საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

პრეზიდიუმის დადგენილებები

    პრეზიდიუმის დადგენილებები     

#

თარიღი და oqmis #

დადგენილებები -   2021  წ.

ოქმი #1,

2021 წლის 9

იანვარი

1. მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის  მოკლე ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ;

    დაადგინეს 1. აკადემიის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად;

1.აღნიშნული მოხსენება ფართო მსჯელობისათვის  მოსმენილი იქნეს აკადემიის წლიურ კრებაზე 2021 წლის მარტის თვეში;

2.დამტკიცდეს აკადემიის საქმიანობის პერსპექტიული გეგმა წარმოდგენილი სახით.

2.მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების, აკადემიკოსების გ. მარგველაშვილის, ჯ. გუგუშვილის, რ. მახარობლიძის, ზ. ცქიტიშვილის, რ. ჩაგელიშვილის, ო. ქეშელაშვილის ინფორმაციები სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2020 წელს ჩატარებული  მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

      დაადგინეს: 1. ინფორმაციები აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2020 წელს ჩატარებული ნაყოფიერი მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო  გეგმის შესახებ მიღებული იქნას ცნობად.

3. დამტკიცდეს სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

ოქმი #2,

2021 წლის

26 თებერვალი

 

 

 

 

 

 

 

1.მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის. აკადემიკოს ჯემალ გუგუშვილის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს მიერ  2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული  სამუშაო გეგმის შესახებ.

    დაადგინეს: დადებითად შეფასდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის  სამეცნიერო საბჭოს  მიერ გაწეული საქმიანობა და

მოწონებული იქნას 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი

სახით.

2. მოისმინეს: აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ზაურ ფუტკარაძის ინფორმაცია: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

    დაადგინეს: დადებითად შეფასდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკოორდინაციო ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობა და მოწონებული იქნას 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმა წარმოდგენილი სახით.

 3მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ეთიკის კომისიის სახელწოდებისა და მის შემადგენლობაში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის შესახებ.

 დაადგინეს: 1. აკადემიაში შეიქმნას საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საკანონმდებლო და ეთიკის კომისია და მისი შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი წევრებით: აკადემიკოსი  ნ. ჭითანავა (თავმჯდომარე), წევრები: აკადემიკოსები ე. შაფაქიძე, ა. დიდებულიძე, რ. ასათიანი, გ. გაგოშიძე, დოქტორები : ა. გიორგაძე, მ. ბარვენაშვილი (მდივანი), გ. ქვარცხავა, აკადემიის იურისტი თ. ქარქაშაძე.

2. კომისიამ 10 დღის ვადაში შეიმუშაოს და აკადემიის პრეზიდიუმს წარმოუდგინოს  კომისიის დებულება.

 4მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია  აკადემიის წლიური საანგარიშო საერთო კრების 2021 წლის მარტში ჩატარების შესახებ შემდეგი დღის წესრიგით:

   1.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

   მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე

2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ  გამოცხადებულ სტიპენდიატების ასარჩევ კონკურსში (აგროინჟინერია-1 ვაკანსია; გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება-1 ვაკანსია) მონაწილე კონკურსანტების (აგროინჟინერის -დოქტორები: მ. ბენაშვილი; შ კუპრეიშვილი; გარემოს დაცვა და სატყეო საქმე- დოქტორი ზ. ტიგინაშვილი) შესახებ.

           მომხსენებელი: საექსპერტო - საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე,  

                                                 აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა;

3.არჩევნები (ფარული კენჭისყრა);

4.მიმდინარე საკითხები;

     დაადგინეს: აკადემიის წლიური საანგარიშო კრება ჩატარდეს 2021 წლის მარტში წარმოდგენილი დღის   წესრიგით.

 

   ოქმი  # 3,

2021 წლის

31 მარტი

1.მოისმინეს:  აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „მოამბის“  მთავარი რედაქტორის აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია რედაქციის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ;

 დაადგინეს: სამეცნიერო ჟურნალ „მოამბის“ საქმიანობა შეფასდეს დადებითად

2.მოისმინეს: აკადემიის სწავლული  მდივნის, დოქტორ მარინა ბარვენაშვილის ინფორმაცია აკადემიის  საინფორმაციო - სარეკლამო ბიულეტენის  აკადემიის „მაცნეს“  მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ.

