საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

განცხადება

განცხადება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილება „ნიადაგების მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას თემაზე: „დავიცვათ ნიადაგი - ჩვენი მარჩენალი და ეროვნული სიმდიდრე“

კონფერენციის ჩატარების თარიღი 5 დეკემბერი, 14 საათი ,  2022 წელი.

კონფერენციის მონაწილეობის მსურველებმა სამეცნიერო სტატია უნდა წარმოადგინონ სსმმ აკადემიის აგრონომიულ მეცნიერებათა განყოფილებაში არაუგვიანეს 2022 წლის 3 დეკემბრისა განყოფილების სწავლულ მდივანთან შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტში რედაქტირების შემდეგ სტატიის ელექტრონული ვერსია დაიშვება სამეცნიერო კონფერენციის სამეცნიერო შრომათა კრებულში დასაბეჭდად.

კონფერენციის შრომათა კრებულის ელექტრონული ვერსია დაეგზავნებათ სტატიის ავტორებს კონფერენციის ჩატარებიდან არა უგვიანეს 15 დღისა. კონფერენციაში მონაწილე სტატიის ავტორები აგრეთვე მიიღებენ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მონაწილეობის ელექტრონულ სერტიფიკატებს.

(სტატიის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენის წესი იხილეთ ბმულზე).