საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ვაკანსია

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

4 ნოემბერი 2022

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს ვაკანსიას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად შემდეგ სპეციალობაში:

                                             სპეციალობა

   ვაკანსია

აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება

            

მებაღეობა, მევენახეობა

             1

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერებათა დოქტორის, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი აგრარული მეცნიერების განვითარებაში.

       საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავ­ლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.

          საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო ან აკადემიური საბჭოს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრის (წევრების), სამეცნიერო ტრადიციების მქონე ინსტიტუტების, ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლებისა და სამეცნიერო საზოგადოებების წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4X6 (2 ცალი), სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტარიულად), მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

       კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება (იგზავნება) საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2022 წლის 4 ნოემბრიდან  25 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0102, ი. ჯავახიშვილის ქ. №51, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია (კანცელარია, ტელეფონი: 2 94 13 21). საბუთების მიღება იწარმოებს ყოველი სამუშაო დღის 10 საათიდან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ვებ-გვერდზე (www.gaas.dsl.ge.), რისთვისაც წარმოდგენილი უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიაში ( ტელეფონი: 2 96 03 00).

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მეცნიერებათა აკადემია