  დაადგინეს:  I. წარმოდგენილი  ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.2.დაევალოს „აკადემიის მაცნეს“ საგამომცემლო ჯგუფს, რათა მათ უზრუნველყონ საინფორმაციო - სარეკლამო ბიულეტენის მიწოდება სამთავრობო და უმაღლესი განათლების დაწესებულებებისათვის.

3.მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ 2020 წელს გამოცემული რეკომენდაციების, აგროწესების, ინსტრუქციების, ბუკლეტების, ბროშურებისა და სხვა ბეჭდვითი და ელექტრონული სამეცნიერო - საინფორმაციო გამოცემების  მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

 დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

4.მოისმინეს:  აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიური დეპარტამენტის უფროსის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის ეროვნული კოორდინატორების მიერ 2020 წელს ჩატარებული

საქმიანობის შედეგებისა და 2021 წლის ამოცანების შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად, ამასთანავე;

2. საჭიროა აირჩეს ახალი კოორდინატორი მეაბრეშუმეობაში და სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციაში (მიზანშეწონილია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან.

3. უახლოეს პერიოდში აუცილებელია ჩატარდეს შეხვედრა დარგობრივ კოორდინატორებთან, რათა განხილული იქნას ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს კოორდინატორებს და მოხდეს მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც მიზანშეწონილია ქვეყანაში სოფლის მეურნეობის დღევანდელი მდგომარეობისათვის.

  2021 წელი

29 აპრილი

ოქმი # 4  

1. მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრების მონაწილეობის შესახებ ქალაქის განაშენიანება - განვითარების, ეროზიისა და მეწყერული პროცესების პრევენციული ღონისძიებების გეგმის განხილვაში.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

1.მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნის, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძის ინფორმაცია აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების  შესრულების მდგომარეობის შესახებ

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად;  2.რიგ ორგანიზაციებთან მიზანშეწონილია გადაიხედოს მემორანდუმით ნაკ ისრი ვალდებულებები და გამოიყოს პასუხისმგებელი პირები.

1.მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზების სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.

დაადგინეს: აკადემიის სახელით მომზადდეს წერილი და დაეგზავნოს პარტნიორ ორგანიზაციებს და სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს გამოფენისათვის საექსპონატო მასალების განახლებისა და მოწოდების თაობაზე

2.მიმდინარე საკითხები.

მოისმინეს: აკადემიკოს გიორგი გაგოშიძის ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ შესახებ

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია სატყეო სპეციალისტების მოსამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ შეფასდეს დადებითად და აღნიშნული წინადადებები მიზანშეწონილია დაეგზავნოს საქართველოს უმაღლე საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, სადაც ფუნქციონირებს სატყეო-სამეურნეო სპეციალობები და სატყეო პროფილის საშუალო სპეციალური სასწავლებლები.

 

 

2021 წლის

27 მაისი

ოქმი  #  5

1. მოისმინეს:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორის  აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას ინფორმაცია ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგებისა და 2021 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ.

    პრეზიდიუმის სხდომაზე ასევე განხილული იქნა აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია „საქართველოს ღვინის მრეწველობის საექსპორტო პოტენციალი და მისი ამოქმედების ინოვაციური ტექნოლოგიები“

დაადგინეს: მოწონებული იქნას და დადებითად შეფასდეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგები. მოხსენებაში აკადემიკოს ნ. ბაღათურიას მიერ წამოყენებული  რეკომენდაციები  შემდგომი განხილვისათვის შეტანილი იქნას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ შემუშავებულ საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების  (მოდერნიზაციის) პროგრამაში (2021 – 2030 წ. წ. )

2. მოისმინეს: აკადემიკოს ნოდარ ჭითანავას ინფორმაცია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების (მოდერნიზაციის) პროგრამის (2021 -2030 წ. წ.) შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი პროგრამა შეფასდეს  დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

2. აკადემიკოსებმა ნ. ჭითანავამ, რ. ასათიანმა და ე. შაფაქიძემ წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტის   საბოლოო ვარიანტი მიმდინარე წლის 1 ივნისამდე და ინფორმირებისა და სათანადო რეაგირებისათვის გადაეგზავნოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

3. აკადემიის ზემოაღნიშნული დადგენილების შესრულებაზე  კონტროლი დაევალოთ აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიკოს ელგუჯა

შაფაქიძეს და აკადემიის  პრეზიდენტის მოადგილეს, სამეცნიერო

განყოფილებების კოორდინატორს, დოქტორ ანატოლი გიორგაძეს.   

3. მოისმინეს: აკადემიკოს ელგუჯა  შაფაქიძის  ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის მიმართულების

ეროვნული კოორდინატორის აკადემიკოს ალექსანდრე დიდებულიძის დამტკიცების შესახებ

დაადგინეს: აკადემიის სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის მიმართულების ეროვნულ კოორდინატორად დამტკიცდეს აკადემიკოსი ალექსანდრე დიდებულიძე

4.მოისმინეს: აკადემიკოს ზ. ცქიტიშვილის მოხსენება რისკის შეფასებისათვის სისტემური მიდგომის შესახებს

დაადგინეს:  წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

 

 

2021 წელი

25 ივნისი

ოქმი # 6

 1.მოისმინეს: ქუთაისის  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანის  პროფესორ ქეთევან კინწურაშვილის მოხსენება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის მიერ 2020 წელს  შესრულებული სამეცნიერო - კვლევითი მუშაობის შესახებ

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2.მოისმინეს: აკადემიკოს ზურაბ ფუტკარაძის ინფორმაცია  აჭარის სამეცნიერო საკონსულტაციო ცენტრის მიერ 2020 წელს  ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.

დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2. მიზანშეწონილია  აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის თემატიკაში გათვალისწინებული იქნეს რეგიონში მეაბრეშუმეობის აღდგენა-განვითარების საკითხები. კონტროლი  აღნიშნული საკითხის შესრულებაზე დაევალოს აკადემიკოს ე. შაფაქიძეს.

3.მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობის შესახებ

დაადგინეს:  დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობა შემდეგი შემადგენლობით:

აკადემიკოსები ნ. ქარქაშაძე (თავმჯდომარე) , ჯემალ გუგუშვილი (მოადგილე),        რ. ჯაბნიძე (მოადგილე),  რ. ასათიანი, გ. გაგოშიძე, ა. დიდებულიძე, ი. ვასაძე, გ. ტყემალაძე, თ.  ყურაშვილი, ს. პავლიაშვილი, დოქტორები: ი. ახალბედაშვილი, რ. ბარკალაია,  მ. დოლიძე, მ. კერესელიძე, შ. მაჭარაშვილი .

4.მომდინარე საკითხები.

მოისმინეს; აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის , აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოში მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შემუშავების მიზნით საქართველოს

სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში კომისიის შექმნის შესახებ.

დაადგინეს: 1. დამტკიცდეს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის განვითარება-მოდერნიზაციის პროგრამის შემმუშავებელი კომისია  შემდეგი შემადგენლობით : აკადემიკოსები რ. ასათიანი (თავმჯდომარე), ნ. ჭითანავა,  ე. შაფაქიძე,  პროფესორი ც. მირცხულავა,  გ. გავარდაშვილი, გ. ნატროშვილი. დ. გუბელაძე, ვ. კირტავა, გ. ჭელიძე, თ. ჩარქსელიანი, შ. კუპრეიშვილი;

2. კომისიამ ზემოაღნიშნული საკითხის შესწავლისა და შესაბამისი პროგრამის შედგენის შემდგომი ინფორმაცია მოახსენოს აკადემიის პრეზიდიუმს.

3  კონტროლი აღნიშნული საკითხის შესრულებაზე დაევალოს აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიური დეპარტამენტის უფროსს, აკადემიკოს ელგუჯა შაფაქიძეს.

 

 

ოქმი # 7

26 აგვისტო

   2021 წელი

 1.მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა  აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ვაკანსიებზე ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

დაადგინეს: 1. გამოცხადდეს კონკურსი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრების  (აკადემიკოსების)  არჩევნები  შემდეგ განყოფილებებში:

სურსათის  უვნებლობის და სასურსათო ტექნოლოგიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „ბიოტექნოლოგია -1 ადგილი;

 გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „სატყეო საქმე“  -1 ადგილი;

მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო განყოფილება, სპეციალობა „მეცხოველეობა’ – 1 ადგილი;

2 აკადემიის წესდების შესაბამისად ზემოაღნიშნული განცხადება გამოქვეყნდეს პრესაში (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“) და აიტვირთოს აკადემიის ვებ-გვერდზე   www.gaas.dsl.ge

     
     


  დადგენილებები - 2020 წ. 

1.


საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 29 იანვრის სხდომის ოქმი       # 1


1.    მოისმინეს: აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობის მოკლე ანგარიში
  

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

2.    მოისმინეს: აკადემიკოს ვაჟა კვალიაშვილის მოხსენება გამოჩენილი მეცნიერის ნიკოლოზ ხომიზურაშვილის დაბადებიდან 120 წლისთავთან დაკავშირებით ცხოვრებისა და მოღვაწეობის, აგრეთვე მისი ღვაწლის შესახებ
 
  
დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია მიღებული იქნას ცნობად. აკადემიის შრომების კრებულში შემოღებული იქნას რუბრიკა ჩვენი წარსული მოგონებები.

