საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებული აკადემიის სტიპენდიანტების კონკურსთან დაკავშირებით (გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, #62, პარასკევი, 29 მარტი, 2019 წელი) შემოსული შეკითხვის პასუხად განვმარტავთ, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის
მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი
* * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * * *
საქართველოს
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
განცხადება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც აკადემიკოსობის კანდიდატებად წამოაყენეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, სამეცნიერო დაწესებულებებმა, სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა და სამეცნიერო საზოგადოებებმა:
1. აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0415 “აგროინჟინერია”, სპეციალიზაცია 041503 “სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაცია” - 1 ვაკანსია
1.1. ყრუაშვილი ირაკლი - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
2. სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილება - სპეციალობა 0105 “მეტყევეობა”, სპეციალიზაცია 010501 “სატყეო მეურნეობა” - 1 ვაკანსია.
2.1. კანდელაკი თეიმურაზი - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;
2.2. გაგოშიძე გიორგი - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.