საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

სამოც წელზე მეტი მეცნიერების და პროგრესის სამსახურში

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ინოვაცია, სიახლე, განვითარება...

სამეცნიერო განყოფილებები

საერთაშორისო კონფერენცია ,,კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება”

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში 2014 წლის 2, 3, და 4 ოქტომბერს ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ,,კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება”. კონფერენციამ იმუშავა შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (ჩF/57/10 – 100/14).

    oqtomberiსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. კვესიტაძე და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. ალექსიძე კონფერენციის პლენარულ სხდომაზე. კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოწვია არა მარტო საქართველოში მოღვაწე მეცნიერებში, არამედ საზღვარგარეთის აგრარიკოს მეცნიერებში და მის მუშაობაში აქტიური მონაწლეობა მიიღეს უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთის, რუსეთის ფედერაციის და მათ შორის დაღესტანის და ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკების მეცნიერებმა. კონფერენციით დაინტერესდნენ და მონაწილეობა მიიღეს მის მუშაობაში საერთაშორისო ორგანიზაციებმა FAO, IჩAღDA, ჩAჩAAღI, BAჩშA და ა.შ. საქართველოდან კონფერენციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს ტექნიკური, აგრარული, ბათუმის შ. რუსთაველის, ქუთაისის ა. წერეთლის და გორის სუხიშვილის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

     კონფერენციის მუშაობაში გარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებებისა, მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის მეურნეობის სპეციალისტები და სხვა დაინტერესებული პირები. კონფერენციაზე მუშაობა წარიმართა ორ დარგობრივ სექციაში (მიმართულებებში):

კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება მემცენარეობაში;

oqtomberi1კონფერენციის სხდომათა დარბაზი

1.1. ქვესექცია – აგროინჟინერია;

2. კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება მეცხოველეობაში. კონფერენციის სამუშაო ენები იყო ქართული, ინგლისური, რუსული .

სულ წარმოდგენილი იყო და კონფერენციის შრომათა კრებულში შეტანილი იქნა 142 სამეცნიერო სტატია, მათ შორის სექციების მიხედვით:

1. სექცია კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება მემცენარეობაში - 95 სტატია.

2. ქვესექცია: - აგროინჟინერია - 22 სტატია

3. სექცია: კლიმატის ცვლილება და სოფლის მეურნეობის მდგრადი და უსაფრთხო განვითარება მეცხოველეობაში - 25 სტატია.

     აღნიშნული სტატიების თეზისების უმრავლესობა მოხსენებების სახით მოსმენილი იქნა კონფერენციის მსვლელობისას. 02 ოქტომბერს კონფერენცია გახსნა და სტუმრებს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი აკად. გურამ ალექსიძე. კონფერენციას და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი აკად. გ. კვესიტაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკად. ა. ფრანგიშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ი. ნოზაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გ. სომხიშვილი, აჭარის სოფლის მეურნების მინისტრი ზ. ფუტკარაძე, შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დეპარტამენტის უფროსი ი. ნოსელიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი დოქტ. ლ. უჯმაჯურიძე, საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან, გაეროს კოორდინატორი შუა ზიაში, FAO-ს წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციების ICARDA, CACAARI –ის ხელმძღვანელები.

     კონფერენციის პლენარულ სხდომაზე და სექციებში მუშაობის დროს მეცნიერებმა იმსჯელეს იმ ძირითად პრობლემებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის წინაშე დგას ან დადგება კლიმატის გლობალური ცვლილებების დროს და ამ პრობლემებთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების შესახებ. კონფერენციამ, გამოიკვლია და გააანალიზა რა, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს კლიმატის გლობალურმა ცვლილებამ სოფლის მეურნეობაზე, სერიოზულ პრობლემად აღიარა ეს პროცესი; შესაბამისად, მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელსაც “თბილისის დეკლარაცია” ეწოდა და რომელშიც ხაზგასმულია აგროეკოსისტემების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ერთობლივი მიდგომების გავრცელების აუცილებლობა ყველა ქვეყნისთვის, აღიარებულია ამ საკითხებზე კონფერენციების სისტემატური ჩატარების ინიციატივის მნიშვნელობა და ჩამოყალიბებულია გზები სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

