეკომენდაციების მომზადებაში   
                            მონაწილეობდნენ:

სსმმ აკადემიის აკადემიკოსები - გ. მარგველაშვილი, ნ. ჩხარტიშვილი, ვ. კვალიაშვილი, გ. ცაგურიშვილი, ჯ. ონიანი, ე. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, ჯ. კაციტაძე, ნ.ბაღათურია, ნ.ქარქაშაძე,  ო. ქეშელაშვილი.

სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები - ო. ლიპარტელიანი, გ. ნიკოლეიშვილი,  
                                               ე. შაფაქიძე.

სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი - ნ. კაკაბაძე

რედაქტორები: სსმმ აკადემიის აკადემიკოსი გ. ჯაფარიძე;

                  სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ე. შაფაქიძე.

I. აგრონომიული სამეცნიერო განყოფილება

                         აკადემიკოს-მდივანი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი   
                                        გოგოლა მარგველაშვილი

#რიგზე

ღონისძიებების დასახელება

ღონისძიებების მოკლე ანოტაცია

Gგამოსაყენებლად რეკომენდებული რაიონები

1

2

3

4

1.1.

ქერის ახალი ჯიში

“ზეს 5”

ქერის ახალი ჯიში “ზეს 5” მიღებულია საშემოდგომო ქერის ჯიში “ყაზბეგი 1”-დან გამა დასხივებით. ჰექტარზე საშუალოდ იძლევა 5,7 ტ/ჰა-ს.

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის.

1.2.

საშემოდგომო ხორბლის მოსავლის პროგნოზი

საშემოდგომო ხორბლის ვეგეტაციის პერიოდში (მარტი-ივნისი) შექმნილი აგრომეტეოროლოგიური პირობების  მოსავლის ოდენობაზე გავლენის შესწავლის  საფუძველზე მიღებულია პროგნოსტიკული მეთოდი _ “ამინდი და ხორბლის მოსავალი”.

  საქართველოს ყველა

რაიონებისათვის.

1.3.

საშემოდგომო ქერისა და სიმინდის აზოტით კვების ოპტიმიზაცია შავმიწა ნიადაგზე.

გარე კახეთის ზეგანის  შავმიწა ნიადაგზე და ანალოგიურ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში საშემოდგომო ქერის (ჯიში ,,ძველ-თესლი”) და სიმინდის (ჯიში ,,აჯამეთის თეთრი”) მოყვანისას რეკომენდებულია აზოტიანი სასუქების დიფერენცირებული შეტანა ფოსფორით ნიადაგის უზრუნველყოფის დონის გათვალისწინებით. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - ყოველ დახარჯულ 1 ლარზე უკუგება იქნება 3-6 ლარი; Aარ დაბინძურდება გარემო.

გარდაბნის რაიონი.

1.4.

სიმინდის მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი – 1” გამოყვანილი იქნა ქართული ხაზ “აბაშური ყვითელი 30”-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზ “მო-17”- თან, რო­მელიც დაარეგისტრირა საქპა­ტენტმა 2012 წელს.

სიმინდის მარტივი ხა­ზთა­შორისი ჰიბრიდი “წი­ლკანი 1” გამოყვანილია ქართულ ხაზ “აბაშური ყვითელი 30”-ის (მდე­დრო­ბითი) და ამერი­კულ ხაზ “მო-17”-ის (მამრობითი) ურთიერთშეჯვარებით. ორივე ხაზი წლების განმა­ვლობაში ისწავლე­ბო­და, როგორც სამეუ­რნეო, ისე ბიოლო­გიური ფიზიოლოგიური და გენეტიკური თვისებების მიხედვით. ასევე იცდე­ბოდა წლების განმა­ვლობაში ჰიბრიდი საკო­ნკურსო გამოცდაში, სადაც მან აჯობა სტანდარტ “ენგურს” 12 ტ/ჰა მარცვალში

ჰიბრიდი წილკანი 1 არის უნივერსა-ლური მიმართუ­ლე­ბის, როგორც სასურსათო, ისე სამარცვლედ და საფურაJედ. რეკო-მენდებულია როგორც აღმოსა-ვლეთY, ისე დასა­ვლეთ საქართვე-ლოს სიმინდის მთე­სველი რაიო-ნებისათვის.

1.5.

მარტივი ხაზთაშორისი ჰიბრიდი “წილკანი 2” გამოყვანილია ქართუ­ლი ხაზი “კრ – 44”-ის (მდედრობითი) და ამერიკული ხაზი “ბი-73” (მამრობითი) ურთიერთშეჯვა­რე­ბით, რომელიც დარეგისტრირე­ბულია საქპატენტის მიერ 2012 წელს.

სიმინდის მარტივი ხა­ზთა­შორისი ჰიბრიდი “წი­ლკანი 2” გამოყვანილია ადგილობრივი ხაზის ქართული “კრუგი 44”-ის შეჯვარებით ამერიკულ ხაზ “ბი-73”-თან. ამ ორი ხაზის შეჯვარებით გამო­ყვა­ნილი იქნა ჰიბრიდი “წილკანი 2”, რომელმაც წლების განმავლობაში საკონკურსო ჯიშთაგა­მოცდის შედეგად აჯობა სტანდარტ “ენგურს  საშუალოდ 1.0 ტ/ჰა მარცვალში

ჰიბრიდი “წილკანი 2” არის სამარცვლე მიმართულების, ის რეკომენდებულია აღმოსავლეთYსაქა-რთველოს როგორც სარწყავ, ისე ურწყავ რაიონე­ბისათვის 2013 წელს დამზა­დებულია მისი 1 თაობის თესლი, 1 ტ. რომელიც შეი­ძლება დაითე­სოს რეკომენდებულ რაიონებში 50 ჰა-ზე.

1.6.

სიმინდის სინთეთიკური ჰიბრიდი “ბექა” გამოყვანილია ნარინჯი­სფერი კაJა, კბილა და ნახევრად კბილა ადგილობრივი და უცხო-ური სიმინდის ფორმების ურთიერთშეჯვარებით. დაპატენტებულია საქპატენტის მიერ 2012 წელს.

სიმინდის სინთეთიკური ჰიბრიდი “ბექა” და მისი მშობლიური ჯიშები ისწა­ვლებოდა წლების განმავლობაში სამეუ­რნეო, ბიოლოგიური, ფიზიო­ლოგიური და გენე­ტიკური ნიშნების მიხედვით, მათ შორის ახლად გამოყვანილი ჰიბრიდი “ბექა” ისწავლებოდა წლების განმავლობაში საკო­ნკურსო გამოცდაში და მან სტანდარტ ჰიბრიდ “ქართულ 9”-ს აჯობა საშუალოდ 1,0 ტ/ჰა-ზე მარცვალში.

ჰიბრიდი “ბექა” რეკომენდებულია სამარცვლედ საქა­რთველოს სიმი­ნდის მთესველი  ყველა რაიონისა­თვის; 2013 დამზადებულია ჰიბრიდული თესლი 0,5 ტ, რომელიც შეიძლება დაითე­სოს საწარმოო პი­რობებში 25 ჰა-ზე.

1.7.

საქართველოს პირობებში წიწიბურას სამჯერადი მოყვანა

წიწიბურა წარმოადგენს მოკლე ვეგეტაციის მქონე მცენარეს. საქართველოს .გარკვეულ ეკოლოგიურ პირობებში შესაძლებელია მისი სამჯერადი მოყვანა. ფუტკრის დამტვერვის შემთხვევაში 1 ჰა-ზე წიწიბურას მარცვლის მოსავალი იზრდება 2-2,5 ცენტნერით.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებისათვის

1.8.

დასეტყვილი ვენახის დაჩქარებული აღდგენისა და მოვლის ფოტოტექნიკური ღონისძიებები

რეკომენდაცია შემუშავებული და გამოყენებული იქნა გურჯაანის (კახეთი) რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში, 150 ჰა-ზე 2012 წლის 29 ივლისს მოსულ ძლიერ დასეტყვილ ვენახში. გასხვლისას გამოყენებული იქნა ძლიერ დაზიანებული რქების ბაზალური ზონის (1-3 კვირტი) ნაწილობრივ გადარჩენილი კვირტები; შედეგად ყოველ ჰა-ზე საშუალოდ მიღებული იქნა 3,5-4,0 ტონაზე მეტი ყურძენი, მაშინ როდესაც მეზობლად მდებარე ვენახებიდან ჩვეულებრივი გასხვლის შედეგად მოსავალი უმნიშვნელო რაოდენობით ან საერთოდ არ იქნა მიღებული. რეკომენდებული წესით გასხვლის შედეგად ვაზის ფორმა სრულყოფილად იქნა აღდგენილი.

მევენახეობის ყველა რაიონში

1.9.

გაზაფხულის წაყინვებისაგან დაზიანებული ვაზის მოვლა

2014 წლის ადრე (აპრილის II ნახევარი) გაზაფხულზე წაყინვების შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა გურია-სამეგრელოს და აჭარის ვენახების დიდი ნაწილი. დაზიანდა გაყივებული კვირტები და ნორჩი, მოზარდი ყლორტები. მოცემულ ფაზაში ვაზის გასხვლა მიზანშეწონილი არ იყო. შემუშავდა რეკომენდაცია: გასხვლის აუცილებლობა გადაწყდეს წაყინვების გავლიდან 10-15 დღის შემდეგ; გასხვლას წინ უნდა უძღოდეს დაზიანების ხასიათი და ხარისხი: თუU მთლიანად დაზიანებულია ძირითადი მოსავლიანი კვირტები და ყლორტები, შემცვლელი კვირტებიც, მაშინ

I შემთხვევა: რეკომენდებულია ყველა დაზიანებული რქის ბაზისთან მოჭრა (გასხვლა). მეორადი ყლორტები განვითარდებიან მძინარე კვირტებიდან შტამბისა და მხრის ნაწილებიდან, რომლებიც ზოგჯერ მოსავლიანია. ყურადღება უნდა გამახვილდეს მეორადი (ამონაყარი) ყლორტების დანორმებაზე, მათ გადაადგილებაზე, ვაზის ფორმის აღსადგენად; ამ სახის დაზიანებას თითქმის ადგილი არ ჰქონია.

II შემთხვევა: - დაზიანებულია მხოლოდ პირველადი ნაზარდი-ყლორტი. ამ შემთხვევაში გასხვლა რეკომენდებული არ არის; უნდა დავეყრდნოთ შემცვლელი და მარტივი კვირტებიდან განვითარებულ ყლორტებს, რომლებიც ნაწილობრივ მოსავლიანია.

III შემთხვევა: დაზიანება სუსტია, მხოლოდ ფოთლის კიდურებია დაზიანებული; ყლორტები განაგრძობენ ზრდას; უნდა გაგრძელდეს მოვლის ღონისძიებები. რეკომენდაცია მიეცა ფიტოტექნიკური ღონისძიებების განხორციელებას: შტამბის ამაღლება, გვიან გასხვლა და გვიან შეყელვა და სხვ.

გურია-სამეგრელო, აჭარის, ქვემო იმერეთის რაიონებში

1.10.

13. წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ახალი ჯიში `გორის წითელი~

  ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდია (240-650გ); მარცვალი საკმაოდ წვნიანია (წვენის გამოსავლიანობა 76%), სასიამოვნო, ტკბილი, მცირე მომJავო გემოთი. რბილობი ღია მწვანეა; წვენი ღია წითელი-ლალისფერია. გორში მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხვებში და შაქრიანობა აღწევს 26%-ს, მJავიანობა 6,5 გ/დმ3. უხვმოსავლიანია. იძლევა საუკეთესო მასალას ხარისხოვანი ვარდისფერი სამარკო  (შამპანური) ღვინის დასამზადებლად.

რეკომენდებულია კახეთს, შიდა და ქვემო ქართლის მევენახეობის ზონებში

გასაშენებლად.

1.11.

ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგია

ფერმერულ მეურნეობებში ვენახის გაშენებისა და მოვლის ტექნოლოგია ითვალისწინებს ვაზის სამწლიან და შემდგომ პერიოდებს, უახლესი პრეპარატებისა და მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.

რეკომენდებულია საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონში.

1.12.

