საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

სიახლეები

ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა (ხორბალი) - გამოფენა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

c767b62a e91d 4555 8bda 044a48b7baff მიმდინარე წლის 15 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის „ტრადიციული ქართული სამიწათმოქმედო კულტურა და თანამედროვეობა“ - (ხორბალი) ფარგლებში გაიმართა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ქართული ხორბლის კულტურასთან დაკავშირებული ექსპონატები, რომელთა შორის იყო ეტრატები, ფოტოები, წიგნები, მემორიალური ნივთები, მარცვლეულის უნიკალური სახეობები, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა. მნახვეთა ყურადღებას იპყრობდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შრომის იარაღები და ხორბლის ნამზადის დასამზადებლად საჭირო ჭურჭელი, განსაკუთრებით კი საქართველოს ეროვნული არქივიდან წამოღებული უძველესი ხელნაწერები (როგორც დედნები, ასევე ასლები), რომლებიც უტყუარი დასტურია იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა პურეულსა და ზოგადად ხორბალს ქართველთა ყოფაში. 

 3b7af338 7ab3 460d a3fa 8a8d704ffed6 ასე მაგ., სოფელ საბუეში მცხოვრები ყმების წყალობის წიგნი - ბატონიშვილი თეიმურაზის (მეფე ლეონის ძე) ბოდბელი მაქსიმესადმი. „თხრობის“ ნაწილში ნახსენებია წისქვილი, ხელრთვა „თეიმურაზ“ 1568 წელი; ოქმი - ერეკლე II-ის დარბაზბატონი ნაზირი დიმიტრისადმი, გორსა და ცხინვალში ცხენების გაგზავნისა და ქარხნისთვის ფქვილის ჩატანის შესახებ - 1762 წ. 29 დეკემბერი; ხელწერილი - გიორგი ზუბინაშვილის სახაბაზოში ბატონიშვილი იულონის მიერ გამოგზავნილი ფქვილის მიღების შესახებ - 1789 წ. 10 სექტემბერი და სხვ. 

გამოფენა გახსნა და აუდიტორიას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ. მომხსენებელმა მსმენელთა ყურაღება გაამახვილა პურობის ტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღინიშნა, რომ ქართულ სუფრაზე მარცვლოვანი კულტურებისგან დამზადებული საკვები დომინანტური იყო. განსაკუთრებით ხორბლეული. რექტორმა ისაუბრა ასევე სხვა აგრარული კულტურების მრავალფეროვნებაზე, მათი სამეცნიერო შესწავლის მნიშვნელობაზე.

„ჩვენი მიზანია ქართული ხორბლის ენდემური სახეობების პოპულარიზაცია ქვეყნის გარეთ. რამდენიმე წლის წინ ჩვენმა ქვეყანამ იუნესკოს წინაშე დააყენა საკითხი ქართულ ხორბალს კულტურული ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა,“- განაცხადა მან. ba6339e0 b8c3 42ce 9708 6abbbdcdcd7f

გამოფენაზე ქართული ხორბლის კულტურასთან და ხორბლისა და პურის თანამედროვე ქართულ ტრადიციულ სარიტუალო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მოხსენებით გამოვიდა პროფ. როზეტა გუჯეჯიანი. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებრიობას კიდევ ერთხელ შეხსენდეს ქართველთა უდიდესი წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში, კერძოდ ჩვენი ხალხის სამიწათმოქმედო გამოცდილება. საქართველოში ენდემური ჯიშის ქართული მემინდვრეობის არაერთი ელემენტი მოიპოვება, რომელსაც დაცვა და პოპულარიზაცია სჭირდება. 

 

გამოფენაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ასევე ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, აკადემიკოსი ლევან უჯმაჯურიძე, საკითხით დაინტერესებული მეცნიერ-თანამშრომლები, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში ღვინისა და ხორბლის მოყვანისა და რიტუალური დატვირთვის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიდან გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე და აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი