2015 წლის 27 თებერვალს ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრება.
კრების დღის წესრიგი:
- საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2014 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ (მომხს. აკადემიის პრეზიდენტი, აკად. გ. ალექსიძე);
- აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების ანგარიშები 2014 წელს გაწეული მუშაობის შესახებ (აკადემიკოს-მდივნები: აკადემიკოსები გ. მარგველაშვილი, ზ. ცქიტიშვილი, რ. მახარობლიძე, ნ. ბაღათურია, ო. ქეშელაშვილი);
- ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერის წოდების მოსაპოვებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ (აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკად. გ. ჯაფარიძე);
- მიმდინარე საკითხები.
მოხსენებით “საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2014 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2015 წლის პერსპექტიული სამუშაო გეგმის შესახებ” – გამოვიდა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე. მომხსენებელმა პირველ რიგში აღნიშნა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია 2014 წლის 17 სექტემბერს პრაღის (ჩეხეთი) ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების მე-8 ასაბლეაზე აირჩიეს ევროპის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებიების კავშირის წევრად, რაც აკადემიის საერთაშორისო აღიარებაა და აკადემიისათვის დიდი წარმატება. აღინიშნა აკადემიის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხები, სამუშაო გეგმით ჩატარებული საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებები, მათ შორის ჩატარებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა სოფლის მეურნეობის მდგრად და უსაფრთხო განვითარებაზე”. მოხსენებაში განხილული იქნა აკადემიაში ჩატარებული სემინარები და მრგვალი მაგიდები, თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო და სამთავრობო სტრუქტურებთან, აკადემიის დარგობრივი კოორდინატორების მუშაობა, აკადემიის მიერ ჩატარებული გამსვლელი კონფერენციები, აკადემიის საგამომცემლო საქმიანობა – აღინიშნა, რომ საანგარიშო წელს აკადემიის წევრების მიერ გამოქვეყნებულია 198 სამეცნიერო შრომა, გამოცემულია 3 სახელმძღვანელო 13 მონოგრაფია, მიღებულია 4 პატენტი გამოგონებაზე და მომზადებულია 7 რეკომენდაცია. საანგარიშო პერიოდში გაფორმებული იქნა თანამშრომლობის მემორანდუმები კორეის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან, პოზნანის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტთან, სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტთან და სხვა. აკადემია აქტიურად მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში, ჰქონდა მჭიდრო კონტაქტები საქართველოს პარლამენტთან და სამინისტროებთან, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან; გარკვეული წარმატებული სამუშაოები იქნა ჩატარებული ბიომრავალფეროვნების კუთხით, რისთვისაც აკადემიაში ჩამოყალიბებულია სპეციალური კომისია; მომხსენებელის მიერ გაანალიზებული იყო სამომავლო პერსპექტივები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს აკადემიის შემდგომ მუშაობაში. (მოხსენება იხილეთ ამ ბმულზე).
მოხსენების ირგვლივ კამათში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა და აკადემიის წევრებმა – ზ. ტყემალაძემ, გ. აგულაშვილმა, გ. თოფაძემ, პროფ. თ. მარსაგიშვილმა, ი. ნოზაძემ, აკად. ნ. ქარქაშაძემ, აკად. Nნ. ჩხარტიშვილმა, პროფ. ლ. კლიმიაშვილმა, პროფ. ვ. სუხიშვილმა, აკდ. ჯ. ონიანმა, პროფ. რ. კოპალიანმა.
საერთო კრების მონაწილეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის 2014 წლის საქმიანობა შეაფასეს დადებითად.
დღის წესრიგის მეორე საკითხზე მოხსენებებით გამოვიდნენ - აკად. გ. მარგველაშვილი, აკად. ზ. ცქიტიშვილი, აკად. რ. მახარობლიძე, აკად. ო. ქეშელაშვილი, აკად. ნ. ბაღათურია. კამათში მონაწილეობა მიიღეს აკად. თ. ყურაშვილმა, აკად. გ. პაპუნიძემ, ი. აბულაძემ, დოქტ. ლ. უჯმაჯურიძემ, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოს-მდივანმა გ.ჯაფარიძემ. აკადემიკოს-მდივნებმა და სხვა გამომსვლელებმა ისაუბრეს სოფლის მეურნეობის ისეთ პრობლემატურ საკითხებზე, როგორიცაა ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებები, მანქანა-ტექნოლოგიური სისტემების გაუმჯობესების მექანიზმების სრულყოფა, მეცხოველეობის და ვეტერინარიის საკითხებზე გაფართოებული მრგვალი მაგიდების დანერგვის ორგანიზაცია, კვების მრეწველობის სახელმწიფო პროგრამაში აკადემიის როლის გაძლიერება, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დარგობრივ სახელმწიფო პროგრამებში აკადემიის მოქმედი ინტელექტუალური პოტენციალის გათვალისწინება, სასურსათო პროდუქტების კონტროლის მექანიზმის დამუშავება, აგრარული სფეროს ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებების განსაზღვრა-კორექტირება და ა.შ. განხილულ საკითხებზე საერთო კრებამ მიიღო შესაბამისი დადგენილებები და რეკომენდაციები.
საერთო კრებაზე აგრარულ სფეროში 2014 წლის საუკეთესო მეცნიერებს გადაეცათ დიპლომები:
- აგრარულ დარგში – აკად. გურამ ალექსიძეს;
- აგროსაინჟინრო დარგში – აკად. ჯემალ კაციტაძეს;
- სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვის და გადამუშავების დარგში – პროფ. ნანა ბეგიაშვილს;
- ეკონომიკის დარგში – აკადემიის წევრ-კორესპონდენტს პაატა კოღუაშვილს.