საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში
2022 წლის 11 ოქტომბერს 14 საათზე ჩატარდება სემინარი თემაზე:
“ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS ღია მონაცემთა სისტემა”
დღის წესრიგი:
- საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების ჩართულობა FAO-ს საინფორმაციო ქსელებში და ტექინფორმის როლი
- ღია მეცნიერების პრინციპები და FAO AGRIS-ში ღია მონაცემთა სისტემის შესაძლებლობები.
მომხსენებლები:
ტექინფორმის დირექტორი, აკად. დოქტორი, ნელი მახვილაძე;
ტექინფორმის დირექტორის მოადგილე, აკად. დოქტორი, მარი რაზმაძე.
სემინარის მიზანია ქვეყნის აგროსფეროს სამეცნიერო მიღწევების შესახებ მსოფლიო საზოგადოების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ ინფორმაციას წარმოადგენს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი ტექინფორმი, რომელიც ამავე დროს არის გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO-ს საერთაშორისო საინფორმაციო სისტემის AGRIS ეროვნული ჰაბი საქართველოში.