საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

მრგვალი მაგიდა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2014 წლის 7 აპრილს გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: “სურსათის, ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის განხილვა”.

    kodeqsis ganxilva მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილებდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოს-მდივანი აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე, სსმმ აკადემიის აკადემიკოსები: ზურაბ ცქიტიშვილი, თენგიზ ყურაშვილი, გოგოლა მარგველაშვილი, ნუგზარ ბაღათურია; სსმმ აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ელგუჯა შაფაქიძე, ომარ ბედია, სსმმ აკადემიის სწავლული მდივანი, დოქტორი ანატოლი გიორგაძე; მეცნიერებათა დოქტორები: გივი ბასილაძე, დავითი გოდერძიშვილი, გიული გოგოლი, ვლადიმერ თვალიშვილი, ლევან თორთლაძე, მაია კერესელიძე, როლანდ მიტიჩაშვილი, იოსებ სარჯველაძე, გურამ ტყემალაძე, შადიმან ფოცხვერია, ამროსი ჭკუასელი; დოქტორები: გივი ბეღელური, თენგიზ ფირცხალაიშვილი, გიორგი ხატიაშვილი; მოწვეული სტუმრები: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე მიხეილ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანი სპეციალისტები: მაია ესებუა, ნიკოლოზ ვარნაზიშვილი.

     მრგვალი მაგიდის მუშაობა გახსნა და “სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის” რეალურად ამოქმედების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა სსმმ აკადემიის მეცხოველეობის, ვეტერინარიის, საკვებწარმოებისა და მეცხოველეობის პროდუქტების გადამუშავების სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკად. ზურაბ ცქიტიშვილმა.

    kodeqsis ganxilva1 გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკად. გივი ჯაფარიძემ, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ, აკად. თენგიზ ყურაშვილმა, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წამყვანმა სპეციალისტებმა მაია ესებუამ და ნიკოლოზ ვარნაზიშვილმა, მეცნიერებათა დოქტორებმა: გივი ბასილაძემ, მაია კერესელიძემ, გურამ ტყემალაძემ.

     აღინიშნა, რომ აუცილებელია კოდექსის 22-ე მუხლში, რომელიც შეეხება სააგენტოს უფლებებსა და მოვალეობებს სურსათის/ ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში, შევიდეს დამატება ბ.ბ) ქვეპუნქტში შემდეგი რედაქციით: “ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება ცხოველთა დასნებოვნებული კერებისა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესახებ”.

     მრგვალი მაგიდის მუშაობა შეაჯამა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა - აკადემიკოს-მდივანმა გივი ჯაფარიძემ.

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

10 დეკემბერი 2024
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com