     აღინიშნა, რომ კონფერენცია აღიარებს რა სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების ფართო ადაპტაციის მნიშვნელობას, მოუწოდებს კონფერენციის მონაწილეებს, ფერმერებს, ყველა დონის პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქტიურად ჩაერთონ საპარტნიორო კვლევებში; უნდა მოხდეს კლიმატის ცვლილებების მემცენარეობასა და მეცხოველეობაზე გავლენის შესახებ მონაცემთა შეგროვების და ანალიზის პოტენციალის გაძლიერება იმ მიმართულებით, რათა ეს მონაცემები და პროგნოზები ხელმისაწვდომი იყოს საბოლოო მომხმარებელთათვის მათი მოღვაწეობის ეფექტიანობის ასამაღლებლად; უნდა გაძლიერდეს კლიმატის ცვლილებებზე მორგებული მოწინავე რესურსდამზოგი სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შერჩევა-დამუშავების ღონისძიებები, აგრეთვე გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ დაბალმოსავლიანი, დაავადებების მიმართ მგრძნობიარე კულტურების მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი რეზისტენტული და გვალვაგამძლე ჯიშებით ჩანაცვლებას. კონფერენციამ მიიღო დადგენილება, რომ კლიმატის ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით მიზანშეწონილია ჩატრდეს ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები დაინტერესებულ ქვეყნებში. კონფერენციის ჩატარების ადგილს, დროს და თემატიკას განსაზღვრავს ამ მიზნით შექმნილი საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტი.


საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა სოფლის მეურნეობის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე“

თბილისის დეკლარაცია

    oqtimberi2კონფერენციის მონაწილეთა ერთი ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ 2014 წლის 2-4 ოქტომბერს ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა სოფლის მეურნეობის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე”, რომლის მუშაობაში მანაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის 150 წამყვანმა მეცნიერმა-აგრარიკოსმა, სამინისტროების და უწყებების წარმომადგენლებმა. კონფერენციის საქმიანობა დაკავშირებული იყო კლიმატის გლობალური ცვლილებით გამოწვეული სოფლის მეურნეობაზე უარყოფითი შედეგების შემარბილებელ და საადაპტაციო ნეგატიური მოქმედების საკითხების განხილვასა და შეთანხმებასთან;

     მისი ძირითადი მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის ხელმძღვანელების ყურადღების გამახვილება აგროეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების ნეგატიური ზეგავლენით გამოწვეულ სპეციფიურ პრობლემებზე, მათი საერთო ჭრილში განხილვა და ამ საკითხების შესახებ გამოცდილების გაზიარება, ასევე ერთობლივი მიდგომების შემუშავება უარყოფითი შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების დასაგეგმად, რათა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას სოფლის მეურნეობის განვითარების უფრო ახალი მიმართულების უზრუნველსაყოფად;

    oqtomberi3კონფერენციის მონაწილეები ჯვრის მონასტერზე კონფერენციის მუშაობის პერიოდში გაანალიზებული იქნა სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სოფლის მეურნეობის მდგრად და უსაფრთხო გავითარებაზე კლიმატის გლობალური ცვლილების პროცესების დროს, აგრეთვე შემოთავაზებულია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სექტორის ადაპტაციის მრავალი ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დამატებითი ღირებულების ჯაჭვს, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სასურსათო უსაფრთხოების და ბალანსირებული კვების უზრუნველსაყოფად;

     კონფერენციაზე მიღებულ იქნა დეკლარაცია, რომელშიც ხაზგასმულია აგროეკოსისტემების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ერთობლივი მიდგომების გავრცელების აუცილებლობა ყველა ქვეყნისთვის. კონფერენციის მონაწილეების მიერ მოწონებულია ყოველწლიური თემატური კონფერენციების სისტემატური ჩატარების ინიციატივის მნიშვნელობა და ჩამოყალიბებულია კონკრეტული გზების გაძლიერება სამომავლო თანამშრომლობის გასაგრძელებლად.

     მიიღეს რა მხედველობაში არსებული და მოსალოდნელი პრობლემები და მათი გადაწყვეტის წინადადებები, კონფერენციის მონაწილეები: 

 >>  აღნიშნავენ კლიმატის ცვლილების პრობლემების პრიორიტეტულობას ყველა მონაწილე ქვეყნისთვის და აცხადებენ, რომ გააგრძელებენ შედარებით მჭიდრო თანამშრომლობას “გაერო”-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის კონტექსტში;

>> აღიარებენ რა სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების ფართო ადაპტაციის მნიშვნელობას, მოუწოდებენ პოლიტიკოსებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფერმერებს, აქტიურად ჩაერთონ ერთობლივ და მრავალმხრივ კვლევებში, რომლებიც მიმართული იქნება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესების შერბილებისაკენ.

