საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიზნები და ამოცანები
(სსმმ აკადემიის წესდების II თავი)
აკადემიის მიზნებია:
ა) საქართველოში აგრარული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კვლევების კოორდინაცია;
გ) აგრარულ ტერმინოლოგიაზე ზრუნვა;
დ) ქვეყანაში აგრარული მეცნიერების განვითარების გზების პროგნოზირება. მსოფლიო მეცნიერების უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით სახელმწიფო პრიორი-ტეტების შესახებ წინადადებათა შემუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მთავრობაში წარდგენა;
ე) ქვეყანაში წარმოებული მეცნიერული კვლევების შედეგების ექსპერტიზა;
ვ) მეცნიერული მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა და აგრარიკოს მეცნიერთა მიერ მოპოვებული მიღწევების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა;
5. თავისი მიზნების განსახორციელებლად აკადემია:
ა) ეწევა სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერტული ხასიათის საქმიანობას. შესაბამისი ამოცანების გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში, აყალიბებს და ხელმძღვანელობს დროებით შემოქმედებით ჯგუფებს, სამეცნიერო-კვლევით კოლექტივებს;
ბ) კანონის შესაბამისად იხილავს და აფასებს აგრარული სფეროს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სამეცნიერო საქმიანობის ამსახველ წლიურ ანგარიშებს და დასრულებულ სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს, რისთვისაც უფლებამოსილია ამ ორგანიზაციებისაგან თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს საჭირო დამატებითი ინფორმაცია და შეფასებები აცნობოს ამავე ორგანიზაციებს, ხოლო სათანადო რეკომენდაციები - დაინტერესებულ სამთავრობო უწყებებს;
გ) ატარებს სამეცნიერო საქმიანობისა და ნაშრო¬მების ექსპერტიზას. აწყობს სამეცნიერო დისკუსიებს, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებს;
დ) გამოსცემს ბეჭდვით და ელექტრონულ სამეცნიერო ჟურნალებსა და სხვა პერიოდულ გამოცემებს, ახორციელებს სამეცნიერო ლიტერატურის საერთაშორისო გაცვლას;
ე) ეწევა სამეცნიერო მიღწევათა და მეცნიერული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას; ატარებს საჯარო ლექციებს საგანმანათლებლო, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებსა და უწყებებში;
ვ) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; ამყარებს კავშირებს მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან;
ზ) კოორდინაციას უწევს სამეცნიერო დაწესებულებების კვლევით საქმიანობას;
თ) ანიჭებს აგრარულ სფეროში საუკეთესო ფუნდამენტალური, საგანმანათლებლო და გამოყენებითი ხასიათის ნაშრომისათვის პრემიას და გასცემს ჯილდოებს;
ი) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს აკადემიის ამოცანებთან დაკავშირებულ, მათ შორის დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას.