საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

            2021 წლის 17 – 20 ნოემბერს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდება ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და ტექნოლოგიები ევროპაში და პერსპექტივები“.

            საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) წევრია 2015 წლიდან. აღნიშნული აკადემიების კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 06 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე.

(ევროპის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ბუნებათსარგებლობის აკადემიების კავშირის   (UEAA) საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის პროგრამები ქართულ და ინგლისურ ენებზე იხილეთ ბმულებზე)