კონფერენციის მონაწილეებს მიზანშეწონილად მიაჩნიათ:

>> კვლევით ინსტიტუტებს, დონორ ორგანიზაციებს და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის კლიმატის ცვლილების, სასურსათო უსაფრთხოების და კვებასთან დაკავშირებული თანამშრომლობის გაღრმავება გლობალურ და რეგიონალურ დონეზე;

>> ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონალურ დონეზე მოწინავე გამოცდილების გაზიარება, ფერმერთა დასახმარებლად ექსტენშენ-სერვისის განვითარება, უნივერსიტეტებში შესაბამისი საგნების (დისციპლინების) სწავლების გაძლიერება;

>> კლიმატის ცვლილების პირობებში წყლის რესურსების მართვის, სოფლის მეურნეობის გაძღოლის სიტემების გაუმჯობესების ახალი პროექტების დამუშავების დაწყება; ბულლეტ კლიმატის ცვლილების მემცენარეობასა და მეცხოველეობაზე გავლენის შესახებ მონაცემთა შეგროვების და ანალიზის პოტენციალის გაძლიერება იმ მიმართულებით, რათა ეს მონაცემები და პროგნოზები ხელმისაწვდომი იყოს საბოლოო მომხმარებელთათვის მათი მოღვაწეობის ეფექტიანობის ასამაღლებლად;

>> კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სოფლის მეურნეობის მდგრადობასა და სასურსათო უსაფრთხოებაზე ზემოქმედების ინტეგრირებული დარგთაშორისი კვლევების წახალისება, რისკების ეფექტიანი მართვის მისაღწევად საპილოტე პროექტების განხორციელება;

>> კლიმატის გლობალური ცვლილების ნეგატიური ზემოქმედების ადაპტაციის საკითხებთან დაკავშირებით პროექტების და პროგრამების დაგეგმვა, რეალიზაციასა და შეფასების საკითხებში მეცნიერების, პრაქტიკოსების და პოლიტიკოსების ერთობლივი მონაწილეობა;

>> სურსათის (ცხოველის საკვების) უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სფეროებში არსებული და პროგნოზირებული რისკების სისტემური შეფასების მექანიზმის დამუშავება და რეალიზაცია კლიმატის გლობალური ცვლილებების გათვალისწინებით;

>> სისტემატური ეკოლოგიური მონიტორინგის ჩატარება დისტანციური ზონდირების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ტყის ლანდშაფტზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის შეფასებისათვის და დეგრადირებული ტყის საფარისათვის ბრძოლის სამუშაოთა დაგეგმვა;

>> კლიმატის ცვლილების ფონზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად დაზიანებულ ტყის ეკოსისტემებში კომპლექსური ინტეგრირებული აღდგენითი სატყეო-სამეურნეო, სატყეო-სამელიორაციო ღონისძიებების გატარება;

>> კლიმატის ცვლილების გათვალისწინებით მოწინავე რესურსდამზოგი და ნიადაგდამცავი სამანქანო ტექნოლოგიების და ტექნიკური საშუალებების შერჩევა-დამუშავება, მათი ტესტირება და დანერგვა;

>> გატარდეს მიზნობრივი სასელექციო ღონისძიებები, რომლებიც ითვალისწინებენ დაბალმოსავლიანი, დაავადებების მიმართ მგრძნობიარე კულტურების მაღალმოსავლიანი, დაავადებებისადმი რეზისტენტული და გვალვაგამძლე ჯიშებით ჩანაცვლებას;

oqtomberi4 კონფერენციის მონაწილეები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საგურამოს ექსპერიმენტულ სანერგე მეურნეობაში>>  რეგიონალურ და ეროვნულ დონეზე სოფლის მეურნეობის და ეკოსისტემების ადაპტაციისა და მდგრადი მართვის კომპლექსური ღონისძიებების სტრატეგიული პროგრამების დამუშავება და რეალიზაცია მეცნიერული მიდგომების საფუძველზე, შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი სისტემების სახელმწიფო მხარდაჭერის გაძლიერება და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. ქ. თბილისი, 2014 წლის 3 ოქტომბერი

ძებნა საიტზე

სიახლეები

განცხადება

10 დეკემბერი 2024
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

...    თბილისი,1002, ივანე ჯავახიშვილის N51; ტელ.: (+995 32) 291 01 14; 296 03 00;  294 13 20;

ელ-ფოსტა : info.gaas.georgia@gmail.com