თბილისი აკადემიის საკონფერენციო დარბაზი 12 საათი
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
1. ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის გარემოს დაცვისა და სატყეო საქმის სამეცნიერო განყოფილების წევრების მონაწილეობის შესახებ ქალაქის განაშენიანება-განვითარების, ეროზიული და მეწყრული პროცესების პრევენციული ღონისძიებების გეგმის და პროექტის განხილვაში.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე.
2. აკადემიის მიერ საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან გაფორმებული მემორანდუმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე.
3. აკადემიის მუდმივმოქმედი გამოფენის ორგანიზაციის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ.
მომხსენებელი: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ელგუჯა შაფაქიძე; აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე, დოქტორი ანატოლი გიორგაძე.
4. ინფორმაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული სამეცნიერო მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი ნუგზარ ბაღათურია.
5. მიმდინარე საკითხები
1. საგანმანათლებლო პროგრამა „სატყეო საქმის“ შესახებ.
მომხსენებლები: აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გივი ჯაფარიძე; აკადემიკოსი გიორგი გაგოშიძე.