ვაზის ფილოქსერაგამძლე საძირეთა და სანამყენეთა საბაზისო სადედების მოწყობა

ვირუსებისა და ვირუსებისმაგვარი დაავადებების გადამტანებისაგან (ნემატოდები და ა.შ.) თავისუფალ იზოლირებულ  ტერიტორიაზე გაშენება: ვაზის უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეთა სადედე; სანამყენეთა საბაზისო სადედები _ ვირუსებზე ტესტირებული სანამყენე მასალით და უვირუსო ფილოქსერაგამძლე საძირეებით წარმოებული მწვანე ვეგეტირებული სანამყენე ნერგით; საფუძველი ჩაეყრება სერტიფიცირებული ნერგის წარმოებას.

რეკომენდებულია საქართველოს მევენახეობის ყველა რაიონში.

1.13.

 ატმის ახალი ჯიში `ვახტანგური~

  ნაყოფი მსხვილია (73 х 66 х 65 მმ); საშ. 150-180გ, ხშირია მეტი მასის. კანი შებუსულია; ღია ყვითელია მზის მხარეზე ლამაზი წითელი ლაქებით. რბილობი კრემისფერია; მკვრივი კონსისტენციის, სახრავია, ნაკლებად წვნიანი. გემრიელია, შაქრიანობა 10,2%, მJავიანობა 0.63 გ/დმ3, კურკა 5%-ია. მწიფდება “ხიდისთავის ყვითელ საგვიანოზე” უფრო გვიან -ოქტომბრის მეორე ნახევარში. უხვმოსავლიანი   სასუფრე-საკომპოტე ჯიშია. ბაზარზე მაღალი მოთხოვნადი და უკონკურენტოა.

რეკომენდებულია კახეთის, შიდა და ქვემო ქართლის ატმის წარმოების ზონებში გასაშენებლად.

1.14.

 ციტრანJი F3-ის (ფორთოხალიX

ტრიფოლიატა) ნერგების წარმოება

ხასიათდება მაღალი მოსავლიანობით 40 ტ/ჰა. ყინვაგამძლეა – 1500ჩ. მდიდარია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. გამოიყენება მატონიზირებელი სასმელების დასამზადებლად.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.

1.15.

ციტრუსოვანთა დაკნინებული ბაღების აღდგენის აგროტექნიკური ღონისძიებების სისტემა

ღონისძიება ითვალისწინებს: ბაღების დაკნინების მიზეზების გამოვლენას, მცენარეებზე მექანიკურად დაზიანებული ღერო ტოტების მოცილებას, შტამბის სპეციალური მალამოთი დამუშავებას.  ორგანული და მინერალური კვების მოწესრიგებას; მავნებელ ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების გამოყენებას. ეკონომიკური ეფექტი 2000-3000 ლარი/ჰა.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.

1.16.

ქართული ბამბუკის ნერგების წარმოება

იძლევა მეტ ამონაყარს, ღერო სწორმდგომია, ყინვაგამძლე.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.

1.17.

ორგანული-მინერალური სასუქების  შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია სიმინდის (ჯიში “ბალტისი”) კულტურისათვის

ორგანული-მინერალური სასუქების  ერთობლივი შეტანა (10ტ.ნაკელი + N60P60K60 ყოველწლიურად) უზრუნველყოფს 50.8 ც/ჰა სიმინდის მარცვლის მოსავალს, რაც უსასუქოსთან შედარებით შეადგენს მატებას 30.1 ც/ჰა, ხოლო ფონთან 24.9 ც/ჰა.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს

სარწყავ და ურწყავ რაიონებისათვის

1.18.

ორგანული-მინერალური სასუქების  შეტანის წესების და ვადების ოპტიმიზაცია შვრიის კულტურისათვის, გარე  კახეთის შავმიწა ნიადაგებზე

შვრიის მარცვლის ყველაზე მაღალი მოსავალი 39.9ც/ჰა მიღებულია N120P90K90 –დოზის შეტანისას, მატება უსასუქოსთან შედარებით შეადგენს 28.5 ც/ჰა-ს, ხოლო აგროფონთან _ 19.4 ც/ჰა.

რეკომენდებულია გარე კახეთის

შავმიწა ნიადაგების ზონისათვის

1.19.

ცეოლითების გამოყენება ციტრუსების პლანტაციებში ნიადაგის გასანოყიერებლად

აღნიშნული ღონისძიებით იზოგება სასუქების გამოყენება, უმჯობესდება მცენარეთა მიერ საკვებ ნივთიერებათა  შეთვისება, მოსავლიანობა იზრდება 15-18%-ით.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის.

1.20.

მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლება

დამლაშების საწინააღმდეგო ღონისძიებად მცენრეთა მარილგამძლე ჯიშების შექმნა უზრუნველყოფს დამლაშებულ ნიადაგებზე კულტურულ მცენარეების მოსავლიანობის გადიდებას. მცენარეთა მარილგამძლეობის და გვალვაგამძლეობის უნარის ამაღლების თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ემბრიონულად ახალგაზრდა მცენარეთა თესლის მაღალი პლასტიკურობა და შევაგუოთ ის არახელსაყრელ გარემო პირობებს.

    ქლორიდების სიჭარბის შემთხვევაში კარგ ეფექც იძლევა თესლის თესვისწინა დამუშავება 3%-იანი Nაჩლ-ის ხსნარით, სულფატებით დამლაშების შემთხვევაში საუკეთესოა 0.2% MგშO4-ის ხსნარით თესლის თესვისწინა გამოწრთობის მეთოდით. აღნიშნული ღონისძიება ეფექტურია სუსტად და საშუალოდ დამლაშებულ ნიადაგებზე.  

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს

რაიონებისათვის

1.21.

ფოსფორიანი სასუქების გამოყენება მარცვლეულ კულტურებში (საშემოდგომო ხორ-ბალი, სიმინდი) ბაზალეთის ზეგანის ყავისფერ კარბონატულ ნიადაგებზე.

რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს ფოსფორიანი სასუქის რაციონალური დოზით გამოყენებას აზოტ-კალიუმიანი სასუქების ოპტიმალური დოზების ფონზე; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - მოსავლიანობა გაიზრდება 150-200%-ით, ფართობის ერთეულზე გაწეული ხარჯები 2,0-2,5-ჯერ ანაზღაურდება.

რეკომენდებულია დუშეთის რაიონისათვის.

1.22.

ფოსფორიანი სასუქების გამოყენება  ბოსტნეულ კულტურებში (კომბოსტო, პომიდორი) შიდა ქართლის მდელოს ყავისფერ ნიადაგზე.

რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს ფოსფორიანი სასუქის ოპტიმალური დოზით შეტანას ძირითადი საკვები ელემენტების ოპტიმალური შეფარდების პირობებში; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-150%-ით, გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. Aარ დაბინძურდება გარემო.

რეკომენდებულია ხაშურის, გორის, კასპის და მცხეთის რაიონებისათვის.

1.23.

ფოსფორიანი სასუქების რაციონალური გამოყენება კარტოფილში სამხრეთ საქართველოს ყავისფერ-კარბონატულ ნიადაგებზე.

ფოსფორით ღარიბ ყავისფერ-კარბონატულ ნიადაგებზე რეკომენდებულია  ფოსფორიანი სასუქის რაციონალური დოზით შეტანა აზოტ-კალიუმიანი სასუქების ფონზე; სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - ყოველ დახარჯულ 1 ლარზე უკუგება იქნება 6-7 ლარი; Aარ დაბინძურდება გარემო.

რეკომენდებულია ახალციხის

რაიონისათვის.

1.24.

რთული სასუქების გამოყენება მარცვლეულ და ბოსტნეულ კულტურებში.

შირაქის ურწყავ შავმიწებზე და ქვემო ქართლის რუხ-ყავისფერ ნიადაგებზე მარცვლეული და ბოსტნეული კულტურებისთვის რეკომენდებულია  ამოფოსის, ნიტროამოფოსის, კარბოამოფოსის, თხევადი კომპლექსური სასუქის, მყარი ამონიუმის პოლიფოსფატის, სუპერფოსის და ამოფოსფატის გამოყენება. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-150%-ით, გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. ხარჯები 2-2,5-ჯერ ანაზღაურდება.

რეკომენდებულია დედოფლისწყაროს და გარდაბნის რაიონებისათვის.

1.25.

ფოსფორიანი სასუქების რაციონალური გამოყე-ნება საშემოდგომო ხორბალში შირაქის შავმიწა ნიადაგებზე.

ფოსფორით ღარიბ შავმიწა ნიადაგზე საშემოდგომო ხორბლისთვის (ჯიში ,,უფხო 1”) რეკომენდებულია ფოსფორიანი, აზოტიანი და კალიუმიანი სასუქების რაციონალური დოზები. . სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა 100-110%-ით. უკუგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე  იქნება 6-7 ლარი;

რეკომენდებულია

დედოფლისწყაროს რაიონისათვის.

1.26.

Aახალი კონცენტრირე-ბული ფოსფორიანი სასუქის – სუპერფოსის რაციონალურად გამოყე-ნება საადრეო კარტოფი-ლისთვის ქვემო ქარ-თლის ვაკის ღია ყავისფერ ნიადაგზე.

რეკომენდაცია ითვალისწი-ნებს მაღალ პროცენტიანი (40%) ფოსფორიანი სასუქის  - სუპერფოსის რაციონალური დოზით გამოყენებას აზოტ-კალიუმიანი სასუქების ოპტიმალური დოზების ფონზე. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა  100-120%-ით. გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. უკუგება ყოველ დახარჯულ 1 ლარზე  იქნება 7-8 ლარი;

Aარ დაბინძურდება გარემო.

რეკომენდებულია მარნეულის რაიონისათვის.

1.27.

ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების პერიოდული შეტანა მარცვლეულ კულტურებში შირაქის შავმიწა ნიადაგში.

სასუქების შეტანასთან დაკავშირებული სამუშაოების  გაადვილებისთვის, მინდვრის სამუშაოების დაძაბულობის  შენელებისთვის, სამუშაო ძალის ეკონომიისა და სასუქების შეტანაზე გაწეული ხარჯების შემცირებისთვის, შირაქის შავმიწა ნიადაგებზე  რეკომენდებული ფოსფორ-კალიუმიანი სასუქები მარცვლეული კულტურების  გასანოყიერებლად  შეტანილ იქნეს 2 ან 4 წელში ერთხელ.

რეკომენდებულია დედოფლისწყაროს რაიონისათვის.

1.28.

ფოსფორიანი სასუქების ოპტიმალური დოზები შაქრის ჭარხლისა და სიმინდისათვის  ფოსფო-რით სხვადასხვა ხარის-ხით  უზრუნველყოფილ შიდა ქართლის  მდელოს ყავისფერ ნიადაგებზე.

შიდა ქართლის  მდელოს ყავისფერ ნიადაგებსა და ანალოგიურ ნიადაგობრივ-კლიმატურ პირობებში  შაქრის ჭარხლის ჯიში ,,ვერხნიაჩსკაია”  და სიმინდის ჯიში ,,სტერლინგის” მოყვანისას რეკომენდებულია ფოსფორიანი სასუქების ოპტიმალური დოზები ფოსფორით ნიადაგის უზრუნველყოფის დონის გათვალისწინებით. სავარაუდო ეკონომიკური ეფექტი : - გაიზრდება მოსავლიანობა  80-120%-ით. გაუმჯობესდება პროდუქციის ხარისხი. ხარჯები 2-2,5-ჯერ ანაზღაურდება.

რეკომენდებულია ხაშურის, გორის და ქარელის რაიონებისათვის.

1.29.

მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება მარცვლოვან კულტურებში.

რეკომენდებულია: თესლის დამუშავება-რაფლიქსით; კალოკუგით; ნათესებში სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება ლინტური 2,4 დ დიკამბა; მავნე მწერების წინააღმდეგ გამოიყენება ფოსფორორგანული პრეპარატები, რომლებიც არ ავლენენ ფოტოტოქსიკურობას და არ რჩებიან ნაშთის სახით მარცვალში.

რეკომენდებულია საქართველოს მარცვლოვანი კულტურების მთესველ ყველა რაიონში.

1.30.

მცენარეთა დაცვის ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებების გამოყენება ციტრუსოვანთა კულტურებში.

