საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
  • (+995 32) 291 01 14
  • info.gaas.georgia@gmail.com
Gaas
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი

მრგვალი მაგიდა

სიახლეები

ფუტკრების  საერთაშორისო  დღე

 

462fa28c 666f 42a2 88e0 268a68ab41b1 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში მიმდინარე წლის 20 მაისს, მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა ფუტკრების საერთაშორისო დღეს. მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ: აკადემიის მთავარი აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე, აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიის აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი მარინე ბარვენაშვილი, აკადემიის მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თენგიზ ყურაშვილი, აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ლაშა დოლიძე, აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი ჯემალ გუგუშვილი, აკადემიის წამყვანი სპეციალისტები: ლარისა ჩაიკა, ქეთევან ჭიპაშვილი, დალი თარხნიშვილი. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ აკადემიის მეფუტკრეობის მიმართულების კოორდინატორი, დოქტორი მაია ფეიქრიშვილი, მეფუტკრეობის ასოციაციის თავმჯდომარე, დოქტორი რამაზ თავართქილაძე, დოქტორი ალეკო ყურაშვილი.

მრგვალი მაგიდა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან აღნიშნა, რომ მეფუტკრეობის დარგს საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ქართველი კაცი ფუტკრის მოშენებას და ფუტკრის პროდუქტების წარმოებას უხსოვარი დროიდან მისდევს. მისასალმებელია, რომ დღესაც გრძელდება ეს ტრადიცია და საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება მეფუტკრე-ფერმერები, რომლებიც წარმატებით ავითარებენ დარგს. შემდეგ აკადემიკოსმა თ. ყურაშვილმა სიტყვა გადასცა დოქტორ მაია ფეიქრიშვილს, რომელიც აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით: „საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა თაფლისა და ფუტკრის პროდუქტების წარმოება“. a8cfb9f6 3685 4119 9dd8 9ae3837b905e

დოქტორმა მ. ფეიქრიშვილმა მსმენელთა ყურადღება გაამახვილა უკანასკნელი წლების სტატისტიკური მონაცემებზე, რომლის თანახმად   პლანეტის მოსახლეობის ჯანმრთელობა შექმნილი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამო მკვეთრად გაუარესდა. პრობლემის დაძლევის საუკეთესო საშუალებად მიჩნეული იქნა საკვები პროდუქტების ეკოლოგიურად სუფთა გარემო პირობებში წარმოება. ამ მხრივ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ბიომეურნეობების, მ. შ. ბიოსაფუტკრეების შექმნა. საქართველოს ზოგიერთი რეგიონის, განსაკუთრებით ქართული ფუტკრის (Apis mellifera caucasica-Georgia) პოპულაციების (მეგრული, გურული, ქართლური, აფხაზური) გავრცელების ტრადიციულ არეალში, ბუნებრივ-ეკოლოგიური პირობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფუტკრის მოვლა-შენახვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საფუძველზე, დიდი ძალისხმევის გარეშე, მოეწყოს ბიოსაფუტკრეები, სადაც შესაძლებელი იქნება ეკოპროდუქტების წარმოება. ამას ხელს უწყობს ისიც, რომ დასახლებული პუნქტებიდან მნიშვნელოვნად დაშორებულ მაღალ მთაში არ გვხვდება ტექნოგენური დამაბინძურებლები, პესტიციდები, გენმოდიფიცირებული მცენარეები. ერთადერთი რასაც ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს, ესაა ფუტკრის დაავადებების გაჩენის შემთხვევაში, მათი ბიოპრეპარატებით მკურნალობა. საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ადგილები ბევრგან გვხვდება. მაგალითისათვის მოყვანილი იქნა ქართული ფუტკრის მეგრული პოპულაციის ბუნებრივი გავრცელების არეალი - სამეგრელოს რეგიონი, სადაც დიდი წარმატებითაა შესაძლებელი ბიოსაფუტკრეების შექმნა. ასეთია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში: მდინარე ხობისწყლის ხეობაში - ლუგელას, შელეთის, ლეუკუნეს და მისი მიმდებარე უბნები. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში: სქურის და მაგანას ხეობები. იგივე შიძლება ითქვას ქართლური და გურული პოპულაციების ტრადიციული გავრცელების არეალებზე, რომლებიც მოიცავენ შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებს ბარისახოს, შუაფხოს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სურებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ფუტკრის თითოეული ოჯახი საშუალოდ 18-25კგ თაფლს, ცვილს 4-5 აშენებული ფიჭის ფარგლებში, 15-20კგ ყვავილის მტვერს, 80-100გ დინდგელს, 2გ შხამს, 250-300გ რძეს, მაშინ საშუალო სიდიდის ბიოსაფუტკრის მოწყობის შემთხვევაში ეკოლოგიურად სუფთა თაფლპროდუქტების წარმოება შთამბეჭდავ მოცულობას მიაღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეფუტკრის შემოსავალი ბიოსაფუტკრეში წარმოებული პროდუქციიდან გაცილებით გადააჭარბებს რიგითი საფუტკრიდან მიღებულს. ამდენად მეფუტკრის მოტივაცია აწარმოოს ეკოპროდუქტები, გაიზრდება. ამჟამად საქართველოში ბიოსაფუტკრეები არა ერთ მეწარმესა აქვს შექმნილი, რომელთა შორის არიან: გიგა და გვანცა ჭაბუკიანები (ლეჩხუმი), მარინა გარდავა (სვანეთი), გიორგი იონათამიშვილი (დუშეთის მუნიციპალიტეტი), გიორგი მერაბიშვილი (ნინოწმინდა) და სხვ.  

მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია. დაისვა შეკითხვები, რომლებზეც დოქტორმა მ. ფეიქრიშვილმა კვალიფიციური პასუხები გასცა.

მრგვალი მაგიდა შეაჯამა მეცხოველეობის და ვეტერინარიის მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თენგიზ ყურაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო პრეზენტაციისათვის, ხოლო დამსწრე საზოგადოებას მრგვალი მაგიდის მუშობაში აქტიური ჩართულობისათვის.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ. (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა: info.gaas.georgia@gmail.com

©2016- 2026 საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია. ვებდამუშავება და დიზაინი GT-Studio
  • ჩვენს შესახებ
    • აკადემიის მოკლე ისტორია
    • აკადემიის პრეზიდენტები
      • მიხეილ საბაშვილი
      • ვალერიან მეტრეველი
      • ნაპოლეონ ქარქაშაძე
      • შოთა ჭალაგანიძე
      • გურამ ალექსიძე
      • გივი ჯაფარიძე
    • ამოცანები
    • ფინანსური საფუძვლები
    • რეგულაციები
    • ძირითადი მიდგომები
    • საინოვაციო პროექტები
    • სამეცნიერო - ტექნიკური პროგრამები
    • კავშირები ორგანიზაციებთან
    • საიტის რუკა
  • შემადგენლობა
    • მართვა
    • სტრუქტურა
    • პრეზიდიუმი
      • დადგენილებები
        • დადგენილებები 2021 წელი
        • დადგენილებები 2020 წელი
        • დადგენილებები 2019 წელი
        • დადგენილებები 2018წელი
        • დადგენილებები 2017 წელი
        • დადგენილებები 2016 წელი
        • დადგენილებები 2015 წელი
        • დადგენილებები 2014 წელი
        • დადგენილებები 2013 წელი
      • დებულებები
    • დეპარტამენტები
    • სამეცნიერო განყოფილებები
      • აგრონომიის სამეცნიერო განყოფილება
      • მეცხოველეობის და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება
      • აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება
      • გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება
      • სურსათის უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება
      • ეკონომიკის სამეცნიერო განყოფილება
    • სასწავლო ცენტრი
    • გარემოს დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების საკოორდინაციო ცენტრი
    • გამომცემლობა "აგრო"
    • აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრი
    • სსმმ აკადემიის შემადგენლობა
  • განცხადებები
  • სიახლეები
  • ინფორმაციები
    • გამოცემები
      • აკადემიის "მოამბე"
      • აკადემიის "მაცნე"
      • აკადემიის წლიური ანგარიშები
      • აგრარულ-ეკონომიკური მეცნიერება და ტექნოლოგიები
      • პროექტები
      • აკადემიის მემორანდუმები
    • რეკომენდაციები
      • რეკომენდაციების არქივი
        • რეკომენდაციები 2013
        • ადრინდელი რეკომენდაციები
        • აქტუალური რეკომენდაციები
    • მემორანდუმები
    • პუბლიკაციები
    • კონფერენციის მასალები
    • კონფერენცია "ქართული ხორბალი" მასალები
    • საინოვაციო ბანკი
    • არქივი
      • არქივი 2015
      • არქივი 2014
      • არქივი 2013
  • გალერეა
    • ფოტოგალერეა
    • ვიდეოგალერეა
  • კონტაქტი