საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის
2021 წლის 26 მარტის საერთო კრების
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
ქ. თბილისი დასაწყისი 12 საათზე
1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.
2.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სტიპენდიატების ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის მაღალორგანიზებულად მომზადებისა და ჩატარების მიზნით აკადემიის პრეზიდენტის ბრძანებით შექმნილი საექსპერტო-საკონკურსო კომისიის დასკვნის შესახებ.
მომხსენებელი: საექსპერტო-საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, აკადემიკოსი ნოდარ ჭითანავა
3.საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში აკადემიის სტიპენდიატების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არჩევნების ჩატარება.
(ფარული კენჭისყრა).
4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ 2020 წელს გაწეული მუშაობისა და 2021 წლის აგრარული მეცნიერების ძირითადი ამოცანების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე;
თანამომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე;
5. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ 2020 წელს ჩატარებული მუშაობისა და 2021 წლის ამოცანების შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის სამეცნიერო განყოფილებების აკადემიკოს-მდივნები: გ. მარგველაშვილი, ჯ. გუგუშვილი, რ. მახარობლიძე, რ. ჩაგელიშვილი, ზ. ცქიტიშვილი, ო. ქეშელაშვილი და აკადემიის აჭარის სამეცნიერო-საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი აკად. ზ. ფუტკარაძე.
6. მიმდინარე საკითხები