რეკომენდირებულია: ციტრუსოვანთა მევნებლების წინააღმდეგ _ ორტუსი, ნურედი; ბიოლოგიური პრეპარატი _ აშერსონია.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს

რაიონებისათვის

1.31.

ნიადაგში ბინადარ მცენარეთა  აგრესიული მავნებლების  წინააღმდეგ ახალი პრეპარატიული ფორმების გამოყენება

რეკომენდებულია: ეკოლოგიურად უსაფრთხო გრანულირებული პრეპარატები ფოსფორორგანული პირექტოიდულ საწყისებზე ადგილობრივი ბუნებრივი ცეოლითების (კლინეფტოლოილითი) გამოყენებით.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.32.

პათოგენურ-ანაერობული მიკროორგანიზმების რეზისტენტული პოპულაციების წინააღმდეგ ანტიბიოტიკების გამოყენების ახალი ტექნოლოგიები

სხვადასხვა მოქმედების მექანიზმების ანტიბიოტიკების როტაციული სისტემით გამოყენება ინფექსიის გამოვლინებისთანავე, რომლის დანერგვაც მეცხოველეობასა და მეფრინველეობაში, გარდა მაღალი ბიოლოგიური და ეკოლოგიური ეფექტურობისა, გამოყენებიდან დიდი ხნის განმავლობაში გამორიცხავს მათ მიმართ ობიექტის რეზისტენტობის დაწყებისა და განვითარების პროცესს.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.33.

ბიოლოგიურ პრეპარატ ვერტიმეკის გამოყენება ციტრუსებში ცეცხლა ტკიპას წინააღმდეგ

ვერტიმეკის 0,5%-იანი სამუშაო ხსნარის გამოყენება ცეცხლა ტკიპას წინააღმდეგ 90%-ით ამცირებს მის ზიანს ციტრუსოვნებში.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.34.

ფუნგიციდი სკორი ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ

სკორის 0,1%-იანი კონცენტრაციის გამოყენებით 30-40%-ით მცირდება ციტრუსოვანთა დაავადებები.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.35.

ჰერბიციდი ნოკდაუმი  ჩაის პლანტაციებში სარეველა გვიმრას წინააღმდეგ

ნოკდაუმის გამოყენებით ჩაის პლანტაციებში გვიმრის მოსპობა გარანტირებულია ერთი წლით, ხოლო შემდგომში ის მცირე რაოდენობით ამოდის.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.36.

პამიდორის დაბალმოზარდი  ჯიში ,,საადრეო’’

საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. აღმოცენებიდან სიმწიფის დაწყებამდე მცენარეს ჭირდება 70 დღე. მოსავლიანობა 60ტ/ჰა, მოსავალს იძლევა აგვისტოს ბოლომდე. რეკომენდებულია საკონსერვოდ.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.37.

პამიდორის მაღალმოზარდი ჯიში ,,არაგვი’’

ადგილობრივი ჯიშია. მიღებულია ხალხური სელექციით ჩამოყალიბებული ,,ჭოპორტულას’’ ინდივიდუალური გამორჩევის გზით. მოსავლიანობა 45 ტ/ჰა. ჯიში საგვიანოა და მოსავალს იძლევა ნოემბრის ბოლომდე. რეკომენდებულია სასუფრე-სასალათედ.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.38.

პამიდორის მაღალმოზარდი ჯიში ,,ვარდისფერი ჭოპორტულა’’

ადგილობრივი, საშუალო-საგვიანო, სიცივის ამტანი, მაღალმოსავლიანი  ჯიშია. მისი ფორმირება აუცილებელია საყრდენზე. მოსავლიანობა საყრდენზე-50 ტ/ჰა, უსაყრდენოდ 36 ტ/ჰა. რეკომენდირებულია სასუფრე-სასალათედ.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.39.

საბოსტნე სოია, ჯიში ,,საბოსტნე 1’’

საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. ჯიში გამძლეა დაავადებების: ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, სეპტორიოზი, მოზაიკა- მიმართ. მაღალი მოსავლის მისაღებად ჰა-ზე მცენარეთა დგომის სიხშირე უნდა იყოს 95 ათასი ცალი, მწკრივებს შორის მანძილი-70 სმ, მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი-15 სმ.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.40.

საბოსტნე სოია, ჯიში ,,მწვანეპარკიანი’’

საწყისი მასალა მიღებულია 2007 წელს მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან. ჯიში გამძლეა დაავადებების: ბაქტერიოზი, ფუზარიოზი, პერონოსპოროზის მიმართ. ერთ მცენარეზე ფორმირდება 120 ცალი პარკი. ტექნიკურ სიმწიფეში პარკების მოსავლიანობა შეადგენს 170 ცენტნერს/ ჰა-ზე, ბიოლოგიურ სიმწიფეში თესლის მოსავლიანობა შეადგენს 70 ც/ჰა-ზე.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.41.

საბოსტნე ლობიო, ჯიში ,,მრავალმარცვალა’’

საწყისი მასალა მიღებულია მებოსტნეობის მსოფლიო ცენტრიდან 2007 წელს. ჯიში არის მაღალმოზარდი, ხვიარა წვერით. მწვანე პარკების მოსავალი შეადგენს 16 ცენტნერს/ჰა-ზე, ხოლო თესლის მოსავალი 12 ც/ჰა-ზე. ჯიში არის არაცვენადი, მალეხარშვადი, საუკეთესო გემური თვისებების.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.42.

სამარცვლე ლობიო, ჯიში ,,გარდაბნული ჭრელა’’

ადგილობრივი ,დაბალმოზარდი ჯიშია. მიღებულია მშობელი ჯიშების: ,,წითელი 41’’ და ,,ადგილობრივი წითელი’’-ს შეჯვარებით. ის არის საპარკე-სამარცვლე მიმართულების. ჯიში გამძლეა მავნებლის-,,ლობიოს მემარცვლია’’-ს მიმართ. ახასიათებს უბეწვო(უფხო) , ნაზი პარკები.

რეკომენდებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.43.

ეკოლოგიურად უსაფრთხო ბოსტნეულის მოყვანა საქართველოში წარმოებული ბიოლოგიური პრეპარატით.

ნაკვეთის დამუშავება  იწყება  წინამორბედი  კულტურების ანარჩენების გაწმენდით. შეგვაქვს თხევადი ორგანული სასუქი ,,ორგანიკა”, მზის ამოსვლამდე ან მზის გადასვლის შემდეგ და ვხნავთ (წინმხვნელიანი)  გუთნით  26-28 სმ სიღრმეზე.

,,ორგანიკა” არის ქართული წარმოების სასუქი და განკუთვნილია ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მოსაყვანად. ის ხელს უწყობს ნიადაგის თვისებების გაუმჯობესებას, მატულობს ჰუმუსის დონე, უმჯობესდება ნიადაგის აგრეგატული მდგომარეობა, პამიდორის და წიწაკის ნაყოფებს უნარჩუნდება ბუნებრივი არომატი, მატულობს ვიტამინების შემცველობა, გამორიცხულია ნიადაგში, მცენარეში, ნაყოფში ნიტრატების შემცველობა, მცენარეები გამძლეები არიან სტრესის მიმართ და რაც მთავარია, მოსავლიანობა იზრდება 15-20 % .(1 ჰა-ზე საჭიროა 6-10 ლიტრი ,,ორგანიკას” გახსნა 300 ლიტრ წყალში და მოსხმა ნიადაგის ზედაპირზე დამუშავებამდე)

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.44.

მინერალური სასუქების გამოყენების ხერხი ხარისხიანი, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქციის მისაღებად.

სასიდერაციო ეფექტური პარკოსნების და ორგანული სასუქების ფონზე გამოიყენება კომპლექსური სასუქები. ასე მაგ: ნიტროფოსი. მასში აზოტია 23%, ფოსფორი 46 % და კალიუმიც 46%. იგი წარმოადგენს გრანულს. 1000 გრანულის წონა შეადგენს 20-25 გრამს. ხორბლისათვის  ნიტროფოსის შეტანა თესვის დროს ჰა-ზე 200 კგ-ის რაოდენობით, მთლიანად დაფარავს ფოსფორის და კალიუმის ნორმებს, რაც შეეხება აზოც, მის დანაკლის მნიშვნელოვნად გადააჭარბებს კიდეც პარკოსანი მცენარის ფესვებზე განვითარებული კოJრებიდან მიღებული ბიოლოგიური აზოტი.

კომპლექსური სასუქების გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით. 200 კგ კომპლექსური სასუქი ღირს 300 ლარი. ამასთან გასათვალისწინებელია ის, რომ თითქმის სამჯერ მცირდება ხარჯები შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე და ნიადაგში შეტანაზე.

   აღსანიშნავია ისიც, რომ კომპლექსური სასუქები შედარებით ნაკლებად ქროლდება და ირეცხება ნიადაგის ქვედა ფენებში, ნაკლებად შეიცავენ უსარგებლო მინარევებს და მცენარის ფესვთა სისტემა უფრო ადვილად ითვისებს მათში არსებულ ყველა საკვებ ელემენც, რაც დადებითად მოქმედებს მცენარის ზრდა-განვითარებაზე.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.45.

თეთრთავიანი კომბოსტო, ჯიში ,,ლიკანი’'

მიღებულია ადგილობრივი ჯიშის ,,ბორჯომის იდეალი-‘’საგან გამაუმჯობესებელი, მასობრივი გამორჩევით. სავეგეტაციო პერიოდი შეადგენს 165 დღეს. თავის მასა 3-3,5 კგ-ია. მოსავლიანობა 55 ტ/ჰა-ზე. გამორჩეულია ხანგრძლივი შენახვის უნარიანობით.

ღეკომენდებულია სამხრეთ საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.46.

თეთრთავიანი ხახვი, ჯიში ,,ლიზი’’

ლიზი გამოყვანილია ჯიშიდან ,,სტანდარტ ბეიო’’ მასობრივი გამორჩევის მეთოდით. ნახევრად ცხარე, მრგვალი ფორმის, თეთრი ფერის რბილობი ახასიათებს. აღმოცენებიდან სრულ ბიოლოგიურ სიმწიფემდე საჭიროებს 110 დღეს. ბოლქვის მოსავლიანობა სარწყავ ზონაში, მაღალ აგროფონზე შეადგენს 45 ტ/ჰა-ზე. თესლის კი 3 ც/ჰა-ზე.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.47.

ბოსტნეულის მოყვანა ორმინდვრიანი კორდიანი მინითესლბრუნვით

ამ ტექნოლოგიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მცენარის კვების არეს ფარგლებში ნიადაგის ნახევარი მუშავდება და მასზე იწარმოება ერთწლოვანი სათოხნი კულტურები, ხოლო მეორე ნახევარზე შენარჩუნებულია სრული ბუნებრიობა ან ითესება მრავალწლოვანი ბალახი. პროდუქციის წარმოების გადიდებასთან ერთად ხდება ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნება- ამაღლება. გარდა ამისა მესამე წლიდან, ყოველწლიურად შესაძლებელია ნიადაგის დამუშავება და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება მხოლოდ ნაკორდალსა და  ამობრუნებულ კორძე, ნაბალახარზე.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.48.

სახელმძღვანელო ფერმერთა დასახმარებლად: “საქართველოს ძირითად საკვებ საშუალებათა ქიმიური შედგენილობა და ყუათიანობა”

სახელმძღვანელო მოიცავს: საკვებთა კლასიფიკაციას; ცხოველთა სრულფასოვანი კვების და ცალკეული ელემენტების ბიოლოგიურ მნიშვნელობას; საკვებთა ქიმიური შედგენილობას და ყუათიანობას; საკვებთა ვიტომინოვან, მინერალურ და ამინომJავურ შედგენილობას, შაქრების შემცველობას.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

1.49.

საკვები კულტურების აგროწესები

შემოთავაზებულ აგროწესებში ცალკეულ კულტურათა  მიხედვით მოცემულია თანმიმდევრული აგროტექნიკური ღონისძიებები, რომელთა სწორად გამოყენებით შესაძლებელია საქართველოში საკვები კულტურების  საშუალო საჰექტარო მოსავლიანობის 2-3-ჯერ გაზრდა.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის.

