საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

         სოფლის მეურნეობა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას. აგროსაინჟინრო სფერო კი, მისი განვითარების თანამედროვე ეტაპზე, არის სოფლის მეურნეობის ძირეული რეფორმების ლოკომოტივი, განსაკუთრებით ეხლა-კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში.

        ამასთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილება ატარებს ინტერნეტ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „საქართველოს აგროსაინჟინრო სექტორის სტაბილიზაციისა და განვითარების პრიორიტეტები კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში“.

                                კონფერენციის ჩატარების თარიღი 17-18 სექტემბერი, 2020 წელი.

           კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების თეზისები სსმმ აკადემიის აგროინჟინერიის სამეცნიერო განყოფილებაში არაუგვიანეს 2020 წლის 15 სექტემბრისა განყოფილების სწავლულ მდივანთან (დოქტ. მარინე ბარვენაშვილი, ელექტრონული მისამართი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).">This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.).

          კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ელექტრონულ სამეცნიერო შრომებში დასაბეჭდად.

         კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნება სტატიის ავტორს/ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 10 დღისა. კონფერნციაში მონაწილე სტატიის ავტორი/ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.

        (სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).

                                  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიური დეპარტამენტი