3.    მოისმინეს: აკადემიის აკადემიკოს-მდივნების: აკადემიკოსების გოგოლა მარგველაშვილის, ჯემალ გუგუშვილის, რევაზ მახარობლიძის, . ცქიტიშვილის, ომარ ქეშელაშვილის ინფორმაციები საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების წევრების (აკადემიკოსების, წევრ-კორესპონდენტებისა და სტიპენდიატების) მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობის შესახებ.


დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაციები შფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.
    
აკადემიკოს-მდივნების ინფორმაციები 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ მოხსენდეს აკადემიის საერთო კრებას.
მიმდინარე საკითხები:


1.    
მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიერ 2019 წლის პირად ანგარიშში წარმოდგენილი საკითხის შესახებ, რაც გულისხმობს, რომ აკადემიის პრეზიდიუმმა განიხილოს საკითხი ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გაერთიანების შესახებ.
დაადგინეს: აკადემიკოს ნუგზარ ბაღათურიას მიერ წარმოდგენილი საკითხი: ოპტიმიზაციის მიზნით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან გაერთიანების შესახებ არ იქნეს განხილული აკადემიის პრეზიდიუმის მიერ.

2.    
მოისმინეს: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, აკადემიკოს გივი ჯაფარიძის ინფორმაცია საზოგადოებრივ საწყისებზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნის მოადგილის თანამდებობის შემოღების შესახებ.

დაადგინეს: I. შემოღებული იქნას აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს- მდივნის მოადგილის თანამდებობა საზოგადოებრივ საწყისებზე.
II.
ეთხოვოს აკადემიის საერთო კრებას აღნიშნული დადგენილების დამტკიცება.
III.
შესაბამისი ცვლილებები შევიდეს აკადემიის წესდებაში

2

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის 2020 წლის 7 თებერვლის სხდომის ოქმი # 2

მოისმინეს: აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონ ტიტე აროშიძის მოხსენება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობისა და 2020 წლის სამომავლო გეგმების შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

 3

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2020 წლის 21 თებერვლის საერთო კრების ოქმი     # 1 

 1.    მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს გურამ ალექსიძის მოხსენება აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობისა და 2020 წლის აგრარული მეცნიერების ამოცანების შესახებ.
დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2019 წელს გაწეული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

2.    
მოისმინეს: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნების . მარგველაშვილის, . გუგუშვილის, . მახარობლიძის, . ცქიტიშვილის,       , ქეშელაშვილის, აკადემიკოს-მდივნის მოადგილის . გაგოშიძის მოხსენებები სამეცნიერო განყოფილებების მიერ 2019 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2020 წლის ამოცანების შესახებ.

  
დაადგინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების 2019 წელს ჩატარებული მუშაობა შეფასდეს დადებითად.

 4

აკადემიის პრეზიდიუმის სხდომა,   ოქმი #3,

 

 

    25.06.2020 წელი 

I. მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის  თანამშომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის  შესახებ.

       დაადგინეს: 1. წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის განხილვის შესახებ შეფასდეს დადებითად და მხედველობაში იქნას მიღებული გამოთქმული სურვილები და  შეხედულებები

2. აკადემიაში დამუშავებული  თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი აკადემიასა და სამინისტროს შორის წინასწარი შეთანხმებისათვის გადაეცეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

        II მოისმინეს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების შექმნის შესახებ.

       დაადგინეს: 1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში შეიქმნას გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება;

 2    უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ახლადშექმნილი სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს- მდივნისა და მისი მოადგილის არჩევნები;

3. განისაზღვროს გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების მუშაობის ძირითადი მიმართულებები (პასუხისმგებელი აკადემიკოსი  გ. გაგოშიძე);

III მოისმინეს: ინფორმაცია კოვიდ-19-ის  კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული  პანდემიის პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად

IV მოისმინეს:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, აკადემიკოს თემურ რევიშვილის მიერ 2019 წელს ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური მუშაობისა და საზოგადოებრივი საქმიანობის ანგარიში.

 

 დაადგინეს: წარმოდგენილი ინფორმაცია შეფასდეს დადებითად და მიღებული იქნას ცნობად.

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com