აგროწესები ახალი გამოცემისათვის მოამზადეს:

სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორმა,

პროფ. გ. ცაგურიშვილმა და

სოფლის მეურნეობის აკადემიურმა

დოქტორებმა ქ. ნიაურმა და ნ. Jვანიამ.

1.50.

რეკომენდაციები “მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისა და ნიადაგის დამუშავებისათვის საჭირო ოპტიმალური ტენიანობის პარამეტრების შესახებ.

რეკომენდაციებში მოცემულია ნიადაგებში ჰუმუსის შემცველობის, მექანიკური შემადგენლობებისა და მოცულობითი წონების მიხედვით, მათი დამუშავებისა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების ზრდა-განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალური და დასაშვები ტენიანობები და მორწყვის ნორმები.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რაიონებისათვის

რეკომენდაციები მოამზადა სსმმ აკადემიის აკადემიკოსმა ჯ. ონიანმა.

   რეკომენდაციები განკუთვნილია ფერმერებისათვის, აგრონიადაგთმცოდნეებისათვის, აგრომელიორატორებისათვის, აგრონომებისათვის  და წარმოებაში მომუშავე სოფლის მეურნეობის სპეციალისტებისათვის, აგრეთვე აგრარული მიმართულების მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის.

II. მეცხოველეობის, საკვებწარმოების, ვეტერინარიის და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო  განყოფილება

           აკადემიკოს-მდივანი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

                        ზურაბ ცქიტიშვილი

#

ღონისძიებების

დასახელება

ღონისძიებების

მოკლე ანოტაცია

გამოსაყენებლად რეკომენდებული

რაიონები

 1.

              2

         3

         4

2.1.

საახალჯიშო შეჯვარების გამოყენებით მაღალპროდუქტიული ახალი ქართული ბოცვრის სახორცე-საქურქე ჯიშური ჯგუფის გამოყვანა.

საახალჯიშო შეჯვარების გამოყენებით, სახორცეტყავ-ბეწვეული დედლების და აშშ-დან შემოყვანილი სახორცე პროდუქტიულობის  ახალზელანდიური მამლების შეჯვარების შედეგად მიღებულ იქნა I,II,III და IV თაობა. მეოთხე თაობის ცხოველების `თავისში~, მოშენების შედეგად გა-მოყვანილია ბოცვრის ახალი სახორცე ჯიშური ჯგუფი, ცხოველების პროდუქტიულობა შესწავლილია 7 მოგების მონაცემით. მიღებულია 8366,0 ბაჭია, გამოზრდილია 5433 სული ბოცვერი მ.შ. 2002-დედალი, 1086 მამალი, 2345 მოზარდი. ცოცხალი მასის მაჩვენებლებით სახორცე ჯიშური ჯგუფის ბოცვრები 15-18%-ით აჭარბებდნენ ხალასჯიშიან თანატოლებს. საკვების დანახარჯი 1 კგ. წონამეტზე 14-15%-ით ნაკლები აღენიშნათ საწყის ჯიშებთან შედარებით. გამოყვანილია მაგარი კონსტიტუციის შავი ბეწვოვანი საფარის მქონე მაღალპროდუქტიული ბოცვრები.

ახალი ქართული სახორცე ჯიშური ჯგუფის ბოცვრების მოშენების დროს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს პოლულაციის ერთგვაროვნებას, პროდუქტიულობის რეგულირებას. რეკომენდებულია დასავლეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქა-რთველოს ბუნებრივ, კლიმატურ და კვების პირობებთან კარგად შეგუების გათვალისწინებით პირად საკარმიდამო და ფერმერული მეურნეობებისათვის.

 2.2.

ბოცვრის პროდუქტიულობის გაზრდა ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების გამოყენებით.

ორჯიშიანი სამრეწველო შეჯვარების საფუძველზე სახორცე (კალიფორნიული) და სახორცე-ტყავბეწვეული ბოცვრების ჯიშის(“შინშილა”, ქართული სახორცე-საქურქე) გამოყენებითი ნაჯვარი ბოცვრები ქართული სახორცე კალიფორნიული, პროდუქტიული მაჩვენებლებით აღემატებოდნენ ხალასჯიშიან თანატოლებს – ნაყოფიერების 5%-ით, ცოცხალი მასით 10.0%-ით, ნაჯვარი ბოცვრები ხასიათდება მაღალი ხარისხის დიეტური ხორცით და ტყავ-ბეწვეულით.

ორჯიშიანი ბოცვრების მოშენება რეკომენდებულია გლეხურ და ფერმერულ მეურნეობებში აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური პირობების გათვალისწინებით.

 2.3

 სამჯიშიანი შეჯვარების ეფექტურობა მებოცვრეობაში

მებოცვრეობის ფერმერულ მეურნეობებში, ბოცვრის პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით სასურველია დაინერგოს სამჯიშიანი ნაჯვარები:

ახალზელანდიური თეთრიXქართული სახორცე-საქურქეXრუხი გოლიათი: ნაჯვარი ბოცვრები სახორცე პროდუქტიულობით 12-14 %-ით, ნაყოფიერებით 3-4%-ით, აჭარბებენ ხალასჯიშიან თანატოლებს, ხასიათდებიან დაბალი თვითღირებულებით და რენტაბელობის მაღალი მონაცემებით.

სამჯიშიანი ნაჯვარი ბოცვრების მოშენება რეკომენდებულია, სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს ფერმერულ და პირად საკარმიდამო მეურნეობებში.

2.4.

დარწყულების სხვადასხვა სისტემების გამოყენება მეხორცულ მეფრინველეობაში

რეკომენდაციაში განხილულია სხვადასხვა კონსტრუქციის სარწყულების გავლენა ბრიოლერის ზრდა _ განვითარებაზე, მათ მიერ საკვების ათვისებაზე. დადგენილია, რომ ბროილერის გამოსაზრდელად ყველაზე ეკონომიურია მიკროფინჯნისებრი სარწყულები, შემდეგ კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს ღარისებრ სარწყულებს.

რეკომენდებულია საქართველოს აღმოსავლეთ და დსავლეთ

რაიონების ფერმერული მეურნეობებისათვის.

2.5.

მეცხოველეობის ფერმერულ მეურნეობებში ხელოვნური დათესვლის  მეთოდის დანერგვა.

ხელოვნური დათესვლა ცხოველთა ჯიშობრივი გაუმჯობესების ყველაზე სწრაფი ხერხია. ადგილობრივი მსხვილფეხა პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშების ხელოვნური დათესვლის გამოყენებით მიღებული პირველი თაობის ახალშობილი ნაჯვარი ხბოების ცოცხალი მასა 12-15 კგ-ით, სადღეღამისო წონანამატი 150-200 გრ-ით, ხოლო პირველნაყოლი ნაჯვარი ფურების სარძეო პროდუქტიულობა 500-600 კგ-ით მეტია ადგილობრივ პირუტყვთან შედარებით.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რეგიონში

2.6.

დარწყულების სხვადასხვა სისტემების გამოყენება მეხორცულ მეფრინველეობაში

რეკომენდაცია ითავლისწინებს სხვადასხვა ტიპის სარწყულების გავლენას ბროილერის პროდუქტიულობაზე და ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა

რეგიონში

2.7.

თუთის მცენარის მრავალმიზნობრივი გამოყენებისათვის მეცხოველეობის არატრადიციული საკვების (ნეკერის) წარმოება.

მეაბრეშუმეობაში საშუალოდ ყოველ 1000 (ათას) ტონა ცოცხალი პარკის წარმოებაზე იხარჯება საშუალოდ 20,0 ათასი ტონა ქორფა ფოთოლი, ხოლო შემოდგომაზე, ზრდასრული გაუხეშებული ფოთლების საერთო მასა გაცილებით მეტია და გამოუყენებლად იკარგება.

Dდადგენილია, რომ შემოდგომაზე გაუხეშებული 20,0 ათასი ტონა ფოთლის 40% რომ დამზადდეს, მიიღება 8,0 ათას ტონა ნედლეული, რაც ტოლფასია (50%) 4,0 ათასი ტონა მშრალი ნივთიერების ანუ 2,7 ათასი ტონა (0,68%) სრულფასოვანი საკვები ერთეულის, რითაც დიდად უმჯობესდება ქვეყნის მეცხოველეობის საკვები ბალანსი.

საქართველოს რეგიონებში, სადაც კულტივირებს თუთის მცენარე.

2.8.

ქართული ფუტკრის გურული პოპულაციის ახალი ხაზი _ “გ-6 სურები”

ქართული ფუტკრის გურული პოპულაციის ახალი ხაზი _ “გ-6 სურები”, რომლის პროდუქტიულობა საწყისი მასალის  ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით 22-22.5%-ით მეტია.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს რეგიონებისათვის

III. აგროსაინJინრო სამეცნიერო განყოფილება

  აკადემიკოს-მდივანი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

                             რევაზ მახარობლიძე

№

ღონისძიებების

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

ღონისძიებების

მოკლე ანოტაცია

        გამოსაყენებლად რეკომენდებული რაიონები

   1

2

3

4

3.1.

მემცენარეობის პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების სისტემა (დაბეჭდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით).

გადმოცემულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მემცენარეობის ტრადიციული პროდუქტების (ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი, ჩაი და ა.შ.) წარმოებისათვის ნორმალური, ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენების ძირითადი ღონისძიებანი.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

   3.2.

მემცენარეობის პროდუქციის წარმოების მანქანათა სისტემა (დაბეჭდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით).

მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა სიმძლავრის ენერგეტიკული საშუალება და ტექნოლოგიური მანქანა უნდა იქნას გამოყენებული ტრადიციული კულტურების მოვლა-მოყვანისათვის ნორმალური, ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიებით წარმოებისათვის.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

   3.3.

მეცხოველეობის პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიების სისტემა (დაბეჭდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით).

მოცემულია ღონისძიებების ჩამონათვალი მეცხოველეობის პროდუქტების და საკვების წარმოებისათვის ნორმალური, ინტენსიური და მაღალი ტექნოლოგიებით.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

   3.4.

მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების მანქანათა სისტემა (დაბეჭდილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით).

მოცემულია მეცხოველეობის პროდუქციის თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებისათვის საჭირო  მანქანების ტექნიკური მახასიათებლები.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

   3.5.

ადაპტური თვითმავალი შასი ფერმერული მეურნეობებისათვის.

ექსპერიმენტული ნიმუშის დონეზე დამზადებულია და გამოცდილია თვითმავალი შასი წვრილი ფერმერული მეურნეობებისათვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ხვნის, ისე მოვლა-მოყვანის სამუშაოებისათვის. ამისათვის მის კონსტრუქციაში ჩადებულია შესაძლებლობა შეიცვალოს საშუქი (კლირენსი) და ლიანდი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სიმაღლისა და რიგთაშორისების შესაბამისად.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

    3.6.

გადაზრდილი და დეგრადირებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სამანქანო ტექნოლოგია და მანქანათა კომპლექსი.

დამზადებული და გამოცდილია ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის ან ამოძირკვის მანქანათა კომპლექსი, რომელიც შედგება შემდეგი მანქანებისაგან: გადაზრდილი ჩაის პლანტაციების სასხლავ-დამაქუცმაცებელი მანქანა; კულტივატორი დაქუცმაცებული მასის ნიადაგში ჩასახნავად; პასიური მუშა ორგანოებიანი მანქანა ფესვთა სისტემის ამოძირკვისათვის; აქტიური მუშა ორგანოებიანი მანქანა  ფესვთა სისტემის ნიადაგში ჩაკეპვისათვის.

სხვადასხვა ორგანიზაციების დაკვეთით დამზადებულია  და წარმოებაში გამოიყენება 10 კომპლექტი ასეთი მანქანებისა.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის

    3.7.

«შეფუთული სენაJის“ ტექნოლოგიით საკვების დამზადების დანადგარი.

ექსპერიმენტული ნიმუშის დონეზე დამზადებული და გამოცდილია სტაციონარული დანადგარი, რომელიც შნეკური ტიპის მუშა ორგანოთი  ახდენს სენაJის ბარდანებად დატკეპნას და ცელოფანის ტომრებში შეფუთვას. ამით წვრილ ფერმერულ მეურნეობებს საშუალება მიეცემათ მიაწოდონ საქონელს მაღალი ყუათიანი საკვები მთელი წლის განმავლობაში. დანადგარი საშუალებას იძლევა ვაწარმოოთ საკვები მაღალი ტექნოლოგიით, მცირე კონტურიან, გზისპირა და ტყისპირა ნაკვეთებში.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

    3.8.

გადასატანი დანადგარი ბიოგაზის წარმოებისათვის.

ექსპერიმენტული ნიმუშის დონეზე დამზადებული და გამოცდილია გადასატანი დანადგარი ბიოგაზის წარმოებისათვის. იგი გამოსაყენებელია როგორც წვრილი ფერმერული მეურნეობებისათვის, ისე საქონლის საძოვრებზე გადაყვანის დროს.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

    3.9.

ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარი.

ექსპერიმენტული ნიმუშის დონეზე დამზადებული და გამოცდილია გადასატანი ტიპის ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარი მზის ენერგიის გამოყენებით.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის

   3.10.

კარტოფილის სარგავი კობინირებული მანქანა (რეკომენდაცია).  

ექსპერიმენტული ნიმუშის დონეზე დამზადებული და გამოცდილია კომბინირებული მანქანა, რომელიც 100- მდე დახრილობის ფერდობზე ერთი გავლით ასრულებს ნიადაგის დამუშავების დაბაზოების და კარტოფილის დარგვის ოპერაციებს.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

3.11.

ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებანი და ტექნიკური საშუალებები (რეკომენდაცია).

საქართველოს პირობების გათვალისწინებით მოცემულია საუ-ის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში დამუშავებული რეკომენდაციები ნიადაგების ეროზიისგან დასაცავად.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის

3.12.

სამუშაოთა მექანიზაცია მევენახეობაში (რეკომენდაცია).

მოცემულია მევენახეობაში სამუშაოთა მექანიზაციის სამანქანო ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებანი თანამედროვე მიღწევების გათვალისწინებით.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

3.13.

“შეფუთული სენაJის” დამზადება მცირე კონტურიან სათიბებში (რეკომენდაცია).

რეკომენდაციებში მოცემულია“შეფუთული სენაJის” დამზადების თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკური საშუალებანი მცირე კონტურიანი სათიბებისთვის.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

3.14.

ნამყენი ნერგის წარმოების მექანიზაცია ვაზის სანერგე მეურნეობაში (რეკომენდაცია).

მოცემულია საუ-ის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის  ინსტიტუტში შექმნილი ხელით სამყნობი აპარატით ვაზის ნამყენი ნერგის წარმოების ტექნოლოგია.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონი

3.15.

კარტოფილის მოვლა-მოყვანა მცირეკონტურიან ნაკვეთებში დაბაზოების ტექნოლოგიით (რეკომენდაცია).

მოცემულია საუ-ის მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის  ინსტიტუტში დამუშავებული უნივერსალური მანქანის გამოყენების რეკომენდაციები კარტოფილის მოვლა-მოყვანისათვის.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

3.16.

მაწოვარი ნეზვისა და ძუძუთა გოჭის  შესანახავი მექანიზებული დოლურა (რეკომენდაცია).

მოცემულია მექანიზებული დოლურას კონსტრუქციის აღწერა და მისი გამოყენების რეკომენდაციები მაწოვარა ნეზვისა და ძუძუთა გოჭების შენახვისათვის.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონისათვის.

3.17.

მოწყობილობა მანქანების გაცვეთილი დეტალების ელექტრო-ნაპერწკლური ლეგირებით აღდგენისათვის

დაპროექტებული, დამზადებული და გამოცდილია მოწყობილობა მანქანების  გაცვეთილი დეტალების ელექტრო-ნაპერწკლური ლეგირებით აღდგენისათვის, რომელიც მარტივი, მოსახერხებელი და ადვილად დასამზადებელია. ის საშუალებას იძლევა აღვადგინოთ ისეთი დეფიციტური გაცვეთილი დეტალები, როგორიცაა გუთნის სახნისი, ფრთა, კულტივატორის თათები და სხვა დეტალები.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონის ფერმერული და გლეხური მეურნეობებისათვის.

3.18.

მონოგრაფია“სამეცნიერო-მეთოდური რეკომენდაციები საზღვარგარეთიდან შემოტანილი სასოფლო-სამეურნეო მანქანების საიმედოობის გაანგარიშების, გაზრდისა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევისათვის”.

გამოკვლეულია საქართველოში შემოტანილი საზღვარგარეთული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საექსპლუატაციო საიმედოობის მაჩვენებლები, დადგენილია ყველაზე ნაკლებად საიმედო კვანძები და დეტალები, შემუშავებულია მათი საიმედოობის გაზრდის ტექნოლოგიური ხერხები ელექტრო-ნაპერწკლური ლეგირებისა და დაქრომვის გამოყენებით. მეცნიერებისა და ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების გათვალისწინებით დამუშავებული და რეალიზებულია მეთოდიკა მანქანების საიმედოობაზე გაანგარიშებისათვის, დეტალების აღდგენითი პროცესების ოპტიმიზაციისათვის, მანქანების სერვის ცენტრების ოპტიმალური განლაგებისა და ტექნიკური სერვისის რაციონალური ფორმების შერჩევისათვის, რომელთა პრაქტიკული გამოყენებისათვის წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები

ღეკომენდებულია: საქართველოს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს

“მექანიზატორის”,

ფერმერული მეურნეობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების (უნივერსიტეტები, ინსტიტუტები) აგროსაინJინრო სპეციალობებისათვის

3.19.

გუთანი ცვალებადი მოდების განით

მიღებული პატენტის ბაზაზე დამზადებულია გუთანი ცვალებადი მოდების განით, რომელიც საშუალებას იძლევა ოპერატორმა კაბინიდან უშუალოდ ცვალოს გუთნის მოდების განი ავტომატიურად.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რეგიონის ფერმერული და გლეხური მეურნეობებისათვის.

3.20.

გაცვეთილი პრეციზიული დეტალების აღდგენის რესურსდამზოგი ტექნოლოგია

გაცვეთილი პრეციზიული დეტალების აღდგენის რესურსდამზოგი ტექნოლოგია

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონის სარემონტო საწარმოებისათვის.

3.21.

მწვანე და შავი ბაიხის ჩაის ინტენსიური ტექნოლოგია მცირეგაბარიტიანი დამქუცმაცებელი მანქანა “ჩმდს” გამოყენებით

მანქანის წარმადობა 100 კგ/საათში, მასში მწვანე ჩაის გამომუშავებისას, მიიღწევა ნედლეულის იმავდროული ფიქსაცია.

და რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს ჩაის მწარმოებელ რაიონებში.

3.22.

კივის და თხილის მოვლა _ მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები

დამუშავებულია კივის და თხილის მოვლა _ მოყვანის სამანქანო ტექნოლოგიები და განსაზღვრულია ენერგეტიკული დანახარჯები.

რეკომენდებულია დასავლეთ საქართველოს

კივის და თხილის

მწარმოებელ რაიონებში.

3.23.

ენერგო რესურსდამზოგავი საღნობი დანადგარი ნაზი ჩაის ნედლეულის მაღალეფექტური ღნობისათვის.

პროცესი ხორციელდება ბუნებრივი ღნობის იდენტურ რეJიმში დაბალ ტემპერატურაზე (20-250) გახანგრძლივებული რეJიმით, იძლევა სათბურის ეკონომიას 70%-ს.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის.

3.24.

“ტროფის” ტიპის ენერგო რესურსდამზოგავი საღნობი დანადგარი დანადგარი ნაზი ჩაის ნედლეულის მაღალეფექტური ღნობისათვის.

შემოთავაზებულ საღნობ დანადგარში ღნობა ხორციელდება ბუნებრივი ღნობის იდენტურ რეJიმში დაბალ ტემპერატურაზე (20-250) გახანგრძლივებული რეJიმით, იძლევა სათბური და ელექტროენერგიის ეკონომიას 70%-ს.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის.

3.25.

თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის საკვების მოსამზადებელი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები.

დამუშავებულია თუთის ყლორტებიდან ფოთლის გამცლელი მოწყობილობა.

მწარმოებლურობა

85 - 95 კგ/სთ.

რეკომენდებულია საქართველოს რაიონების ფერმერული მეურნეობებისათვის, სადაც შესაძლებელია მეაბრეშუმეობის დარგის წარმოება.

3.26.

თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის საკვების მოსამზადებელი მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებები.

დამუშავებულია I,II,III და IV ასაკის თუთის აბრეშუმხვევიას გამოკვებისათვის  ფოთოლსაჭრელი მოწყობილობა.

Fფოთლების დაჭრის დიაპაზონი 3,0 – 30,0 მმ; მწარმოებლურობა

60-300 კგ/სთ.

საქართველოს რაიონების ფერმერული მეურნეობებისათვის, სადაც შესაძლებელია მეაბრეშუმეობის დარგის წარმოება.

3.27.

თუთის აბრეშუმხვევიას გამოსაკვები მარტივი ტიპის მოწყობილობა.

Dდამუშავებულია ყველა ასაკის თუთის აბრეშუმხვევიასათვის გამოსაკვები მარტივი ტიპის მოწყობილობა ნაძირის საჭიე შენობის გარეთ გამტანი მექანიზმით. მოწყობილობის ერთი მოდულის გამოსაკვები ფართია – 6,0 მ2 .

საქართველოს რაიონების ფერმერული მეურნეობებისათვის, სადაც შესაძლებელია მეაბრეშუმეობის დარგის წარმოება.

IV. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შენახვის და გადამუშავების სამეცნიერო განყოფილება

აკადემიკოს-მდივანი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

ნუგზარ ბაღათურია

№

ღონისძიებების

დ ა ს ა ხ ე ლ ე ბ ა

ღონისძიებების

მოკლე ანოტაცია

        გამოსაყენებლად რეკომენდებული რაიონები

 1

2

3

4

   4.1.

პურის ნატურალური გაუმჯობესების ტექნოლოგია

პურცხობის მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად ხელოვნური გამაუმჯობესლების ნაცვლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ყურძნიდან სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული ნატურალური პროდუქტები. ღონისძიების გამოყენება ააცილებს პურის მომხმარებლებს ურთულესი დაავადების ცელიაკიისა და სხვა საშიში დაავადებებისაგან.

რეკომენდებულია საქართველოს ყველა  რაიონის პურცხობის ობიექტებისათვის.

4.2.

ანტიოქსიდანტური უალკოჰოლო ღვინის წარმოების ტექნოლოგიები

მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით უზრუნველყოფა

რეკომენდებულია საქართველოს რადიაციით დაბინძურებული რაიონებისათვის

4.3.

ხილ-კენკროვანთა ანტიოქსიდანტური ფრუქტოზული წვენების წარმოების ტექნოლოგია

კვების მრეწველობის ინსტიტუტში დამუშავებულია ხილ-კენკროვანთა ნედლეულიდან ფრუქტოზითა და ფენოლური ნაერთებით გამდიდრებული ნატურალური წვენების  (ბიოანტი) წარმოების ტექნოლოგია. ახალი პროდუქტი შეიძლება გამოყენებული იქნას დიაბეტით დაავადებულთა სამკურნალო-პროფილაქტიკური კვებისათვის. მსგავს პროდუქტებზე ასევე დიდია მოთხოვნილება რადიაციით დაბინძურებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სამკურნალო-პროფილაქტიკური კვებისათვის.

რეკომენდებულია საქართველოს რადიაციით დაბინძურებული რაიონებისათვის.

4.4.

მანდარინის თხევადი ნაყოფების წარმოების ტექნოლოგია

   დამუშავებულია მანდარინის ნაყოფების უნარჩენო გადამუშავების ტექნიკა და ტექნოლოგია.

   აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით შეიძლება ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია ნატურალური საკვები დანამატების სახით.

რეკომენდებულია საექსპოტრო პროდუქციის წარმოებისათვის

4.5.

მანადინის ნაყოფების გადამუშავების კომპლექსური ტექნოლოგია

  დამუშავებულია მანდარინის ნაყოფების კომპლექსური გადამუშავების ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა კვებისათვის გამიზნული პირურეს, დისტილაციური ეთეროვანი ზეთისა და პექტინის პასტის მიღებას.

რეკომენდებულია ბავშვთა კვებისათვის

4.6.

ბალახოვანი ნედლეულიდან ეთეროვანი ზეთების მიღების ახალი ტექნოლოგია

სტუ-ის კვების მრეწველობის ინსტიტუტში დამუშავებული ეთეროვანი ზეთების მიღების ახალი ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მისი გამოყენების შედეგად მიიღება ეკოლოგიურად სუფთა ეთეროვანი ზეთები, მკვეთრად მცირდება (50-60%-ით) 1 კგ ეთეროვანი ზეთის გამოხდისათვის საჭირო ორთქლის ხარჯი,  50-60%-ით იზრდება გამოსახდელი აპარატების მწარმოებლურობა, რადგანაც შესაბამისად მცირდება გამოსახდელი ნედლეულის მასა.

რეკომენდებულია საქართველოს ეთეროვანი ზეთების გამოყენების ობიექტებისათვის.

4.7.

მაღალხარსიხოვანი მწვანე ჩაის გამომუშავება ინტენსიური მოხალვით ახალი თაობის მომხალავი დოის  გამოყენებით

მწვანე ფოთლის მიხედვით მწარმოებლურობა  არის 100 კგ/საათში, ელ.ენერგიის ხარჯი 50 კვტ/საათში.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის

4.8.

ვიტამინიზირებული ჩაის წარმოების ტექნოლოგია

ჩაის ემატება ვიტამინებით მდიდარი მცენარეული ნედლეული _ სტაფილო, ქაცვი, ასკილი, ციტრუსოვნები, აქტინიდია, ფეიჰოა. გამომუშავდება B-კაროტინით (პროვიტამინი A) და ჩ-ვიტამინით მდიდარი ჩაის პროდუქტები.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის

4.9.

სტევიით გამიდრებული ბაიხის ჩაის წარმოება.

ბაიხის ჩაის გასამდიდრებლად გამოიყენება, როგორც წინასწარ გამშრალი სტევიის მასა, ასევე მისგან მიღებული წყლიანი ექსტრაქტი განკუთვნილია ფართო მოხმარებისათვის, განსაკუთრებით დიაბეტით დაავადების მიდრეკილების მქონე ადამიანებისათვის.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის

4.10.

იოდირებული ჩაის წარმოება.

ჩაის პროდუქტების იოდირება ხდება მცენარეული წარმოშობის იოდით, როემლიც ხორციელდება, როგორც ჩაის ფოთლის გადამუშავების პროცესში, ასევე მზა პროდუქციის მეორადი დამუშავებით. პროდუქტები რეკომენდირებულია ყველა ასაკის ადამიანებისათვის, განსაკუთრებით ჩიყვის დაავადების მიდრეკილების მქონეთათვის.

რეკომენდებულია საქართველოს ჩაის მწარმოებელი რაიონებისათვის

4.11.

ტოპინამბურისა და ტოპინმზესუმზირის წარმოება

წარმოება შესაძლებელია მსუბუქი მექანიკური შედგენილობის წითელმიწა, მJავე ნიადაგებზე, მოსავლიანობა 50-60 ტ. ტუბერი ჰა-ზე

რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონში.

მეღვინეობის სფეროში გამოყენებული ტერმინებისა

და განმარტებების შესახებ

                   სსმმ აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია

1998 წელს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ”. Aამ კანონში მოყვანილი მეღვინეობის პროდუქციის ტერმინები და განმარტებები არ შეესაბამება არც ევროკავშირის და არც სხვა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობებს, და მცდარია. მაგალითად, ბრენდის საქართველოს კანონში მოყვანილი განმარტება ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ მიღებულ რეგლამენტებს. კერძოდ, საქართველოს კანონი “ვაზისა და ღვინის შესახებ” აიძულებს მეწარმეს აწარმოოს მაღალხარისხოვანი პროდუქტი (კონიაკი) და მისცეს მას დაბალხარისხოვანი პროდუქტის – ბრენდის დასახელება. კანონი უკრძალავს მეწარმეს აწარმოოს ბრენდი იმ ტექნოლოგიით, რომელიც აღიარებულია ევროსაბჭოს მიერ და ამით ხელს უშლის საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების სფეროში თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის  განვითარებას.

      დაუსაბუთებელი და ამდენად უსაფუძვლოა კანონში მოყვანილი ყურძნის არყის განმარტება; Aარომატიზირებული ღვინის კანონში მოყვანილი განმარტება, ასევე,  არ შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს და ა.შ. (დაწვრილებით იხ. `შესწორებები საქართველოს კანონში “ვაზისა და ღვინის შესახებ”. J. `აგრარულ-ეკონომიკური  მეცნიერება და ტექნოლოგიები~, 2013, #3. Gგვ.64-69).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ კანონში “ვაზისა და ღვინის შესახებ” მეცნიერულად დაუსაბუთებელი და პრაქტიკულად გაუმართებელი  განმარტებების არსებობა ხელს უშლის საქართველოში მეწარმეობის განვითარებას და ამით წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მოთხოვნებთან.

საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  მეღვინეობის  პროდუქციის, ისევე როგორც სხვა საექსპორტო პროდუქციის ტერმინებისა და განმარტებების მოყვანა იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობებთან. მხედველობაში ვიღებთ რა იმ უდაო ფაქც, რომ რუსეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად პოტენციურ იმპორტიორ ქვეყანას საქართველოს მეღვინეობის პროდუქციისათვის, ჩვენ გავითვალისწინეთ ამ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სტანდარტებში არსებული ტერმინები და განმარტებები, მით უფრო, რომ რუსეთის კანონმდებლობა მაქსიმალურად ითვალისწინებს ამ სფეროში არსებულ ევროკავშირის მოთხოვნებს.

ქვემოთ მოყვანილი ძირითადი ტერმინები და განმარტებები შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, რომლებიც ადგენენ მეღვინეობის ერთიანი ბაზრის ორგანიზაციას (1493/99, 17.05.99), არომატიზირებული ღვინოების განსაზღვრის, აღნიშვნისა და გაფორმების საერთო წესებს (# 1601/91, 10.06.91), მაგარი სასმელების განსაზღვრის, აღნიშვნისა და გაფორმების საერთო მოთხოვნებს (# 1576/89, 29.05.89).

მეღვინეობის პროდუქცია, ნედლეული და ნახევარფაბრიკატები

   მინები და განმარტებები

1. მზა პროდუქცია

 მეღვინეობის პროდუქცია

A

   ალკოჰოლური პროდუქტი, დამზადე-ბული ყურძნის მარცვლების ან ხილის მთელი ან დაქუცმაცებული ნაყოფების ან მათი ტკბილის  სრული  დადუღე-ბით;  მათი გადადენით, შემდგომი და-ვარგებით ან დავარგების გარეშე.

   ყურძნის მარცვლების, ხილის ნედ-ლეულის  ან მათი ტკბილის სრული ან არასრული ალკოჰოლური დუღილით, საკვები ნედლეულიდან მიღებული რექ-ტიფიცირებული ეთილის სპირტის, ღვი-ნის, ყურძნის ან ხილის სპირტების, ღვინის, ყურძნის ან ხილის დისტი-ლატების, შაქარშემცვლელი ნივთიერე-ბების, ნატურალური ან ნატურალურის იდენტური საკვები არომატიზატორე-ბის, ნახშირბადის ორJანგის  დამატე-ბით ან დამატების გარეშე.

1.1. ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების  ან ყურ-ძნის ტკბილის სპირტული დუღილის შედეგად.

1.1.1. სუფრის ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების ან ყურძ-ნის ტკბილის სრული ან არასრული სპირტული დუღილის შედეგად. ღვინო-ში ეთილის სპირტის მოცულობითი წი-ლი უნდა შეადგენდეს 9,0-15%.   

1.1.1.ა. სუფრის მშრალი ღვინო

1.1.1.ბ. სუფრის ნახევრად მშრალი,   
     
ნახევრად ტკბილი და ტკბილი  
     
ღვინოები

ახლადდაკრეფილი ყურძნის მთელი ან დაქუცმაცებული მარცვლების  ან ყურ-ძნის ტკბილის სრული სპირტული და-დუღებით დამზადებული ღვინო.

ღვინოები, დამზადებული ალკოჰოლუ-რი დუღილის შეწყვეტით, ნარჩენი შაქ-რიანობის  მოთხოვნილ   მნიშვნელო-ბაზე ან მშრალი ღვინომასალის ყურ-ძნის ტკბილთან, კონცენტრირებულ ყუ-რძნის ტკბილთან ან რექტიფიცირე-ბულ კონცენტრირებულ ყურძნის ტკბი-ლთან  შერევით.

1.1.2  ლიქიორული ღვინო

M

მზადდება: მხოლოდ ყურძნისეული წა-რმოშობის ეთილის სპირტის გამოყე-ნებით.  ეთილის სპირტის შეძენილი მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 და არაუმეტეს 22%. ეთი-ლის სპირტის საერთო მოცულობითი წილი  _ არანაკლებ 17,5%, ზოგიერთი  ადგილწარმოშობის დასახელების მა-ღალხარისხოვანი ლიქიორულიღვინოე-ბის  გარდა.

მიიღება:

 _ ან ყურძნის ტკბილისაგან,  მისი

      დადუღების პროცესში,

 _  ან ღვინისაგან,   

 _ Aან აღნიშნული პროდუქტების   
       ნარევისაგან.

Eემატება:

 _ ყურძნისეული წარმოშობის ნეიტრა-ლური სპირტი, რომლის შეძენილი  მო-ცულობითი წილი შეადგენს არანაკ-ლებ 96%,

 _ ღვინის დისტილატი, რომელიც შე-იცავს არანაკლებ 52% და არაუმეტეს 86% შეძენილ მოცულობით წილ ეთი-ლის სპირც,

 _ ყურძნის კონცენტრირებული ტკბი-ლი.

1.1.3. ცქრიალა ღვინო

პროდუქტი, დამზადებული ყურძნის ტკბილის ალკოჰოლური დუღილის ან ღვინომასალების მეორადი ალკოჰო-ლური დუღილის შედეგად წარმოქმნი-ლი ნახშირბადის დიოქსიდით  ღვინო-მასალების გაჯერების შედეგად. ბო-თლში არსებული წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300კპა, ეთი-ლის სპირტის მოცულობითი წილი – 8,5-დან 12,5%-მდე.

1.1.4. მარგალიტის ცქრიალა

    ღვინო

ცქრიალა ღვინო, რომლისთვისაც ბო-თლში არსებული წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს 100-დან 250კპა.

1.1.5. რუსეთის (საბჭოთა)

    შამპანური

სპეციალური ჯიშების ყურძნისაგან და-მზადებული ცქრიალა ღვინო. ბოთლში არსებული წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 350კპა, ეთი-ლის სპირტის მოცულობითი წილი – 10,5-დან 12,5%-მდე.

1.1.6. დაგაზული ღვინო

პროდუქტი, დამზადებული ღვინომასა-ლის ნახშირბადის დიოქსიდით ხელო-ვნური გაჯერებით. ბოთლში არსებუ-ლი წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 8,5-დან 12,5%-მდე.

1.1.7. დაგაზული მარგალიტის G

    ღვინო

დაგაზული ღვინო, რომლისთვისაც ბო-თლში არსებული წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს 100-დან 250კპა.

1.1.4 ადგილწარმოშობის მიხედვით 
    კონტროლირებული  დასახელების   

    ღვინო

ყველა ტიპის მაღალხარისხოვანი ღვი-ნო, რომლის დასამზადებლად  გამოსა-ყენებელი ყურძენი მოიყვანება იმ გარ-კვეულ გეოგრაფიულ ადგილზე,  რომ-ლის ნიადაგობრივ –კლიმატური პირო-ბები ღვინოს სძენს გამორჩეულად მა-ღალ ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებს.

1.2 არომატიზირებული ღვინო

მეღვინეობის პროდუქტი, Eეთილის სპი-რტის მოცულობითი წილით 14,5-დან 22,0%-დე, დამზადებული სუფრის, ლი-ქიორული, დაგაზული, ცქრიალა ღვი-ნოებისაგან, რომლებშიც დამატებულია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტი, ნატურა-ლური არომატული და საგემოვნო ნივ-თიერებები, ასევე ყურძნის ტკბილი, კო-ნცენტრირებული ყურძნის ტკბილი და სხვა  შაქარშემცველი ნივთიერებები.

პროდუქტში სუფრის ღვინის, ლიქიო-რული ღვინის, დაგაზული ღვინის, ცქრიალა ღვინის,  ყურძნის ტკბილის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილისა და სხვა ყურძნისეული წარმოშობის

პროდუქტებისა და მათი ნარევების საე-რთო მოცულობითი წილი არ უნდა იყოს არომატიზირებული ღვინის მოცუ-ლობის 75%-ზე ნაკლები.

1.3. ხილ-კენკროვანთა ღვინოები

პროდუქტები, დამზადებული დაქუცმა-ცებული  ხილის ნაყოფების ან ხილის ტკბილის სრული ან არასრული სპირ-ტული დუღილის შედეგად, მეღვინეო-ბაში დაშვებული ტექნოლოგიური ხერ-ხების გამოყენებით, თითოეული მათი ტიპისათვის დამახასიათებელი ორგა-ნოლეპტიკური თვისებების მისანიჭებ-ლად. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-დან 22,0%-დე.

1.3.1. ხილ-კენკროვანთა

    სუფრის ღვინო

პროდუქტი, დამზადებული დაქუცმა-ცებული  ხილის ნაყოფების ან ხილის ტკბილის სრული ან არასრული სპირ-ტული დუღილის შედეგად, შაქარშემ-ცველი ნივთიერებების დამატებით ან დამატების გარეშე. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-დან 15,0%-დე.

1.3.2. ხილ-კენკროვანთა

    სპეციალური ღვინო

ხილის ღვინომასალისაგან წარმოებუ-ლი პროდუქტი, საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტისა და შა-ქარშემცველი ნივთიერებების დამატე-ბით.  ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 15-დან 22,0%-დე.

1.3.3. ხილ-კენკროვანთა
    არომატიზირებული ღვინო

ხილის ღვინომასალისაგან წარმოებუ-ლი პროდუქტი, საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტის, შაქარ-შემცველი, არომატული და საგემოვნო ნივთიერებების დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს 14,5-დან 22,0%-დე.

1.3.4. ხილ-კენკროვანთა

     თაფლის ღვინო

პროდუქტი, დამზადებული თაფლისა და ხილის ტკბილების სრული ან არა-სრული სპირტული დუღილის შედე-გად, საკვები ნედლეულიდან მიღებული ეთილის სპირტისა და შაქარშემცველი ნივთიერებების დამატებით ან დამატე-ბის გარეშე. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი უნდა შეადგენდეს 8,5-დან 22,0%-დე.

1.4. ყურძნისა და ხილის მაგარი   
   სასმელები

1.4.1. ღვინისაგან მიღებული

     სპირტიანი სასმელი

სპირტიანი სასმელი, დამზადებუ-

ლი ღვინის გადადენით მიღებული დი-სტილატის გამოყენებით. სასმელში მე-თილის სპირტის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2,0გ/დმ3 აბსოლუტურ სპირტზე გადაანგარიშებით.

1.4.2. ღვინისაგან მიღებული    
    ადგილწარმოშობის დასახელების
    სპირტიანი სასმელი

K

სპირტიანი სასმელი, რომლის  დასა-ხელება მიუთითებს პროდუქციის წარ-მოშობის იმ ქვეყანაზე, რაიონზე ან ქვეყნის სხვა ადგილზე,  სადაც არსე-ბული კანონის დაცვით იწარმოებოდა და ამ დასახელებით  გაეთქვა მას სა-ხელი.

1.4.3 კონიაკი

მეღვინეობის პროდუქტი, დამზადებული საკონიაკე დისტილატის მუხის ტკეჩთან კონტაქტში არანაკლებ 3 წლის განმავ-ლობაში დავარგებით. პროდუქტში ეთი-ლის სპირტის მოცულობითი წილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 40%; უმაღლესი სპირტების მასური კონ-ცენტრაცია კონიაკში უნდა იყოს არა-ნაკლებ 170 მგ/100სმ3 და არაუმეტეს 500  მგ/100სმ3 ,  უწყლო სპირტზე გადა-ანგარიშებით; მქროლავი მJავების  მა-სური კონცენტრაცია, ძმარმJავზე გადა-ანგარიშებით, კონიაკში უნდა იყოს არაუმეტეს 200 მგ/100სმ3_ზე მეტი;   მე-თილის სპირტის მასური კონცენტრა-ცია არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ/დმ3, უწყლო სპირტზე გადაანგარიშებით; 

1.4.5. ბრენდი

ღვინის დისტილატისაგან დამზადებუ-ლი პროდუქტი, 94,8 მოც.% სიმაგრის მქონე ღვინის სპირტის დამატებით ან დამატების გარეშე. ღვინის სპირტის მოცულობითი წილი სასმელში არ უნ-და აღემატებოდეს  ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 50%-ს; დაძველებული მუხის ტკეჩთან კონტა-ქტში არანაკლებ 1 წლის განმავლო-ბაში; მეთილის სპირტის შემცველობა სასმელში არ უნდა აღემატებოდეს 2,0 გ/დმ3, აბსოლუტურ სპირტზე გადაან-გარიშებით. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი  _ არანაკლებ 37,5%.

1.4.6. ყურძნის არაყი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული ღვინის ან ყურძნის დისტილატის გამო-ყენებით, ღვინის ან ყურძნის სპირტის დამატებით ან  დამატების გარეშე.

ეთილის სპირტის მოცულობითი წილი სასმელში შეადგენს არანაკლებ 37,5%.

1.4.7. დადუღებული ჭაჭის არაყი

სპირტიანი სასმელი, დამზადებული და-დუღებული ჭაჭის უშუალოდ წყლის მწვავე ორთქლით გადადენით ან  ჭა-ჭაზე წყლის დამატებითა და შემდგომი ჰიდროდისტილაციით. ჭაჭის მასური წილი გადასადენ მასაში უნდა შეა-დგენდეს არაუმეტეს 86%. სასმელში მეთილის სპირტის შემცველობა არ უნ-და აღემატებოდეს  10,0 გ/დმ3 აბსოლუ-ტურ სპირტზე გადაანგარიშებით.

1.4.8. ხილის არაყი

პროდუქტი, დამზადებული ერთი ან რა-მდენიმე დასახელების ხილის დის-ტილატებისაგან, ხილის რექტიფიცირე-ბული სპირტის დამატებით ან დამა-ტების გარეშე; გააჩნია გამოყენებული ნედლეულის გემო და არომატი.  ეთი-ლის სპირტის მოცულობითი წილი პროდუქტში შეადგენს 37,5-55,0%.

1.4.9. რუსული კალვადოსი

ხილის (ვაშლის) არაყი, დამზადებული კალვადოსის დისტილატისაგან, დავარ-გებული არანაკლებ 6 თვის განმავლო-ბაში მუხის ტკეჩთან კონტაქტში.  ეთი-ლის სპირტის მოცულობითი წილი შეა-დგენს 38,0-40,0%.

1.5. ღვინოზე დამზადებული
   ალკოჰოლური სასმელები

1.5.1. ღვინის სასმელი

Pპროდუქტი, დამზადებული  ღვინომა-სალის, შაქარშემცველი, არომატული, საგემოვნო ნივთიერებებისა და წყლის   გამოყენებით, სასოფლო-სამეურნეო ნე-დლეულიდან მიღებული ეთილის სპირ-ტის  დამატებით ან დამატების გარეშე. ღვინომასალის მოცულობითი წილი პროდუქტში არ უნდა იყოს 50%-ზე ნაკ-ლები.

1.5.2. ღვინის დაგაზული კოქტეილი

ნახშირბადის დიოქსიდით ხელოვნურად გაჯერებული  ღვინის სასმელი. ბოთ-ლში არსებული წნევა უნდა შეადგენ-დეს არანაკლებ 150 კპა, ეთილის სპი-რტის მოცულობითი წილი _ 5-დან 12%-მდე.

1.5.3. სიდრი

პროდუქტი, დამზადებული ხილის ღვი-ნომასალების ნახშირბადის დიოქსი-დით ხელოვნურად გაჯერებით ან ხი-ლის ღვინომასალების მეორადი ალკო-ჰოლური დუღილის შედეგად წარმო-ქმნილი ნახშირბადის დიოქსიდით  გაჯერების შედეგად. ბოთლში არსე-ბული წნევა 200ჩ-ზე უნდა შეადგენდეს არანაკლებ 200კპა, ეთილის სპირტის მოცულობითი წილი – 5-დან 8,5%-მდე.

2.1  ყურძნის ნედლეული და  ნახევარფაბრიკატები

2.1.1.  ახლადდაკრეფილი ყურძენი
     (ახლადდაკრეფილი ყურძნის
     მარცვლები)

მეღვინეობაში გამოყენებული ყურძნის მწიფე ნაყოფი, რომელიც შეიძლება და-ქუცმაცდეს ან დაიწნეხოს მეღვინეო-ბის ჩვეულებრივი საშუალებებით, და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თა-ვისთავადი (სპონტანური) სპირტული დუღილი.  

2.1.2. ყურძნის ტკბილი

თხევადი პროდუქტი, რომელიც მიიღება ახლადდაკრეფილ ყურძენზე ფიზიკური ზემოქმედების (დაწნეხვის) შედეგად. დასაშვებია ყურძნის ტკბილში არაუ-მეტეს 1 მოც. % შეძენილი ეთილის სპირტის არსებობა.

2.1.3. ყურძნის  კონცენტრირებული
     ტკბილი

ტკბილი, რომელიც მიიღება ყურძნის ტკბილის  ნებისმიერი დაშვებული მე-თოდით ნაწილობრივი გაუწყლოებით,  გარდა ღია ცეცხლისა. პროდუქტში მშრალი ნივთიერებების შემცველობა შეადგენს 50,9 % (რეფრაქტომეტრით).

2.1.4 ყურძნის წვენი

დაუდუღებელი (მაგრამ დადუღების უნარის მქონე) თხევადი პროდუქტი, რომ-ელიც მიიღება შესაბამისი დამუშავე-ბით, ასეთივე სახით მოსახმარებლად. მიიღება:

ა) ახლადდაკრეფილი ყურძნის მარც-ვლებიდან, ან ყურძნის ტკბილისაგან ან

ბ) აღდგენის გზით:

- კონცენტრირებული ყურძნის ტკბი-ლის,

- კონცენტრირებული ყურძნის წვენის.

დასაშვებია ყურძნის წვენში არაუმეტეს 1 მოც. % შეძენილი ეთილის სპირტის  არსებობა.

2.1.5. ყურძნის  კონცენტრირებული
    წვენი

არაკარამელიზირებული ყურძნის წვენი, რომელიც მიიღება ყურძნის წვენის  ნე-ბისმიერი დაშვებული ხერხით ნაწი-ლობრივი გაუწყლოებით, გარდა ღია ცეცხლისა. პროდუქტში  მშრალი ნივ-თიერებების შემცველობა რეფრაქტო-მეტრით არ უნდა აღემატებოდეს 50,9%.  დასაშვებია ყურძნის წვენში არაუმეტეს 1 მოც. % შეძენილი ეთილის სპირტის  არსებობა.

2.2. ღვინომასალები და ყურძნისა და
    ხილის ალკოჰოლშემცველი

    ტკბილები

2.2.1 ღვინომასალები

ღვინოები ჩამოსხმით, გამიზნული სამო-მხმარებლო ტარაში ჩამოსასხმელად ან სხვადასხვა სახის მეღვინეობის პრო-დუქციის დასამზადებლად;

2.2.2. ყურძნის დასპირტული ტკბილი
     (მისტელი)

Pპროდუქტი, დამზადებული ახლადდა-წურულ ყურძნის ტკბილზე საკვები ნე-დლეულიდან მიღებული ეთილის სპირ-ტის დამატებით.  ეთილის სპირტის მო-ცულობითი წილი შეადგენს 15-25%.

    2.2.3. ხილის დასპირტული ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ახლადგამო-წურული ხილის ტკბილის  საკვები ნე-დლეულიდან მიღებული ეთილის სპი-რტის დამატებით. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 15-25%.

2.2.4. ნაწილობრივ დადუღებული
     ყურძნის ტკბილ
ი

პროდუქტი, დამზადებული ყურძნის ტკბილის დადუღებით, აქვს 1%-ზე მეტი  ეთილის სპირტის შეძენილი მოცუ-ლობითი წილი  და ეთილის სპირტის  საერთო მოცულობითი წილის 3/5-ზე ნაკლები რაოდენობა; ამასთან, ადგი-ლწარმოშობის დასახელების  ზოგიერ-თი მაღალხარისხოვანი ღვინოები, რო-მლებშიც შეძენილი ეთილის სპირტის მოცულობითი წილი ნაკლებია ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილის 3/5-ზე, მაგრამ არანაკლებ 5,5 მოც.%, არ განიხილება ნაწილობრივ დადუ-ღებულ ტკბილად. 

2.2.5.  ნაწილობრივ დადუღებული
      ხილის ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ხილის ტკბილის დადუღებით, აქვს 1%-ზე მეტი  ეთილის სპირტის შეძენილი მოცუ-ლობითი წილი  და ეთილის სპირტის  საერთო მოცულობითი წილის 3/5-ზე ნაკლები რაოდენობა.

2.2.6. ხილის დადუღებული ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული ახლადდაკ-რეფილი ხილის წვენის ან დურდოს დადუღებით.  ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი შეადგენს 4,0-8,5მოც.%.

2.2.7. ხილის დადუღებულ-დასპირტული
     ტკბილი

პროდუქტი, დამზადებული დადუღებუ-ლი ხილის ტკბილში საკვები ნედლეუ-ლიდან მიღებული ეთილის სპირტის დამატებით. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი შეადგენს 16 მოც.%.

2.3. ყურძნისა  და ხილის   

   დისტილატები და სპირტები

2.3.1 ღვინის დისტილატი

პროდუქტი, დამზადებული სუფრის ღვ-ინომასალების გადადენით. ეთილის  სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 52 - 86%.

2.3.2. საკონიაკე დისტილატი,
     ახალგაზრდა

პროდუქტი, დამზადებული არანაკლებ 7,5% ეთილის სპირტის მოცულობითი წილის მქონე  სუფრის ღვინომასალე-ბის გადადენით. ეთილის  სპირტის მო-ცულობითი წილი შეადგენს 62 - 70%. უმაღლესი სპირტების მასური კონცე-ნტრაცია _ 180-600მგ/100სმ3; მქროლავი მJავების მასური კონცენტრცია, არა-უმეტეს 80 მგ/100სმ3;

2.3.3. საკონიაკე დისტილატი,
    დავარგებული

საკონიაკე დისტილატი, რომელშიც  ეთილის  სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 55-70%. მიიღება ახალგა-ზრდა საკონიაკე დისტილატის მუხის ტკეჩთან კონტაქტში დავარგებით.  უმა-ღლესი სპირტების მასური კონცენ-ტრაცია _ 170-500მგ/100სმ3; მქროლავი მJავების მასური კონცენტრცია - არაუ-მეტეს 250 მგ/100სმ3;

2.3.5. ხილის დისტილატი

პროდუქტი, დამზადებული ხილის და-დუღებული ტკბილის, ხილის ნედლი სპირტის, ხილის გამონაპრესისა და ლექების გადადენით. ეთილის  სპირ-ტის მოცულობითი წილი შეადგენს 52 - 86%.

2.3.6. კალვადოსის დისტილატი,   

     ახალგაზრდა

პროდუქტი, დამზადებული ხილის (ვაშ-ლის) დადუღებული ტკბილის ფრა-ქციული გამოხდით. ეთილის  სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს

62 - 70%.

2.3.7. კალვადოსის  დისტილატი,
     დავარგებული   
   

მუხის ტკეჩთან კონტაქტში დავარგებუ-ლი კალვადოსის ახალგაზრდა დისტი-ლატი. ეთილის სპირტის მოცულობითი წილი შეადგენს 55 - 70%.

2.3.8.  ყურძნის ნედლი სპირტი

პროდუქტი, დამზადებული ღვინომასა-ლების, დადუღებული ჭაჭის, ლექების გადადენით. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი შეადგენს არაუმეტეს 40%.

2.3.9.  ყურძნის რექტიფიცირებული
     სპირტი

პროდუტი, დამზადებული ღვინომასა-ლების ან ყურძის ნედლი სპირტის რე-ქტიფიკაციით. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი წილი შეადგენს არანაკლებ 94,8%.

2.3.10.  ღვინის სპირტი

პოდუქტი, დამზადებული სუფრის ღვი-ნომასალის ან ღვინის დისტილატის გამოხდით. ეთილის სპირტის მოცუ-ლობითი  წილი პროდუქტში შეადგენს არანაკლებ 86%. 

2.3.11. ხილის ნედლი სპირტი

Pპროდუქტი, დამზადებული დადუღებუ-ლი ხილის ტკბილის, ხილის გამონა-პრესისა და ლექების დადუღებით.  ეთილის სპირტის მოცულობითი  წი-ლი პროდუქტში შეადგენს არანაკლებ 30%. 

2.3.12. ხილის რექტიფიცირებული  

      სპირტი

Pპროდუქტი, დამზადებული  დადუღე-ბული ხილის ტკბილის ან ხილის ნედ-ლი სპირტის რექტიფიკაციით.  ეთილის სპირტის მოცულობითი  წილი პროდუ-ქტში შეადგენს არანაკლებ 94,8%. 

      განმარტებები:

1. ეთილის სპირტის შეძენილი მოცულობითი წილი: სუფთა სპირტის მოცულობის    რაოდენობა 200ჩ-ზე, რომელსაც პროდუქტი შეიცავს იმავე ტემპერატურაზე.

2. ეთილის სპირტის პოტენციური  მოცულობითი წილი: სუფთა სპირტის  
         მოცულობის რაოდენობა 200
ჩ-ზე, რომელიც შეიძლება იწარმოოს პროდუქტის 100 მოცულობაში არსებული შაქრების სრული დადუღებისას;

3. ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილი: ეთილის სპირტის შეძენილი და პოტენციური მოცულობითი წილების ჯამი;

4. ეთილის სპირტის ნატურალური  მოცულობითი წილი: პროდუქტში არსებული  ეთილის სპირტის საერთო მოცულობითი წილი, მისი ეთილის სპირტით გამდიდრებამდე; 

5. ეთილის სპირტის შეძენილი მასური  წილი: სუფთა სპირტის კილოგრამების რაოდენობა, რომელსაც შეიცავს 100კგ პროდუქტი;

6. ეთილის სპირტის პოტენციური მასური  წილი: სუფთა სპირტის კილოგრამების  რაოდენობა, რომელიც შეიძლება წარმოებულ იქნას 100 კგ პროდუქტში    არსებული შაქრების სრული დადუღებისას; 

7. ეთილის სპირტის საერთო  მასური  წილი: ეთლის სპირტის შეძენილი და  პოტენციური მასური წილების ჯამი. 

V. ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება

     აკადემიკოს-მდივანი - სსმმ აკადემიის აკადემიკოსი

                        ომარ ქეშელაშვილი

#

ღონისძიების
 დასახელება

ღონისძიების მოკლე ანოტაცია

რეკომენდირებული რაიონები

1 2 3 4
5.1 სასოფლო-სამეურნეო მენეჯმენტი

მენეჯმენტი და მ.შ. სასოფლო-სამეურნეოც, ნიშნავს დასახული ეკონომიკური ამოცანების განხორციელებისათვის მატერიალური და შრომითი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ფერმერული და (ზოგიერთი გლეხური) მეურნეობის დანიშნულებაა, სასაქონლო პროდუქციის წარმოება. ამისათვის საჭიროა: შერჩეული პროდუქციისათვის, წინასწარ გამოიყოს და მომზადდეს:  ა) ფართობი,  ბ) ძირითადი სამუშაო (შრომითი) იარაღები,  გ) საბრუნავი საშუალებები,  დ) ფულადი სახსრები.

მენეჯმენტი ასევე ნიშნავს ურთიერთობას, რომელიც შეიძლება იყოს:  ა) საწარმოო-ეკონომიკური,  ბ) სამართლებრივ-უფლებრივი,  გ) სამმართველო და ა.შ. სასოფლო სამეურნეო მენეჯმენტში “ურთიერთობა” ძირითადათ პროცესის ზემოქმედება-უკუქმედებაში ვლინდება.
ფერმერული და გლეხური მეურნეობები
5.2 სასოფლო სამეურნეო მარკეტინგი მარკეტინგი – წარმოებული პროდუქციის გასაღებას ნიშნავს, ანუ ფერმერის ან გლეხის ბაზასთან ურთიერთობას. იგი მოითხოვს საბაზრო კონიუქტურის,  ფასების დინამიკის შესწავლას, რაც აუცილებელია წარმოებული პროდუქციის ეფექტიანად (ანუ მომგებიანად) გაყიდვისათვის. ფერმერული და გლეხური მეურნეობები
5.3 ფულად საკრედიტო სისტემა, რომელიც გამოიყენება სოფლის მეურნეობაშიც  ა) კრედიტი - არის ფულადი (ძირითადათ) ან სასაქონლო სესხი, რომელიც გაიცემა ბანკის (ან კრედიტის) მიერ პროცენტით (ან უპროცენტოდ) – დაბრუნების პირობით. ფერმერული და გლეხური მეურნეობები

 ა.    ბ) საკრედიტო სისტემა – ეს არის, საკრედიტო ურთიერთობების, დაკრედიტების ფორმებისა და მეთოდების ერთობლიობა. აქვე იგულისხმება საკრედიტო დაწესებულებების სისტემაც. 

 გ). საკრედიტო რისკი – მსესხებლის მხრიდან მიღებული კრედიტისა და მასზე  დარიცხული პროცენტის  დაბრუნების ალბათობა (ანუ რისკი).

ფერმერული და გლეხური მეურნეობები

 დ). კრედიტის სესხები:  1. მოკლევადიანი, რომელიც გაიცემა ერთ წლამდე,  2. გრძელვადიანი – გაიცემა ერთ წელზე მეტი ხნით,  3. სამომხმარებლო – საქონლისა და გაწეული მომსახურების ხარჯების დასაფარავად,  4. ფერმერული – იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ურთიერთშორის სასესხო ვალდებულებების სახით,  5. იპოთეკური – რომელიც გაიცემა უძრავი (ან სხვა ქონების) სანაცვლოდ.

ფერმერული და გლეხური მეურნეობები

5.4

რისკის გამართლებისა და მართვის სარეკომენდაციო _ პარამეტრული პოზიციები ფერმერული მეურნეობებისათვის.

რეკომენდაციაში მოცემულია ფერმერული მეურნეობებისათვის გამოსაყენებელი რეკომენდაციები სამეურნეო რისკის მიზანშეწონილობისა და უკუგების ეკონომიკური ზღვრების შესახებ, აგრეთვე მათი სინთეზირებული პარამეტრების  ოპტიმიზირებული დონეები, მართვის სარეკომენდაციო _ პარამეტრული პოზიციები.

საქართველოს ყველა რეგიონის ფერმერული და გლეხური მეურნეობებისათვის

ჩ რეკომენდირებული ღონისძიებების გამოყენების მსურველთ, მათზე პრაქტიკულად დახმარების მიზნით, შეუძლიათ მიმართონ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას.

 

 

მენიუ

  • გამოცემები
    • აკადემიის "მოამბე"
    • აკადემიის "მაცნე"
    • აკადემიის წლიური ანგარიშები
    • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
    • პროექტები
    • აკადემიის მემორანდუმები
  • რეკომენდაციები
    • რეკომენდაციების არქივი
      • რეკომენდაციები 2013
      • ადრინდელი რეკომენდაციები
      • აქტუალური რეკომენდაციები
  • მემორანდუმები
  • პუბლიკაციები
  • კონფერენციის მასალები
  • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
  • საინოვაციო ბანკი
  • არქივი
    • არქივი 2015
    • არქივი 2014
    • არქივი 2013

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი